Thursday, March 17, 2011

10 000$ ანუ მიმართვა ქართულ ბლოგოსფეროს

ალბათ ყველამ გაიგეთ, რომ ბატონმა ედმონდ აბაშიძემ ბებიამისის დანატოვარი განძი _ 10 000$ დამარხა.

იდეა:
გთავაზობთ ბლოგერებს, ერთად მივაგნოთ ფულს. 10 000$-არად, ჩემი კომპანია აიღებს პასუხიგმებლობას შემდეგზე:

- ვიყიდით ძააალიან მაგარ სერვერს, რომელსაც განვათავსებთ კავკაზუსში და ყველას ვინც ჩართული იქნება თანხის ძიებაში, ექნება უფასო ჰოსტინგი. (ყოველ შემთხვევაში ეს თანხა საკმარისია რომ მინიმუმ 3 წელი გადავიხადოთ ჰოსტინგის საფასური, რადგან წელიწადში 960 ლარი ჯდება, ხოლო ადმინისტრირებას გაუწევს ჩემი კომპანია, უფასოდ. სერვერი გამოყენებული იქნება, მხოლოდ ქართული ბლოგინგისთვის და მის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის).

- ყველას ვინც მონაწილეობას მიიღებს და იაქტიურებს დავურეგისტრიროთ დომენი და გადავუხადოთ 1 წლის დომენის საფასური (თუ რა თქმა უნდა არააქვს დომეინი).

- მოვაწყოთ ერთი კარგი და დიიიდიიი ტუსოვკა, ბევრი დასალევით, მუსიკით და გართობით.



იდეა ძალიან ნედლია (ამ წამს მოვიხსი და იქვე მოვკრიფე) ამიტომაც განვიხილოთ სხვადასხვა ნიუანსები, რა და როგორ გავაკეთოთ ბლოგის გვერდზე.


გეტყვით როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი:

- შეიკრიბება, გარკვეული რაოდენობა ბლოგერების, რომლებიც ჩართულნი იქნებიან აქტიურად პროცესში.
- გამოიყოფა, საორგანიზაციო კომიტეტივით (საშინელი სიტყვაა), ანუ რამდენიმე კაცი, რომელიც გარკვეულ საკითხებს გაუწევს ორგანიზებას.
- შეიქმნება დახურული ჯგუფი (ბლოგერების "ვირტუალური შტაბბინა"), სადაც მე პირადად პირველი დავდებ, ჩემს მიგენებებს რეკლამაში, იქვე ვიმსჯელებთ და კონკურსის სხვადასხვა მონაწილეებს გავუნაწილებთ დავალებებს.


ვირტუალურ შტაბბინაში, ანუ ჯგუფში ვფიქრობ უმჯობესია რომ რამდენიმე ვეტერანი ბლოგერი იყოს, ისინი ვისაც ბლოგსფერო გამოუცხადებს ნდობას. მე გთავაზობთ შემდეგ კანდიდატურებს:

- doin.ge
- zur.ge
- ლინგვისტუსი
- დოდკა
- კაწიე
- ყვავა
- დვორსკი
- ლიტერატორი

[საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილი ვინ გვყავს კიდე?]

დანარჩენმა მონაწილეებმა და მსურველებმა, უნდა შეავსოს განაცხადი, რომელში დაფიქსირებული ინფორმაციით, "შტაბბინა" გაანაწილებს დავალებებს, რომ ეფექტურად და ოპერატიულად მოხდეს მათი შესრულება.

ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. (რაღა თქმა უნდა შემდეგ, გამოვაქვეყნებთ მასალებს, ვინ რა დავალება შეასრულა, რა და როგორ ხდებოდა და ეს ცალკე ბლოგზე განვათავსოთ :) )



დასასრულს:
ვიცი, რომ ბევრს თუ არ გაუჩნდება, ცრუორსულობა მაინც ექნება იდეით, რაში მჭირდება ეს ყველაფერი, ხომ არ ვაპირებ "თანხის მოტეხვას" და ა.შ. :)

ქართული ბლოგსფეროს პირში ჩავარდნას, ჯოჯოხეთის ცეცხლი მირჩევნია და სახელის გატეხვას, თავის და ნეკნების,  ამიტომ თანხას ოფიციალურად გავხარჯავთ და განვკარგავთ "საორგანიზაციო კომიტეტის" წევრები (ზემოთჩამოთვლილი მიზნებისთვის) და პირადად მე საჯაროდ გამოვაქვეყნებ ინვოისებს, ზედნადებებს, ანგარიშ ფაქტურებს და ა.შ. რათა ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდეს გადაამოწმოს, რა, სად და როდის დაიხარჯა.

ამასთან ჩემი კომპანია ისედაც აპირებს ქართული სოციალური მედიის ბაზარზე აქტიურობას და ნამდვილად არ აწყენს ბლოგერებთან მჭიდრო ურთიერთობა და კონტაქტის დამყარება.

ასე რომ,  ვფიქრობ წაგებული არავინ არ იქნება, თავად ედმონდ აბაშიძეც კი :)


მაშ ასე ქართულო ბლოგსფერო, დადგა ჭეშმარიტების მომენტი. დროა გავარკვოთ ორი, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი:

- არის თუ არა ხიშტი მინუს ორასი და
- არის თუ არა ძალა ერთობაში


P.S. თუ იდეა დაგაინტერესებთ, გამოდის რომ ხვალ თბს ბანკთან ვკრიბებით 10 საათზე :) ასე რომ მოხსენით "ზარები", გაიღიმეთ და წინ :)

22 comments:

  1. ლაშარელა,
    იდეების ყულაბა ხარ :)
    გულწრფელად რომ გითხრა, მეეჭვება ბევრი ნახო შენსავით მოტივირებული...

    ReplyDelete
  2. რა ვიცი, გითხრა?

    კარგი: ნეტა შენ, მოგცლია რა.. :D

    ReplyDelete
  3. გასაგებია :) იმედიმაქვს ჩემნაირი მოცლილები კიდევ გამოჩნდებიან და გავერთობით :)

    ReplyDelete
  4. I'm in!!
    ძალიან მაგარი იქნება, სხვა თუ არაფერი მაგრად გავერთობით :)

    ReplyDelete
  5. ეე, ნუ ავარდი ახლა!.. :)

    ReplyDelete
  6. :D
    აი ეს მესმის :D
    10 000$ გარანტირებულ მოგება-განაწილებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ბლოგერების და ბლოგოსფეროს პიარი კი გამოვა, მე მგონი მარტო მაგიტომ უნდა დააინტერესოს ბევრს ;)))

    ReplyDelete
  7. ხვალ 10ზე არ მცალია და შაბათს რომ შემოგიერთდეთ დღისით?

    ReplyDelete
  8. მეც უნდა შევავსო განაცხადი?

    ReplyDelete
  9. ჩავთვალოთ რომ შენ უკვე შეავსე :) ვიცი ყველაფერი შენზე :)

    ReplyDelete
  10. მაინც შევავსე და დოკუმენტალურად გამოვხატე თანხმობა :) :) :)

    ReplyDelete
  11. კი არ ვიცი ამ თამაშის შესახებ, ჩავუჯდე, აბა ))

    ReplyDelete
  12. ჩემი კანდიდატურაც მიაწერე და შენთან ვარ ;)
    მკიდია ეგ ფული (რადგან არ მჯერა მოგების), ჰოდა თუ ამ პროექტს მოხმარდება, დაე, ეგრე იყოს ;)

    ReplyDelete
  13. ამ თამაშის თუ აქციის, თუ რაცაა, შესახებ ამ დილას გავიგე რ2-დან და ცოტა არ იყოს შევშინდი, ბარებით შეიარაღებული ადამიანები რომ დავინახე. წარმოვიდგინე როგორ შეესევა ამდენი ადამიანი და გადათხრის ისედაც არც მთლად მოწესრიგებულ ქალაქს...

    თუმცა, მომწონს თიბისის იდეა, ჩანაფიქრი, რაც არის მთავარი, რომ მიწაში, მუთაქაში, და მისთანებში ფული არ უნდა შეინახოს ადამიანმა :)

    ReplyDelete
  14. ვსიო მე მზად ვარ :)) დამირეკე რამე რო იყოს :)) და იმ ჯგუფში დამამატე :))

    ReplyDelete
  15. განხცადი შევავსე თუ არა არ მახსოვს და თავიდან შევავსებ

    ReplyDelete
  16. გასაგებია :) იმედიმაქვს ჩემნაირი მოცლილები კიდევ გამოჩნდებიან და გავერთობით :)

    ReplyDelete
  17. ეე, ნუ ავარდი ახლა!.. :)

    ReplyDelete
  18. :D
    აი ეს მესმის :D
    10 000$ გარანტირებულ მოგება-განაწილებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ბლოგერების და ბლოგოსფეროს პიარი კი გამოვა, მე მგონი მარტო მაგიტომ უნდა დააინტერესოს ბევრს ;)))

    ReplyDelete
  19. ჩემი კანდიდატურაც მიაწერე და შენთან ვარ ;)
    მკიდია ეგ ფული (რადგან არ მჯერა მოგების), ჰოდა თუ ამ პროექტს მოხმარდება, დაე, ეგრე იყოს ;)

    ReplyDelete
  20. ვსიო მე მზად ვარ :)) დამირეკე რამე რო იყოს :)) და იმ ჯგუფში დამამატე :))

    ReplyDelete
  21. განხცადი შევავსე თუ არა არ მახსოვს და თავიდან შევავსებ

    ReplyDelete