შენს ბლოგზე დაყრილი ღრუბლები სიტყვების
ჩემს ბლოგზე ზღვა მშვიდი ტაგების
ძიება მარტივად სიტყვებით, ფრაზებით
სევდა ფოტოების ლაგების
შენს ბლოგზე წაშლილი ჩემი მონატრება
ჩემს ბლოგზე მოწყენილი "სერჩი"
თერთმეთს ხუთი წუთი როდესაც აკლდება
ოცნებებს რატომ ერჩი?
შენს ბლოგზე დაყრილი ღრუბლები სიტყვების
ძიება მარტივად... ფრაზებით...
ერთმანეთს ვთაგავთ ან ვუპოსტავთ, ვუღიმით
და ერთმანეთზე ვბრაზდებით
აჯაფსანდალი ჩემი საყვარელი საჭმელია ;)
ReplyDeleteმე მომწონს :)
ReplyDelete