Sunday, November 7, 2010

ზეზვას რომ ორი თითი ქონოდა

"ადამიანები იყოფიან 10 ჯგუფად -
ისინი რომლებმაც იციან
და რომლებმაც არ იციან
თვლის ორობითი სისტემის შესახებ".


არ ვიცი რომელი ისტორიული წყარო რას მოგვითხრობს, რამდენი ვერსიაა აღნიშნულთან დაკავშირებით და საერთოდ, ვინ ოხერმა დააბრალა ეს ყველაფერი არაბებს, მაგრამ ჩემი შინაგანი 'მე' და მთავრობა სხვა რამეს მეუბნება.

ყველაფერი აქ - საქართველოში დაიწყო.

მზიასთან გამოქვაბულში დაბრუნებულ ზეზვას ნანადირევი სტრეპტოზავრები მოჰყავდა (იურული პერიოდის მომცრო ზომის არსებები, რომელიც იმ დროისთვის საჭმელად ვარგისი იყო).

სტრეპტოზავრების გატყავება და თემის სხვა წევრებზე გადანაწილება, მზიას ებარა. გამოქვაბულში დასამონტაჟებელ გაზის გამათბობელზე თუ დაიწუწუნებდა ხანდისხან თორემ, მადას ზეზვას მეუღლე ნამდვილად არ უჩიოდა _ თითო სტრეპტოზავრს ჭამდა ერთ დღეში (სულო ცოდვილო და არც ქმარი აკლებდა ისე). ამგვარად ორი სტრეპტოზავრი დღეში ისე ჭირდებოდათ, როგორც ხელისუფლებას არჩევნებში მიღებული ხმები.

სად იყო მაშინ კალკულატორი. არც საანგარიშო ჩოთქი ყოფილა ჩემო დაკვირვებულო მკითხველო _ იყო თითები.

გაფარჩხავდა მზია 8 თითს, შემდეგ მოხრიდა თავის და მეუღლის სამყოფი სტრეპტოზავრების შესაბამისად 3 თითს და დარჩენილ ხუთ თითს რომ დახედავდა, რას იზამდა? არა, ჩემო ბრძენო მკითხველო _ ხუთიანს კი არ შემოხაზავდა _ დარჩენილ ხუთ სტეპტოზავრს ტომის წევრებს დაურიგებდა (არა, იმიტომ კი არა რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობა არ იყო, უბრალოდ არჩევნები არ არსებობდა _ ზეზვაც ხომ ერთერთ ნადირობაზე, შემთხვევით მოკლული მედიოზავრის გამო აირჩიეს თემის ბელადად).

მოკლედ, გაგიკვირდებათ და ზეზვასაც და მზიასაც ორივეს ათი თითი ქონდა. ისე შეუყვარდა მზიას თითებზე თვლა და ჯერ კიდევ ულაკო თითები, რომ სახელები დაარქვა.

პირველს პირველი, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და თავი რომ არ მოგაბეზროთ "და ა.შ. მეათე".

ანტუშა გვაზავამ (ამ დროისთვის უკვე გვარებიც არსებობდა) კი დიდი ბებიის მოფიქრებულ სახელებს დამწერლობაც შეუსაბამა. 0, 1, 2, 3, და აქაც რომ არ მოგაბეზროთ თავი "და ა.შ. 9".

ნეტა რა იქნებოდა, ზეზვას და მზიას ორივე ხელზე მხოლოდ ცალი თითი რომ ქონოდა? რა თქმა უნდა ჩემო გონებაგამჭრიახო მკითხველო _ Alt+Ctr+Delete-ც არ იარსებებდა. მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვამბობ. როგორ ჩაწერდა ანტუშა რიცხვებს?

მოდით ერთი წამით ის გავიზროთ, ეხლა როგორ ვწერთ რიცხვებს.

ცხრამდე ყველაფერი მარტივია _ თითეულს რღაც აღნიშვნა (ანუ ციფრი) შეესაბამება. მაგრამ 10 - უკვე არის ორი ციფრის კომბინაცია - ანუ "ერთი და არაფერი" (სხვათაშორის, ბევრს ერევა "ციფრი" და "რიცხვი". პარალელი რომ გავავლოთ, ციფრი არის "ასო", ხოლო რიცხვი არის "სიტყვა". ანუ ციფრებით ვწერთ რიცხვებს).

შემდეგ კი ვაგრძელებთ:

11- ერთი და ერთი
12 - ერთი და ორი
უკვე იცით რატომაც და ა.შ.
91
92
99
და
100

ანუ როდესაც არსებული ცხრა ციფრი აღარ გვეყო, უკვე ორი ციფრი გამოვიყენეთ და დავწერეთ "ერთი" და "არაფერი" (10) და შემდეგ დავიწყეთ არაფრის გაზრდა (11, 12, 13). შემდეგ როდესაც ორივე ციფრი ბოლომდე გაიზარდა და აღარ გვეყო (99) უფრო მეტის დასაწერად ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყეთ და დავწერეთ - ერთი, არაფერი და არაფერი (100) _ ასე ავღნიშნეთ მეასე რიცხვი. შემდეგ ისევ დავიწყეთ ბოლო არაფრის გაზრდა და ასე მივიღეთ

101
102
103...


რატომ ვიყენებთ რიცხვების ჩასაწერად მაინცდამაინც 10 ციფრს (0,1,2,3,4,5,6,7,8,9)? ხომ შეგვეძლო გამოგვეყენებია რვა ციფრი, ან თუნდაც ოცი. უბრალოდ ადამიანი გამოქვაბულის, სტეპტოზავრების და 10 თითის გამო, მიეჩვია ათობით სისტემაში აზროვნებას.

ზეზვას და მზიას კი ორი თითი რომ ქონოდა ყველაფერი ხუთჯერ მარტივად იქნებოდა:

0 ისევ იქნებოდა არაფერი
1 - ისევ იქნებოდა ერთი
ხოლო უკვე რიცხვები რომ არ გვყოფნიდა ათის ჩასაწერად და ვწერდით ერთს და არაფერს, ზუსტად ასე მოვიქცევოდით ორის შემთხვევაში.
ანუ ორი იქნებოდა 10 (ერთი და არაფერი)

ჩემო დაუარელო მკითხვეოლო, მოდი ერთად მოვინდომოთ და 11 და 12-ის არ იყოს, თვლა გავაგრძელოთ

არაფერი - 0
ერთი - 1
ორი - 10
სამი - 11
ოთხი - 100
ხუთი - 101
ექვსი - 111
შვიდი - 1000

მემგონი ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ნამდვილად გრძელი ჩანაწერებია ჩემო თავგამოზომილო მკითხველო. რიცხვი შვიდი - ათი თითის შემთხვევაში თუ იწერებოდა როგორც 7 და ჭირდება ერთი უჯრა მათემატიკის რვეულში, ზეზვას რომ ორი თითი ქონოდა, დაიწერებოდა როგორც _ 1000 და დაჭირდებოდა მთელი ოთხი უჯრა (უბრალოდ ის კი არ ვიცი, კალამს როგორ დაიჭერდა ხელში).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 5-ის ნაცვლად 101 შემოხაზვა მოგვიწევდა ჩემო მკითხველო. ან ნუ იტყვით და სანამ მიკიტანი ოთხმოცდაცხრამეტი ხინკლის შეკვეთას _ 1100011 ჩაიწერდა, წონაშიც დავიკლებდით რამდენიმე გრამს.

რეალურად კომპიუტერები ინფორმაციას ინახავენ ორობით ფორმატში. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, მყარი დისკი დაყოფილია უჯრებად. დამაგნიტებულია უჯრა, ე.ი. არის 1. დამაგნიტებული არ არის ე.ი. ყოფილა 0. შესაბამისად პროცესორშიც და ოპერატიულ მეხსიერებაშიც, დენი გადის - არის 1. დენი არ გადის ე.ი. არის 0.

შესაბამისად 1 და 0 შესაძლებელია აბსოლუტურად ყველა რიცხვის ჩაწერა. რიცხვებით კი შესაძლებელია აბსოლუტურად ნებისმიერი ინფორმაციის აღწერა (მუსიკა რომელის მოსმენა ასე გიყვართ, ვიდეო ფაილები, პროგრამები და ა.შ.)

ალბთ უკვე შეამჩნიეთ რომ რაც უფრო ნაკლები ციფრი გამოიყენება, რიცხვის ჩასაწერად, ჩანაწერი უფრო გრძელია (ანუ მათემატიკის რვეულში მეტი უჯრა დაჭირდებოდა). ანალოგიურად თუ ბევრი ციფრი გამოიყენება, ჩანაწერი მოკლდება.

ასე მაგალითად, ვინაიდან კომპიუტერში არსებობს 2 მილიონამდე ფერი, ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა, რომელიმე ფერი ჩაგვეწერა როგრც 2 234 546. ამიტომაც ფერების შესანახად, გამოიყენეს თქვსმეტობითი სისტემა - ანუ 16 ციფრი.

ნუ ციფრი ეხლა რა. პირველ 10 ციფრად, მამაპაპური ციფრები გამოიყენეს. დამატებითი 6 სიმბოლოზეც არ უფიქრიათ ბევრი _ ლათინური ანბანის ასოებით (A, B, C, D, E, F) შეავსეს. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს უნახავს მაგალითად პროგრამა ფოტოშოპში მსგავსი სახით მოცემული ფერები:

EC6C09
CCCCCC
FF0000

სინამდვილეში, თითეული ეს ჩანაწერი არის ჩვეულებრივი რიცხვი _ უბრალოდ ჩაწერილი თექვსმეტი სიმბოლოს გამოყენებით, ანუ თვლის თექვსმეტობით სისტემაში.


***
მაგრამ ადამიანი მაინც ძალიან ჭკვიანურად არის დაპროექტებული, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კომპიუტერებზე _ ეს ისე, შენც რომ არ დამვიწყებოდი ჩემო ინტრიგანო მკითხველო.

P.S. პოსტში მოყვანილი ყველა ფაქტი არის გადამოწმებული გარდა სტრეპტოზავრისა.

P.S. P.S. ეხლა დამიკავშირდა ბლოგერი ერევანიდან და მითხრა, რომ ზეზვა და მზია სინამდვილეში ანუშ და არმენ პეტროსიანები იყვნენ.

7 comments:

  1. მხოლოდ ციფრებში ვიკარგები :(

    ReplyDelete
  2. ვიერაფიერი ვიერ გავიგე :O
    მერე შემოვიხედავ, კიდე, კარგად გამოფხიზლებულზე.

    ReplyDelete
  3. რიავიციიიი...მინდოდა ერთის მხრივ ამეხსნა რატომ ვიყენებთ ადამიანები თვლის ათობით სისტემას და მეორეს მხრივ მინდოდა ამეხსნა როგორ მუშაობს ორობითი ანუ 01 სისტემა, რომელშიც კომპიუტერი ინახავს ინფოს.

    ვერ გაიგეთ როგორ იწერება 0 და 1 ით ციფრები? :)

    ე.ი. მაგრად ცუდად დამიწერია :)

    (დალოგინება მეზარება - ლაშა)

    ReplyDelete
  4. მივხვდი, რომ რაღაც 0101010-ებს უკავშირდებოდა, მაგრამ ციფრების ახლებურად გადათვლაშ დავიკარგე + მეც მონაბახუსევო მდგომარეობაში ვიყავი :D

    დალოგინება რომ გეზარება, ეგ ვერაა კაი ამბავი :D

    ReplyDelete
  5. მხოლოდ ციფრებში ვიკარგები :(

    ReplyDelete
  6. მივხვდი, რომ რაღაც 0101010-ებს უკავშირდებოდა, მაგრამ ციფრების ახლებურად გადათვლაშ დავიკარგე + მეც მონაბახუსევო მდგომარეობაში ვიყავი :D

    დალოგინება რომ გეზარება, ეგ ვერაა კაი ამბავი :D

    ReplyDelete