ამ ლექსს მე ვუძღვნი
შუბლზე მშვილდივით მოჭიმულ
შენს წარბებს
ასე უხეშად რომ მარბევს
ასე რომ მიდუღებს გონებას
რომ მიმღვრევს სისხლს
რომ მიმსხვრევს ოცნებებს
მახსენებს დავიწყებულ ათას მოგონებას
რომ მართმევს წლობით დაგროვილ ქონებას
რომ ასე მაწუხებს
რომ მხვდება ქუჩაში
რომ მადებს მარწუხებს
რომ მახევს სახეს და
მახევს ლაყუჩებს
რომ ვერცერთი სასმელი
ამ ტკივილს აყუჩებს
რომ მინდა სიცოცხლე
სამოთხის კართან
რომ შენი ლოყის სითბოს ვგრძნობდე
მკლავთან
ამ ლექსს მე ვუძღვნი
შენს შუბლზე მშვილდივით მოჭიმულ წარბებს
ასე რომ მამშვიდებს და მარბევს
madlob :)
ReplyDeleteრომელი ხარ მადანე? :)))
ReplyDeletevis carbebs edzgvnebaa ??? tu ici?? :))
ReplyDeleteმომწონს, ვკითხულობ და მგონი დავიზეპირე უკვე :)))
ReplyDeleteეჰ, მქონოდა მაინც "შუბლზე მშვილდივით მოჭიმული" წარბები :(
:ფანებისდაფრთხობისსმაილიკი:
ReplyDelete:D