გარეთ ღამე. ციდან ცრის.
გზა - სიჩუმის მფლობელი
კართან სკამი. ჩემთან ის...
და გაზის გამათბობელი
გარეთ ცივა. მავთულებს
ქარი გრძნობს და ზუზუნებს
გრძნობა სუნთქვას ართულებს
თუ ვკოცნი შენს ძუძუებს
გარეთ ისმის ხმაური
ანდა სულაც სიჩუმე
თითქოს არაქაული
შენი კანის სურნელი...
შენს თხელ სხეულს
ისე ვგრძნობ
როგორც ქარი მავთულებს
და უბრალო ხმაური
ესმით ქვედა სართულებს
რა გითხრა აბა...საკმაოდ გარყვნილი ლექსია...მესამე კუპლეტის ბოლოს ცოტა რითმა აკლია მარა მთლიანობაში ნორმალურია...
ReplyDeleteგარეთ ცივა. მავთულებს
ReplyDeleteქარი გრძნობს და ზუზუნებს
გრძნობა სუნთქვას ართულებს
თუ ვკოცნი შენს ძუძუებს
შემიძლია ვთქვა, რომ ამ ლექსშჳ ჩემი საყვარელი სტროფია :)