Sunday, November 21, 2010

შელოცვა

თუ ამ შელოცვას წაიკითხავ ათჯერ და

გადაუგზავნი 10 მეგობარს

საქართველო აუცილებლად შევა ნატოში


დაიწყება, დაიწყება, დაიწყება, დაიწყება
ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი დაეწყობა
ყველაფერი აშენდება, ყველაფერი აეწყობა
ყველაფერი დაეწყობა, დაეწყობა, დაეწყობა
დაიწყება დაიწყება დაიწყება დაიწყება
მტერი ვერაფერს გახდება და ვერაფრეს გაეწყობა
ერთ სწორ ხაზზე დალაგდება, ჩამწკრივდება, ჩაეწყობა
გაწყდება, გადაშენდება, ღმერთი ყველას გაუწყრება
და სუყველას აუწყებენ
საქართველოს გაბრწყინებას
ფეხს ნელნელა აუწყობენ
ევროპას და დაიწყება
წყება-წყება ხაჭაპურით
დიდი სუფრა გაეწყობა
დიდი სუფრა გაეწყობა
დიდი სუფრა გაეწყობა
და როდესაც გაეწყობა
და როდესაც გაეწყობა
და როდესაც გაეწყობა
დაიწყება დაიეყწება დაიწყება დაიწყება
და ზოგადი უნარებით
ყველა ერთად მოეწყობა
ვიღაც უცოდინარებით
მიტინგი არ მოეწყობა
გაზონები მოირწყვება
სამართალი დაირწყვება
ფენოვანის შემხედვარე
ბავშვი არ დაინერწყვება
ოღონდაც ჯერ წყება-წყება
ხაჭაპური მეგრული და
ხაჭაპური იმერული
და წიწაკით შეკმაზული
ჯიგრითა და ძროხის გული
სუფრაზე არ დაეწყობა
არაფრეი, დალაგდება, არაფერი დაეწყობა
დაიწყება, დაიწყება, დაიწყება, დაიწყება


როგორ უნდა წავიკითხოთ:

აიღეთ კარგად გამხმარი ბიულეტინის ენა, კონსტიტუციის სავსე მთვარეზე შეჭრილი თმა, პრეზიდენტის უმანკო ცრემლები, ქალიშვილის ალალი ვედრეა, გეის ტუჩს შენახები ყანწის ყუნწი. აურიეთ. შეიზილეთ ტანზე და თან წაიკითხეთ.

[soundcloud width="100%" height="81" params="secret_url=false" url="http://api.soundcloud.com/tracks/7272636"]

6 comments:

  1. შე ჯადოქარო შენა :D

    ReplyDelete
  2. *ლექს-შელოცვა რომ უუმაგრესია, ეგ ცალსახად ნათელია;
    *და ამისი გადაგზავნე რო გვიშველიდეს ნატოში შესასვლელად, რაღა გაგვიჭირებოდა.. :D
    იგ

    ReplyDelete
  3. nametani xmadablaa wakiTxuli-), Tumca shelocva maste butbutiT unda-)
    (neen)

    ReplyDelete
  4. შე ჯადოქარო შენა :D

    ReplyDelete
  5. კი ლაშ, მართალი ხარ, აუცილებელია ოჯახში ქალი და დროა ამაზე იზრუნო :))))))

    ReplyDelete
  6. nametani xmadablaa wakiTxuli-), Tumca shelocva maste butbutiT unda-)
    (neen)

    ReplyDelete