აიღეთ ერთი ქვაბი ყოველდღიურობა და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. აიღეთ რამდენიმე თავი იდეა და კარგად დაამუშავეთ. დამუშავებული იდეები გადაარჩიეთ და გახეხეთ. გახეხილ იდეებს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ენთუზიაზმი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.
კერძის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გარნირი. მის მოსამზადებლად აიღეთ სუფთა და ნატურალური რწმენა. ათქვიფეთ მანამდე სანამ არ გაითავისებთ და შეისისხლხორცებთ. ათქვეფილ რწმენას მსუბუქი არომატის მისაცემად ზომიერად დაუმატეთ თვითდაჯერებული განწყობა.
რწმენისგან მომზადებული გარნირის თხელი ფენა თეფშზე მოათავსეთ. ზემოდან დააწყვეთ დაბალ ცეცხლზე მოთუშული იდეები.
აქ მაესტრო თავიდან თეთრ ქუდს იხსნის, კამერისკენ ბრუნდება და ამბობს: საკუთარი ბიზნესი მაშარაფითა და ჟაშკულამით ერთადერთი კერძია რომელიც დასრულებულად მას შემდეგ ითვლება როდესაც მას გასინჯავთ, მოგეწონებათ და ბოლომდე შეჭამთ. გაამოთ.
იფ, მიყვარს შენი რეცეპტით მომზადებული რამე-რუმეები :)))
ReplyDeleteხო ვასასიკო...ცოტა ძნელი საშოვნელია...ბოლო დროს სულ გენმოდიფიცირებულები გხვდება :)
ReplyDeleteგადავწყვიტე მოვამზადო, და დავიწყე ინგრედიენტების შეგროვებდა და... აი, მაშარაფი გავარკვიე რაცაა და ჟაშკულამი ვერ :(
ReplyDelete:D
ReplyDeleteეს დღეს მშიერზე დაწერე თუ ნაჭამზე? :D
ჟაშკულამი იგივე შაშკვლავია?
(ოღონდ არცერთი არ ვიცი რა არის, უბრალოდ რაღაც მსგავსი ასოთწყობის მსმენია:D)
ეგ არი ეგ, შაშკვლავი:)))) რეჰანის ბიძაშვილი:))
ReplyDeletevaime ra saintereso recepti ikoo
ReplyDeletebravo
dzalian realisturi
ეგ არი ეგ, შაშკვლავი:)))) რეჰანის ბიძაშვილი:))
ReplyDelete