Tuesday, August 31, 2010

პოეტური ზოლები

ჩემს კედელზე სარეცხის პოეტური ზოლები
მთვარეზე არეკლილი მზის სხივების ბრალია
მომდევნო ცხოვრებაში ალბათ გემახსოვრები
ღამე ერთი ნაცნობის ძველი მეგობარია

აივნის იარუსზე გაფენილი ზეწრები
განაბული უსმენენ კალიების არიას
საწოლი შენს დალალებს მაგონებს და ვერ ვწვები
თითქოს მთელი სამყარო ცარიელი არეა

ჩემს კედელზე სარეცხის პოეტური ზოლები
მოწყენილი ვუყურებ ალბათ მთელი ცხოვრება
და როდესაც გავა დრო თუ არ გემახსოვრები
თეთრ ზეწრების ფარდები მაინც გემახსოვრება

3 comments:

  1. ♥ ...
    უჩვეულო რითმაა, შენ როდის წერდი ასე? ;)

    ReplyDelete
  2. შვილო ლაშა, ან წერტილი ან მძიმე, თორე გამძვრა სული, სუნთქვა აღარ მყოფნის ;)

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგია 'ჩემს კედელზე სარეცხის პოეტური ზოლები' ^^ ჰჰმ..

    ReplyDelete