Sunday, November 28, 2010

Coming out - ანუ დედა, მე გეი ვარ

ბლოგერები არ ვიცი, მაგრამ იმ ხალხისგან, ვისაც ბლოგი აქვს ერთი გამოთქმის შესახებ შევიტყვე: ქამინგ აუთი (Coming out) _ ეს არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიერ თავისი ორიენტაციის "გაიასნება", საკუთარი თავის ან საზოგადოების მიმართ.

საკუთარ თავს დიდი ხნის წინ გამოვუტყდი, როდესაც წვერი გავიპარსე და სახეზე გადასმული ჩემივე ხელი უცნაურად მესიამოვნა. დადგა დრო, რომ საზოგადოებასთან მიმართებაშიც "დავქამინგაუთდე" _ მე გეი ვარ (დეე, თუ ამ პოსტს კითხულობ _ ეს ის არის რასაც შენ ფიქრობ).

იცით, დავიღალე... ხო, აი რა მერე? არც არაფერი.

"ჩემებს" რო გადავხედე ან ძაან კაი ტიპები არიან, ან ცნობილები, ან ორივე ერთად. ნუ ეხლა, კარგი ტიპი აწი ჩემგან ნაკლებად, ამიტომაც გადავწყვიტე უბრალოდ ცნობილი გავხდე.

ცნობადობის მოპოვება პოლიტიკურ არენაზე მსურდა, მაგრამ ჰომოფობური საქართველო ჯერ ვერ წყალობს ვერც პოლიტიკურ და ვერც სექსუალურ უმცირესობას.

ამიტომაც არჩევანი ისევ შოუ ბიზნესზე შევაჩერე. გადავწყვიტე ძალიან ხმაურიანი კლიპი გადავიღო. სცენარის რამდენიმე მონახაზიც მაქვს:

1. მე ვიქნები შუა საუკუნეების რაინდი გულამოღებული ჯაჭვის პერანგით, რომელსაც თავისი მტერი შეუყვარდება. გადამწყვეტ ბრძოლაში ვხედავ, როგორ იჭრება ჩემი სიყვარული. ცხენიდან ვხტები და მისკენ გავრბივარ. ის სევდიანად მიყურებს, სისხლიანი თითით ლოყაზე მეფერება და კვდება.

2. მოქმედება ძველ რომში ვითარდება. მე გლადიატორი ვარ. არენას უამრავი მაყურებელი ავსებს. წელსზევით შიშველს, თლილი კუნთებითა და ოფლით დაფარული სხეული მზეზე მილაპლაპებს. ქანცგამოცლილი ვამარცხებ რამდენიმე მოწინაღმდეგეს. კარი იღება და არენაზე თავზე რქებდადგმული მებრძოლი შემოდის. დინჯი და მძიმე ნაბიჯებით მიახლოვდება. მახვილმომართულნი ჩვენ ერთმანეთის წინ ვჩერდებით.

აქ უკვე ერთვება კადრები წარსულიდან. მაგონდება, როგორ დავრბოდით მინდორ-ველად მე და ის. ვუკრეფდით ერთმანეთს გვირილებს და ვუწნავდით თმებში. თავლაში ნაზად ვეფერებოდით. მოულოდნელად მე ვცნობ რქებიან გლადიატორს და მისკენ ვიძვრი, რომ გადავეხვიო. ის კი მახვილით მიგმირავს გულმკერდს და სწორედ ამ მომენტში, ახსენდება ყველაფერი. ძლიერი მკლავებით მაწვენს არენაზე. თეთრი ქვიშა წითელი სისხლით იჟღენთება. მე მის აცრემლებულ თვალებს ვუყურებ, ვიღიმი და ვკდვდები.

3. მესამე სცენარში საქმე ცოტა რთულად არის _ ჩვენ მეშახტეები ვართ. კლიპის დასაწყისში ნაჩვენებია, როგორ იწყება მეშახტის ერთი ჩვეულებრივი დღე. როგორ ვიმოსებით სამუშაო ტანისამოსით გამოსაცვლელში. ვისხამთ აღჭურვილობას. კამერა მიწის გასწვრივ შენელებულ კადრებად აჩვენებს, თამამი ნაბიჯებით როგორ მივემართებით საბადოსკენ.

შემდეგ, მაყურებელს ემოციური კავშირი რომ დავანახო (ასევე შენელებული კადრებით), იქნება მუშაობის პროცესს საამოდ შერწყმული სიყვარულის ისტორია. მე ნახშირს ვუსვამ მას ცხვირზე. ორივე ვიცინით და ა.შ.

კლიპის ბოლოს, მუსიკა კულმინაციას უახლოვდება. მოულოდნელი აფეთქება. ნგრევის დროს მე და ის სხვადასხვა მხარეს ვხვდებით. მე ხელებგაწვდილი ვღრიალებ და ვცდილობ მის დახმარებას, სხვა მეშახტეები კი მიჭერენ, არ მიშვებენ, რადგან ყველაფერი უიმედოა და შახტიდან გავყავარ. ზემოთ ამოსული ვუყურებ კამკამა მზეს და თვალში მიდრვის ყვავილი მხვდება, რომელზეც ულამაზესი პეპელა ზის.

4. ეგვიპტე, ნილოსის სანაპირო. მე მონა ვარ. ზედამხედველებს მონებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი ეკრძალებათ. სუსტ, მაგრამ გარუჯულ სხეულს, წელსქვემოთ შემოხვეული ნაჭერი მიფარავს. მე ქვას ვთლი და წყურვილისგან გათანგული, ოფლს წერაქვით დამძიმებული ხელით ვიწმენდ. მზე დაუნდლობლად მაცხუნებს სახეში (შენელებული კადრებით ესეც, აბა როგორ)

ადრე თუ გვიან ყველა ეცემა. აუტანელ დატვირთვას ვერავინ უძლებს. ხარაჩოებში ჩასმული პირამიდისკენ ბილიკს, ზურგზე ინსტრუმენტებ მოკიდებული მძიმე ნაბიჯით მივუყვები. ბოლო ძალები მეცლება და ვეცემი. ზედამხედველს დასარტყმელად მომარჯვებული მათრახი ჰაერში ეყინება. რამდენიმე წამი გაუნძრევლად დგას (აქ კადრში ჩავსვამთ სხვა მონების გაკვირვებულ სახეებს, ჩემს გათანგულ სხეულს და სხვა), შემდეგ წამიც და... მთიდან მომწყდარი ზვავივით ეშვება ჩემსკენ. ძლიერ მკლავებს ბეჭებში მკიდებს, თავს მაწევინებს და თავისი მათარით წყალს მასმევს. ამას სხვა ზედამხედველებიც უყურებენ.

ორივეს დიდ მოედანზე სამაგალითოდ გვსჯიან. სიკვდილის წინ ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში. ჩვენს შორის ცეცხლის კედელი აღიმართება. კამერა ზემოთ ადის. ჰაერი ჩამავალი მზით აწითლებულ ჰორიზონტზე ლივლივებს.

მეხუთე სცენარიც მქონდა მოფიქრებული. მე მჭედელი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მითხრეს რომ ასეთი კლიპი უკვე გადაუღიათ. სამწუხაროა. სიმართლე გითხრათ, ბოლო იდეა ყველაზე მეტად მომწონდა, მაგრამ ვერ განვმეორდები.

მე განსხვავებული ვარ. მე ყველასაგან განსხვავებული ვარ.



21 comments:

  1. ფრთხილად ჯაბა ქარსელაძემ არ წაიკითხოს ეს პოსტი თორემ შემდგომი კლიპების ედეების მოფიქრებაზე ბევრს აღარ იწვალებენ ეგრევე copy paste :)))

    ReplyDelete
  2. ყველა ისტორია ცუდად რატომ მთავრდება.
    ჰეფი-ენდი არ შეიძლება?
    თუ ჯაბას გავლენაა?

    ReplyDelete
  3. ლაშა, შეენც ლაშა?! :D

    ReplyDelete
  4. ჯაბას კლიპი დალინკეთ რა :( ყველა მაგას რომ ადარებს ამ პოსტს/.

    ReplyDelete
  5. კი, მაგაზე მეც ვკაიფობ :) არადა ნახე ბლოგის გვერდით. უკვე თვის ტოპ პოსტებში მოხვდა :))

    ReplyDelete
  6. "მე ნახშირს ვუსვამ მას ცხვირზე. ორივე ვიცინით."

    "ზემოთ ამოსული ვუყურებ კამკამა მზეს და თვალში მიდრვის ყვავილი მხვდება, რომელზეც ულამაზესი პეპელა ზის."

    "სიკვდილის წინ ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში. ჩვენს შორის ცეცხლის კედელი აღიმართება. კამერა ზემოთ ადის. ჰაერი ჩამავალი მზით აწითლებულ ჰორიზონტზე ლივლივებს."

    გაეთრიე, ლაშარელა, ჩემი გულიდან :D
    აი, ასეა, გაიფიქრებ ვინმეზე he's kinda cute-ო და ეგრევე გეი აღმოჩნდება. ეჰ...

    ReplyDelete
  7. ეხ...მეც მინდა მეგობარი გეი...ოღონდ პატიოსანი! ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! მინდა ნამდვილი გეი იყოს და არასოდეს და არაფერში თვალთმაქცობდეს! იყოს სუფთა და ნამდვილი ,,დაქალი”.შეგვეძლოს ერთად ძილი და ინტიმურ თემებზე საუბრები (თავს აღარ შეგაწყენთ)...ახლა ჩემი თავი შემეცოდა;-(( კაცებთან ეს არაა შესაძლებებლი! არადა,მინდა-)
    (ნეენ)

    ReplyDelete
  8. სექსი გეისთან ნამდვილად არ მინდა, ჰეტეროსთან უმჯობესიაო ასე გამიგია :)))

    ReplyDelete
  9. ara,raa! sad waikitxe +sexi?sad? sworedac rom saubrebi usexodtqo,aba +sexis shemTxvevashi gei daqali ra jaxnabad minda a???-)))
    (neen)
    ubralod vinatre iseti ,,shebrunebuli" sqesis ,,daqali", romelic arasdros sexs ar moiwadinebs chemtan! ganmarteba gasagebi da migebulia lasharela?;-)
    (neen)

    ReplyDelete
  10. lasharela unda mapatio-axlaga movicale da wavikitxe-)manamde satauris mixedvit davde komenti(( (vai..) xooda,isa da...dagijere ,,satauri" da axlos damegobreba mominda (saixlove! ar igulisxmo wegandelivit sexi rom aikviate-gamoricxe)...aqac gamemaza raaa;-)))
    (neen)

    ReplyDelete
  11. ძალინ ბევრი ვიცინე :))))
    რა ხატოვნადაა წარმოდგენილი ყველა სიუჟეტი :)

    ReplyDelete
  12. ყველა კადრი თვალწინ მედგა ^^ ა'მ სოუ ბურძგლდ ^^ <3<3<3

    ReplyDelete
  13. geficebit cxovrebashi amdeni ar micinia. nichieri xar seriozulad da rejisorobazec unda ifiqro.gaixare ra

    ReplyDelete
  14. აუუ, პოსტი მაგარი იყო, მაგრა ეს ლორენა <3. არ მქონდა მოსმენილიი :).
    მოკლედ, დღეს ჩავუჯექი შენს ბლოგს. ძალიან მომწონს :)

    ReplyDelete
  15. სასიამოვნოა ფრიად, ბურბუშელა :)

    ReplyDelete
  16. ლაშა, შეენც ლაშა?! :D

    ReplyDelete
  17. ძაან სასაცილოა, რომ ამ პოსტზე ყველაზე ცოტაა კომენტარები და ფბ-ზეც მოერიდა ხალხი დალაიქება-დაკომენტებას :D

    ReplyDelete
  18. "მე ნახშირს ვუსვამ მას ცხვირზე. ორივე ვიცინით."

    "ზემოთ ამოსული ვუყურებ კამკამა მზეს და თვალში მიდრვის ყვავილი მხვდება, რომელზეც ულამაზესი პეპელა ზის."

    "სიკვდილის წინ ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში. ჩვენს შორის ცეცხლის კედელი აღიმართება. კამერა ზემოთ ადის. ჰაერი ჩამავალი მზით აწითლებულ ჰორიზონტზე ლივლივებს."

    გაეთრიე, ლაშარელა, ჩემი გულიდან :D
    აი, ასეა, გაიფიქრებ ვინმეზე he's kinda cute-ო და ეგრევე გეი აღმოჩნდება. ეჰ...

    ReplyDelete
  19. ეხ...მეც მინდა მეგობარი გეი...ოღონდ პატიოსანი! ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! მინდა ნამდვილი გეი იყოს და არასოდეს და არაფერში თვალთმაქცობდეს! იყოს სუფთა და ნამდვილი ,,დაქალი”.შეგვეძლოს ერთად ძილი და ინტიმურ თემებზე საუბრები (თავს აღარ შეგაწყენთ)...ახლა ჩემი თავი შემეცოდა;-(( კაცებთან ეს არაა შესაძლებებლი! არადა,მინდა-)
    (ნეენ)

    ReplyDelete
  20. geficebit cxovrebashi amdeni ar micinia. nichieri xar seriozulad da rejisorobazec unda ifiqro.gaixare ra

    ReplyDelete
  21. სასიამოვნოა ფრიად, ბურბუშელა :)

    ReplyDelete