Tuesday, August 24, 2010

ბროუზერი

მიყვარს ჩემს ბროუზერში
მილიონი გახსნილი ტაბი
და შენთვის მილიონჯერ ახსნილი გრძნობა
ჩემი ჯადოსნური ცისფერი აბი
და დისკოტეკაზე შენი გამოცნობა

მიყვარს მილიონი გახსნილი ფოტო
მომწონს მოწერილი მესიჯები
შენი აუდიო არქივი და
ცეკვისას ფეხზე რომ მებიჯები

მომწონს კაბა რომ გაქვს დაბალ ყელზე
შენი არეული ფაილები
უბრალო სამაჯური ვიწრო ხელზე
მოდი და ნუ გადაირევი

მიყვარს ბროუზერში გახსნილი ტაბი
და შენთვის მილიონჯერ ახსნილი გრძნობა...

1 comment:

  1. ბროუზერში მილიონი გახსნილი ტაბი...:) მეც მიყვარს.... ახლა მიყვარს ყველაფერი ტაბების ჩათვლით... მთვრალი ვარ უკიდეგანოდ და იმიტომ:) კიდე კაი, ლაშა,ეს ანონიმუსი არსებობს, თორემ ხვალ შემრცხვებოდა ძალიან..........თ.თ.

    ReplyDelete