ყველაზე "სვეცკ" თბილისს
და "ნამდვილ საქართველოს" (c) მაია ასათიანი
დღეს მაია ასათიანს ვუყურებდი პროფილში და უცებ დამაინტერესა რა წარმომავლობა აქვს სიტყვა "გოიმს".
გუგლში ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ბოლოს პირდაპირ ჩავწერე - გოიმურად - "სიტყვა გოიმი საიდან მოდის?". ტოპებში არა მაგრამ სადღაც მეხუთე პოზიციაზე ნაცნობ ბლოგს მოვკარი თვალი.
გოიმი – ეს სიტყვა სხვა ენებში “გოი”–ს ფორმით უფროა დამკვიდრებული, თუმცა ქართულში საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს “გოიმი” ჰქვია.
"თუმცა ქართულ საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს გოიმი ქვია"?
სერიოზული დილემის წინაშე დავდექი:
ა)ან სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა ოცდამეერთე არა მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდგომ (პოსტვარდებისრევოლუციურ!) საქართველოში
ბ) ან რაც მე კომპიუტერის გვერდით, დაგდებულ ტელევიზორში "მოვისმინე" (სულო ცოდვილო, არ დავიწყებ ეხლა პრანჭვას არ ვუყურებდიმეთქი - თვალს ვაპარებდი მუშაობის პარალელურად) ოდნავაც არ ყოფილა გოიმობა.
რა გინდა ეხლა მითხრა, ბიჭოლაა გლეხური მანერების მქონე თუ შორენაა საზოგადოებაში გამოუსვლელი? (კითხვის ნიშნამდე მძიმე მინდოდა დამესვა და გამეგრძელებია - "თუ მაიაა უგემოვნო ადამიანითქო", მაგრამ გადავიფიქრე - წინადადება ზედმეტად გრძელი გამოვიდოდა).
არა, ისე რას ვერჩით ეხლა. უნდა ამ ხალხს და ასმენინებს - თან დავთვალე და ზუსტად ოცდასამჯერ "ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს არის მდაბიო მუსიკა, მაგრამ დღეს უბრალოდ ასე ვღადაობთ გადაცემაშიო" გაიმეორა "ტრანსლაციის გენერალური სპონსორია..."-ს ინტონაციით.
თან შემეცნებითიც იყო - სამარშუტკო ფოლკლორის სამჭედლოში შეგვახედა და არამარტო - სტუდიაში სახეგაბადრული მჭედლებიც მოიწვია და დერვიშების სიმღერებში მოგუდულად ნათქვამი "ყლეთა ჯოგის" არ იყოს, ისე ჰკითხა თითეულს: "თქვენს დაწერილ სიმღერაზე, როცა ამბობენ გოიმობააო (სიტყვა გოიმობა წარმოითქმის მოგუდულად) არ გწყინთო?".
სიმართლე გითხრათ, შემეცნებითის გარდა დღევანდელი გადაცემა პირადად ჩემთვის (და ალბათ არამარტო) გარკვეული ფსიქოლოგიური თერაპიაც იყო. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს - როდესაც რესტორან "მონოპოლში" ვთვრები, ("იმერულ ეზოში" და "კოლხეთში" მსგავსი არ მემართება) აუცილებლად "მაია მულატკაზე" ვცეკვავ ხოლმე. სამტრედიიდან გამოყოლილი, ვაკეში გამძაფრებული და მუხიანში მიძინებული, არასრულფასოვნების კომპლექსის გამო აზრი, რომ რამდენიც არ უნდა ვიკითხო მარკესი და ვუსმინო მასაკელას მაინც ტეტია პროვინციელი და გოიმი ვიქნები რომელსაც "ცხავს" და არა "ცხელა", ჭიასავით მიღრნიდა გულს.
დაილოცოს ყველა წითელი კაბიდან ძალით გამოჩენილი ძუძუები, ჩემი დანუგეშებისთვის - თურმე "მაია მულატკა" არა მაგრამ "ტაშ ტაშ ტაშ ტარამ ტარამი" ქართველებს სისხლში გვაქვს, ჰერპესის არ იყოს და მხოლოდ ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგად აქტიურდება".
ეხლა მთლად ნიკო ნერგაძის თანამოაზრედ, რომ არ მიმიჩნიოთ დევიზით "ნუ, შეეშვით მაია ასათიანს" ჩემს დილემას მივუბრუნდები.
ის რაც დღეს ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ, პროფილის განახლებულ სტუდიაში ვნახეთ, გოიმობის ქართული განმარტების არც ერთ კრიტერიუმში ჩაჯდა. მაშინ ისმის კითხვა: "რა არის ნამდვილი, ჭეშმარიტი,ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების, ქართული გოიმობა; სად იწყება და მთავრდება იგი?".
ამ შეკითხვაზე პასუხს ჩვენ რეკლამის შემდეგ შევიტყობთ. "მანამდე კი ალბათ ხვდებით, რომ ყველაფერი რაც ამ საღამოს მოისმინეთ მხოლოდ ხუმრობა იყო. თუმცა წინ კიდევ ბევრი საღამო და ბევრი ხუთშაბათია და ხომ გახსოვთ - ჩვენ ისევ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად"
სათაური მაგარია :)
ReplyDeletekraxi iko :))
ReplyDeletelol :))
ReplyDeleteშენი აზრით, ვინც არ უყურებს, სირაქლემაა?
ReplyDeleteგოიმი ებრაული სიტყვაა და უფრო უწიგნურსა და გაუნათლებელს ნიშნავს. როდესაც ზოგიერთები სწავლობდნენ ურია ფულს შოულობდა. ”უფალმა ერთი რამე დამავალა, ფული იშოვე და დანარჩენში ყველაფერში მოგეხმარებიო და ეს ერთი ვერ ავუსრულოო???”
ReplyDeleteეხლაც მაგას არ მოუწოდებენ. არ დაფიქრდე ინტუიციას მიენდეო.
ისე ყველაზე უწიგნური და დედამიწაზე ყველაზე დიდი გენიოსი ნიკოლა ტესლა იყო და ისიც ებრაელი იყო. ის არასდროს არ წერდა ფორმულებს და არ ცნობდა ფიზიკის კანონებს.
ისე ფულის დედაც. ყველაზე დიდი კაიფი ფულიანზე კაიფია, როცა მას აქებ და რაც უხარია იმას ეუბნები. მერე იტყვიან ჯონიამ ტყულები იცისო და მე ...