Wednesday, September 15, 2010

მოლურჯო ცა

მახსოვს მაისის სევდიან ბოლოს
ცა მოიღრუბლა და მზე დაწვრილდა
შენ კაბიანად იყავი სველი
სველი იყავი, მაგრამ არ წვიმდა...

მახსოვს ტუჩებში მომინდა კოცნა
მაგრამ ნიავი გადამეღობა
არ მინდა გგრძნობდე დაუსრულებლად
დაუსრულებლად მე არ მეყოფა

მახსოვს ჩიტები მოწყენილ ხეზე
მახსოვს მოლურჯო, შარშანდელი ცა
მახსოვს რომ რაღაც მითხარი უხმოდ
უხმოდ მითხარი... და გამეღვიძა

1 comment:

  1. "მახსოვს რომ რაღაც მითხარი უხმოდ
    უხმოდ მითხარი... და გამეღვიძა"

    ძალიან.....

    ReplyDelete