Thursday, September 2, 2010

ჯოჯოხეთი მილიმეტრულ ტალღაზე

უკვე მეორე დღეა ჩემი ბლოგ-მეზობლის გაფეისბუქებული ვიდეო ჩემი შთაგონების წყაროა. ამჯერად ვასასიმ მაიას ვიდეოთი განმაცვიფრა. ვუყურე ვიდეოს, მეღიმება ამ გულუბრყვილო ჰაიდეფინიშენ კამერით შესრულებულ უწყინარ რგოლზე მაგრამ საკმარისი იყო ბოლოს მაიკოს ჩურჩული მომესმინა, მკვნეტელებით გაყოფილი თმების ბოლოებიდან დამეწყო და მოუჭრელ ფეხის ფრჩხილებამდე დამაჟრიალა. ყურში უცებ გულამომჯდარი ჭირისუფლის ტირილი ჩამესმა, რომელიც საკუთარ თავსაც და ყველა ჩემნაირ პროფილის გაჟროლებით გარდაცვლილს დასტიროდა.

***

ეს რა დავაშავეთ ხალხოოოოოოოოო....
ჩემო ტკბილო ხალხოოოოოოოო....
ვინმემ მიშველეთ ხალხოოოოოო.....

როგორ არ უყვარდა პროფილი ამ უბედუუუუუურს... მაგის ჩურჩულს ვერ ვიტანო ამბობდააა....

მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთო მემუქრებაოოოოოოოო....სადღა გაქვს სიცოცხლე შე უბედუროოოო შეეეეენ.... მთელი ცხოვრება რო გაგიწამა არ იკმარა ბიჭოოოოო....სიცოცხლეც წაგართვეს ჩემო სიცოცხლეეეეეე...

რომ მოკვდები ჩემი ფოტო საფლავზე პროფილში არ დახატოთოოთოოოოო, არაოოოო, ასე მიბარებდიიიიი..... აწი რა გაძლებ უშენოოოოდ ბიჭოოოოოო....აწი რა გაუძლებს უშენოდ პროოოოფიიიილს...

ნახე ბიჭო ვინ მოვიდაააააა ნახეეეეეეე..... შენი გურამი მოვიდა ბიჭოოოოო.... აწი როგორ მოაწყობთ აქციას პარლამენტთან როგოოოოოოოოორ....მაიას გადაცემა დაიხუროსო ბიჭოოოოოოო.... ნეტა ამ ტელევიზორსაც დაწვავდეს ვინმეეეეეე.... ნეტა გამორთვა მაინც შემეძლოს ჩემო სიყვარულოოოო....ეს რა დავაშავეეეეეეთ ჩემი ტკბილოოოოო....რით დავიმსახურეთ ასეთი სასჯელიიიიიი....ნეტა ვინ დაგვწყევლა ასეეეეეე....

იქ მაინც ხო მოგასვენებს ნეტა ბიჭოოოოოოო.....იქ მაინც ხო არ უყუერბ ამააააააას....მეც მალე მოვალ, შენ არ შეგაშინდეს, არაააააააა.... მანდაც სამოთხის ვაშლები ხო არ დაგხვდება ნეეეეეეეეეტა....მანდაც ჩუღჩულით ხო არ მოგეგებიან ბიჭოოოოოოოო.....

***

ვისაც ესმის ჩემი, პანაშვიდები გაიმართება ჩემს ბლოგზე...მომისამძიმრეთ ძალიან გთხოვ.


[youtube http://www.youtube.com/watch?v=lD092dnJB70&fs=1&hl=en_US]

5 comments:

  1. საღამოს ერთგან ვარ გასავლელი..
    სრულიად ფეისბუქს დიდ სიურპრიზს ვუმზადებ.. :|

    ReplyDelete
  2. მე მაგ პროფილს არც ხუთშაბათს, არც საღამოს და მითუმეტეს არც 10-ზე სახლში არ შემოვუშებ. და მოვიდეს თუ უნდა. ვოტ!

    ReplyDelete
  3. :იმედგაცრუებულგაოგნებულნაწყენისმაილი:

    ReplyDelete
  4. აუჰ, მემგონი პროფილის ფანი ანონიმუსი გამეჩითა :D

    ReplyDelete
  5. მე ქალის ხმა კითხვისას მესმოდა...

    ReplyDelete