Saturday, March 5, 2011

რატომ ვწერ სექსზე




ჩემს ბლოგს ისე ხარბად არავინ კითხულობს, როგორც ჩემი ყოფილი შეყვარებულები და დედაჩემი. ყოფილი შეყვარებულებისა რა გითხრათ და დედაჩემის პრეტენზიები ზუსტად ვიცი. ჩემი ბლოგის ინტერფეისი საშინლად აღიზიანებს: რა სურათებია ეს.. რატო აქვს იმ გოგოს ჩაყოფილი "ტრუსიკში" ხელი, ან რა სიტყვებს ხმარობ! გინდა, რომ გარყვნილი ეგონო ხალხს?! ამის მერე ვინღა დაიჯერებს, რომ ნორმალურ ოჯახში გაიზარდე.. ჰოდა, ასე დაუსრულებლად.

დედაჩემს, როგორც ჩანს, საკუთარი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს "გასათხოვარი გოგოს" ბლოგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერს კითხულობს, რასაც ვწერ. საკმარისია, ორი წუთით ავდგე კომპიუტერიდან, რომ ეგრევე ჯდება, ხსნის გუგლს, წერს საძიებო ველში "ანინას" და შედეგებიდან პირველივე ლინკზე გადადის.

იმ დღეს კიდევ სერიოზულად დამელაპარაკა: რამდენი სექსია შენს ბლოგზე, რა ამბავიაო. ნამდვილი მწერალი ამ თემის გვერდით ავლითაც მოახერხებს ხალხის ყურადღების მიპყრობასო. ერეკლე დეისაძესთან მეგობრობამ გაგაფუჭა შენო და ასე შემდეგ.

მე კიდევ ვუპასუხე, რომ სექსზე ისევე უნდა წერო, როგორც წერ მეგობრობაზე, სიყვარულზე, რელიგიაზე და სამშობლოზე, რადგან ის, რაც ტაბუდადებულია, შობს გარყვნილებას. სექსი კიდევ გარყვნილება კი არა, ისეთივე ბუნებრივი რამეა, როგორც უზმოზე წყლის დალევა ან ავტობუსში მობილურზე თამაში. მოკლედ, მასში ცუდი არაფერია.




_ ცოტა რამეა ამქვეყნად სექსის გარდა? წერე რა სხვა თემებზე, ნიჭიერი მაინც არ იყო_

ძირითადად დედაჩემიც და სხვებიც ამ არგუმენტით მიტევენ.

რომ დავფიქრდე_ კი, სექსის გარეშე სამყაროში მართლა ცოტა რამ რჩება.

აი, საბჭოთა კავშირში შექმნილი ფილმები მახსენდება ახლა, სადაც კოცნაც კი რაღაც "უხერხული" რაკურსით იყო გადაღებული. ეს ცარიელი, მანქანური ფილმები უგულებელყოფდნენ იმას, რაც ასეთი არსებითია, ძირითადი და ჩვეულებრივი.. ადამიანების სურვილს, ჰქონდეთ ერთმანეთთან სექსი..

არ მინდა, რომ ჩემი მოთხრობები და პოსტები ამ ფილმებს ჰგავდეს. არ მინდა, რომ შეგნებულად დავმალო ის, რისი დამალვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არ მინდა, რომ წერის დროს შეზღუდული ვიყო საზოგადოებრივი მორალით, რომელიც ფარისევლობას_ ნორმას, ადამიანის ძირითად მოთხოვნილებას კი გარყვნილებას არქმევს.

თანაც, სიმართლე რომ ვთქვათ, აჟიოტაჟის ატეხაც ძალიან მიყვარს.


პ.ს. რა კარგი ყოფილა გესთ-პოსტის წერა. სავარაუდოდ, დედაჩემს ამ ჩანაწერის მიგნება ძალიან გაუჭირდება.

24 comments:

  1. "რატო აქვს იმ გოგოს ჩაყოფილი "ტრუსიკში" ხელი" – ამაზე მივხვდი, რომ ანინას გესტ პოსტი იყო ^^

    ReplyDelete
  2. მე კი მოვაგენი ;)

    ReplyDelete
  3. მედალს ორი მხარე აქვს. ნებისმიერ საკითხს შეიძლება მიუდგე მეორე მხრიდან.

    ReplyDelete
  4. აი, თურმე რატომ წერ სექსზე, მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე.. :)))))

    მე დაახლოებით შენი ტოლი ვარ და ძირითადად ვიზიარებ შენს შეხედულებებს, - არა მარტო სექსზე, იმ დანარჩენ "ცოტა რამეზეც", რას სექსის გარდა არსებობს :დ
    მგონია, რომ მინიმალური რაოდენობით მაქვს ტაბუირებული თემები და ვთვლი, რომ XXI საუკუნეში შეიძლება და უნდა ვწეროთ ყველაფერზე, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემებზე, - ოღონდ კარგად, საინტერესოდ და განსხვავებული კუთხით.

    შენმა ბლოგმა ამიტომაც დამაინტერესა, შემთხვევით წავაწყდი მეგობრის დაშეარებულ ერთ-ერთ პოსტს და შევყევი, ყველაფერი წავიკითხე.
    თავიდან ძალიან მომეწონა, აღვფრთოვანდი, შენი ასაკი რომ გავიგე, კიდევ უფრო აღვფრთოვანდი, მეგობრებს გადავუგზავნე ლინკი, "ნახეთ რა კარგად წერს, თან რა პატარაა.."
    ეროტიული მოთხრობები ცალ-ცალკე აღებული კარგია, რომ გამომეზოგა და ისე წამეკითხა, ალბათ ვერც შევამჩნევდი ამ "დეფექტს", რაც ბლოგს აქვს - ზედმეტად ბევრი თემა სექსზე, მოთხრობები სექსზე, ისტორიები სექსზე..
    რაც თავიდან დისკომფორტს იწვევს(ისევე, როგორც იქნებოდა ნებისმიერი თემის მოჭარბებულად წარმოდგენის შემთხვევაში), მერე გაფიქრებინებს, რომ ბლოგის ავტორს "გაჭედილი" აქვს ამ თემაზე.. ან ახლახანს აღმოაჩინა, ან ჯერ არ აღმოუჩენია, ან ყურადღების მიქცევას ცდილობს(რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ სექსი ჩვეულებრივი თემაა ჩვენს ქალაქში, ასე არაა. სამაგიეროდ შესანიშნავი საშუალებაა, თავი დაამახსოვრო საზოგადოებას და "აიძულო" იყოს შენი follower) ან ყველა მიზეზი ერთად :)))

    ReplyDelete
  5. იმის თქმა მინდოდა, რომ კონტრარგუმენტებით ყველაფრის გამართლებაა შესაძლებელი.
    სექსი უხეშად რომ ვთქვათ ყველაზე გაყიდვადი თემაცაა, სწორედ ეს არის ანინას ბლოგის პოპულარობის ქვაკუთხედი.ემატება ისიც, რომ ავტორი შესანიშნავად ფუთავს ამ ყველაფერს.
    დანოა და არა დანონა = ]

    ReplyDelete
  6. ასე თუ ისე ვიცნობ მის შემოქმედებას. რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე კოქტო და მინკუსი და ძალიან მომეწონა. მომწონს მისი ლექსებიც. იმის თქმა მინდა, რომ მის ბლოგზე ამის ნაკლებობაა = ] ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ქეთრინის იმიჯს იქმნის(ძირითადი ინსტიქტიდან). საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ბლოგი მხოლოდ სექსზე რომ არ იყოს ორიენტირებული, უფრო სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის.

    ReplyDelete
  7. მადლობ შენ სწორად რომ გამიგე =]
    ჰო 2009 წლის კრებულიდან . ლიგამუსში წავაწყდი იმდღეს და ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე.

    ReplyDelete
  8. dannoa
    კაი დიხანია გქონია :))

    (არა, მეც მომეწონა. ვმაიმუნობ უბრალოდ :) სხვები უკეთესი აქვს )

    ReplyDelete
  9. პირველად ვწერ აქ და სურვილი უნდა ჩავიფიქრო :))))) თან გულახდილად დაწერეო და დავწერ რა გაეწყობა :)) მოკლედ მაქვს ორი ვარიანტი დაწყების: 1) კარგია, მაგრამ... 2)... მაგრამ, კარგია :)) და არჩევანი გავაკეთე მეორეზე, მაგრამ კრიტიკისას ვეცდები ვიყო თავშეკავებული.

    უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს რატომ ეხება ავტორი თემას "საბჭოთა კავშირი" და ამ დროს მასზე არაფერს ამბობს, საშინელი უკმარისობის გრძნობა გამიჩნდა, როდესაც პრობლემას ვასახელებთ ზოგადად და პრობლემის სიღრმეში ჩასვლის გარეშე ვპოულობთ გამოსავალს: ვილაპარაკოთ და ვწეროთ 'სექსზე'. 'რა გაგვიჭირდა', ასეთი რომ ისეთ პრიმიტიულ თემებზე ვლაპარაკობთ და ვწერთ როგორიც არის სექსი, მაშინ აუცილებელია განვიხილოთ ვინ რამდენჯერ ინელებს საჭმელს, რამდენჯერ ბანაობს დღეში...

    აქამდე ხომ დაკოპლექსებული იყო საზოგადოება, ახლა კიდევ უფრო დაკომპლექსებული ყოფილა, რეალისტი ვარ და რეალურად ვუყურებ ამ ყველაფერს. სირაქლემას პოზა არაფერს გვარგებს ნამდვილად. წაიკითხეთ კომპლექსების თეორია და გაიგებთ რომ სექსზე ლაპარაკით "საბჭოთა კავშირი"-სგან კი არ გავთავისუფლდით, პირიქით ამით დავამტკიცეთ რომ ხამი, არასრულფასოვანი და კომპლექსიანი იდიოტები ვართ. არ გვინდა ამის აღიარება ბუნებრივია, მაგრამ სანამ სხვა გვეტყვის ჯობია ჩვენ თავს თავად ვუთხრათ და გამოსავლის ძებნა დავიწყოთ.

    ვკითხულობ ამ დაბალი ხარისხის სტატიებს და ჩემი უბედურებაა, რომ თითოეულ მათგანში ვეძებ რაღაც ახალს... მაგრამ მაინც კარგია, ყოველ შემთხვევაში წერის მანერა ძალიან დახვეწილია, როგორც უკვე აღნიშნეს 1 ამოსუნთქვაში იკითხება, მაგრამ სიცარიელეა... იმედი მაქვს არ ეწყინება ავტორს და ჩემს კომენტარს გამოწვევად მიიღებს, რადგან მასში ნამდვილად არის ნიჭი, რომელსაც სწორი მიმართულება ჭირდება და არა იაფფასიანი მარკეტინგი.

    ReplyDelete
  10. ძალიან მარტივია. როცა ჭამას გიკრძალავენ, როგორც კი ჭამა ნებადართული გახდება, ორჯერ მეტს ჭამ. საბჭოთა კავშირიც ამიტომ ვახსენე. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერზე წერა მოსულა, რაც კი არსებობს. კუჭში გასვლაზეც კი და ამას კუნდერასნაირი ტიპები ძალიან ნიჭიერადაც აკეთებენ : ]
    და კდიევ, მე არამგონია, რომ სექსი პრიმიტიული თემაა. ადამიანთა ფსიქლოგიის თითქმის ყველა შტრიხი ვლინდება მასში, ამიტომ ჩემთვის აქტუალობას არასდროს კარგავს : ] ვოტ ი ვსო : ]

    ReplyDelete
  11. არა რა იბაზრა :))))) ტაში მეგობრებო ტაში :))))) მოიცა და მე სადმე ვთქვი, არ წეროთთქო??? მაგრამ წახვიდე წამოხვიდე და იცი არ იცი ეს თემა და მაინც მაგაზე წერო ხამობაა. ვისაც უნდა რაზე წეროს ოღონდ სიფრთხილეა საჭირო, სიფრთხილე. ასეთ თემებზე მრავლადაა სტატიები სხვადასხვა ჟურნალში, მაგალითად კოსმოპოლიტანში, მაგრამ იმ ჯურნალისტებმა იციან ეს თემა და წერენ, ყიდიან იმიტომ რომ გულგატეხილი ქალების რიცხვი ბევრია (რა ქნან იმათ შემოევლოს ჩემი თავი, ქმრებს კიდიათ და ესენი დაძვრებიან და სიახლეებს ეძებენ და თან სად კოსმოში :)))) მოკლედ გააჩნია ვის რაზე აქვს პრეტენზია, გინდა ასეთი ტიპის ჟურნალისტი იყო? კი ბატონო, ოღონდ ჯერ შეისწავლე ეს თემა და მერე წერე და თუ სხვა ტიპის ამბიციები გაქვს, მაშინ გზები აგერია... სხვა რელსებზე ხართ შემდგარი :))))

    ReplyDelete
  12. რაც შეეხება უხილავ ხელს :)))) სმიტს არ უთქვამს რაც გინდათ ის ქენით და თავისით დარეგულირდებაო, ეს ერთი და მეორე ყოველი თეორია როდი ყოფილა ჭეშმარიტი და რეალურად რომ ვიმსჯელოთ თეორია ყოველთვის ყველა მოვლენას არ ხსნის, ამიტომ არსებობს სხვადასხვა თეორია და სხვადასხვა მოსაზრება:))))

    ReplyDelete
  13. პრესკონფერენციას რომ მართავდე, ავდგებოდი კითხვით და თან სახელსაც ვიტყოდი, მაგრამ ვირტულაურ სამყაროში გინდა სპინოზა გერქვას და გინდა ლედი გაგა, მნიშვნელობა ეკარგება :)))) ისე ეკონომიურზე თუ სწავლობ და ეს ყველაფერი ლექტორმა გითხრა შეგიძლია მის ლექციაზე აღარც შეხვიდე, თეორემა კი არა ის თეორიაა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც არსებობს ურთიერთგამომრიცხავიც და ურთიერთანხმობადიც, თეორიას ვინ წერს? ადამიანი, ხოდა მინდა იმ ადამიანს დავუჯერებ მინდა არ დავუჯერებ, სმიტი ეკონომიკის მამაა, მაგრამ შეიძლება სმიტის თეორია ერთ სიტუაციას მოერგოს და მეორეს არა, ეს ბუნებრივია, ამიტომაც იქმნება სხვადასხვა თეორიები :)

    ReplyDelete
  14. მართალია ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც შეწვავს კვერცხს ყველთან ერთად, მაგრამ ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც ეტყვის რომ ამდენი ცხიმი მავნებელია ჯანმრთელობისთვის :)))) კი არ აუკრძალავს არამედ ურჩევს, აუხსნის და თანაც არგუმენტირებულად :)))

    მარად თქვენი სპინოზა :))))

    ReplyDelete
  15. და დაახლოებით 340 წლის წინ ისიც ასე ეძებდა შთაგონების წყაროს ფიქრისთვის, ფიქრობდა ბევრს და ლაპარაკობდა ცოტას, იყო მეამბოხე და კრიტიკოსი, თავის დროზე თვით დეკარტს დაუპირისპირდა, რაც იმ დროისთვის სრული სიგიჟე იყო, მაგრამ ჯეროდა რომ ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს ზედაპირული და ცალსახა, ყველაფერს უღრმავდებოდა და უკეთებდა ანალიზს, თუმცა მხოლოდ სიცოცხლის შემდეგ მოიპოვა აღიარება, მხოლოდ იმიტომ რომ მას ის სიცოცხლეში არ ჭირდებოდა :)

    ReplyDelete
  16. იეხ, აქაც კომერცია და პორნოვარსკვლავები... ^_^

    ReplyDelete
  17. რეალობა შეიცვალა, ადამიანები არა... რაც უხაროდათ ადრე, იგივე უხარიათ ახლაც, რაც ადარდებთ მაშინ ახლაც იმავეზე დარდობენ. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ახლა კი მეკამათები მხოლოდ იმიტომ რომ იკამათო, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ 'მოედანზე' არ გინდა დამნებდე :))) მაგრამ სურათი ნათელია, სპინოზამ კვერცხიც ჭამა ზომიერად, ქათამიც და მისი ფილეც დააყოლა და ვაჭრობას სულაც არ აპირებს ვისი სიტყვა იყოს ბოლო ამ დისკუსიაში, ვაჭრობა და იაფფასიანი მარკეტინგი თქვენ მოგწონთ და თქვენი იყოს, ასე რომ ბოლო სიტყვაც მიჩუქნია თქვენთვის:)))

    ReplyDelete
  18. კაი იყო კაი.. მივხვდი რომ ანინა იყო ^^

    ReplyDelete
  19. მე კი მოვაგენი ;)

    ReplyDelete
  20. იმის თქმა მინდოდა, რომ კონტრარგუმენტებით ყველაფრის გამართლებაა შესაძლებელი.
    სექსი უხეშად რომ ვთქვათ ყველაზე გაყიდვადი თემაცაა, სწორედ ეს არის ანინას ბლოგის პოპულარობის ქვაკუთხედი.ემატება ისიც, რომ ავტორი შესანიშნავად ფუთავს ამ ყველაფერს.
    დანოა და არა დანონა = ]

    ReplyDelete
  21. dannoa said...
    სექსი რო გაყიდვადია ეს მანაც კარგად იცის და ყიდის. ეგ წერია ამ პოსტშიც :))

    და + არაჩვეულებრივად წერს. აი მისი კურდღლები რომ დაიბეჭდება ნახავთ რომ იქ სექსი ნაკლებად არის მაგრამ მაგარი მოთხრობაა.

    ანუ სექსით კი პოპულარული გახდა მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა რომ სექსზე წერს- ამან ეფექტი გააორმაგა. უბარლოდ კარგად წერს.

    ReplyDelete
  22. dannoa said...
    გეთანხმები. თქვენ კარგი მკითხველი ბრძანდებით დანოა :))

    ა, ხო..კოქტო მინკუსი თხუთმეტ საუკეთესოში ხო? -მმმმმმმ...ტაკ სებე რა )))

    ReplyDelete
  23. მადლობ შენ სწორად რომ გამიგე =]
    ჰო 2009 წლის კრებულიდან . ლიგამუსში წავაწყდი იმდღეს და ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე.

    ReplyDelete
  24. კაი იყო კაი.. მივხვდი რომ ანინა იყო ^^

    ReplyDelete