Sunday, September 19, 2010

ფუსფუსი

ვაგებთ გზებს, შენობებს, ხიდებს, კედლებს, დამბებს, მაქნანებს, ემოციებს, პასუხს, კანალიზაციებს, წყალსაცავებს, ასოციაციებს, წინადადებებს, ოცნებებს. ვაკეთებთ საჭმელს, ეპილაციას, საქმეს, მასაჟს, ჭამის შემდეგ კბილების გასაწმენდ ერთჯერად ჩხირებს, მინეტს, გაფუჭებულ გაზქურას, ბავშვებს. განვიცდით მარტოობას, ხალხის სიმრავლეს, მეზობლიდან ჩამოსულ წყალს, ორგაზმს, სიმყუდროვეს, მთავარი გმირის გარდაცვალებას, სახლში დარჩენილ მობილურ ტელეფონს, ეიფორიას. დავდივართ კონცერტებზე, პანაშვიდებზე, სამსახურში, ნათლობებზე, მიტინგებზე, ტროტუარებზე, ექიმებთან კონსულტაციაზე, მოდების ჩვენებაზე, ბაზრობაზე. ყოველ დილით ჩაფიქრებულები ვიხეხავთ კბილებს. ქუჩაში თვალმოკრული მათხოვარი გვიჩუყებს გულს. გულმოდგინეთ ვითვლით ხურდას. თავს ვიტყუებთ, რომ გიყვარს.საპნით ორჯერ ვიბანთ ხელებს. არ ვეწინააღმდეგებით როდესაც გვძულს. ვსვამთ სამშობლოს სადღეგრძელოებს. სექსის შემდეგ კმაყოფილები ვეწევით სიგარეტს. თავს ვიცავთ წარსულში ჩადენილი საშინელებისგან, არასასურველი ორსულობისგან, ბაქტერიებისგან, პლაჟზე კანის დაწვისგან, კოღოებისგან, ავიტამინოზისგან, ვადაგასული პროდუქტებისგან, მარტო დარჩენის პერსპექტივისგან. ვხედავთ სიზმრებს, ვკითხულობთ მოთხრობებს, კაფეში ვუკვეთავთ ფინჯან მწვანე ჩაის.

ვაგებთ გზებს, შენობებს, ხიდებს, კედლებს დამბებს... ვაკეთებთ საჭმელს, ჭამის შემდეგ კბილებსის გასაწმენ ერთჯერად ჩხირებს, ლანეტს, გაფუჭებულ გაზქურას, არაფერს...

3 comments:

  1. და ამაზე ნიკო გომელაურის ლექსიც გამახსენდა:
    რამდენი იშრომა,
    რამდენი იწვალა,
    რამდენი....
    და მაინც რა ..ეა :D

    sorry ცუდი ასოციაციისთვის :D

    ReplyDelete
  2. რა ამაოება ამაოთა არის ეს დედამაიწა და მასზე ფუსფუსი, ამის დედაც ჯეკ! :D

    ReplyDelete
  3. cxovreba yvelaze tkbili nugbaria rac ki shegviZlia warmovidgonot, mtavaria misi dagemovneba shegveZlos .

    anu vfikrob chika naxevrad savse unda iyos, magram postis avtors rom ar davetanxmo ar shemiZlia, radgan vardisfer satvales roca vixsni tvalebi Zalian mtkiva...

    ReplyDelete