ცოტა არაბუნებრივად გამომდის და ჩემთვის უჩვეულო პოზაა ეს "საჯარო მიმართვები", მაგრამ რეალურად მოგმართავთ არა იმიტომ, რომ გასულ ღამეს ჩემში "ლიდერმა" გაიღვიძა, უბრალოდ თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება.
დღეს შემთხვევით გადავაწყდი შალვა რამიშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მაია ასათიანის ბოლო აპოგეალურ გადაცემაზე იყო მიძღვნილი.
შალვას "რაღაცეები" ბოლო პერიოდი არ მევასება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეც მზად ვარ შახიდის ქამარი გავიკეთო, ჩაწერას დავესწრო, აცრემლებულმა დავუკრა ტაში, ბოლოს მივიდე მაიკოსთან და მოვყვე ჩემი ისტორია - "რატომ გავიკეთე შახიდის ქამარი".
როდესაც ფეისბუქზე, ბლოგის გვერდზე აღშფოთება გამოვხატე მეგობრებისგან რამდენიმე შეკითხვა და რჩევა მივიღე:
"იცი რა სჭირს ამ საზოგადოებას? ბულიმია. რაც მოსწონს, იმას ჭამს და მერე მიდის და გულს ირევს, იმიტომ რომ მერე ამაზე წუხს, წუხს, რომ კიდევ ერთხელ გახდა სიგოიმის, ქაჯობის და უგემოვნობის ზეიმის თანაზიარი. მაგრამ მერე ისევ შივდება და ისევ უყურებს".
დაახლოებით იგივე პათოსის რაღაც მეც დამიწერია ადრე. პირადად მე ნამდვილად არ მინახავს და არც ვაპირებდი მაიას ხსენებული გადაცემის ნახვას, რომ არა შალვას პოსტი. დიახ, სწორედ იმიტომ ვუყურე ამ გადაცემას, რომ გამოვთქვა უკიდურესი აღშფოთება და მომდევნო გადაცემის სანახავად მოვემზადო. არა, მე მინდა რომ გამოვთქვა ჩემი პროტესტი, რადგან იქნებ +1-მა საღად მოაზროვნე ადამიანმა გაიზიაროს, ისევე როგორც მე გავიზიარე შალვას კრიტიკა.
"გადართე შენ კიდევ რას იშლი ნერვებს. ან რას უყურებ საერთოდ?"
სამწუხარო ის არის, რომ "პროფილი"-ს მსგავსი უხარისხო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას საქართველოს მოსახლეობის 99% უყურებს. დარჩენილი, "გაფეისბუქებული" 1% კი ინტერნეტში ვზივართ და ვაკრიტიკებთ. ნამდვილად გული მწყდება, როდესაც ეს 1%-იც კი ორ ნაწილად იყოფა და ერთერთი მათგანი მეორეს მოუწოდებს - "რას იშლი კაცო ერთი ნერვებს, გადართე, მოგცლია შენ კიდე, მეტი საქმე არ გაქვსო".
გადართავს 1%, მაგრამ არ გადართავს 99% _ შენი მეზობელი, ტიპი რომლის ბავშვი შენს ბავშვთან ისწავლის სკოლაში; ტიპი, რომელიც მიტინგზე გამოვა და მოითხოვს კონსტიტუციური მონარქიის აღსდგენას; ტიპი, რომელიც ყანწით ხელში ღვინოს დაგაძალებს სუფრაზე; ტიპი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული იქნება ბუნებაში ლამაზად ნათქვამი სადღეგრძელო, იმ ადგილას სადაც თავისი ნასუფრალი ღორულად დატოვა.
და მერე შენ გამოხვალ და მეტყვი რომ ძალიან არ მოგწონს ასეთი ქვეყანა. იკითხავ "რა გვეშველება ნეტა ქართველებს". ასე რომ, დიდი ბოდიში მაგრამ ვერ გადავრთავ!
და მე მწამს რომ ადრე თუ გვიან (ალბათ უფრო გვიან), კომპიუტერი 1 ლარად ფარგლებში მაინც შეიცვლება თანაფარდობა და მსგავს გადაცემებზე (კონკრეტულ გადაცემას ვგულისხმობ) 99% აღშფოთდება და 1% კი ისევ სიამოვნებით მიუჯდება ტელეეკრანს.
"რა ნახე ისეთი ამ შოუში, რაც ადრე არ გინახავს სხვა შოუებში? ხალხი შეეჩვია უკვე ამ ნაგავს".
სიმართლე ვთქვათ და ადრე ნანახითაც არ ვიყავი აღფრთოვანებული და "მსუბუქ-იუმორით" შეზავებული პროტესტიც ხშირად გამომითქვამს. ისე უწყინარად.
რა ვნახე ამ გადაცემაში ისეთი რაც აქამდე არ ყოფილა?
- არ მინახავს, რომ გადაცემას ედოს შეზღუდვა 18+
- არ მინახავს, რომ გადაცემაში ისმოდეს ისეთი სიტყვები და ფრაზები როგორიცაა: "თავზე დამაფსა", "ხელი ავწიე", "ის ბავშვი მოვაცილეთ" (აბორტს გულისხმობს) და მრავალი სხვა...
- არ მინახავს, რომ "მამაშა" ამაყობდეს თავისი წარსულით, აწმყოთი...
- არ მინახავს, როგორ თხოვს "მამაშას" მასზე 25 წლით უმცროსი "ჟირიბეცი" ხელს. (პრინციპში, "მამაშას" როგორ თხოვენ ხელს საერთოდ არ მინახავს).
- არ მინახავს ქალი, რომელიც 12 წლის ასაკში გააუპატიურეს (და სიტყვა "მომტყნა" რატომ არ იხმარა, პატივცემულმა ქალბატონმა მიკვირს, დავიჯერო მაიას თხოვნით ხელმეორე დუბლი ჩაწერეს?) 32 წლის ასაკში შვილებს ეუბნებოდეს: "აი შვილებო, მე მამათქვენი დავაჩოქეო".
- არ მინახავს, (არ ვიცოდი უფრო სწორად) ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაში უდიდესი წვლილი რომ მამაშებს მიუძღვოდათ.
სიმართლის დროში უარესები არ ხდებოდაო? _ მკითხეს. სიმართლის დროში "ონანისტები" ამბობდნენ და აღიარებდნენ რომ "ონანისტები" არიან, ხოლო აქ კიდევ "მამაშა" მარწმუნებს, რომ ანგელოზია, რომელსაც "დიდი გული აქვს, რომელშიც ბევრი პატარა უჯრაა" (საყვარელი<3).
მოკლედ, ასეთი "მდაბიო" აქამდე მართლაც არაფერი მინახავს. თითქოს ყოველგვარი შინაარსის გარეშეც კი, აურა მოდიოდა გადაცემიდან საშინლად ნეგატიური და მთრგუნავდა.
"მაინც ვერაფერს შეცვლი და რას იშლი ნერვებს. აკრიტიკებ თუ არა ერთბაშად არ შეცვალო რამე".
ერთბაშად არა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ და მხოლოდ ერთი და ორი არა _ მასიური კრიტიკის შედეგად, მჯერა, რომ რაიმე აუცილებლად შეიცვლება. პრინციპში, რითიც დავიწყე იმით ვასრულებ 1% - 99%-ის წინააღმდეგ. მაგრამ, მე მჯერა, რომ არაფერი ქრება უკვალოდ.
ყველაზე მეტად იცით რამ გამოიწვია ჩემი პროტესტი, მთელს ამ ისტორიაში? არა იმან, რომ მაიას შოუ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს მოსწონს. არამედ იმან რომ იმ 1%-მაც კი, არაფერი გააკეთა ამ უმსგავსობის გასაპროტესტებლად.
მაგრამ, მეც მიმაჩნია, რომ საუბრის დრო დამთავრდა. ვიყეფოთ და ვიყოთ ციფრულ სამყაროში გამოკეტილები - ქარავანიც და მაიას შოუ ხომ მაინც მიდის და გრძელდება?
დიდი სურვილი მაქვს, მივიდეთ რუსთავი2-ის ახალ შენობასთან, მოვაწყოთ ინსტალაცია (წყნარი, მშვიდი და საინტერესო) რომელიც გამოხატავს ჩვენს პროტესტს და დავანახოთ "მაიას" (რ2-ს ვგულისხმობ), რომ "ჩვენნაირებიც" არსებობენ.
გთხოვთ ბლოგერებს დახმარებას რადგან, ახლა, სწორედ თქვენ დგახართ ინფორმაციის ალტერნატიული საშუალებებით გავრცელების ავანგარდში. თუ იზიარებთ პროტესტს, ერთად გამოვთქვათ ის. შემოგვიერთდით.
ეპილოგის ნაცვლად:
აღნიშნულ გადაცემის ყურება როდესაც დავასრულე, არ ვიცი როგორ და რატომ, მაგრამ ერთი ფრაზა ამეკვიატა ნამდვილი ისტორიიდან. ცოლს, არ უნდოდა, დილით, ქმრისთვის "მიეცა" და:
- გაიღვიძეთ ბავშვებო, დედას გიტყნავენო!
ჰმ...
ReplyDeleteმეც შევესწარი მაგ გადაცემის დასარულს და :|
მე მაინც მგონია რომ გადართავენ და მიხვდებიან რა უაზრობაცაა.
იმედი მაქვს რომ მალე :)
გადართვა თავისთავად იდეალური ვარიანტია, მაგრამ ეს მაშინ, თუ 99%, ან 51% მაინც გადართავს.
ReplyDeleteრეიტინგი დაეცემა, რეკლამა აღარ გავა და დაიხურება.
მაგრამ მე თუ გადავრთე, აზრი არ აქვს. დაჟე ნერვებსაც ვერ ვზოგავ, ფეისბუქზე მაინც მიდის განხილვა, ავტობუსში, სამსახურში. აღარ შემიძლია უკვე. ვირუსია ეს ქალი :|
იმის გამო რომ თბილისში არ ვცხოვრობ, შაბათს აქციას ვერ დავესწრები. თუმცა შემიძლია იგივე დროს ქუთაისში მოვაწყო მსგავსი აქცია.
ReplyDelete:)))
ReplyDeleteოკ, ინტერნეტგულშემატკივრის როლს დავჯერდები ამჯერად :)))
ვინც არ გადართავს ნუ გადართავს.
ReplyDeleteმე სხვისი ტელევიზორის უფროსად ვერ დავდგები.
და საერთოდ, დუმბაძისა არ იყოს, ვერ დავდგები კარისკაცად, რომ კაბის კალთის სიგრძე ვუზომო - ვინ შევუშვა და ვინ არა.