Tuesday, September 14, 2010

ისინიც იდგნენ


ცირკთან უპირველეს ყოვილსა. იდგენ ერთად. იდგნენ გვერდიგვერდ.

პეკინზე, ვაჟამდე არ მისული წიწვნარის ქვეშ. იდგნენ სასტუმრო აჭარასთან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იქ დევნილები ცხოვრობდნენ. იდგნენ მაშინაც როდესაც ცას მთვარის სხივი აკიაფებდა და მაშინაც, როცა თავსხმა წვიმა ძვალსა და რბილში ატანდა.

პავლოვის ქუჩაზე.

მარცხენა სანაპიროზე, ზარმაცების ხაშს რომ გამოცდები, იდგა ის. იდგა მარტო. იდგა დილის ექვს საათზე - განა სუყველას ღამით უდგება?!

იდგნენ ჯერ კიდევ გაურემონტებელ ვაგზალთანაც. მთელი დღე, კისერზე ჩამოკიდებული "კარდონის" ყუთით ჩამოტარებულ ფენოვან ხაჭაპურს ჭამდნენ. ზოგს ხაჭაპურის ფულიც არ ქონდა. ვაგზალთან ყველაზე იაფად იდგნენ. სხვაგან მინეტს ხუთ ლარად არავინ გაგიკეთებდა. თუ შეევაჭრებოდი, შეიძლება დაეკლოთ კიდეც. უკბილო გრიშას გაკეთებულ ლანეტს კი დღემდე ნატრულობს ბევრი ვაკელი.

იდგნენ თბილისის შემოსასვლელთანაც.

ვინმე შეიძლება შემომედავოს. კი არ იდგნენ, იწვნენო, რაზეც ვუპასუხებ: თავიდან, სანამ მიხვიდოდი, ფასზე შეუთანხმდებოდი და სასტუმროში წაიყვანდი, ისინი იდგნენ. მხოლოდ შემდეგ წვებოდნენ და ისიც ყოველთვის არა.

ზოგი ალბათ დღეს სხვა სამსახურს ეძებს? ზოგი კი აფთიაქში, თავისი 3 თვის პატარისთვის პამპერსის საყიდლად შესული, სევდიანი თვალებით დახედავს პრეზერვატივების ასორტს, რომელთა ქონაც მომსახურებაში შედიოდა. ზოგი რაიონიდან ჩამოსულიყო და ბინას ქირაობდა, რომ მუდმივ კლიენტებს მომსახურებოდა.

ისინი იდგნენ. დღეს კი ქალაქში დარჩა მხოლოდ "საუნები", საიდანაც თავს ექთნის ფორმაში გამოწყობილი, შიშველ სხეულზე მელიისბეწვშემოხვეული და ტყავისმათხრახიანი პროფესიონალები იწონებენ.

პუტანკებთან ხალხი საჟიმაოდ მიდიოდა და არა საბანაოდ და ზურგის გასახეხად. თანაც იქ სერვისი გაცილებით ძვირია, ვიდრე ვაგზალზე. პოს-ტერმიანლით გადახდის შემთხვევაში ფასნამატი 80%-ამდეც ადის. ასეც რომ არ იყოს, დაიკარგება კაცი მათი გაუგებარი არქიტექტურის "ლაბირინთში".

ეხლა კი საქმე:

არა მგონია, პუტანკები ახლადდამონტაჟებულ ეშმაკის ბორბალთან გადაყვანა მოხერხდეს. ამას არავინ დათანხმდება. პირველ რიგში ჩვენ, "მხმარებლები"; ადამიანები, რომლებიც პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სახეზე ვცნობთ, რადგან გვინახავს ერთმანეთი ანჟელასთან, ვერასთან, ლუდასთან და სხვებთან. ჩვენ არ ვართ თანახმა.

თუ პუტანკების მაინცდამაინც ერთად მოყუჩება უნდათ რატომ იმ აღმართს არ დაუთმობენ, პრეზიდენტის სასახლისკენ რომ ადის? დავარქვათ ამ უბანს "პუტანკების აღმართი" (აქ ავტორი დაფიქრდა - ვინძლო ეს იდეა პირდაპირ "მან" თუ არა ვინმე "მისიანმა" არ წაიკითხოს, მოეწონოს და ხორცი არ შეასხასო. თუმცა აწონ-დაწონა და ჩათვალა, რომ საგანგაშო ამ შემთხვევაშიც არაფერი იქნებოდა).

ნუ გაწმინდავთ ქალაქს პუტანკებისგან. ნუთუ ტყუილად უსრისავდით ძუძუებს ამდენი წელი?

"ისინი იდგნენ. იდგნენ გაღმა და გამოღმა, გასწვრივ და ჩაყოლებაზე, ერთად და ცალკ-ცალკე.
ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ დავდგებით!"

***
სტატია მართლაც კარგი იყო. მართალია ჩემთვის ოდნავ გადამეტებული და პრეზიდენტის სტილში, ბულეტ-პოინტებად ჩამოწერილი, სადაც პირველი სიტყვები ყოველთვის მეორდება და ბოლოს დამაგვირგვინებელი ფრაზა გაისმის, მაგრამ საქმე სხვა რამემშია.

აკი დავწერე. ჟიგულიას ვიდეოზე თვის დასაწყისში თუ ვინმე სიმღერას აირჩევდა თვის ბოლომდე ის ტრიალებდათქო. ძალიან მაინტერესებს როგორ ახსნიდა ნამდვილი ფსიქოლოგი (და არა ისეთი, ქართულ ტელევიზიებში, ქვემოთ "ექსპერტიო" რომ ეწერება) ამ სოციალურ-ონლაინ-ისტერიას, სადაც ორიგნალურობის გამოც კი არავინ იკავებს თავს იგივე გააკეთოს, რაც სხვამ - დადოს დღის ლინკი (ხო, ხო...მეც იგივე გავაკეთე ამ წამს...მართალი ხარ!)

მე, ისევე შემტკივა გული ბუკინისტებზე, თუმცა მათგან არასოდეს მიყიდია წიგნი (რუსთაველზე, ალიკას თუ არ ჩავთვლით, რომლისგანაც 30 მანეთიან წიგნებს პროგრამირებაზე, 80 ლარად ვყიდულობდი) როგორც ნასკების გამყიდველებზე, რომელთაგანაც 2 ლარად არაჩვეულებრივ დაბალყელიან ნაკსებს ვყიდულობდი წარწერით "Nike".

ამიტომაც შევეცდები პრობლემა განვაზოგადო და რამდენიმე "სტატია" გამოვაცხო - "ისინი ფეხებს გვითბობდნენ უხმოდ", "მათი დახმარებით ჩვენ ვიხოცავდით" და რაღა თქმა უნდა "მათ ჩვენი მკერდი ეჭირათ ლიფით". თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პირდაფჩენილი და მოშიებული ძაღლის ლოგოს ქვეშ დაწერილი სტატიები, რაგინ კარგი გამომივიდეს, ვერასოდეს გახდება მასობრივი ონლაინ-ისტერიის საგანი.


ლაშა კვანტალიანი
რადიო "მკაცრი დიეტა"
ონტოფო

17 comments:

  1. მშვენიერი ქავერია..

    :|

    კი არა, ”მკაცრ დიეტაში” თანამშრომლები არ გჭირდებათ? :)

    ReplyDelete
  2. კარგი, მაშინ დღეიდან მაგ დიეტას დავიწყებ..

    :დ

    ReplyDelete
  3. რა ამბებია!
    ოჰ, ეს საყოველთაო შეშფოთება-აღშფოთება რომ არ ვიცოდეთ!...
    ნეტა ყველა ასე თავგადაკლული მკითხველ-მყიდველები მაინც იყვნენ...

    ReplyDelete
  4. ნეტა ყველა ასე თავგადაკლული მკითხველ-მყიდველები მაინც იყვნენ...

    სწორედაც რომ :))

    ReplyDelete
  5. xaxaxaxaxaxxaxaxaxaaaaaaaaa
    dzalian dzalian magrad gadagiketebia :D :D :D :D :D
    ai mesmis nichi da mondomebaa

    თუ პუტანკების მაინცდამაინც ერთად მოყუჩება უნდათ რატომ იმ აღმართს არ დაუთმობენ, პრეზიდენტის სასახლისკენ რომ ადის? დავარქვათ ამ უბანს "პუტანკების აღმართი"

    :D :D :D :D :D :D :D

    sheuqmeni gverdi mag agmarts, daarqvi da daalaikebs uamravi adamiani :)

    ReplyDelete
  6. taa
    ეგ რო გავაკეთო, შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და პუტანკებსაც დაიჭერენ :D :D :D

    ReplyDelete
  7. ნუ ხარ შენ მწარე,
    მეც დავწერე მაგაზე და იქვე დავწერე, არ ვარ ხშირი კლიენტითქო და შეიძლება არც თავგადაკლული მკითხველი, რაც სახლში მაქვს ისინი წამაკითხა ნეტა ყველა, წიგნებსაც ლიტკაფეში უფრო ხშირად ვყიდულობ, ნამცხვრით ტკბობისას თვალგადავლებულს, 15+ ლარად (3 წიგნი რომ მოგივა ბუკინისტებთან ).

    მაგრამ, საყოველთაო ისტერიასთან მიერთებისას ისიც დავწერე, რომ მე მარტივი პრობლემის რთულად გადაწყვეტის გზას არ ვემხრობი. მიზეზი, რომ არ უხდება ამ ნაგვიან ქალაქს - ცემთვის საკმარისი არგუმენტი არ არის. პარიზს თუ უხდება? მოახდინონ და მოუხდება.
    მეწიგნეები კიდევ მესემიჩკეები არ არიან, არც მენასკეები და არც მეყველეები.

    პ.ს. შენ კიდე კარგად წერ და წერე ასთე :))
    :*

    ReplyDelete
  8. ვასას ალტერნატიულ რადიოს შექმნაზე რას იტყვი? სახელწოდებით ,,დიეტაზე მეოცნებეთა რადიო" ან კიდე რადიო: ,,ოცნებაში ამოგხდება სული" ...

    პ.ს. ლაშარელა აი, გენიოსი ხარ რა (უბრალოდ, არ გაღიარებენ! თუ გაღიარებენ? )

    ReplyDelete
  9. latata: ფინანსები თქვი თორემ იდეები..

    :))

    კარგი, დავიწყებ ამ პროექტზე ფიქრს..:)

    ReplyDelete
  10. latatia
    აღიარებაა პრაქტიკულად ლატატია რომ ასეთს დაგიწერს აბა რაარის? :D

    მადლობა...

    ReplyDelete
  11. ნურასუკაცრავად. ეხლა მალე ყველა გადახდა ბარათიდან მოხდება და მაგენს ინდ. მეწარმეებად დაარეგისტრირებენ, შესაბამისად პოს-ტერმინალებს დაურიგებენ და აღარ გვეყოლება პუტანკები. დგომას რაც შეეხება ვინღა დგას თუ ძმა ხარ :) ტელეფონი და მისი ჯანი

    ReplyDelete
  12. რომელ არხზე უყურებდი?! და მერე არ გრცხვენია შენი საქციელის?! :P

    ReplyDelete
  13. ნუ ხარ შენ მწარე,
    მეც დავწერე მაგაზე და იქვე დავწერე, არ ვარ ხშირი კლიენტითქო და შეიძლება არც თავგადაკლული მკითხველი, რაც სახლში მაქვს ისინი წამაკითხა ნეტა ყველა, წიგნებსაც ლიტკაფეში უფრო ხშირად ვყიდულობ, ნამცხვრით ტკბობისას თვალგადავლებულს, 15+ ლარად (3 წიგნი რომ მოგივა ბუკინისტებთან ).

    მაგრამ, საყოველთაო ისტერიასთან მიერთებისას ისიც დავწერე, რომ მე მარტივი პრობლემის რთულად გადაწყვეტის გზას არ ვემხრობი. მიზეზი, რომ არ უხდება ამ ნაგვიან ქალაქს - ცემთვის საკმარისი არგუმენტი არ არის. პარიზს თუ უხდება? მოახდინონ და მოუხდება.
    მეწიგნეები კიდევ მესემიჩკეები არ არიან, არც მენასკეები და არც მეყველეები.

    პ.ს. შენ კიდე კარგად წერ და წერე ასთე :))
    :*

    ReplyDelete
  14. taa
    ეგ რო გავაკეთო, შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და პუტანკებსაც დაიჭერენ :D :D :D

    ReplyDelete
  15. ლათათია - u mean :*

    ReplyDelete
  16. რომელ არხზე უყურებდი?! და მერე არ გრცხვენია შენი საქციელის?! :P

    ReplyDelete