Saturday, March 26, 2011

"იმედის" მომცემი Error-ი და მოTVრებული ფეისბუქი

დღეს გაიმართა აქცია, რომელცი ზუსტად ერთი კვირის წინ დაიგეგმა ფეისბუქით.

როდესაც თითში ხიწვი შეგერჭობა, თუ დროულად არ გამოიღებ, ის აუცილებლად დაჩირქდება.

მსგავსად ხიწვისა, საზოგადოებაში თუ ჩნდება გარკვეული პროტესტი, რომელსაც ადრესატი ცოცხალი თავით არ იმჩნევს და მაგრადაც კიდია, შედეგი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ხიწვისა და ლეიკოციტების, ჩემს მიერ მოყვანილ გენიალურ მეტაფორაში.

ზედა აბზაცში რაღაც ვერ გამომივიდა და ამიტომ თავიდან შევეცდები:

მოკლედ, როდესაც პრობლემა არსებობს, მასზე თვალის დახუჭვა არის ყველაზე დიდი სისულელე.

დღეს გამართული აქციის ერთერთი საფუძველი ის არის რომ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში არსებულ N რაოდენობის კრიტიკას, არანაირი გამოხმაურება არ ახლავს  გადაცემის "მესვეურებისაგან". თითქოს არც ერთი მათგანი არ იყოს დარეგისტრირებული ფეისბუქზე, არ კითხულობდნენ ალაგალაგ მოსტატუსებულ ლანძღვა-გინებას, საფუძვლიან და არგუმენტირებულ კრიტიკას ბლოგებზე და მრავალი სხვა.

კარგი, ჩავთვალოთ რომ მათ არააქვთ ფეისბუქი და არ იციან რა არის კლავიატურა (ბიჭოლა ვინაა ეგ მაინც იციან ნეტა?) მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ არ იციან სად არის რუსთაველის ძეგლი და საათის ცნობა. რადგან მათთან გადაგზავნილი პრესრელიზის გასაგებად და გასააზრებლად, მოცემული ორი უნარჩვევაც კი საკმარისი იქნებოდა.

ორადორი ტელევიზია, რომელმაც სრული იგნორირება გაუკეთა მოცემულ აქციას და არ გააშუქა ის არც გამართვამდე და არც გამართვის შემდეგ არის: "ტელეკომპანია იმედი" და "რუსთავი 2".

მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის ეწვის ქუდი.




[youtube http://www.youtube.com/watch?v=rprRu-xYDtA&w=480&h=390]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=OMgTfQtcXSY&w=480&h=390]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=HX3m-1SJgWg&w=480&h=390]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=_1LdmkB7730]

12 comments:

  1. ონლაინ ვეცნობოდი ინფოებს:)
    კარგი იყო.
    ვისურვებდი ამ ქვეყანაში ასეთი აქციების გამართვის საჭიროება აღარ იყოს. ტელევიზიებმა უხარისხო ნარჩენები ამ რაოდენობით აღარ შემოგვტენონ.

    ReplyDelete
  2. ლაშ მოვდივართ! :D

    ReplyDelete
  3. ისა..
    არც სსმ ყოფილა.. :შ

    ReplyDelete
  4. ზუსტად 3:04-წუთზე ჩამოდგა მთაწმინდის ავტობუსი, ასე რომ, შორიდან დაგინახეთ ყველა და დაგიქნიეთ ხელი.. მაგრამ მარტო ძიძიმ დამინახა.. :))) მხარს გიჭერთ და ძალიან მინდოდა თქვენთან, მაგრამ ამდენი უცხო ხალხი ცოტა მაბნევს.. :)
    კარგია, რომ აქცია გაშუქდა, თუმცა რუსთავი-2ის და იმედის მხედველობის და სმენის პრობლემები ცოტა მაშფოთებს.. ეგენი ბევრ რამეს ვეღარ ხედავენ ამ ბოლო დროს რატომღაც.. :))

    ReplyDelete
  5. ლაშარელა, ძალიან ნიჭიერი ხარ :)

    ReplyDelete
  6. შნურუკი გაქვს გახსნილი :თვალებისფახულისსმაილიკი:

    ReplyDelete
  7. მზრუნველი
    იმ დღეს 10-ჯერ გამეხსნა :)))

    ReplyDelete
  8. ხომ ვთქვი, არ მოვლენ–მეთქი და არა, მოვლენო, მიმაჩუმეს :/

    ReplyDelete
  9. ძალიან მაგონებ ერთ ადამიანს :)

    ReplyDelete
  10. მაინც არაფერი გამოვა. უმცირესობაში ხ/ვ-ართ :)))
    :რეალისტი:

    P.S. იმედია, შემდეგი პოსტი არ დაიწყება ასე:
    "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

    და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;" :))

    ReplyDelete
  11. ისა..
    არც სსმ ყოფილა.. :შ

    ReplyDelete
  12. ზუსტად 3:04-წუთზე ჩამოდგა მთაწმინდის ავტობუსი, ასე რომ, შორიდან დაგინახეთ ყველა და დაგიქნიეთ ხელი.. მაგრამ მარტო ძიძიმ დამინახა.. :))) მხარს გიჭერთ და ძალიან მინდოდა თქვენთან, მაგრამ ამდენი უცხო ხალხი ცოტა მაბნევს.. :)
    კარგია, რომ აქცია გაშუქდა, თუმცა რუსთავი-2ის და იმედის მხედველობის და სმენის პრობლემები ცოტა მაშფოთებს.. ეგენი ბევრ რამეს ვეღარ ხედავენ ამ ბოლო დროს რატომღაც.. :))

    ReplyDelete