Wednesday, September 15, 2010

რამდენიმე ძველი ლექსი

სანამ დიდ ინტერნეტს შევუერთდებოდი და მეტიც - საკუთარი ბლოგი მექნებოდა, მანამდე იყო კალამი და ძირითადად მეგობრების ნაჩუქარი წიგნაკები.

გთავაზობთ რამდენიმე რეტროს :)


***
ფოთოლთა ფუთა
დაფთაფთა ფეთი
ზამთარში თუთა
თეთრია, თეთრი
მენავე, ნავი
და იავნანა
ნიავი ავი
მან მოინანა
მოღელავს ღელე
ღიაა ღილი
ღობესთან ღორი
დგას გაღეღილი
უნდებათ მტრედებს
დანდობა მტრების
დანისლულ ედემს
იტევენ მთები
აღვიძებს ღამეს
ღამურას ფრენა
დალეწილ ლალებს
სურთ გადაფრენა
მტვრიანი მეტრო
მარტოა, მარტო
მტვრიან ტომრებში
ტივტივებს პალტო
ფოთოლთა ფუთა
დაფთაფთა ფეთი
სათუთი თუთა
ერთია, ერთი...

***
შენი ბავშვობა იყო ლამაზი
ისეთი, როგორც დღეს არის ზეცა
და საქორწინოდ მორთულს ღრუბლებით
ზეცასაც თეთრი კაბები ეცვა


***
არავის არ გეგონოთ რომ
ქალი გვხიბლავს ქალობით...
ქალი ქალობს ცარიელი
თავის ქალის წყალობით


***
ნაზი თითებით
შავი თმებით
შავი წარბებით
შენს შავ თვალებში
ჩაკარგული
მარადისობა
ძველი მითების მომესმის ხმები
შენ რითი თბები?
ან ნეტა როდის
მოგინდება
ჩემი მოხმობა

მე შენ მიყვარხარ
სწორედ შენ ხარ
ჩემი სამყარო
შენ ეს არ იცი
და ვერასოდეს
სამწუხაროდ
მიხვდები ამას
ვერავინ შეძლებს
შენზე ფიქრებს
მე რომ გამყაროს
და შემადარებ მოთმინებით
დალაილამას

***

უკვე ნაკრძალის ნუკრის სანუკვარ კურცხალს
უკვირს აკრძალვა უკვე ნანატრი მერცხლის
ვერცხლის სივრცეებს ვერც ის ვერ ცლის...
ვერც იებს
ეტყვის ზეციერს და ზეცა აპატიებს...

4 comments:

  1. უფრო ძველებიც, სანთლის (ლამპის თუ რაც გქონდა იმის) შუქზე დაწერილებიც, გამოუშვი... კარგი იყო, მომეწონა!

    ReplyDelete
  2. დიდებული დრო იყო! ჩემს შემთხვევაში მაგ ზემოდანჩამოცმულ ფურცელს ცეცხლი უჩნდებოდა ან ლამპის შუშა ტყდებოდა (ან (უფრო იშვიათად) შუქი მოდიოდა)...
    მოკლედ, საზოგადოება ითხოვს ნავთისსუნიან ლექსებს არანაკლებ ნავთისსუნიანი ბლოკნოტებიდან. :*

    ReplyDelete
  3. უფრო ძველები ბლოკნოტებშია :)

    ლამპის შუქი მართლაც იყო. ლამფა, ზემოდან ჩამოცმული ფურცლით რომ შუქი რვეულისკენ ყოფილიყო მიმართული :)

    ღამე, ლამფა, ეზოში წყლის ხმა და შორიდან მომავალი მატარებლის ხმა - რომელიც დღისით ვერასგზით აღწევდა ჩემს სახლამდე.

    ReplyDelete
  4. დიდებული დრო იყო! ჩემს შემთხვევაში მაგ ზემოდანჩამოცმულ ფურცელს ცეცხლი უჩნდებოდა ან ლამპის შუშა ტყდებოდა (ან (უფრო იშვიათად) შუქი მოდიოდა)...
    მოკლედ, საზოგადოება ითხოვს ნავთისსუნიან ლექსებს არანაკლებ ნავთისსუნიანი ბლოკნოტებიდან. :*

    ReplyDelete