Sunday, August 29, 2010

სიმონ ჩიქოვანი - სამი რჩეული ლექსი

ეხლა დავფიქრდი რომ ბლოგზე, რომლის უმეტესი ნაწილი პოეზიას ეთმობა არსოდეს არაფერი მითქვამს ჩემს რჩეულ პოეტზე - სიმონ ჩიქოვანზე.

რჩეული და ამოჩემებული პოეტი, კომპოზიტორი, შემსრულებელი და ა.შ. - კაცმა რომ თქვას არ მყავს. უბრალო მეგულება ლექსი, მუსიკა, ნახატი და ა.შ. რომელიც ძალიან მომწონს. შესაბამისად ვისაც მიეკუთვნება ეს ნახატი მუსიკა ლექსი და ა.შ. და ა.შ. ის ხდება რჩეული ავტორი ...

(იმედია ტავტოლოგიურ ხუმრობას ა.შ.-ზე კომენტარები არ მოყვება :) )...

მაშ ასე...სიმონ ჩიქოვანი - ჩემი რჩეული სამი ლექსით:


თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს

სინდისს ვფიცავარ,
კურნავდი იარებს.
მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს.
მე შენთან შორიშორს ვიარე
და ახლოს არ მოველ არასდროს.

შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,
ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს,
მე ცუდი არა ვარ, იცოდეს ზეცამაც,
თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.

ეს გული ხომ შენკენ ქარივით ილტვოდა,
არ მსურდა სიწმინდის შელახვაც.
მე შენი ტრფიალი მინდოდა,
და შენი ბავშვობის შენახვაც...


ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად,
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამშვილდე
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად.
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


ცირა
(ჩემი აზრით ცისფერყანწელთა ერთერთი შედევრი)

ბადე ბაიდებს,
ბუდე ბაიდებს,
ცირა მუხლებზე გულფილტვს დაიდებს,

აიდა-ბაიდებს, აიდო ბაიდებს,
ცირა ციბა, ცირა წარბი,
ცირა წაბლი, წარბენილი.
ცაკუთხური, ცაკუთხედი, ხიდბოგირი.
ოდელიოდო ბუდე,
ოდელიოდო ცა,
მდინარის პირას ცხენების მოცდა.
ცირა შინდი,
შორს ბაიდით გადაფრინდი.
უდე ბუდე,
უდევს ბადე
და ბაიდებს
ობადები აბადია.
გადაფრინდნენ, გადმოფრინდენ,
ფრინველები უბინადრო.
ოდელიოდო უმბო ბუდე,
ოდელიოდო უკიბედრო
ხიდბოგირზე ცირა ციბას,
ობობებით შეევედრე.
უბინადრო უძარიდრო
ძარბაიდებს ცისადგამი
ცურავს ზღვაში ცამებული
გემებს მოაქვს
იალქარზე ცაბოკონი,
ტყეს დატვირთავს წამებული
ოდელიოდო ცა,
უდე ბუდე,
უდევს ბადე
ობობამდე.
ფუტი ბუხრის წარბებს მოხრის,
ცირა გულით გამოცრილი
გამოცირა გამოხიდი
ცისბოკონებს გამოხედე.
ოდელიოდო თუთა
თუთა, დო ცაფარი
ნშოგამო და ცაბარი.
ცირა გათხელდა,
როგორც ჩაფარა.
ცირა ციბა,
ტორი ტანზე და ფაფარი.
შარა წარბი წარბენილი,
გამოგული წამოშლილო გამოფიტა
გამოგული შორს ბაიდებს,
რომ მიყევხარ გაბუტული.
გამოგული მზით მდინარე,
დამშრალი და გამარგლილი.
გამოგული მოთუთო და უმბო ბბა,
ბადე ბუდე, მდინარე ბაიდებს.
ცირა შინდი,
ობობებზე გადაფრინდი,
უდე ბუდე,
უდევს ბადე
და ბაიდებს
ობადები აბადია.


სამწუხაროდ ჩემი რჩეული პოეტი იუთუბზე აჟღერებული ვერ ვიპოვე... :) თორე ვიდეოს სახით შემოგთავაზებდით....ინფორმაციით გადაღლილ ოცდამეერთე საუკუნეში, ხომ სე გვეზარება ლექსის წაკითხვა... :)

ფული რომ მქონდეს, რამდენიმე მსახიობს ჩავაწერინებდი სხვადასხვა პოეტების ლექსებს...საინტერესო პროექტი იქნებოდა...

6 comments:

  1. მეც მიყვარს ეს პოეტი და ის ლექსი განსაკუთრებით, პირველი რომ გიწერია და თუ არ ვცდები "პირველი მიძღვნა" ჰქვია და არის კიდევ "მეორე მიძღვნა"...

    "...მე შენთან შორიშორს ვიარე
    და ახლოს არ მოველ არასდროს...."

    "შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა..." (

    "...მე შენი ტრფიალი მინდოდა,
    და შენი ბავშვობის შენახვაც..."

    მაგარი სიტყვებია...

    პ.ს. ხშირად უცნაურობას მაბრალებენ... იშვიათად სხვა ვინმეს რომ მოსწონდეს ის, რაც მე...
    მორის ფოცხიშვილის ლექსები მიყვარს კიდევ...

    ReplyDelete
  2. neta rodisme geqnebodes magdeni fuli.....

    ReplyDelete
  3. სვანეთში მივდივარ, მთებში და...

    ძალიან მიყვარს...

    კიდევ ისიც მიყვარს -
    „მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა, ამ თეთრ მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად...“, ოღონდ ეს ჯაბუშანურია. რატომღაც ორივე ლექსი ერთმანეთს მაგონებს.

    ReplyDelete
  4. სვანეთში მივდივარ, მთებში და...

    ძალიან მიყვარს...

    კიდევ ისიც მიყვარს -
    „მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა, ამ თეთრ მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად...“, ოღონდ ეს ჯაბუშანურია. რატომღაც ორივე ლექსი ერთმანეთს მაგონებს.

    ReplyDelete
  5. neta rodisme geqnebodes magdeni fuli.....

    ReplyDelete
  6. სიმონ ჩიქოვანი მეც ძალიან მიყვარს

    http://www.youtube.com/watch?v=RWSPdsJm4H8&feature=g-upl&context=G2da739dAUAAAAAAAGAA


    http://www.youtube.com/watch?v=07scbC2Nfxs&feature=channel

    ReplyDelete