ალბათ შეგიმჩნევიათ, როდესაც რაიმე ძალიან მოგწონს, ცდილობ რომ ეს რაღაც სხვას თავზე მოახვიო.
მგონი ასე გამომდის ხშირად, ჩემს საყვარელ სერიალზეც - ექიმ ჰაუსზე.
ახლა რომ ვთქვა "უბრალოდ მარიას" და "ვერლური გულის" შემდეგ, ჰაუსი პირველი სერიალია რომელსაც ვუყურებთქო, ვიცი ამით მხოლოდ ქართველ დიასახლისებს დავაინტერესებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად მეტი ეფექტის მისაღწევად, შევეცდები სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები მოვიცვა.
მერწმუნეთ ხალხო, ექიმ ჰაუსს უნდა უყუროთ. ამას მე გეუბნებით, ადამიანი:
(ყველა ბროლის ბუს მფლობელს) - რომელმაც გადამწყვეტ რაუნდში ქულა ავიღე
(მარშუტკის მძღოლებს) - არდაიდარდოს ყველა ალბომი მაქვს "ბარდაჩოკში"
(ოპოზიციას) - გულს რომ გფხანთ, ზოგიერთი პოსტით
(პოზიციას) - რომელიც ოპოზიციაზე მხოლოდ იმიტო არ წერს, რომ საერთოდ არაფერს/ვერაფერს აკეთებენ
(ლიტერატორებს და ფილოლოგებს) - რომელიც გიჟდება, მორის მეტერლინკზე და კნუტ ჰამსუნზე
(ბლოგერებს) - რომელმაც ყველა თქვენი საკონკურსო პოსტი "დაალაიკა"
("კარტოშნიკებს") - "იგროკი" რომელიც არასოდეს გახიშტულა
(კაი ტიპებს) - კაცური კაცი, რომელსაც ყანწი არაა, რომ არ დამელიოს
(გასათხოვრებს) - ვარ ქერათმიანი, მაღალი და ცისფერთვალება
(გაუთხოვრებს) - (გამახსენდა _ ამათ უკვე ვუთხარი "ველურ გულზე" და "უბრალოდ მარიაზე")
მგონი ქართველობის 99%-ს ამ ფრაზებით მოვხიბლავ და 1% იყოს _ ცხოვრების აზრია.
მოდით, მცირეოდენი და გულახდილი PR კამპანი აქ დავასრულოთ. ვისაც არ გინახავთ - დრო არ დაკარგოთ და "დაქაჩეთ" ჰაუსის სერიები უკიდეგანო ინტერნეტიდან. ხოლო ვინც უყურებთ, მენიუს თვალი გადაავლეთ, რამე შეუკვეთეთ და ჩავუჯდეთ (მე, სამი ტეკილა და ერთიც რედბული ორმაგი არყით თუ შეიძლება).
რაღა დაგიმალოთ და მეშვიდე სეზონით უკმაყოფილო ვარ. რომ აგიხსნათ რა არ მომწონს მეშვიდე სეზონში, მოგიყვებით რა მომწონდა დანარჩენ ექვსში.
- უპირველეს ყოვლისა ძალიან საინტერესო და მოულოდნელი "ინტროები", რომლებიც ლამის მთელ სერიად ღირდა.
- ზედმეტად საინტერესო (თუმცა უმეტეს წილად გამოგონილიო) და უცნაური სამედიცინო შემთხვევები
- თემა, რომლის ირგვლივ აგებული იყო კონკრეტული სერიის სიუჟეტი (მეგობრობა, ერთგულება, ღალატი, სექსი და ა.შ.)
- ვიკოდინით გაშტერებული ჰაუსი და მისი ქცევის მანერა (16 წლამდე ბავშვებმა... თუმცა რაღა ბავშვებმა)
- არაჩვეულებრივი მუსიკები (როგრც ზოგიერთი გაფეტიშებული და ქართული ენის მოძულე იტყოდა - საუნდტრეკები)
- ჰაუსის და კადის კინკლაობა
- მოლოდინი რომ მერომელიღაც სეზონის, მერომელიღაც სერიაში, უილსონი გამოიგონებდა კიბოს წამალს, პრინსტონის კლინიკაში აღარ იქნებოდა არცერთი პაციენტი, ქართველები აღარასოდეს ისაუბრებდნენ ქალიშვილობის ინსტიტუტზე და რაღათქმაუნდა ჰაუსისა და კადის ქორწილი _ სიხარულის ცრემლებით და მომღიმარი სახეებით.
მაგრამ ეტყობა ვერ გაუძლეს მგრძნობიერე ამერიკელებმა 6 სეზონიან ტანჯვას და ლმობიერმა სცენარისტებმაც, მეექვსე სეზონის ბოლო სერიაში, ჰაუსის და კადის ორგაზმს შემციცინე მაყურებელს სანატრელი "Yeeesss" ამოაოხვრინეს.
კადის და ჰაუსის არ ვიცი მაგრამ მგონი სცენარისტთა ჯგუფმა მართლა "გაათავა" და ამოწურა საკუთარი თავი.
შედეგად მივიღეთ:
- ოდნავ უკეთესი სერიის დასაწყისები ვიდრე აქვს სერიალ "დეტექტივებს"
- მეცხრე საავადმყოფოს არქივებიდან სცენარში გადატანილი სამედიცინო შემთხვევები
- ერთადერთი თემა _ კადისა და ჰაუსის ურთიერთობები, რომელიც "კრავს" სერიას
- სრულიად გამოჯანმრთელებული ჰაუსი, რომელსაც ტკივილს 6 სეზონი განმავლობაში 3 კოლოფი ვიკოდინიც კი ვერ უყუჩებდა და ეხლა მხოლოდ კადის ძუძუები შველის.
- გარეუბნებში ჩამოკიდებული, მოძველებული საახალწლო მორთულობასავით გამოხუნებული და არაფრით დასამახსოვრებელი მუსიკალური გაფორმება
- ჰაუსისა და კადის ჰარმონია
- და "დაკმაყოფილებული" ამერიკელი მაყურებელი
განა შეიძლბა ასე? ეს იგივეა ტომი და ჯერი რომ შერიგდნენ, მგელი რომ არასოდეს გაეკიდოს კურღდელს, (დედა, როგორ მეფხანება ენა რომ რაიმე აქაც პოლიტიკური ჩავურთო, მაგრამ მომწყინდა - უინტერესო ხდება უკვე), რომ ვენსუელური სერიალი ქორწილით დაიწყოს და მომდევნო 276 სერია უბრალოდ თვალი ვადევნოთ მათ ბედნიერ და უდარდელ ცხოვრებას.
თან არ დაგიმალავთ და ცამეტის თითქმისშიშვლად ნახვის შემდეგ, ეს გოგო ისე დამაკლდა, როგორც დიეტის დროს ლუდი და ხინკალი.
დღეს იმედი გამიჩნდა. კადიმ ჰაუსი "პროფესიულ ღალატში" ამხილა და თვალებაცრემლებულმა დატოვა კლინიკა. იქნებ ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს: კადი დაშორდეს ჰაუსს, ჰაუსი "შეჯდეს" ისევ ვიკოდინზე, ჩვენ კი ვიცხოვრონ ასე ტკბილად და ბედნიერად სერიიდან სერიამდე?
ნამდვილად არვიცი რა იქნება, რას გადაწყვეტენ სცენარისტები. ისე რეჟისორი ვინარის არც ეს ვიცი, მაგრამ რომ მანახა აუცილებლად ვუსაყვედურებდი - შე დალოცვილო, შვიდი სეზონი ჰაუსის და კადის სექსს ველოდი და ეს "ვითოვითომსექსი" რა იყო, ჰა?
თუმცა ჰო, ვიცი _ ქართველბი სხვებისგან განსხვავებით ასე იოლად ვერ "ვმკაყოფილდებით".
ეგ კი არა, იმ ორ ფრონტზე რა ხდება, რაღაცნაირად გამაგებინე, გადმომძახე თემქიდან (თუ მუხიანიდან?!).. :))
ReplyDeleteმაინტერესებს.
ჰაუსს მე ერორზე ველოდები.. :D
ძალიან მიყვარს ჰაუსი, მაგრამ ეს ბოლოსკენ არევა რა იციან ხოლმე, ოხ ეს ბოროტი პროდიუსერები
ReplyDeleteარასწორია პოზიცია, სწორია – ხელისუფლება :–)))) ეს, ისე, მომავალში რომ დაგჭირდეს მათი ხსენება :–))))
ReplyDelete"თან არ დაგიმალავთ და ცამეტის თითქმისშიშვლად ნახვის შემდეგ, ეს გოგო ისე დამაკლდა, როგორც დიეტის დროს ლუდი და ხინკალი" - ამას ვერ მივხვდი :–))))
სხვა მხრივ, გეთანხმები :–))))))
miyvars xalxi,visac Hausi uyvars-)! vinc giyvars genatreba,imitom,rom giyvars da genatreba imitom,rom ar ginaxavs udroobis da atasi sxva mizezis gamo-) me var am dgehsi da Hausi menatreba! lasharela jer mxolod miyvars (imitom, rom...)
ReplyDelete(neen)
arada vkiodi kadis da hausis sexi ar gamomaparptmetqi da mainc ver vixile-) damizustet eg romel seriashia zalian gtxovT (codo var)
ReplyDelete(neen)
მართალია, ცუდად იქცევიან, მსუბუქად რომ ვთქვათ... ასეთი გრეგი არ მინდა მე:(:(:(
ReplyDeleteვარ ქერათმიანი, მაღალი, ცისფერთვალება და დიეტაზე :P
ReplyDeleteრა საჭიროა ყველამ უყუროს ექიმ ჰაუსს?
ველური გული და უკიდეგანო სიყვარული ხომ დარჩა პუბლიკის გარეშე? ?
:))))))))))
ReplyDeleteეგეც მართალია ჰექს :)))
axali, wynari da uvikodino hausi mec ver momwons mtlad :)
ReplyDeleteaxla vuyurebdi R2-ze da iceb ise damaklda ganuyofeli narinjisferi flakoni :( :(
cametze vgijdebi, ara marto personajze, aramed Olivia Wildze-c :)
kadis da gregis gautavebeli kinklaobas aklia am serials, mteli qarizma daikarga :)
amxela komentari chemnairi hausomanisgan arcaa gasaocari :)