ქვეყნად ყველაფერი ძველდება და ჭირდება განახლება. არა, ვიტყუები. ყველაფერი ნამდვილად არ ძველდება მაგრამ ბევრი რამ ძველდება ძალიან - მათ შორის "სიზმრების ახსნაც".
ასე მაგალითად, თურმე ნუ იტყვი და სიზმარში აბრეშუმის ნაჭრის ნახვა ან ყიდვა ნიშნავს სურვილის ასრულება. ანუ ოდესღაც როცა ცოლები გამოქვაბულში ელოდებოდნენ, როდის მოუტანდნენ ქმრები დინოზავრის გაყინულ ბარკლებს, მაშინ აბრეშუმი არ არსებობდა. თუ არ არსებობდა სიზმრებშიც ხომ ვერ ნახავდნენ. შესაბამისად ოდესღაც - როდესაც აბრეშუმი გამოიგონეს ვინმე მადლიანმა დაკვირვება აწარმოა - რამდენი აბრეშუმი ნახა სიზმრად იმდენი სურვილი აუხდა. ასე და ამგვარად დაამატა კარაბადინს ახალი ჩანაწერი.
ჰოდა ბევრი რომ არ გამიგრძელდეს რამდენიმე აღმოჩენა მეც გავაკეთე თანაც ისეთ მოვლენებზე და ცნებებზე რომელიც მაშინ როცა კარაბადინი კარაბადინობდა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ვიფიქრე, რატომ შევინახო ეს ჩემი დაკვირვება ჩემთვისთქო და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ. აქვე ავღნიშნავ, რომ კომენტარებში თქვენი დაკვირვებების მოსმენის დიდი იმედი მაქვს და სურვილი გამაჩნია.
ოღონდ ყველა არალეგალურად ჩამოწერილი პროგრამის ან ქრექის არ იყოს თავშივე გაფრთხილებთ: "საიტზე მოყვანილი სიზმრების ახსნა არის ჩემს მიერ შედგენილი და მე მათ ხარისხზე და კორექტულობაზე პასუხს არ ვაგებ".
მაშ ასე:
სიზმარში ნახო რა ვინმე შენს ლინკს აშეარებდეს
ნაცნობი ფულს გესესხება.
ნახო რა სკაიპში მწვანედ ანთიხარ
ცუდია, ფათერაკი და ხიფათი იცის.
ნახო რა გუგლში სერჩავდი
საკეთილოა და კარგია, სიყვარულის პოვნას მოასწავებს.
ნახო რა უფროსი ვოლზე გიპოსტავს
გაფრხილდი და მეორე დღეს სამსახურიდან ფეისბუქსში შესული დამალულ იყავ.
ნახო რა Windows 98 გიყენია
დიდი ხნის უნახავ მეგობარს გადაეყრები.
ნახო რა ფეისბუქზე ვინმემ დაგბლოკოს
სიმწარისა და სირცხვილის ნიშანია
ნახო რა ფეისბუქზე ვინმე გიფრენდებდეს
ამხანაგებში ამაღლებას და სასიკეთოთ წარმოჩენას ნიშნავს
ნახო ბლოგზე წერდე
ავადმყოფობას და რაიმე ჭირს მოასწავებს.
ნახო რა პორნო საიტი გქონდეს გახსნილი
მეორე დღეს უხასიათობა და სისუსტე დაგჩემდეს
ნახო რაიმეს ალაიქებდე
ახალ ტანსაცმელს იყიდი
ნახო რა ანრიდ მესიჯი გაქვს
უბრალოდ წაიკითხე
ნახო მეილზე რეფლაი ოლი მისცე
რაიმე ჭორს გაიგებ
ნახო მეილზე BCC-ზე დაგსვან
რაიმე ამბავს დაგიმალავენ
ნახო რა ჩემს ბლოგზე სისულელეს კითხულობდე
უბრალოდ ძილი შეიბრუნე და კარგად გამოიძინე
აუუუ, ეს რა ოროსანის კომენტი გამოვიდა, წაშლა არ შეიძლება? :შ
ReplyDeleteმე სიზმრებს ვერ ვიმახსვრებ, მარტო შეგრძნებები, ემციები მამახსოვრდება, მეტი არაფერი :( ანუ ვხვდები რომ რარაც კარგი ვნახე, ან პირიქით და რა არ მასხოვს :(
ReplyDeleteaaaaaaaaaaaaaaaax
ReplyDeletexaxaxaa
dzalian magari ikoo
links ashearebdeso mainc gansakutrebit momxvda gulze :)
:D
ReplyDeleteნახო რა ფეისბუქზე ვირუსს ავრცელებდე
ცუკერბერგმა ექაუნთი გაგიუქმოს
ნახო რა ფეისბუქზე relationship status-ს ცვლიდე
ქორწილისთვის ემზადე
ნახო რა მეილზე 1 მლნ მოგებას გატყობინებდნენ,
დილას ლატარიის ბილეთი იყიდე
ნახო რა, ეკატერინეს ბლოგი და ფბ ექაუნთი წაშლილია
სამყაროს დასასრული ახლოვდება :D:D:D
ლაშა, რამდენი წელია რაც წერ და რამდენი წელი მუსაობდი ბანკში?
ReplyDeleteანუ, მაინტერესებს, რამდენი დავკარგეთ :)
ინტერნეტმა, უფრო სწორად
ReplyDeleteდაიპყრო სრულიად ფეისბუქმა ცნობიერი და არაცნობიერი?!
ReplyDelete"კიბერნეტიკული სიზმრები"
ReplyDeleteმე სულ გამოცდა მესიზმრება, და სულ ვიჭრები, ის საკითხი მხვდება რაც არ ვიცი :(
ახსნა ვერ მოვუძებნე ოღონდ ჯერჯერობით...
ნახო რა ქრონიკას უყურებდე
ReplyDeleteვიღაც მწარედ მოგატყუებს. :(
:P
latatia
ReplyDeleteაბსოლუთლი :) ეს როგორ არ გამახსენდა :)
სიზმარზე რა ვთქვა და...
ReplyDeleteდილით ლაშარელას ახალი პოსტი თუ არ ვნახე, ე. ი. დღე უხალისოდ დავიწყე :)
'Anonymous said...
ReplyDeleteსიზმარზე რა ვთქვა და...
დილით ლაშარელას ახალი პოსტი თუ არ ვნახე, ე. ი. დღე უხალისოდ დავიწყე :)'
გაცხადდა... :(
"კიბერნეტიკული სიზმრები"
ReplyDeleteმე სულ გამოცდა მესიზმრება, და სულ ვიჭრები, ის საკითხი მხვდება რაც არ ვიცი :(
ახსნა ვერ მოვუძებნე ოღონდ ჯერჯერობით...
ნახო რა ქრონიკას უყურებდე
ReplyDeleteვიღაც მწარედ მოგატყუებს. :(
:P
'Anonymous said...
ReplyDeleteსიზმარზე რა ვთქვა და...
დილით ლაშარელას ახალი პოსტი თუ არ ვნახე, ე. ი. დღე უხალისოდ დავიწყე :)'
გაცხადდა... :(
televizorshi imedi naxo, usircxvilod gagabriyveben :)
ReplyDelete