Wednesday, November 17, 2010

Pour toi mon amour

მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი ერთი ძვეეელი თარგმანი. მართალია ორიგინალი ძალიან, ძალიან ლამაზია, ხოლო მე თარგმანები არ გამომდის მაგრამ რატომღაც მაშინ მაინც წამიცდა ხელი და ვთარგმნე.

Pour toi mon amour
[Jacques Prevert]

Je suis allé au marché aux oiseaux
Et j'ai acheté des oiseaux
Pour toi
Mon amour
Je suis allé au marché aux fleurs
Et j'ai acheté des fleurs
Pour toi
Mon amour
Je suis allé au marché à la ferraille
Et j'ai acheté des chaînes
De lourdes chaînes
Pour toi
Mon amour
Et je suis allé au marché aux esclaves
Et je t'ai cherchée
Mais je ne t'ai pas trouvée
Mon amour


***

შენთვის ჩემო... ჩემო სიყვარულო...
ვნახე მახეს ჩიტს უგებდა ბიჭი
შენთვის ჩემო... ჩემო სიყვარულო...
მე ვიყიდე ის პატარა ჩიტი.

მერე ვნახე მე მებაღე ძველი
ყვავილების რომ უნდოდა მოჭრა
მე გიყიდე ყვავილები ქოთნით
ყოველ დილით ყვავილი რომ მორწყა

მერე შენთვის, სიყვარულო ჩემო
მივაკითხე მაღაროში მჭედელს
რომ შენ რკინის მძიმე ბორკილებით
მიგაჯაჭვო ჩემი სახლის კედელს

და შემდეგ კი სადღაც ყიდნენ მონებს
მე გეძებდე, დიდხანს, დიდხანს... ჩემო...
გეძებე და ვერსად ვერ გიპოვე
ვერ ვიგემე მაგ ტუჩების გემო

12 comments:

  1. ლამაზია.
    მიყვარს ფრანგული ენა, ჩემთვის პირველი სიყვარულივითაა... :)
    ახლა, დღეს, ამ ლექსს სხვანაირად თარგმნიდი? უცნაური მოგეჩვენოს შეიძლება ეს კითხვა, მაგრამ გულახდილადო და... :)

    ReplyDelete
  2. ახლა საერთოდ არ ვთარგმნიდი :)

    ReplyDelete
  3. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კარგი ნათარგმნია :)
    იქნებ გააგრძელო :)

    ReplyDelete
  4. Nino "Dejeuner du matain" ვცადეთ მაგრამ არ გამოვიდა. საერთოდ ამ ლექსის ბევრი თარგმანი მაქვს წაკითხული და ვთვლი რომ ორიგინალის სული ვერ ერთმა ვერ გადმოსცა. საერთოდ მიმაჩნია, რომ არსებობს ლექსები რომელიც არ უნდა თარგმნო და ეს ლექსიც მათ რიგს მიეკუთვნება. ის მეტისმეტად მარტივია და ეს სიმარტივე ართულებ საქმეს :)

    ReplyDelete
  5. ორიგინალის შინაარსი გავიგე და მივხვდი რომ სხვა რაღაცეები გაქვს შენ ლექსში , რაც იქ არ იყო და რაც მოუხდა, ჩემი აზრით :)))

    მომეწონა, ორივე :))

    ReplyDelete
  6. რა გინდა, მშვენიერი ნათარგმანებია ლაშ.. აი, ძალიან მომეწონა =)
    ირინა გორაშვილი

    ReplyDelete
  7. lasharela! ganwyobis gadmocema rom shegidzlia tavisufali targmaniT,egaa mtavari da girebuli genacvale-) tan shen uffro melodiurad shesZeli,ase,rom xvaliu-maladeec lasharelaaaa!
    (neen)

    ReplyDelete
  8. მე ფრანგული არ ვიცი, მაგრამ ლექსი ძალიან მომეწონა :)

    ReplyDelete
  9. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კარგი ნათარგმნია :)
    იქნებ გააგრძელო :)

    ReplyDelete
  10. ორიგინალის შინაარსი გავიგე და მივხვდი რომ სხვა რაღაცეები გაქვს შენ ლექსში , რაც იქ არ იყო და რაც მოუხდა, ჩემი აზრით :)))

    მომეწონა, ორივე :))

    ReplyDelete
  11. მე ფრანგული არ ვიცი, მაგრამ ლექსი ძალიან მომეწონა :)

    ReplyDelete