Wednesday, September 1, 2010

ჩემი პრეზიდენტი შენსას ჯობია, არა შენი ჯობს ჩემს

ჩემი პრეზიდენტი სესნას ატარებს
მათი პრეზიდენტი ბოინგს
ჩემი პრეზიდენტი კაი ტიპს გავს და
მათი პრეზიდენტი გოიმს

ჩემმა პრეზიდენტმა იცის ინგლისური
მათმა პრეზიდენტმა ძიუდო
ჩემი პრეზიდენტი უბიწოა
მათი პრეზიდნტი იუდა

ჩემი პრეზიდენტი ქალებში დადის
მათი პრეზიდენტი ვერა
ჩემი პრეზიდენტი სვანეთშიც ადის
მათი საუბრობს ნელა

ჩემი პრეზიდენტი ასოთხმოცს ცდება
მათი პრეზიდენტი ასათს
ჩემი პრეზიდენტი არასდროს ცდება
მათი ძირს აგდებს ასანთს...

ჩემი პრეზიდენტი ყოველთვის ჩემთანაა
საღამოს თეთრეულს მიგებს
მათი პრეზიდენტი არ ვიცი როგორ და
ჩემი არჩევნებს იგებს...



ეს კი გაგრძელება გოგი გვახარიას გადაცემაში:

14 comments:

  1. კარგია, მიმაქვს :)
    ოღონდ მეორე სტროფში ინგლისური გაასწორე :)

    ReplyDelete
  2. zdzaan magaria...roin abuselidzis ert leqss magonebs ogond :)

    ReplyDelete
  3. ლაშა,
    პირველი სტროფის მეორე ტაეპში მგონი "მათ" ზედმეტია არა?
    ხო როის ლექსს გავს, მაგრამ ამას უფრო პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.

    ReplyDelete
  4. შენადა გუშინ იმედზე ამ პათოსის სიუჟეტი რომ გავიდა ისიც შeნ ხომ არ გააკეთე :)))

    ReplyDelete
  5. Gabo,
    მაგ სიუჟეტის შთაგონების შედეგია, პირიქით :D

    ReplyDelete
  6. ჰექსე - მადლობა კორექტივებისთვის :) რავქნა....ხო იცი ლექსი სპონტანურია...უცებ ვწერ და მერე არ ვასწორებ :)

    გაბო... პრაქტიკულად შენ რო შეურაცხყოფა მომაყენე ეგეთი არ უკადრებია არავის მარა გავატარე :D

    ეკ...აბსოლუთლი :)

    ReplyDelete
  7. ასე იცის პოპულარობამ და კონკურენციამ ;)
    ჰექსემ ტელევიზიიდან აქეთ გადმოინაცვლა ეტყობა...

    ReplyDelete
  8. ჰექს ,
    მაშინ ცოტა ესეც:
    http://www.lasharela.com/2010/08/blog-post_29.html

    ის მართლა კარგი ლექსია, ოღონდ ცოტა უტრირებული :))

    ReplyDelete
  9. ვაი...
    ენა რატომ არ მომტყდა და კლავიატურა რატომ არ გადამეწვა და მაუსი რატომ არ გამიშეშდა რამე რომ დავწერე :(

    ReplyDelete
  10. ჰექს,
    take it easy :)
    ასე ადვილად კი არ წყინს, გული კეთილი აქვს ;)

    ReplyDelete
  11. შენ კი გაასწორე, მარა ჩვენი პრეზიდენტი, როგორც გასწორებამდე იყო, ისე უფრო მოიხერხებდა თქმას :))))
    და ისე ყველამ თავის ბუხარს კი არადა პრეზიდენტს და მინისტრს მიხედოს ;)

    ReplyDelete
  12. შენადა გუშინ იმედზე ამ პათოსის სიუჟეტი რომ გავიდა ისიც შeნ ხომ არ გააკეთე :)))

    ReplyDelete
  13. ასე იცის პოპულარობამ და კონკურენციამ ;)
    ჰექსემ ტელევიზიიდან აქეთ გადმოინაცვლა ეტყობა...

    ReplyDelete