Wednesday, August 11, 2010

ჰაიკუნნი

გახსოვთ დაგპირდით ჰორიზონტალურ ლექსებს დავწერთქო ხოდა დავწერე კიდეც.... რაღა დაგიმალოთ და ამასწინათ წავიკითხე რაღაცეები და მოდას ავყევი მეტი არაფერი :)

***
მე მას დავპირდი, რომ არასოდეს ვიქნებოდი მისი ერთგული. კარგია, რომ დაპირება ვერ შევასრულე.

***
მოწყენილ აბზაცს მხოლოდ ერთი მძიმე ართობდა.

***
გემს ნელნელა სცილდებოდა მყუდრო ნაპირი. მდუმარე გემი თეთრ იალქანს აფრიალებდა.

***
წვიმის წვეთები თავს დაესხა დამტვერილ ქუჩას. დაღლილი ქუჩა, უბრძოლველად ჩაბარდა წვიმას.

***
ბებერმა მთამ ვერ გაუძლო ხალხის ყურებას და ვულკანი ამოაზიდა

4 comments:

  1. მოდა არ ვიცი მე და... მომეწონა :)
    ისე, რა წაიკითხე, საინტერესოა, არ გაამხელ?

    ReplyDelete
  2. მეც მომეწონა :))

    ReplyDelete
  3. მეც მომეწონა :))

    ReplyDelete