Monday, September 27, 2010

Груз-In

წარმოიდგინეთ დანაყოფებიანი, უსასრულო, გამჭვირვალე მილი, რომელიც ფენებად განთავსებული სხვადასხვა ნივთიერებებით არის გამოტენილი და სითხე (პირობითად წყალი) რომელიც ამ მილში მოძრაობს. ბუნებრივია რომ სხვადასხვა ფენის გავლის შემდეგ წყალი გამდიდრდება ან გაიფილტრება რაიმე ნივთიერებისგან.

მოკლედ, ჩემს გენიალურ მეტაფორას თავი რომ მოვუყარო უსასრულო და გამჭვირვალე მილი - ეს დრო არის, მასში ფენებად ჩაპრესილი ნივთიერებები - გარემოება, ხოლო წყალი ჩვენ.

იმის მიხედვით მილს რამდენად ახლოდან ან შორიდან დავაკვირდებით, ბუნებრივად შეიცვლება მასზე დატანილი დანაყოფის ფასი ანუ - თუ ძალიან ახლოდან შევხედავთ, შეიძლება მილზე დატანილი თითო დანაყოფი ნიშნავდეს "დღეს" ან "კვირას" (თუნდაც წამს), თუ ძალიან შორიდან შევხედავთ, შესაძლოა დანაყოფი იყოს "საუკუნე" ან "ათასწლეული".

მასშტაბის შესაბამისად, ძალიან ახლო ზუმით "ჩვენ" შესაძლოა ნიშნავდეს, "შენს თავს" ან მაგალითად "შენ და შენს მეუღლეს", ხოლო "ზუმაუტზე" - რომელიმე ერს ან მთლიანად კაცობრიობას.

მოკლედ რომ ვთქვათ, დროის დინებასთან ერთად ჩვენ გარკვეულ ფენებს გავდივართ და ვიცვლებით ანუ კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ "ჩვენ ვიცვლებით".

მოცემული პოსტის გასაგრძელებლად მოდით ისეთი დაშორებით შევხედოთ ჩვენს გამჭვირვალე მილს, რომ დანაყოფის ფასი ათი წელი იყოს, კამკამა წყალში ანუ "ჩვენში" - ქართველები მოვისაზროთ და დავაკვირდეთ მილის მონაკვეთს, საქართველოს გასაბჭოებიდან დღევანდელ დღემდე.


დეტალურად ნუ განვიხილავთ რა შრეები განვლო საქართველომ მოცემულ პერიოდში, რომელი თვისებები გაიფილტრა და რომლით გამდიდრა და გაჯერდა ჩვენი პირველყოფილად კამკამა ერი, მაგრამ ფაქტია - წარმოიქმნა უნიკალური ქიმიური შემადგენლობის მიკროსკოპული ელემენტი, არამეცნიურული და არაოფიციალური სახელწოდებით - "გრუზინი".

ჩემი არ იყოს, ალბათ თქვენც ხშირად გამოგიყენებიათ ჭეშმარიტად ქართული, ფრთიანი ფრაზა - "სუფთა გრუზინული პონტი" ან ვინმე შეგიმკიათ ეპითეტით "გრუზინი".


და მაინც - რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტი "გრუზინი"? ამ შეკითხვაზე, პასუხის გაცემა რომ გაიოლდეს, გადავწყვიტე ყვითელ პრესაში, ბოლო ფურცლებზე ნაბეჭდი ტესტების მსგავსი რამ შემედგინა - "ხარ თუ არა გრუზინი?".

წესები მარტივია - ათპუნქტიან დებულებაში (სინამდვილეში განვრცობა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მეზარება) თითეულჯერ ამოცნობილი საკუთარი თავი (ან სხვა) ათი პროცენტით ფასდება.

მაშ ასე,

ხარ თუ არა გრუზინი?

1. ნამდვილი გრუზინი მომხრეა ქორწინებამდე სექსის, მაგრამ უნდა რომ ცოლი ქალიშვილი ჩაბარდეს.

2. ნამდვილი გრუზინი, რომელიმე სალოცავზე ასვლის შემდეგ, დამქანცველი აღმართით ახლოშინებული, ტკბება სამშობლო მთების სილამაზით და სიგარეტს ეწევა.

3. ნამდვილი გრუზინი ძალიან განიცდის, რომ არავინ არ მიდის მასთან სახლში, სანამ ის ტელევიზორს უყურებს, მარჯვენა ხელში პულტით ხოლო მარცხენაში მარჯვენა ყვერით და არ თავაზობს მინისტრობას.

4. ნამდვილი გრუზინი განსხვავებულით, ვახტანგურად სვამს, მეგობრობის, სამშობლოს, წინაპრების, ქართველი მანდილოსნების და დედების სადღეგრძელოს რის შემდეგაც ვიღაცის მკლავში გაყრილ მკლავს იყენებს მოგვერდის გასაკეთებლად, ურტყამს და აგინებს - დედას, ცოლ-შვილს, მკვდარს და ცოცხალს (ანუ წინაპრებს), გამზრდელს (აქ უკვე სამშობლო მოისაზრება) და კეთილებს!

5. ნამდვილი გრუზინი დედის ძარვებს აგინებს მტერს და ომის დაწყების შემთხვევაში, მაღალი სიჩქარით გარბის სამშობლოდან ბოლო მოდელის ჯიპით, რომელშიც გასართობად - იგორ კრუტოის და წიმოწის უსმენს... ა, ჰო და მტერს მაინც აგინებს დედის ძარღვებს.

6. ნამდვილი გრუზინი, ურეკავს ახლობელს, რომელიც ბანკში მუშაობს (თუნდაც მძღოლად) და ეუბნება:"ბიჯო მერაბია, შენებმა არ მომცენ სიმონ - რაცხა შავს სიაში ხარო... არადა ბაღნებს გეფიცები ერთხელ იყო, ახალწლებზე რო გადავაბი და სამი დღე დამიგვიანდა გადახდა - ასი ლარი მქონდა მთლად დარჩენილი. შენ ვერ გამიკეთებ?" (მერაბია ვერ გაგიკეთებს!!!)

7. ნამდვილი გრუზინი ბოზებში დადის! (თუნდაც ცოლიანი... არა, ცოლიანი უფრო!)

8. ნამდვილი გრუზინისთვის, ბიჭს თუ საყურე უკეთია "პიდარასტია".

9. ნამდვილი გრუზინი, ცოლს არასოდეს გაუკეთებს ლანეტს (ნუ მინეტს რო არ გააკეთებინებს ეგ ხომ ყველამ ვიცით ისედაც) რადგან შემდეგ უნდა აკოცოს მას ტუჩებში, რომლითაც მეუღლე კოცნის ბავშვებს შუბლზე, ძილის წინ.

10. დაბოლოს, ნამდვილი გრუზინი ვერასოდეს ამოიცნობს თავს, ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ პუნქტში.


ეს ტესტი, ჩემს მეგობრებს რომ ვაჩვენე, ერთერთმა მითხრა - "ყოჩაღ ლაშა! შენ ნამდვილი ქართველი ხარო"! მესიამოვნა...

11 comments:

  1. ნამდვილი გრუზინები იგინებიან...მეც ნამდვილი გრუზინი ვარ ჩემო თამარა :)

    არ ვიუზრდელებ ლაივში - აქ მომეცით გზა ფართო :))

    ReplyDelete
  2. ძალიან ადრე მაქვს დაწერილი "ტრადიციული ქართული ქორწილი" 3 თავად, ჰოდა ეგ გამახსენდა :)

    ReplyDelete
  3. ლინკები დაიდოს აქვე სამივე თავის :)

    ReplyDelete
  4. ამ საღამოს რას აკეთებ? :D
    გულიხდილად ეგ იყო :)) ფეისბუკზე ვნახე (C)lasharela, და აღფრთოვანების შემდეგ ლინკი მისახსოვრეს.
    ბლოგს მოგვიანებით გავეცნობი, წერის მანერა იმდენად თავისუფალი და ბუნებრივია, რომ კომენტარს არ საჭიროებს.

    ReplyDelete
  5. Etusik
    :)))))))))))))

    ღიპზე მგონი გაგაფრთხილეს შენ ფეისზე, ჩემმა მეგობრებმა :))

    ReplyDelete
  6. :D
    ღიპი ქართველი მამაკაცის უპირველესი ღირსებაა :მანდილოსანისმაილი:

    ReplyDelete
  7. მეათე რატომ თქვი? :D შევშფოთდი და ჩავუკვირდი :D

    ცოლი, ქორწილი და ასეთები მანკიერება მგონია; მეორე ხშირად გამიკეთებია, სანამ ვეწეოდი :D არც ტელევიზორი მაქვს;
    არ ვსვამ, გინება რატომღაც მხოლოდ ფორუმ.გეზე ამიტყდება ხოლმე , ბოზებში მხოლოდ ერთხელ ვიყავი (პირველი აღიარება) :D საყურეს გაკეთებას ამ დღეებში ვაპირებ და ნუ, 'ლანეტზე' ნუღა ამალაპარაკებთ, მერე დაიწყებენ, სოდომი და გომორიო...
    და რა ვქნა ახლა მე? ა? რატო ვარ გრუზინი? :D

    ReplyDelete
  8. შენ ყოფილხარ ანტიგრუზინი :)))
    ვინ დაგაბრალა მერე ხარო? :)))

    ReplyDelete
  9. აჰაა..
    შეხედე ახლა რა ხდება..
    მე ბოლო წინადადება კი წავიკითხე (პუნქტს ვგულისხმობ) მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრე რა ეწერა (დავაბრალოთ უძილობას). პირიქით წარმოვიდგინე ( ანუ, რაკი ჩემი თავი ვერ ამოვიცანი, ე.ი. გრუზინი ვარ) და ზედაკომენტარში ხსენებული შფოთვებით დავწერე იმხელა ნააზრევი.
    ანუ, ტესტი წარმატებით გამივლია და ვერ მივმხვდარვარ, თუ როგორც ითქმის ხოლმე :D

    ReplyDelete
  10. აჰაა..
    შეხედე ახლა რა ხდება..
    მე ბოლო წინადადება კი წავიკითხე (პუნქტს ვგულისხმობ) მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრე რა ეწერა (დავაბრალოთ უძილობას). პირიქით წარმოვიდგინე ( ანუ, რაკი ჩემი თავი ვერ ამოვიცანი, ე.ი. გრუზინი ვარ) და ზედაკომენტარში ხსენებული შფოთვებით დავწერე იმხელა ნააზრევი.
    ანუ, ტესტი წარმატებით გამივლია და ვერ მივმხვდარვარ, თუ როგორც ითქმის ხოლმე :D

    ReplyDelete