ერთ-ერთი ფილმიდან ფრაზა დამამახსოვრდა: "ტრაკი შესაძლოა, უბრალოდ ტრაკია და შესაძლოა ფეხების ზედა დაბოლოება - გააჩნიავ როგორ შეხედავო".
"ბანკი რესპუბლიკაში" ვმუშაობდი, როდესაც "შპარკასე ჰანოვერში" გამაგზავნეს "დისტანციური საბანკო მომსახურებისა" და "სატელეფონო ცენტრის" გერმანული მოდელის სანახავად.
ბევრი საინტერესო რამ ვნახე და მოვისმინე, თუმცა მოცემულ პოსტთან მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს აქვს კავშირი.
რვა კაციან ჯგუფებად დაყოფილ, ასოც კაციან ქოლცენტრს, ათი ფსიქოლოგი ემსახურებოდა. ისინი აკვირდებოდნენ ოპერატორებს და მათ გარკვეული პრობლემების და ხარვეზების გამოსწორებაში ეხმარებოდნენ.
მაგალითად, ერთერთ ოპერატორს რომელსაც საუბრის ბოლოს ყოველთვის ავიწყდებოდა მომხარებლისთვის ეკითხა - "კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებთო" - მაგიდაზე, "მე მქვია კოლუმბო" სერიალის მთავარი გმირის თოჯინა დაუდგეს (თუ გახსოვთ ეს სერიალი, კოლუმბო თითქოს საუბარს მორჩა ეჭვმიტანილთანო და დამატებით შეკითხვებს სწორედ მაშინ უსვამდა). მეორე ოპერატორს კი, რომელსაც საუბრისას გაღიმება ავიწყდებოდა (მიუხედავად სატელეფონო კომუნიკაციისა, ღიმილი აუცილებელია და ამას მომხარებელი ყოველთვის გრძნობს), მთელი მონიტორი მისაკრავი "სმაილებით" გაულამაზეს.
ერთერთი შემთხვევა, რომელიც თრენერ-ფსიქოლოგმა მომიყვა, მართლაც ძალიან საინტერესო იყო.
ის უსმენდა ორმოცდაათ წლამდე ოპერატორს (ქალბატონს), რომელსაც რიგით მომხარებელთან საუბრის დროს გაღიზიანება შეატყო. თრენერმა საუბრის ბოლოს გამოკითხა უკმაყოფილების მიზეზი, მაგრამ ოპერატორმა არაფერი შეიმჩნია. ცოტახანში კი გაბრაზებულმა თქვა: "ჩემი შვილი როდესაც, გაიზრდება აუცილებლად ვასწავლი, რომ ყურმილის აღებისთანავე უნდა თქვას სახელი და გვარიო" (გერმანიაში, არ ვიცოდი და თურმე კარგ ტონად ითვლება ყურმილის აღებისთანავე სახლის და გვარის დასახელება).
მისი გაღიზიანება ბუნებრივი იყო - განაგრძო ფსიქოლოგმა. ოპერატორი მოცემული ღირებულებით აღიზარდა. მე რომ მეთქვა, მოცემულ შემთხვევებზე არ გაღიზიანებულიყო, პრაქტიკულად ვეტყოდი, ის რაც შენთვის ღირებულია და ეთიკის ნორმაა შესაძლოა სხვისთვის არ წარმოადგენს ღირებულებას - რაც მას აუცილებლად გააღიზიანებდა, რაც პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრიდა. ფაქტის იგნორირებაც არ შემეძლო, რადგან ეს გამღიზიანებელი სამომავლოდაც მსგავს ეფექტს მოახდენდა მასეო.
ამიტომაც მე ვუთხარი - განაგრძო თრენერმა- წარმოიდგინე, რომ ის ვინც ყურმილის აღებისას სახელს და გვარს არ გეუბნება - უცხოპლანეტელია. შესაბამისად მას სახელი და გვარი ჩვენთვის ნაცნობი ფორმით არც ჭირდებათ და არცააქვსო.
მას შემდეგ თურმე როდესაც, ვინმე სახელს და გვარს არ ასახელებდა, ოპერატორს ყოველთვის ეღიმებოდა რადგან მის მომხარებელს დიდთთვალება და მწვანეკანიან უცხოპლანეტელად წარმოიდგენდაო.
ამდენი იმიტომ ვიწვალე და ვიცოდვილე, რომ ერთი მარტივი რამ მეთქვა. ბანკში მუშაობის რამდენიმე წელმა მასწავლა, როგორ უნდა გავართვა თავი რთულ სიტუაციებს - არასამართლიან ბრალდებებს, "პადნოჟკებს", ტყუილს, არასამართლიან შენიშვნებს და სხვა ნერვების მომშლელ ფაქტორებს.
ნერვების მოშლა, რომ კარგს არაფერს მოგიტანთ ამაზე მგონი ვთანხმდებით. შესაძლოა ადეკვატური პასუხი გასცე ან იმოქმედო მაგრამ ჯობია ეს დაწყნარებული ნერვებით გააკეთო. როგორ მივაღწიოთ ამას? მარტივად - ნერვების მომშლელ ფაქტი ისეთნაირად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აღარ იყოს გამაღიზიანებელი.
მე პირადად რიგით მოსაწყენ შეხვედრაზე, ჩემს წინ მჯდარი მორიგი იდიოტი იქნებოდა თუ კლიმაქსითა და დაბალი ხელფასით დაუკმაყოფილებელი "სუჩკა", წარმოვიდგენდი რომ ვირტუალურ თრეინგ ცენტრში ვარ. ეს სუჩკაც და იდიოტიც ვირტუალური პროგრამაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. მიდი ეხლა და გაბრაზდი სამგანზომილებიან პროექციაზე რომელიც ვიღაცის მიერ არის დაწერილი (თამაშია ბოლობოლო).
ეხლა, რომ ვთქვა ყოველთვის პროექცია და მესამე განზომილება მახსენდებოდა და დალაილამასავით ვიჯექი მშვიდი და აუღელვებელიმეთქი, ცალსახად მოვიტყუები. მაგრამ რამდენჯერმე მართლაც გამომივიდა.
არვიცი რაიმე ახალი გითხარით თუ არა, მაგრამ იქნებ სცადოთ და იპოვოთ თქვენი პროექცია - ნერვებს თუ არა წარმოსახვის უნარს ნამდვილად გაიუმჯობესებთ.
ტრაკი კი მაინც ტრაკია, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ.
dasafiqrebelia :)
ReplyDeleteსაინტერესო იყო.
ReplyDeleteფსიქოანალიტიკოსობაზე არ გიფიქრია? გამოგივიდოდა :)
:D
ReplyDeleteჩემი მცირეხნიანი დაკვირვების შედეგად ვასკვნი, რომ გამწარებულზე უფრო მარილიანად წერ ;)
გამწარებულზე მარილი...მნიაამ.... რაღაც გემრიელია :)
ReplyDeleteლაშ, მე მგონი ჩემთან პროექცია არ მუშაობდა? თუ ვცდები? :)
ReplyDeleteme yochagi PM var ;) da ratomgac mjera rom chemtan shexvedraze proeqcia ar mushaobda :))
ReplyDeleteუნდა დავფიქრდე... :)
ReplyDelete