Thursday, March 24, 2011

ბრძოლა წესების გარეშე

მე მეშინია ჩემი ცოლის გრძელი ფეხების
მრგვალი ტუჩების, რბილი კოცნის _ სადღაც წელს ქვემოთ
მე მეშინია, როცა მის კერტს ენით ვეხები
თითქოს ელემენტს ვუსინჯავდე დაკარგულ გემოს

მე მეშინია როცა სადმე მივდივარ მარტო
როდესაც ღამით, მის მაგიერ ბალიში მიდევს
როდესაც ბინის აივნიდან წინ გადახრილი
გამოხარშულ ტანგა ტრუსებს, აფენს და კიდებს

მე მეშინია ჩემი ცოლის ყოველი სიტყვის
განურჩევლად აზრისა და ჟღერადობისა
საკუთარ თავთან გაშიშვლების მქონდა კომპლექსი
და ჩემმა ცოლმა ეს კომპლექსიც ალბათ მომიხსნა

მე მეშინია, ერთ მშვენიერ დღეს, რომ აღარ მომცემს
და კიდევ უფრო მეშინია რომ არ ამიდგეს
თავისი ქორფა ძუძუებით, ზემოდან რომ მცემს
და ნეტარებით ძალ გამოცლილს ფეხქვეშ გამიგდებს

მე მეშინია ჩემი ცოლის გრძელი ფეხების,
მრგვალი ტუჩების, რბილი კოცნის _ სადღაც წელს ქვემოთ
მე მეშინია, როცა მის კერტს ენით ვეხები
თითქოს ელემენტს ვუსინჯავდე დაკარგულ გემოს

4 comments:

  1. მაგარია.. :)

    ReplyDelete
  2. გაფიცებ მითხარი, ამას რო წერ, მერე როგორ მუშაობ, თუ ფრიგიდული ხარ შჩმ? :D

    ReplyDelete
  3. შენი გოგო
    ერთი მაცოდინა რომელი ხარ :))
    ამას იმიტო ვწერ რო ვმუშაობ შჩმ :)) (აგიდგა? :)) )

    ReplyDelete
  4. კინაღამ :D არადა, ვმუშაობდი :D

    ReplyDelete