Monday, August 30, 2010

e-სტერია ანუ მე ♥ ...

რებუსის სახის ლოგოტიპი "მე NY" (მე მიყვარს ნიუ-ორკი) თურმე შეადგინა ვინმე Milton Glaser-მა და ის გამოიყენება 1970 წლიდან, სარეკლამო კამპანიაში რომლის მიზანიც, ნიურკში ტურიზმის განვითარება არის.

უახლოეს წარსულში მსგავსი ლოგოტიპი დაუკითხავად შემოიჭრა ჩვენს ქალაქში და გონებაში - ის გამოყენებული იყო ერთერთი მერობის კანდიდატის სარეკლამო კამპანიაში. თუმცა ქართველებს იმპროვიზაცია კარგად გამოგვდის და არამხოლოდ ინტერნეტი და სოციალური ქსელები გაივსო მსგავსი ლოგოტიპის ვარიაციებით, ქარხნული წესით დამზადებული, მობულურზე დასაკრავიც კი მაქვს ნანახი "მე ზუგდიდი" ლოგოტიპით.

არ შემეძლო ნიუორკიდან ზუგდიდამდე გადაჭიმული ჰორიზონტი შეუმჩნევლად დამეტოვებინა.


e-სტერია ანუ მე ♥ ...

მე ♥ სოხუმი
მე ♥ გაგრა
მე ♥ თიკა
მე ♥ მაგრა
მე ♥ ჩემი ლაღი სამშობლო
მე ♥ ჩემი ამაყი მთები
მე ♥ როცა ზამთარი არის
მე ♥ როცა კარმასთან ვთბები

მე ♥ ყველა მოდური ტიპი
მე ♥ ულტრა-ჰელიო-დენტი
მე ♥ ფეშენ თბილისი ვიქი
მე ♥♥ ეს პრეზიდენტი

მე ♥ ქარში
მე ♥ პირში
მე ♥ ცხადში
მე ♥ ძილში
მე ♥ ქალიშვილი მარადი
მე ♥ სივრცე ღია კარამდე

მე ♥ ჩვენი მთავრობა მაგრამ...
მე ♥ როცა ვინმეს ხმას ვაძლევ
მე ♥ ტანგო იო იო მას
მე ♥ როცა ონლაინ ვანძრევ

რახან სიცოცხლე ასე ნავარდობს
ჩემო ფრენდები თუ ვერ გამიგებთ
ფეხი დამადგით გულზე ყოველმან
და ამის შემდეგ დამაჰაიდეთ

7 comments:

  1. მე ♥ ეს ბლოგი :)

    ReplyDelete
  2. ვააა ეს წითელი გული როგორ დახატე? ♥

    ReplyDelete
  3. Lash,
    დამაინტერესა, იმდენად, რომ ორჯერ წავიკითხე :)

    ReplyDelete
  4. კარგი მიგნებაა :–) ლექსის ეკონომიურად წერა :–)))
    რამდენი მ, რამდენი ი, რამდენი ყ და ა.შ. დაზოგე :–)))))

    ReplyDelete
  5. ბლოგ ნრავიცააა ... და ვაფშეტა მაგ ♥-ბუმს ეს შეესაბამება -->>> მე ♥ მერევა

    :D

    ReplyDelete
  6. ვააა ეს წითელი გული როგორ დახატე? ♥

    ReplyDelete