დრო და დრო დროც დარდობს, რომ გარბის რომ არ თმობს... რა შუაში არის და დრო და დრო, ჩემი მეგობრები ფეისბუქზე სხვადასხვა ლექსებს "აშეარებენ"... ლექსს იმიტომ ვამბობ რომ ვიზუალურად ლექსის ფორმა აქვს და სხვადასხვა საიტებზეც "პოეზიის" განყოფილებაში არის თორე ისე ვერტიკალურად გაკეთებული პატარა ჩანახატებია. ვგონებ ეს არ არის ვერლიბრი. ვგონებ ახალი მიმართულება იქმნება (თუ კარგახანია უკვე შეიქმნა) - მე მას სახელად, ვერტიკალურ პოეზიას დავარქმევდი.
...და ამ ყველაფრის ფონზე, თითქოს მეხამუშება კიდეც ლექსების კუპლეტებად ერთმანეთზე დაშენება (თან უკანონო მშენებლობებიც აიკრძალა) და ვიფიქრე, ჰორიზონტალური ლექსების წერა ხომ არ დამეწყო?
ლექსი
ჰორიზონტზე ირწევიან თეთრი ჩიტები და ზღვაც ჩუმია მოწყენილი ემბრიონივით, მე კი ვშიშინებ - თითქოს ბოლო გადაცემამ დასტოვა ანძა.
და განა ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს? ;)
ReplyDeleteმაგ რიტორიკულ შეკითხვას დაე სხვამ უპასუხოს :)
ReplyDeleteოკ, დაველოდები :)
ReplyDeleteდა კიდევ, არ მიყვარს რატომღაც 6 და არაფრით გამოჩნდა ვინმე მეექვსე. ველოდები...
ბოლო გადაცემამ დატოვა ანძა!”... ოოოოო, ლაშა, შესანიშნავია (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე)
ReplyDeleteძალიან მიგნებებია, ძალიან კარგი...
ReplyDeleteდა ისე, მართლა ,,13”-ია ჩემი რიცხვი და სიმბოლო კიდევ, ,,შავი კატა” და ეს ჩანახატი მომეწონააა...
ReplyDelete,,შავ კატას” ვერ მოუფიქრებ რამეს? ცოტა თავის გამართლება და ,,სტერვობის” მიცექმვა მომინდა! ფხკ:))
ReplyDeleteტოლკო ჩორნომუ კატუ ი ნი ვიზიოტ :)
ReplyDeleteსიმღერაა ასეტი.... :)))
ვაიმეეე, ეს მე ვთქვი 6 არ მიყვარსთქოოო!!!
ReplyDelete7 მიყვარს, 8-ც შიძლება :)))
ოჰო, შავ კატას მართლა არ უმართლებს:((
ReplyDelete,,12”ც ჩემია....:)))
მომიტევეთ, მაგრამ ინტუიცია ან ფანტაზია გღალატობთ აშკარად (რიცხვებს ვგულისხმობ)
ReplyDelete:)
ვაიმეეე....რა მისტიური ანონიმუსი იყო :)
ReplyDeleteიყო რატომ, კი არ მოვკვდი :)))
ReplyDeleteმაგ რიტორიკულ შეკითხვას დაე სხვამ უპასუხოს :)
ReplyDeleteოჰო, შავ კატას მართლა არ უმართლებს:((
ReplyDelete,,12”ც ჩემია....:)))