Wednesday, November 3, 2010

ძალიან პათეტიკური ლექსი

არმინდა ბუნება სიტყვებით აღვწერო
არ მინდა ლექსები, გრძნობების ნაწარმი
არ მინდა ეს ღამეც უაზროდ გავწელო
ვინმე მადლიანმა მომეცით ბაწარი

არ მინდა ამ ღამით ისევ რომ დავლიო
სასაფლაოზე ვიარო ჩექმებით
ფეხებს ბილიკი გავაკვალიო
იმედებით და უაზრო გეგმებით

არ მინდა, არა... არც შენი კოცნა
არც შენი ტუჩის შეხება ბაცი
არც ღვინით სავსე არ მინდა ბოცა
და არც მართალი რომ მერქვას კაცი

არ მინდა ფეხი დამაგდგან გულზე
თუ კი ვერ ვიგრძნობ, სიმძიმეს ფეხის
სიცოცხლე გავდეს - არ გაცვლილს ფულზე
სიკვდილი - უფრო გავარდნას მეხის

და ეს სიკვდილიც რაღაც არ მინდა
კარგი ვიცოცხლებ, იყოს რაც არის
მაგრამ, შენ მოდი მაინც დამინდე
სათადარიგო მომე ბაწარი

ბოლო წამს ვიცი გული დამწყდება
უცებ ბაწარი თუ არ გაწყდება

8 comments:

  1. მე ძალიან მომეწონა, მაგრამ ავღწერო არა აღვწერო :)

    ReplyDelete
  2. –"არმინდა ბუნება სიტყვებით ავღწერო
    არ მინდა ლექსები, გრძნობების ნაწარმი
    არ მინდა ეს ღამეც უაზროდ გავწელო
    ვინმე მადლიანმა მომეცით ბაწარი"..
    – მე მოგცემ ბაწარს,დიდსა და ლამაზს,
    და მერე გრძნობები ჩხირებზე ქსოვე.... :))

    P.S მაოცე ;)))

    ReplyDelete
  3. ლაშარელა მეკადრება ახლა სვისი ნაწერების კოპირებაა... ისე ადრეც მომიწონე ფრაზების გარითვა შენ.. facebook-ზე ლიკა ჯგუბურიას სტატუსზეე :)) იქიდან მახსოვ ლაშა კვანტალიანიი :)

    აქ შენს სხვა ლექსზეც მაქვს დატოვებული საპასუხოო რიტმაა– კომენტარი.... "დრო და დრო" ასე ერქვა ლეწს მემგონი :)))

    P.S მარად თქვენი სტუმარი მაოცე :)))

    ReplyDelete
  4. ეკა,
    ნწუუუ :)

    ისე უბრალოდ ვიხუმრე :)

    ReplyDelete
  5. ვერ წავიკითხე..

    (არ შევცვლილვარ, ანუ.. :))) )

    ReplyDelete
  6. ეკა,
    ნწუუუ :)

    ისე უბრალოდ ვიხუმრე :)

    ReplyDelete