Friday, March 18, 2011

განძის მაძიებელნი - Inception

…გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი დადგა მაძღარი შემოდგომა... შემოდგომის რა გითხრათ და ნანატრი პარასკევი ნამდვილად დადგა.

ალბათ იცით, რომ მე ვირწმუნე ქართული ბლოგსფეროს ძლევამოსილების, არა მხოლოდ ციფრულ, არამედ რეალურ სამყაროშიც და მათ შევთავაზე იდეა: ერთად გვეპოვნა დამარხული განძი _ 10 000 აშშ დოლარი :)

რაღა დაგიმალოთ და ბლოგოსფეროს დიდად არ გამოუთქვამს ინიციატივა, რაზეც თავიდან შევშფოთდი, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი „გასაშიფრი კოდივით“ ნათელი გახდა.

დილით ადრე გავიღვიძე, გავიზმორე, ყავა დავლიე (ყოველთვის მინდოდა დამეწერა პოსტი „ჩემი ჩვეულებრივი დღე“, თორე ისე ყავის დალევა ვერ მოვასწარი) და თბს ბანკს მივაშურე.

თან მქონდა Flip კამერა, რომელიც კატიემ მათხოვა (რისთვისაც მას ვეაჯები) და კარგი განწყობა.
ბლოგერებზე, რომლებიც შემოუერთდნენ იდეას, მომდევნო პოსტში მოგიყვებით და იმედი მაქვს, ბევრ მათგანს მალე გავიცნობ, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი რომ „სექტის“ წევრებიდან მხოლოდ გიგა, იგივე პაჭო, იგივე დვორსკი და ბოლოს და ბოლოს რომ მიხვდეთ, იგივე dgiuri.com დამხვდა.
რა მოხდა შემდეგ, ამას ვიდეო პოსტიდან შეიტყობთ.


[youtube http://www.youtube.com/watch?v=NgwXE01voD8]


ეს კი ჩვენი მოპოვებული საიდუმლო მასალები :





სახლში მიმავალს ორი მინიშნება შემხვდა, ოღონდ სულ შემთხვევით. ბოლოს მეტროს ვაგონებში მოხეტიალე ხალხი შევნიშნე, რომლებიც ათვალიერებდნენ სარეკლამო აბრებს, დასაჯდომებს, იატაკს და რატომღაც ჩემს კურტკასაც კი _ თურმე სადღაც "ნებისმიერ ვაგონშიო" ეწერა.

ასე არის თუ ისე, კარგია ეს თუ ცუდი, ქალაქი სრულმა ისტერიამ მოიცვა. მეტროდან ამოსულმა ტაქსი გავაჩერე:

- ათი ათასი დოლარიო ხო? ამიხსენი ერთი რა ხდება ბაბუ თუ კაციხარო - ისე გულიანად მთხოვა მძღოლმა, ბოლომდე დავიხარჯე და დეტალურად ავუხსენი რაშიც იყო საქმე.

- ვინ მოგაგებინებს ბაბუ მაგხელა ფულს. იქ ვინმე ახლობელს ეტყვიან, გაიგე შენა... და ის იპოვის და მერე ვითომ - ჰაიტ, ვიღაცამ იპოვაა.

ტაქსიდან გადმოსულმა, ტროტუარს გავუყევი. უნებლიედ ქვემოთ ვიყურებოდი იმ იმედით, რომ იქნებ ჩამარხული ცისფერი პარკისთვის მომეკრა თვალი.



P.S. თქვენ კი ბლოგერებო, ნუ იქნებით მუდოები და ზარმაცები. შეავსეთ განაცხადი და გავერთოთ ერთად მომდევნო დავალებების შესრულებისას :)

P.S. P.S. ბლოგრებზე, რომლებიც შემოუერთდნენ იდეას დავწერ მომდევნო პოსტში.

17 comments:

  1. რა ამბავი ყოფილა :)))

    რატომღაც, წარმომედგინა რომ მხოლოდ თინეიჯერები აიტაცებდნენ :)))

    ReplyDelete
  2. მე თავიდაან შენი პოსტი ხუმრობა მეგონა ^_^

    ReplyDelete
  3. ძალიან გგულშემატკივრობთ.

    ReplyDelete
  4. ველოდები... და როდის და როგორ გავნაწილდეთ?

    ReplyDelete
  5. დამს ნაცნობი კაცუნები:)) 2007 წლისწინანდელი

    ReplyDelete
  6. :) ვიდეომ ერთი ძალიან კარგი ფილმი გამახსენა. სახელს არ დავასახელებ, არ მინდა შეურაცმყოფელად გაჟღერდეს.
    სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ რბოილაში,სამწუხაროა, რომ დრო არ მაქვს.

    ReplyDelete
  7. მე კი შევავსე განაცხადი მაგრამ არ ვიცი ვარ თუ არა გუნდში))

    ReplyDelete
  8. ლაშა, გამარჯობა და არა გამარჯობათ :D

    ReplyDelete
  9. მაინც ძალიან კარგია, კარგი ბიჭი ხარ ;)

    ReplyDelete
  10. Anonymous: არადა არსებობს ეგეთი სიტყვაც http://www.youtube.com/watch?v=hWDXlsPQkYU

    მშვენივრადაა გაშუქებული, წარმატებებს გისურვებ!

    ReplyDelete
  11. ზალიან დამწყდა გული რომ არ ვარ ბლოგერი და არ ვარ თბილისში...

    თავსატეხების გამოცნობა მიყვარს :)

    ReplyDelete
  12. გავიგე თამაშის გაშუქება გინდა!
    დარეკე თამაშის ცხელი ხაზის ბოლო ნომერზე!

    ReplyDelete
  13. sandro kvantalianiMarch 22, 2011 at 9:38 AM

    lasha sheni nomeri damekarga da shegidzlia momtsero??

    ReplyDelete
  14. ლაშარელა,
    "გამარჯობა", და არა "გამარჯობა-თ" :)))

    ReplyDelete
  15. ეგ თანხა დღეს სტადიონზე იპოვეს )))))))

    ReplyDelete