ერთი სარეკლამო კამპანია გამახსენდა:
სუპერმარკეტში, დახლზე, წარწერა დადეს ამკრძალავი ნიშნით: "ზემოთ არ აიხედო!!!". ზემოთ კი რეკლამა იყო გაკრული და განთავსების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ძალიან დაბალ ფასში.
ვინმე მადლიანი ვიცი დაინტერესდებით და მკითხავთ, რაზე გაგახსენდა ეხლა ჭერზეაკრული რეკლამის ამბავიო და მეც არ დავაყოვნებ...
რამდენიმე დღის წინ, გოგი გვახარიამ მოგვითხრო, როგორ მივიდა მასთან პრაიმტაიმის "ჟურნალისტი" (ისე, ბრჭყალებზე უფრო ძლიერი აღნიშვნაც უნდა არსებობდეს), ხოლო მან არ მისცა ინტერვიუ. იქვე ისიც გაიხსენა, პროფილში მაიმ რომ (ჰ)კითხა პ.ტ. მთავარ რედაქტორს "ყველას ეშინია თქვენი და მართლა ეშინია თქვენიო?" (მაიას შეკითხვები ისე პასუხით იწყება თუ ხართ დაკვირვებული) და მთავარმა რედაქტორმაც, რომ დაუდასტურა "მართლა ყველას ეშინია ჩვენი და ჯობია ეშინოდეთ ჩვენიო".
მოკლედ ეგ ყველაფერი კი დაწერა გოგიმ მარა "სოციალური ქსელის" პრემიერის შემდეგ, ახალ იუზერებზე მზარდად, გინებადაგროვილი ცუკერგბერგის "ფეისბუქი" ნოუთის უსათაუროდ გამოქვეყნების საშუალებას არ იძლევა. ხოდა გოგიმაც დაასათაურა: "მე თქვენი არ მეშინია!"-ო.
აუჰ, ამაზე გადარეულა ის ტუჩებდაბერილი ქალი პრაიმტაიმიდან. მთელი სამეფო შეუყრია და უთქვამს "ვინც გოგი გვახარიას მომიყვანს, ცოცხალს ან მკვდარს სულერთია, ნახევარ სამეფოს მას ვჩუქნიო".
ვინ გაბედავდა გოგისთან ინტელექტუალურ ჭიდილს? ან ძალიან, ძალიან ჭკვიან (ასეთები კი ზემოთხსენებულ სამეფოს არ მოეპოვება) ან ძალიან ძალიან სულელი.
სულელი ეძახე და თავისი "სტატია" (არა, რა...ბრჭყალებთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვცდები) იმითი დაიწყო, რომ სულელია და მეტიც _ სულ არ ანაღვლებს რომ სულელია.
რა გინდა ეხლა რო ქნა? _ სულელია და ტალახს ისვრის _ შენც ტალახის სროლას ხო არ დაუწყებ? არადა ამასობაში მთლად თუ ვერ ამოგგვანგლავს (მიზანი არ უვარგათ და იმიტომ), ერთი ორი შხეფით მაინც ხო დაგისვრის თუნდაც ლოსკის დამცავი ფარით გარეცხილ ტანსაცმელს? დაგისვრის და დასვაროს _ კოპწიად ხომ ერთმანეთის ხათრით გამოვიყურებით და თუ გვეცოდინება რომ ეს შხეფები იმ სულელის ბრალია, თანაც ერთი ორი ასეთი შხეფი ყველას მოგვვედრია, როგორმე არ გავკიცხავთ ერთმანეთს ასე მგონია. მითუმეტეს ისეთ პატარა სოფელში, როგორიც ფეისბუქია _ სადაც ყველა ყველას იცნობს.
ოეეეეეეეეეეე, ოეეეეეეეეეეეეე.... (ისმის მკითხველის სტვენა)
- ა, ჰო. მომიტევე ჩემო მკითხველო. რეკლამა რა შუაშია და როგორც კი ზემოთ ჩემს მიერ მოყოლილი ამბები მოხდა, ატყდა ფუსფუსი ფეისბუქზე:
"ნაძირალა ვინც ეგ გოგიზე დაწერა", "ეგ უნამუსო ეგა", "მაგის ვოლზე არ ვნახე სტატუსი მე და მაგას არ ეღირსოს ლაიკი არაფერზე", "მაგის ფრენდ რეკვესტები ვნახე დაიგნორებული" _ დაიწყეს წყევლა და კრულვა სტატუსებში. "ჩამოვახრჩოთ, არა დავკეპოთ, ჯობია დავკუწოოოოთ, არა გავპუტოოოოოოთ და ყვერებით რო დავკიდოთ, არ ქონია მაგ ქალაჩუნას ყვერები" _ დაიწყეს გულის მოფხანა კომენტარებში.
ეხლა მე გეტყვით რა მოხდება: ამ ჟურნალისტს და რედაქტორს იმდენს აგინებენ და წარმოიდგენენ სხვადასხვა პოზაში, რომ აუცილებლად გაუჩნდებათ რაიმე სახის ლტოლვა მათ მიმართ. შესაბამისად არარეალიზებული და ვერსუბლიმირებული ლიბიდოს წყალობით, სამუდამოდ ჩაიბეჭდავენ მათ პერსონებს ქვეცნობიერში (ერთერთი გზა პოპულარობისკენ ).
მოკლედ კარგი კი იქნებოდა ასეთ დროს უბრალოდ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არც კი შევიმჩნიოთ მსგავსი მოვლენები. არ ავფორიაქთედ და ავფუსფუსდეთ. ეს ალბათ ყველაზე ეფექტური ქმედება იქნებოდა, ნეგატივის არ-გასაპიარებლად, მაგრამ აბა როგორ?
ზევით ხომ აუცილებლად აიხედავ _ რა იცი რა ხდება?!
ტერმინთა განმარტებანი:
ამოგგვანგვლავს - იმერულად, ამოგსვრის, გაგსვრის. მაგ: "ასეთი ამოგვანგვლული ხომ არ წახვალ სტუმრად, სირცხვილია".
მადლობა ფეხბედნიერი კომენტისთვის მარი :)
ReplyDeleteმადლობა ძმაო ლაშა:)
ReplyDeleteნეტა ჩვენი რადიოს საიტზე შეიძლებოდეს ამის დადება სადმე
მაგრამ სად? არ ვიცი
გოგი
sad vnaxo gogis statia?
ReplyDeletedamilinke raa FB-ze
გეთანხმებით ლაშა, რომ აზრის დაფიქსირება აუცილებელია, ამიტომ მეც, ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მჯერა რომ ზემოთხსენებული გაზეთის წაკითხვაა სწორედ სირცხვილი, თორემ ტალახით „ამოგვანგვლა“ს ეშველება რამე.
ReplyDeleteP.S. გაზეთი არ წამიკითხავს, მაგრამ გოგის პასუხს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.
არ ვიცი რააა... რა "სტატიაა" ან როგორ უნდა გძულდეს თუ არ ვიცი რა ჰქვია ადამიანი რომ ეგეთები დაწერო და მით უმეტეს დაგიბეჭდონ :(
ReplyDeleteნოუთს ვგულისხმობდი
ReplyDeleteThis content is currently unavailable
ReplyDeleteმადლობა ძმაო ლაშა:)
ReplyDeleteნეტა ჩვენი რადიოს საიტზე შეიძლებოდეს ამის დადება სადმე
მაგრამ სად? არ ვიცი
გოგი
გეთანხმებით ლაშა, რომ აზრის დაფიქსირება აუცილებელია, ამიტომ მეც, ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მჯერა რომ ზემოთხსენებული გაზეთის წაკითხვაა სწორედ სირცხვილი, თორემ ტალახით „ამოგვანგვლა“ს ეშველება რამე.
ReplyDeleteP.S. გაზეთი არ წამიკითხავს, მაგრამ გოგის პასუხს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.
ნოუთს ვგულისხმობდი
ReplyDelete