Thursday, November 4, 2010

თანამედროვე ქარაგმები

აბრევიატურა - ლათინური brevis-სგან წარმოებული სიტყვაა, რომელიც მოკლეს ნიშნავს. ოჰ, ეს მატრაკვეცობა არ გვიყვარდეს ქართველებს თორე, ჩვენც კი გვიჭირდა წიგნების საწერად ტყავის შოვნა და გამოზომილად და შემოკლებებით ვწერდით _ ქარაგმებით.

რა უცნაურია, დღეს არც ცხვარი გვყავს გასატყავებელი რომ ვწეროთ და არც პაპირუსი დასამუშავებელი  _  წერე რამდენიც გინდა, სულო და გულო, წერე სადაც გინდა, რაც გინდა და როგროც გინდა _ შენი ყველა ნაწერი 0 და 1 ფორმატში უპრობლემოდ იქნება "დამახსოვრებული". თუმცა მიუხედავად ასეთი თავისუფლებისა, მეჩვენება რომ ოცდამეერთე საუკუნეში, აბრევიატურები (ანუ ჩვენებურად ქარაგმები) უფრო ფართოდ გამოიყენება, ვიდრე ფარნავაზის დროს.

მახსოვს აბიტურიენტობისას, თოფურიას ორტომეულით ტვინგამოტენილი, დედაჩემის დასმულ შეკითხვას "რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყარო", ამოცანის შეკითხვად აღვიქვამდი და გონებაში ამოხსნას ვიწყებდი.

ასამდე ამოცანა, რომელიც ერთ ღამეში უნდა გამეკეთებინა, ჩემმა მტერმა გადაწერა სრულად _ ამიტომაც მოცემულობებს შემოკლებულად ვწერდი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განათლების რეფორმა განხორციელებული თორე ვნახავდი ერთი "20 ცალი ბეღვლენწი და 50 დგიბურზგა"-ს როგორ ჩავიწერდით შემოკლებით. ვინაიდან ამოცანებში დედამიწელების  გამოგონილი მატარებლები, თვითმფრინავები და ავტომობილები ფიგურირებდა, მათი შემოკლებაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა: 20 ავტ. 60. თვით. და ა.შ.

ქარაგმებით მოცემულობების წერას ისე ვიყავი მიჩვეული, მახსოვს ერთხელ ამოცანაში ნახსენები "34 კომბოსტო", როგორც "34 კომბოსტ" - შევამოკლე.

ტკბილი მოგონებებიდან ამოტივტივებული და "ო" ასოთი შემოკლებული კომბოსტოსი არ იყოს, ჩემმა ერთმა მეგობარმა (რომელიც ჩემი აზრით "მომავლის თაობის" ავანგარდშია) ახალი აბრევიატურა "დაამუღამა": ჩეთით ან SMS-ით რაიმეს თუ ვკითხავ, "კ" ასოს მწერს პასუხად, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები თანხმობას ნიშნავს და "კი" - ს აბრევიატურაა.

რათქმაუნდა, ჩემი მეგობარი, დამუშავებული ტყავის არ იყოს, არც SMS-ისთვის განკუთვნილ 160 სიმბოლოს ეკონომიას აკეთებს და არც ინტერნეტ ტრაფიკს უფრთხილდება _ ის, უბრალოდ დროს ზოგავს, რადგან თანამედროვე სამყაროში "ფესიბუქზეც უნდა დაპოსტო, აუთლუქში მეილიც შეამოწმო, ცისკოს აიპი ტელეფონსაც უპასუხო და მეგობრის SMS-იც არ უნდა დატოვო უყურადღებოდ, სამსახურში ერთერთ პროექტზე მუშაობის პარალელურად". თანაც ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გააკეთო, თორემ ვერ მოასწრებ.

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აბრევიატურებს ვიყენებთ თანამედროვე სამყაროში (ეხლა არ შემეკამათოთ და მითხრათ: მესმის IMHO დაწერო in my humble opinion-ის ნაცვლად, მაგრამ "კი"-ს ნაცვლად "კ" რა ეკონომიააო _ აკი გითხარით, ჩემი მეგობარი მომავლის თაობიდან არის. ის XXII მეორე საუკუნის წარმომადგენელია, რომლისთვისაც გადამწყვეტი წამები კი არა მილიწამებია!).

ასე არის თუ ისე, რატომღაც მეჩვენება რომ ქართული ენა ჩამორჩა, თანამედროვე სამყაროს მოცემულ ტენდენციას. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ წარსულიდან შემორჩენილი "ე.წ" და "ა.შ" აღარ  არის საკმარისი. ამიტომაც შევეცადი ეს სიცარიელე შევავსო და თანამედროვე ქარაგმები შემოგთავაზოთ (კომენტარებში თუ შემომიერთდებით დიდი სიამოვნებით ჩავსვამ პოსტში, ავტორის მითითებითვე).


მაშ ასე:

ჩა - ჩემი აზრით

მმჩპ - მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი

მმჩპ - მეც მიყვარს ჩემი პრეზიდენტი

ქვ - ქალიშვილი ვარ

პითმრჩსიგაგქვ - პაემანზე იმიტომ თუ მპატიჟებ რომ ჩემთან სექსის იმედი გაქვს არაფერი გამოვა, ქალიშვილი ვარ (ანდა, მოდი ამას ნუ შევამოკლებთ)

სამგაფი - 3 Dimension film ანუ სამგანზომილებიანი ფილმი

- წავიღე (იგულისხმება ლინკი საკუთარ ვოლზე)

ძს - ძაააააააააააააააააან საყვარელიიიიიიიიიიიი

ნშა - ნეტა შენ არ ანძრევდე

აჩვ - ამ ჩემს ვოლს

აჩლ - ამ ჩემს ლაიკს

აჩს - ამ ჩემს სტატუსს

აჩყ - ამ ჩემს... ქმ...

სნ - სოფო ნიჟარაძე (ეს იმდენად ხშირად გამოიყენება ვიფიქრე მხოლოდ "ს" ხომ არ იყოს-მეთქი  მაგრამ ეს ასო უკვე დაკავებულია)

[N/A] - პრაიმ-ტაიმის რედაქტორი ონანიზმზე ჭორებს იგონებს

პმს - პროფილში მაიას სტუმრები.



უსასრულოდ გავაგრძელებდი ჩამონათვალს მაგრამ ეხლა მეგობარმა დამიმესიჯა: ნშა, ლაშარელა...ნშა-ო.

13 comments:

  1. რატომ არ ჩანს ჩემი კომენტარი? თუ მე ვერ ვხედავ და შენ ხედავ ლშ?

    ReplyDelete
  2. მე ვხედავ მაგრამ შენ თუ ვერ ხედავ კომენტარებს ამასაც ხომ ვერ დაინახავ? :)) ფბ-ზე მოგწერ :))

    ReplyDelete
  3. შჩ– შე ჩემა
    3ჩ – ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრები, გამოიყენება სადღეგრძელოების დროს :)
    LOL - Little old lady
    დ.ა.შ

    ReplyDelete
  4. "ნშა, ლაშარელა...ნშა-ო."
    :D:D:D

    ReplyDelete
  5. ნეტავ შენი მეგობარი კი–ს რომ გიმოკლებს ჩემი მეგობარიც ხომ არაა :)) მეც მყავს ეგეთი მეგობარი ყველა სიტყვას ამოკლებს :) დზ დაკავებულია და რა ქნას.... :)) თეა 3ჩ კი არა 4 ჩ–ც არის– "ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები–ოოოოოოოოო : :)))

    P.S მაოცე

    ReplyDelete
  6. რდრდყდ - რა დავწერო, რომ დავწერო, ყველაფერი დაგიწერია...:)

    ReplyDelete
  7. შმაგ- განმარტეთ ანონიმუსო :)

    ReplyDelete
  8. შმაგ - შენ მე არ გიყვარვარ :)))))

    ReplyDelete
  9. რდრდყდ - რა დავწერო, რომ დავწერო, ყველაფერი დაგიწერია...:)

    ReplyDelete
  10. ნეტავ შენი მეგობარი კი–ს რომ გიმოკლებს ჩემი მეგობარიც ხომ არაა :)) მეც მყავს ეგეთი მეგობარი ყველა სიტყვას ამოკლებს :) დზ დაკავებულია და რა ქნას.... :)) თეა 3ჩ კი არა 4 ჩ–ც არის– "ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები–ოოოოოოოოო : :)))

    P.S მაოცე

    ReplyDelete