Monday, September 13, 2010

საყოფაცხოვრებო გრძნობები

მიყვარს შენი ინსომნია
და კლაუსტროფობია
წნევაც არ გაგვიზომია
უკვე ოთხი საათი

შენი ნახევარი აბი
ძილის წინ რომ გახსენებ
მავთული რომ გადააბი
საძინებლის კარებთან

შენი გამჭვირვალე კაბა
ვარდისფერი პერანგი
მაგიდას რომ დამილაგებ
და ვერაფერს ვერ ვაგნებ

უშენობით მარტოობა
შენთან ერთად საუზმე
არსად არ გადართოო და
იცი, რომ მეც გავუძლებ

მიყვარს შენი ინსომნია
და შიფონის "იუბკა"

2 comments:

  1. შვილო ლაშა, არ ჩაგეძინოს, თორე იოფლისმოწმენდისსმაილიკებ მერე :)

    ReplyDelete
  2. შვილო ლაშა, არ ჩაგეძინოს, თორე იოფლისმოწმენდისსმაილიკებ მერე :)

    ReplyDelete