Wednesday, March 30, 2011

დუელი არარსებულ პოეტთან

იუთუბზე იმდენ პოეტს მოვუსმინე რომ მუზამ
მომაკითხა, ყურზე მიკბინა და ველური სექსი მომთხოვა

პოეტი წერდა სევდიან ლექსებს
ისეთს _ თვალებს, რომ ცრემლებს დაჰკიდებს
ჩემი ლექსი კი სექსს გავს მეძავთან
დაცვის გარეშე, რამეს აგკიდებს

ჩემი ლექსები არ არის წმინდა
არ გხვდება სუფთა სიო და ზეცა
სხვასთან _ "ამბორი უმანკო ხელზე"
ჩემთან კი _ "ენით ფეხებს შუა ეცა"

რა ვქნა, უბრალოდ ვახერხებ ვეღარ
რითმების ქვიჯით უაზროდ ნაყვებს
მასთან შენ "დილის ცვარი" და "მზე" ხარ
მე კი "გილოკავ ძუძუს და ბაყვებს"


აღგიქვამ წყვილ, მრგვალ, მკერდად და კერტად
ვერ მოგატყუებ _ უკვე დიდი ხარ.
მას შენ ზეცაზე უყვარხარ მეტად
მე კი მხოლოდ და მხოლოდ... მინდიხარ

5 comments:

  1. მომწონს, მე –11 ხმოვნის მიუხედავადაც:)) <3 <3

    ReplyDelete
  2. leliani
    მტკიცედ სდგაა? :)

    ReplyDelete
  3. ragacnairi dzalian gemrieli leqsebia :*

    ReplyDelete