Tuesday, August 10, 2010

მე ქალწული ვარ მრავალჯერადი

ეკამ ფეისბუქზე ერთი დაუჯერებელი და არგაგონილი (მაგრამ თურმე უკვე მომხდარი) ამბავი გაგვიზიარა, რაზეც ერთი ისტორია გამახსენდა.

მახსოვს ერთხელ ექიმების წრეში მოვხვდი. ექიმები ცოტა ხმამაღაილ ნათქვამია მაგრამ ახალი კურს დამთავრებულები ნამდვილად იყვნენ.

ბევრ სასაცილო ისტორიასთან ერთად (ექიმებს კარგი იუმორიაქვთ - ამაზე მერე მოგიყვებით), ერთერთი გამორჩეული ამბავი მოვისმინე.

თურმე კათედრაზე ყოლიათ ერთი ლექტორი, (მოდით ქალბატონი ზოია შევარქვათ) რომელიც სავარაუდოდ გინეკოლოგიას უკითხავდა (რადგან გინეკოლოგი გახლდათ). ასაკში შესული ქალი, საბჭოთა კავშირში აკრაძლულ ოპერაციებს აკეთებდა თურმე - საქალწულე აპკის უბადლო აღმდგენი და გამმთლიალებელი იყო. ზოიას იმდენი ქალი ყოლია გაკერილი, რამდენი ბალიშისპირი და ლეიბი ჩემს ორივე ბებიას ერთად. მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებით შემორჩენოდა მის მეხსიერებას. (ისე სად იყო მაშინ ბლოგინგი თორე ხო დაპოსტავდა ზოია ექიმი და დაშეარება მერე გენახათ თქვენ).

ზოიასთან ერთი გოგო მისულა... ძალიან მორიდებულად - იცით მე ესა და ეს ოპერაცია მინდა გავიკეთო, თორე ვერ ვთხოვდები და ცხოვრების სიყვარულს ვკარგავო. რა პრობლემააო იშიშვლა თურმე ზოიამ ნემსი, გაუყარა ძაფი და შეუდგა საქმეს. მშვიდობაშიო უთქვამს ზოიას და გაუსტუმრებია.

რამდენიმე თვის შემდეგ, კარზე ზარია. იცით ის ამბავი ჩაიშალა და იგივე პრობლემა მაქვს კვლავო. ჩემმა საქმრომ, რომ გაიგოს, ქალწული არც აპკით ვარ და არც ჰოროსკოპით თვალით ვერ დავენახვებიო. თურმე დუბლი ზოიას ბევრჯერ ქონია შესრულებული და არც გაჰკვირვებია...რა მოხდა ეხლა, ადგა და გაკერა კიდე ერთხელ, გაუღიმა და წარმატებული პირველი ღამე უსურვა გოგოს.

მაგრამ გამოხდა ხანი და ზოიას სახლში სახელდახელოდ მოწყობილ კაბინეტში ისევ ის გოგო აიტუზა თურმე კართან. ქალბატონო ზოია, იცით ისევ უნდა დამიბრუნოთ ქალწულობაო.

შვილო მომისმინე, თუ თვეში ერთხელ აპირებდი ქალიშვილობის დაკარგვას გეთქვა და ზმეიკას ჩაგიყენებდიო - გაბრაზებულა ზოია ექიმი.

ასე რომ ჩემო კარგებო....არც ბლოგინგი იყო მაშინ, რომ ეს ამბავი ზოიას დაეპოსტა და არც იბეი - თორე დარწმუნებულივარ ქართული სახელმწიფო აუცილებლად იპოვნიდა თავის ნიშას მსოფლიო ბაზარზე.

12 comments:

  1. ზმეიკიანი აპკის ფოტოები დაიდოს!..

    ReplyDelete
  2. vasasi
    http://www.youtube.com/watch?v=fmRnHeKvbXo
    ა ბატონო,
    ოღონდ მაგ ვიდეოში ენრიკეა თუ ვინმე ჩინელი, ჩორტივოზნაეტ :D
    მასე ღამე და ბნელში მეც გავალ naked, და აბაზანაში კიდო :D

    ReplyDelete
  3. ...მშიერი ადამიანის ფსიქოლოგიაზე გსმენია ალბათ, როცა შია სულ საჭმელზე ლაპარაკობს... ;)

    ReplyDelete
  4. და საქალწულო აპკთან რამე კავშირშია ეგ ამბავი? :D

    ReplyDelete
  5. ვიცოდი ეს : )))))

    ReplyDelete
  6. Kiwi
    ეხლა არ თქვა იზოს ვიცნობო!!! :)

    ReplyDelete
  7. პ.ს ოღონდ მე ანეგდოტად ვიცოდი მგონი :))) ფაქტობრივად ეგაა რაა :)))

    ReplyDelete
  8. არაა :| სამწუხაროდ არ მაქვს მაგისი "ბედნიერება" :))))))

    ReplyDelete
  9. აი, ამას ქვია ფულის წყალში გადაყრა (კიდევ სხვა რამეც ქვია, მაგრამ მაგის თქმას მე ვერ ვიკადრებ)... ;)

    ReplyDelete
  10. ძალიან საღადაო ამბავია,ანეკდოტად მოვყვები ხოლმე :)

    ReplyDelete
  11. ძალიან საღადაო ამბავია,ანეკდოტად მოვყვები ხოლმე :)

    ReplyDelete