Friday, September 24, 2010

სამყარო Dislike-ის გარეშე

მეცვლება განწყობა და ვიცვლი სტატუსებს
რაღაცას ვპოსტავ და ვაგროვებ Like-ებს
მთელი ცხოვრება კედელზე ჩაივლის
მეც ვიცვამ სხვადასხვა მხიარულ მაიკებს

ვეცნობი ვის რას სურს, ვის რა ჭირს და რას გრძნობს
ჩემებთან ან სხვებთან ვინ რას აკომენტებს
ვეღარსად ვუყურებ ჩამავალ მზის სხივებს
და ღამის ზეცაზე მოწყვეტილ კომეტებს

მეცვლება განწყობა და ვიცვლი სტატუსებს
რაღაცას ვპოსტავ და ვაგროვებ Like-ებს
მთელი ცხოვრება კედელზე ჩაივლის
მეც ვიცვამ სხვადასხვა მხიარულ მაიკებს

3 comments:

  1. მინდა
    სამყარო Dislike-ის გარეშე...
    განწყობას სტატუსებივით ხშირად არ ვიცვლიდე...
    ვაგროვებდე კოცნებს, სითბოს და ღიმილებს...

    ReplyDelete
  2. ჰიმნი (ან ანტიჰიმნი) ფეისბუკს ;)
    კარგი იყო

    ReplyDelete