Sunday, August 29, 2010

დუშის ქვეშ დაწერილი ლექსი

ნუ მომანატრებ ღიმილს და თმებს
ნუ მომანატრებ ტუჩების კალთებს
გონება ძლიერია - ძლებს
გულია სუსტი და ღამეებს ათევს

ნუ მომანატრებ შენს გვერდით წოლას
ნუ მომანატრებ შენს ქორფა მკერდს
გონება ღამით ისვენებს ცოტას
გული დღე და ღამ, დღე და ღამ ძგერს

ნუ მომანატრებ ყურთან შენს ჩურჩულს
ამოსუნთქვა რომ სულს მიკრავს...მთოკავს...
გონება ათასი წვრილმანით ცოცხლობს
გული კი უსისოცხლოდ ტოკავს.

3 comments:

  1. ისე მომეწონა და იმდენჯერ წავიკითხე, მგონი დავიზეპირე უკვე :)
    თბილია, ტკბილია...
    დუშის ქვეშ სიმღერა გაგონილი მქონდა და ლექსების წერაც თუ შეიძლებოდა არ ვიცოდი ;)

    ReplyDelete
  2. lamazi, advili da mzechabukiseuli...

    ReplyDelete