Thursday, September 30, 2010

ოჰ, ბექჰემ, შენი დედა...

ნაწერში მოყვანილი ფაქტები
გამოგონილია და რეალობას
არ შეესაბამება (ვითომ)


ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ჩვენ რომ მაშასადამე ვართ, იქედან, უფრო კონკრეტულად კი ჩეხეთიდან, გვყავდა სტუმრები.

სტუმრები ადრეც იყვნენ საქართველოში და ქართული ღვინოც დაგემოვნებული ქონდათ, მაგრამ რაც გასულ საღამოს მოხდა, ჩემთვისაც კი ზომიერების საზღვრებს სცდებოდა.

არ ვიცი გადაჭარბებული თეთრი ღვინისა და თიხის მოზრდილი ფიალების გამო იყო, თუ „ბილობილი“ რომ არ დამილევია ცხოვრებაში, გასული საღამოს ნადიმობიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მახსოვდა.

პირველ სცენაში ყველაფერი რიგზე იყო. სტუმრები მსუბუქად წრუპავდნენ ღვინოს ბაკლებიდან, როცა რესტორანში შუქები ჩაქრა და სცენაზე მუცელმოშიშვლებული და თავზეანთებულიშანდლებიანი დაპუტკუნებული გოგონები შემონარნარდნენ. მართლა, კარგი ნაციონალური ცეკვები გქონიათო - აღნიშნეს სტუმრებმა. მე ის-ის იყო უნდა ამეხსნა - ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთქო, თამადამ _ ჩვენს შეკრებას გაუმარჯოსო _ რიხიანად გამოაცხადა და სავსე თიხის ფიალა შესვა.

მეორე ფრაგმენტი, ქართულ სადღეგრძელოებსა და თამადის ტრადიციულობაზე დაყრდნობით, ლოგიკურად განვათავსე მესამე ეპიზოდამდე, თორე ისე ზუსტად არმახსოვს. უმეგობრო კაცი გალოკილი თითივით არისო _ თქვა თამადამ და პირშიგამოვლებული საჩვენებელი თითი ჰაერში დაატრიალა. მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ სტუმრების გვერდით მჯდომ ჩემს მეგობარს გავხედე დაძაბულმა, რომელმაც ქართული სუფრის თარგმნა იტვირთა - Man without friend is like single finger - ო, მომესმა ყრუდ და სტუმრების მომღიმარ ბაგეზე მიყუდებული სავსე ფიალა რომ დავინახე, დავმშვიდდი.

მესამე ეპიზოდში სიტუაცია ნამდვილად დაიძაბა _ თამადამ წინაპრები მოიგონა. ტანინზედაყენებული, არცთუისე ნატურალური ღვინით შეზარხოშებულმა თამადამ ტრაგიკული სახე მიიღო და მისტიური ხმით თქვა _ მართალია, ისინი ჩვენს გულს დააკლდნენ, მაგრამ მათი სულები ეხლაც აქ არიან და თავს დაგვტრიალებენო. თამადამ ისე ბუნებრივად გადახედა რესტორნის ჩაბნელებულდარბაზს, თითქოს დანაღვლიანებული თვალებით მიეალერსა წინაპრების ჰაერშიმოლივლივე სულებსო. არვიცი თამადის ეპიკური სახე თუ გაგუდულ სიმთვრალეში ნათარგმნი ინგლისური იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ სტუმრებმა ძლივს ამოალუღლუღეს _ ჩვენ გავალთ, თან ხვალ უნდა ვიმუშავოთო.

მერე ჩვენთან არ უნდა იმუშავოთ, თქვე დალოცვილებოო _ უთხრა ჩვეული იმერული კილოთი თამადამ და იქვე ისიცმიაყოლა, მიცვალებულებზე გაჩერება არ შეიძლებაო. ისედაც მთლად გადარეული სტუმრები ძლივს მოვაბრუნეთ სუფრისკენ. შემდეგ ნამდვილად არაფერი მახსოვს, მაგრამ დაშლა-არმოშლის ჩათვლით ყველაფერი ბოლომდე დავლიეთ თურმე.



სხვა რა გზა იყო, გაბიგვინებული თავით და გამშრალი პირით დავერჭე მეორე დღეს სამსახურში. თურმე, მე კიდევ არამიშავსრა - აი სტუმრებს ნამდვილად ჭირდებოდათ რეანიმაცია. უცებ შევკერე ერთსაათიან შესვენებაზე, დილიდან და სახინკლეში გავაქანე.

ხინკალმა და მწვადმა ლუდთან ერთად, როგორც ჩვენში მსმელი ხალხი იტყვის, "ნამდვილად გახსნა". მიუხედავად გაბრუებული, ნეტარი სახეებისა და ძილის უდიდესი სურვილისა მე როგორც "მაშასადამე"_ და სტუმრები_როგორც ჭეშმარიტი ევროპელები_ მაინც ვნერვიულობდით პროექტზე, რომელიც მათი ვიზიტის ფარგლებში უნდა დაგევსრულებინა. ძლივსწამოშლილები სახინკლესთან მდგომ ტაქსთან მივბობღდით და ოფისისკენ დავიძარით.


ვიწრო ქუჩებში ორივე მხარეს გაჩერებულ მანქანებს პეფსის სატვირთო დაემატა, უკანა კარზე ბექჰემის დიდი ფოტოთი. სანამ მე სტუმრებს დამტვრეული ინგლისურით ვართობდი და სხვადასხვა სიტყვას ვასწავლიდი ქართულად, ტაქსის მძღოლს მოთმინების ფიალა აევსო და გაბრაზებულმა, ოღონდ საოცრად თბილად და გულიდან ამოიოხრა _ოჰ, ბექჰემ, შენი დედა მოვ@ყან, რაღა ამ ვიწრო ქუჩებში მოგინდა სეირნობაო. სტუმრებმაც არ დააყოვნეს და რას ამბობს ბექჰემზე , რას ნიშნავს "შენიდედამოვ@ყან" _ ისეთი მკვეთრი ყ-თი გამიმეორა ერთ-ერთმა, რომ მეც შემშურდა.

ქართველ ტაქსის მძღოლებს, GPS ნავიგაციით აღჭურვილი ჩეხი მძღოლების ფონზე ნამდვილად ვერ დავაკნინებდი და უცებ განვუმარტე _ "შენი დედა" და თამადა რომ ამბობდა წუხელ "შენიჭირიმეს" ერთიდაიგივე არის-თქო.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში სტუმრების გამოსამშვიდობებელი სუფრა გაიშალა. ჩემ "მაშასადამეევროპელობას" ვინ ჩივის, მაგრამ ჭეშმარიტმა ევროპელებმა რამდენიმე დღის წინ სუფრასთან მომხდარი საოცრებიდან ჭკუა რით ვერ ისწავლეს, ვერაფრით მივხვდი. ყველაფერი თითქმის იმავე სცენარით განვითარდა _ კახური ღვინო, თიხის ფიალები...უბრლოდ ის იყო, რომ წასულების სადღეგრძელოზე სტუმრებს ფეხიც არ მოუცვლიათ.

ის დღეც კადრებად შემორჩა ალკოჰოლითგაჟღენთილ გონებას. ბოლო სცენაში მახსოვს, სასმისსმომარჯვებული სტუმარი, როგორ ომახიანად "მიესიყვარულა" ერთ-ერთ თანამეინახეს - "შენი დედა მოვტყანო".

შემდეგ აღარაფერი მახსოვს.

Wednesday, September 29, 2010

ჩვენ ვართ, они имеют

მთელი დღე იღრუბლებოდა და ბოლოს როგორ იქნა გაწვიმდა. გაწვიმდა, ოღონდ ძალიან გვიან - ღამის სამ საათზე.

უძილობა საუკეთესო საშუალებაა საწოლში საწრიალოდ და გონების თავის ნებაზე მისაშვებად. ათას სისულელესთან ერთად, ბოლო კოკისპირული წვიმა გამახსენდა, როდესაც ერთერთ სანაქებოდ დაგებულ გზაზე, თვალსა და ხელს შუა, უკვე ტრადიციად ქცეული მდინარე აღმოცენდა.

მომდევნო რგოლი ასოციაციურ ჯაჭვში ის ფაქტი იყო, რომ "წყალდიდობაში" მოყოლილს სხვა გზა არ მქონდა და ტაქსში ჩავჯექი.

შემდეგ ტაქსის მძღოლი გამახსენდა, რომელმაც მართალია ვერ მოასწრო ეთქვა რომ ორი (ან მეტი) დიპლომი აქვს ან რომელიღაც ტრესტის უფრო იყო თავის დროზე და არც ის დაუწუწუნია "ეს რა ქვეყანა დავშალეთო", მაგრამ რამდენიმე კილომენტრიან მონაკვეთში, დეტალურად და საფუძვლიანად მოასწრო საქართველოს ისტორიაზე მცირე ლექცია ჩაეტარებინა - თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს იყო შედარებითი ანალიზი სახელწოდებით "დავით აღმაშენებლის ორმოციათასი ყივჩაღი და მიხეილ სააკაშვილის ათიათასი ინგლისურენოვანი ინგლისურის მასწავლებელი".

უძილობას რა ვუთხარი და გამახსენდა, რომ დღევანდელობაში ინგლისური და კომპიუტერი თუ არ იცი, არაფერი გამოგივა (თუმცა ამასწინად მომიყვა ახლობელმა გამაოგნებელი ამბავი - როგორ აიწყო კარიერა ერთერთმა პირმა ოსურის ცოდნით). შემდეგ, მე რომ არ ვიცი რომელმა, მაგრამ ასოციაციებზე პასუხისმგებელმა ტვინის რომელიღაც ნაწილმა, ერთერთი ათიათასთაგანის პირველ გაკვეთილს დამასწრო.

მასწავლებელი ბავშვებს მიესალმა და გაუღიმა.მსუბუქი მოთელვის შემდეგ დაფაზე დიდი ასოებით დაწერა: "Be, Have" და სახელდახელოდ, ლექსიკონიდან ამოწერილი და დაზეპირებული იეროგლიფებით მიაწერა - "ქონა, ყოლა".


ის იყო ვიფიქრე, ინგლისურს ფასიან კურსებზე თუ ვერა, უფასო წარმოსახვებში მაინც ვისწავლითქო, რუსი პაროდისტი - მიხეილ ზადორნოვი გამახსენდა; მას აქვს ერთი პაროდია , სადაც რუსებსა და ამერიკელებს შორის პარალელებს ავლებს. პრინციპში სხვა პაროდიებშიც იგივეს აკეთებს, უბრალოდ ის რაც მე გამახსენდა, ენის სიღმეებში დამალულ "მისტიურ" აღმოჩენებზე არის აგებული. კერძოდ: თურმე ამერიკელები (თუმცა რატომ ამერიკელები და არა ინგლისელები, დღემდე ვერ ვხვდები) ამბობენ "nobody", ხოლო რუსებ "не души", შესაბამისად სიტყვებში ჩაბუდებული სხეულითა და სულით ასკვნის თუ როგორი ხორციელნი და მიწიერნი არიან ამერიკელები, ხოლო რაოდენ სულიერნი და ზეაღმატებულნი რუსები (სხვათაშორის, ზემოთხსენებულ ასპექტში "არავინ" და "კაციშვილი"-ც საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციების საშუალებას გვაძლევს).

უკაცრავად მკითხველო, ბოლო აბზაცში ცოტათი გავერთე. მოკლედ რომ ვთქვად (არადა ეს გამოთქმა სამი სიტყვით აგრძელებს წინადადებას), ინგლისუენოვანი მასწავლებლიდან რუს პაროდისტამდე, შემდეგმა აზრმა მიმიყვანა:

ინგლისურად (და რაღათქმაუნდა ქართულად) ჩვენ შეგვიძლია ვაუღლოთ - მე ვარ, შენ ხარ, ის არის, ჩვენ ვართ და ა.შ. აი რუსულად კი აწმყოზე ბოდიში მომითხოვია მაგრამ, არყით სავსე ალუმინის ჭიქას თუ დაიჭერ ხელში, ომახიანად იტყვი - будем.

დიდი ამბავი ეხლა, აწმყო დროში "ვარ" ზმნა თუ არ იუღლება რუსულ ენაში - დამამშვიდა ტვინის ემოციონალურ და ალოგიკურ ნაწილზე პასუხისმგებელმა განყოფილებამ. სამაგიეროდ "ქონა" ზმნა შეგიძლია აუღლო. ოჰო, თან როგორ: я имею, ты имеешь, мы имеем...

ინგლისურად - Have, ქართულად - ქონა, რუსულად - иметь, обладать...

თქვენი არვიცი და ვინაიდან "Каждый понимает в меру своей испорченности", სიტყვებს "иметь и обладать" ჩემს ვირტუალურ ლექსიკონში პირველად განმარტებად, "ქონა" ნამდვილად არააქვს მიწერილი.

აქ უკვე, ცხენზე ამხედრებული და ხმალაღმართული, გონების ლოგიკურად მოაზროვნე ნაწილი ჩაერთო - "რა შუაშია ეხლა ეგ? რუსოფობია დაგემართა? ზემფირას კი კარგად უსმენ?" - ცეცხლოვანი შეკითხვების ქარტეხილი დაატეხა, ნახევრად ჩაძინებულ ჩემს თავს.

"რა შუაშიააა?!" - გაისმა სადღაც, გულის ბნელ ჯურღმულში გამოკეტილი უცნობის ღრიალი - ეს არის ერი, რომელიც ვერასოდეს ვერ გეტყვის - "თქვენ ხართ", სამაგიეროდ გულიდან გადმოგძახებს - "мы имели, имеем, и ещё много раз поимеем".

ცუდია უძილობა - ათასს სისულელეზე ფიქრობ კაცი.

ContrMenu

ნაცნობი კაფე, ვაშლის ღვეზელი
და შეუცვლელი ჭიქა ესპრესო
ის უცებ მიხვდა რომ შეუყვარდა
ბიჭი არაფრით საინტერესო

მობეზრდა ჯაზი, სუნი დიორის
და მარტოობის არცერთი წელი
უცებ მოუნდა ჭამა ნიორის
ლავაში პური და ყურძნის წვენი

ნაცნობი კაფე, ვაშლის ღვეზელი...

Monday, September 27, 2010

Груз-In

წარმოიდგინეთ დანაყოფებიანი, უსასრულო, გამჭვირვალე მილი, რომელიც ფენებად განთავსებული სხვადასხვა ნივთიერებებით არის გამოტენილი და სითხე (პირობითად წყალი) რომელიც ამ მილში მოძრაობს. ბუნებრივია რომ სხვადასხვა ფენის გავლის შემდეგ წყალი გამდიდრდება ან გაიფილტრება რაიმე ნივთიერებისგან.

მოკლედ, ჩემს გენიალურ მეტაფორას თავი რომ მოვუყარო უსასრულო და გამჭვირვალე მილი - ეს დრო არის, მასში ფენებად ჩაპრესილი ნივთიერებები - გარემოება, ხოლო წყალი ჩვენ.

იმის მიხედვით მილს რამდენად ახლოდან ან შორიდან დავაკვირდებით, ბუნებრივად შეიცვლება მასზე დატანილი დანაყოფის ფასი ანუ - თუ ძალიან ახლოდან შევხედავთ, შეიძლება მილზე დატანილი თითო დანაყოფი ნიშნავდეს "დღეს" ან "კვირას" (თუნდაც წამს), თუ ძალიან შორიდან შევხედავთ, შესაძლოა დანაყოფი იყოს "საუკუნე" ან "ათასწლეული".

მასშტაბის შესაბამისად, ძალიან ახლო ზუმით "ჩვენ" შესაძლოა ნიშნავდეს, "შენს თავს" ან მაგალითად "შენ და შენს მეუღლეს", ხოლო "ზუმაუტზე" - რომელიმე ერს ან მთლიანად კაცობრიობას.

მოკლედ რომ ვთქვათ, დროის დინებასთან ერთად ჩვენ გარკვეულ ფენებს გავდივართ და ვიცვლებით ანუ კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ "ჩვენ ვიცვლებით".

მოცემული პოსტის გასაგრძელებლად მოდით ისეთი დაშორებით შევხედოთ ჩვენს გამჭვირვალე მილს, რომ დანაყოფის ფასი ათი წელი იყოს, კამკამა წყალში ანუ "ჩვენში" - ქართველები მოვისაზროთ და დავაკვირდეთ მილის მონაკვეთს, საქართველოს გასაბჭოებიდან დღევანდელ დღემდე.


დეტალურად ნუ განვიხილავთ რა შრეები განვლო საქართველომ მოცემულ პერიოდში, რომელი თვისებები გაიფილტრა და რომლით გამდიდრა და გაჯერდა ჩვენი პირველყოფილად კამკამა ერი, მაგრამ ფაქტია - წარმოიქმნა უნიკალური ქიმიური შემადგენლობის მიკროსკოპული ელემენტი, არამეცნიურული და არაოფიციალური სახელწოდებით - "გრუზინი".

ჩემი არ იყოს, ალბათ თქვენც ხშირად გამოგიყენებიათ ჭეშმარიტად ქართული, ფრთიანი ფრაზა - "სუფთა გრუზინული პონტი" ან ვინმე შეგიმკიათ ეპითეტით "გრუზინი".


და მაინც - რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტი "გრუზინი"? ამ შეკითხვაზე, პასუხის გაცემა რომ გაიოლდეს, გადავწყვიტე ყვითელ პრესაში, ბოლო ფურცლებზე ნაბეჭდი ტესტების მსგავსი რამ შემედგინა - "ხარ თუ არა გრუზინი?".

წესები მარტივია - ათპუნქტიან დებულებაში (სინამდვილეში განვრცობა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მეზარება) თითეულჯერ ამოცნობილი საკუთარი თავი (ან სხვა) ათი პროცენტით ფასდება.

მაშ ასე,

ხარ თუ არა გრუზინი?

1. ნამდვილი გრუზინი მომხრეა ქორწინებამდე სექსის, მაგრამ უნდა რომ ცოლი ქალიშვილი ჩაბარდეს.

2. ნამდვილი გრუზინი, რომელიმე სალოცავზე ასვლის შემდეგ, დამქანცველი აღმართით ახლოშინებული, ტკბება სამშობლო მთების სილამაზით და სიგარეტს ეწევა.

3. ნამდვილი გრუზინი ძალიან განიცდის, რომ არავინ არ მიდის მასთან სახლში, სანამ ის ტელევიზორს უყურებს, მარჯვენა ხელში პულტით ხოლო მარცხენაში მარჯვენა ყვერით და არ თავაზობს მინისტრობას.

4. ნამდვილი გრუზინი განსხვავებულით, ვახტანგურად სვამს, მეგობრობის, სამშობლოს, წინაპრების, ქართველი მანდილოსნების და დედების სადღეგრძელოს რის შემდეგაც ვიღაცის მკლავში გაყრილ მკლავს იყენებს მოგვერდის გასაკეთებლად, ურტყამს და აგინებს - დედას, ცოლ-შვილს, მკვდარს და ცოცხალს (ანუ წინაპრებს), გამზრდელს (აქ უკვე სამშობლო მოისაზრება) და კეთილებს!

5. ნამდვილი გრუზინი დედის ძარვებს აგინებს მტერს და ომის დაწყების შემთხვევაში, მაღალი სიჩქარით გარბის სამშობლოდან ბოლო მოდელის ჯიპით, რომელშიც გასართობად - იგორ კრუტოის და წიმოწის უსმენს... ა, ჰო და მტერს მაინც აგინებს დედის ძარღვებს.

6. ნამდვილი გრუზინი, ურეკავს ახლობელს, რომელიც ბანკში მუშაობს (თუნდაც მძღოლად) და ეუბნება:"ბიჯო მერაბია, შენებმა არ მომცენ სიმონ - რაცხა შავს სიაში ხარო... არადა ბაღნებს გეფიცები ერთხელ იყო, ახალწლებზე რო გადავაბი და სამი დღე დამიგვიანდა გადახდა - ასი ლარი მქონდა მთლად დარჩენილი. შენ ვერ გამიკეთებ?" (მერაბია ვერ გაგიკეთებს!!!)

7. ნამდვილი გრუზინი ბოზებში დადის! (თუნდაც ცოლიანი... არა, ცოლიანი უფრო!)

8. ნამდვილი გრუზინისთვის, ბიჭს თუ საყურე უკეთია "პიდარასტია".

9. ნამდვილი გრუზინი, ცოლს არასოდეს გაუკეთებს ლანეტს (ნუ მინეტს რო არ გააკეთებინებს ეგ ხომ ყველამ ვიცით ისედაც) რადგან შემდეგ უნდა აკოცოს მას ტუჩებში, რომლითაც მეუღლე კოცნის ბავშვებს შუბლზე, ძილის წინ.

10. დაბოლოს, ნამდვილი გრუზინი ვერასოდეს ამოიცნობს თავს, ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ პუნქტში.


ეს ტესტი, ჩემს მეგობრებს რომ ვაჩვენე, ერთერთმა მითხრა - "ყოჩაღ ლაშა! შენ ნამდვილი ქართველი ხარო"! მესიამოვნა...

Saturday, September 25, 2010

ღღღღღღღღღღღღღ

წყაროვ კამკამავ, ქარო მფრიავო,
ტყევ უღრანო და მუდამ მზიანო
გადაჭიმული მაღალი ძაბვის
ხაზები მინდა დავაზიანო

დილა, თვალები ნაკლული ძილით
ნაზი კოცნა და ყავა რძიანი
შენ თმა გაშლილი, უმაკიაჟო
მაგრამ ძალიან თავაზიანი

მინდა ცხრაათას ხუთას მეტრიდან
(იქნება ვინმემ ფრთები მაჩუქოთ)
ბოთლი ტეკილის მერე გადმოვხტე
გადმოვხტე ოღონდ უპარაშუტოდ

წყაროვ კამკამავ, ქარო მფრიავნო,
ტყევ უღანო და მუდამ მზიანო
გადაჭიმული მაღალი ძაბვის
ხაზები უნდა დავაზიანო

Friday, September 24, 2010

სამყარო Dislike-ის გარეშე

მეცვლება განწყობა და ვიცვლი სტატუსებს
რაღაცას ვპოსტავ და ვაგროვებ Like-ებს
მთელი ცხოვრება კედელზე ჩაივლის
მეც ვიცვამ სხვადასხვა მხიარულ მაიკებს

ვეცნობი ვის რას სურს, ვის რა ჭირს და რას გრძნობს
ჩემებთან ან სხვებთან ვინ რას აკომენტებს
ვეღარსად ვუყურებ ჩამავალ მზის სხივებს
და ღამის ზეცაზე მოწყვეტილ კომეტებს

მეცვლება განწყობა და ვიცვლი სტატუსებს
რაღაცას ვპოსტავ და ვაგროვებ Like-ებს
მთელი ცხოვრება კედელზე ჩაივლის
მეც ვიცვამ სხვადასხვა მხიარულ მაიკებს

Thursday, September 23, 2010

გოი დო, გოი რე, გოი მი

ყველაზე "სვეცკ" თბილისს
და "ნამდვილ საქართველოს" (c) მაია ასათიანი

დღეს მაია ასათიანს ვუყურებდი პროფილში და უცებ დამაინტერესა რა წარმომავლობა აქვს სიტყვა "გოიმს".

გუგლში ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ბოლოს პირდაპირ ჩავწერე - გოიმურად - "სიტყვა გოიმი საიდან მოდის?". ტოპებში არა მაგრამ სადღაც მეხუთე პოზიციაზე ნაცნობ ბლოგს მოვკარი თვალი.

გოიმი ეს სიტყვა სხვა ენებში “გოი”–ს ფორმით უფროა დამკვიდრებული, თუმცა ქართულში საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს “გოიმი” ჰქვია.

"თუმცა ქართულ საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს გოიმი ქვია"?

სერიოზული დილემის წინაშე დავდექი:

ა)ან სიტყვამ მნიშვნელობა შეიცვალა ოცდამეერთე არა მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდგომ (პოსტვარდებისრევოლუციურ!) საქართველოში

ბ) ან რაც მე კომპიუტერის გვერდით, დაგდებულ ტელევიზორში "მოვისმინე" (სულო ცოდვილო, არ დავიწყებ ეხლა პრანჭვას არ ვუყურებდიმეთქი - თვალს ვაპარებდი მუშაობის პარალელურად) ოდნავაც არ ყოფილა გოიმობა.

რა გინდა ეხლა მითხრა, ბიჭოლაა გლეხური მანერების მქონე თუ შორენაა საზოგადოებაში გამოუსვლელი? (კითხვის ნიშნამდე მძიმე მინდოდა დამესვა და გამეგრძელებია - "თუ მაიაა უგემოვნო ადამიანითქო", მაგრამ გადავიფიქრე - წინადადება ზედმეტად გრძელი გამოვიდოდა).

არა, ისე რას ვერჩით ეხლა. უნდა ამ ხალხს და ასმენინებს - თან დავთვალე და ზუსტად ოცდასამჯერ "ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს არის მდაბიო მუსიკა, მაგრამ დღეს უბრალოდ ასე ვღადაობთ გადაცემაშიო" გაიმეორა "ტრანსლაციის გენერალური სპონსორია..."-ს ინტონაციით.

თან შემეცნებითიც იყო - სამარშუტკო ფოლკლორის სამჭედლოში შეგვახედა და არამარტო - სტუდიაში სახეგაბადრული მჭედლებიც მოიწვია და დერვიშების სიმღერებში მოგუდულად ნათქვამი "ყლეთა ჯოგის" არ იყოს, ისე ჰკითხა თითეულს: "თქვენს დაწერილ სიმღერაზე, როცა ამბობენ გოიმობააო (სიტყვა გოიმობა წარმოითქმის მოგუდულად) არ გწყინთო?".

სიმართლე გითხრათ, შემეცნებითის გარდა დღევანდელი გადაცემა პირადად ჩემთვის (და ალბათ არამარტო) გარკვეული ფსიქოლოგიური თერაპიაც იყო. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს - როდესაც რესტორან "მონოპოლში" ვთვრები, ("იმერულ ეზოში" და "კოლხეთში" მსგავსი არ მემართება) აუცილებლად "მაია მულატკაზე" ვცეკვავ ხოლმე. სამტრედიიდან გამოყოლილი, ვაკეში გამძაფრებული და მუხიანში მიძინებული, არასრულფასოვნების კომპლექსის გამო აზრი, რომ რამდენიც არ უნდა ვიკითხო მარკესი და ვუსმინო მასაკელას მაინც ტეტია პროვინციელი და გოიმი ვიქნები რომელსაც "ცხავს" და არა "ცხელა", ჭიასავით მიღრნიდა გულს.

დაილოცოს ყველა წითელი კაბიდან ძალით გამოჩენილი ძუძუები, ჩემი დანუგეშებისთვის - თურმე "მაია მულატკა" არა მაგრამ "ტაშ ტაშ ტაშ ტარამ ტარამი" ქართველებს სისხლში გვაქვს, ჰერპესის არ იყოს და მხოლოდ ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგად აქტიურდება".


ეხლა მთლად ნიკო ნერგაძის თანამოაზრედ, რომ არ მიმიჩნიოთ დევიზით "ნუ, შეეშვით მაია ასათიანს" ჩემს დილემას მივუბრუნდები.

ის რაც დღეს ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ, პროფილის განახლებულ სტუდიაში ვნახეთ, გოიმობის ქართული განმარტების არც ერთ კრიტერიუმში ჩაჯდა. მაშინ ისმის კითხვა: "რა არის ნამდვილი, ჭეშმარიტი,ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების, ქართული გოიმობა; სად იწყება და მთავრდება იგი?".

ამ შეკითხვაზე პასუხს ჩვენ რეკლამის შემდეგ შევიტყობთ. "მანამდე კი ალბათ ხვდებით, რომ ყველაფერი რაც ამ საღამოს მოისმინეთ მხოლოდ ხუმრობა იყო. თუმცა წინ კიდევ ბევრი საღამო და ბევრი ხუთშაბათია და ხომ გახსოვთ - ჩვენ ისევ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად"

XML

<ახლა>
   <განვიცდი>
      <სევდას>მოახლოებული ახალი წლის</სევდას>
         <სევდას>შენი არყოფნის</სევდას>
         <სევდას>გადასაყრელად, კართან დაწყობილი ძველი ჩუსტების</სევდას>
         <სევდას>რომ მთავარი გმირის სიკვდილს რეჟისორიც ვეღარ უშველის</სევდას>
      </განვიცდი>
      <ვგრძნობ>
         <შიშს>რომ ოდესმე დავრჩებით მარტო</შიშს>
         <შიშს>რომ სიბერეში დამავიწყდები</შიშს>
         <შიშს>რომ ზამთრისთვის არამაქვს პალტო</შიშს>
         <შიშს>რომ ღალატისთვის არ გამიწყრები</შიშს>
      </ვგრძნობ>
</ახლა>

Wednesday, September 22, 2010

კატა

ფანჯრის მიღმა მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა. ძველ რაფას, სქლად წასმული თეთრი საღებავი მთლიანად დასკდომოდა. ოთახის კუთხეში თითქმის ჩამქარალი ნაკვერჩხალი ლივლივებდა. ბნელ ოთახში სიძველის სუნი გამეფებულიყო.

გაუნძრევლად იწვა დაწნილ კალათაში ჩაფენილ, ოთხად გაკეცილ, ჟღალ ზოლებიან პლედზე და თითქოს თვალებით ძალიან შორს, წარსულში იმზირებოდა.

პატარა იყო, როდესაც მარტო დარჩენილი ანეტა ბიცოლამ შეიფარა. ომი იყო. გარეშემო გამანაგურებლების გამაყრუებელი ხმა და შიმშილი სუფევდა. ღამით, ზამთარში, ბიცოლას კართან ატუზულიყო და მთელი ღამე ყრუდ წკნაოდა.

ძალგამოცლილი და გამხდარი ვერაფერს ჭამდა. ბიცოლამ რძის ფხვნილი და თაფლი, დაღუპული მეუღლის ოქროს საათში და ვერცხლის ტარიანი სამართებელში გადაცვალა.

მალე მომჯობინდა. დაბომბვის განგაშის გაბმული კივილისგან შეშინებული, ბიცოლას ეფარებოდა კალთაზე მიტმასნული.

ომის დასასრულს დიდი იყო. თაგვებს უკვე მარჯვედ იჭერდა.

ბიცოლას გაჟონვა მოუვიდა. ჩაწოლილი, ჭერში იხედებოდა უმისამართოთ და რაღაც ფრაზებს იმეორებდა. ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს რაღაცას აკეთებსო. ვერავის ცნობდა. რეალობას მთლიანად მოწყვეტილი, წარსულს იმეორებდა არეულ ნაწყვეტებად.

ერთი კვირა ასე გაატარა. კატა წამით არ მოსცილებია საწოლს. იქვე ლამბაქით დადგმული რძისკენ არც გაუხედავს.

სიკვდილის წინ გონება დაუბრუნდა - წყალი მოითხოვა.წყალი რომ მიუტანეს, კატას თუ აჭამეთო იკითხა. ტუჩთან მიტანილი ჭიქა ხელით გაწია, მკლავი გულზე დაიდო, სახეზე ღიმილი დაეფინა, "ფისო, ფისო, ჩვენი ძილის დრო მოდისო" ჩაილაპარაკა და ბოლოჯერ ამოისუნთქა.

მაშინ არავის შეუმჩნევია, როგორ აებურგძლა კატას ბეწვი და სიამოვნებისგან დაიკრუტუნა. ზუსტად ისე, როდესაც ანეტა კისერში ეფერებოდა.

გაუნძრევლად იწვა დაწნილ კალათაში ჩაფენილ, ოთხად გაკეცილ, ზოლებიან პლედზე. ნესტოები შეუმჩნევლად გააფართოვა და მთელი ტანი ჰაერით აივსო - თითქოს ბიცოლას კალთის სურნელი შეისუნთქა, პატარაობისას რომ ეტმასნებოდა.

ძველ ფანჯარის რაფას, სქლად წასმული თეთრი საღებავი მოხუცის ხელებივით დასკდომოდა. ფანჯრის მიღმა მსხვილი წვეთების წკარუნი ისმოდა.

შენს წარბებს

ამ ლექსს მე ვუძღვნი
შუბლზე მშვილდივით მოჭიმულ
შენს წარბებს
ასე უხეშად რომ მარბევს
ასე რომ მიდუღებს გონებას
რომ მიმღვრევს სისხლს
რომ მიმსხვრევს ოცნებებს
მახსენებს დავიწყებულ ათას მოგონებას
რომ მართმევს წლობით დაგროვილ ქონებას
რომ ასე მაწუხებს
რომ მხვდება ქუჩაში
რომ მადებს მარწუხებს
რომ მახევს სახეს და
მახევს ლაყუჩებს
რომ ვერცერთი სასმელი
ამ ტკივილს აყუჩებს
რომ მინდა სიცოცხლე
სამოთხის კართან
რომ შენი ლოყის სითბოს ვგრძნობდე
მკლავთან

ამ ლექსს მე ვუძღვნი
შენს შუბლზე მშვილდივით მოჭიმულ წარბებს
ასე რომ მამშვიდებს და მარბევს

Monday, September 20, 2010

პროექცია ანუ როგორ შევხედოთ მოვლენებს

ერთ-ერთი ფილმიდან ფრაზა დამამახსოვრდა: "ტრაკი შესაძლოა, უბრალოდ ტრაკია და შესაძლოა ფეხების ზედა დაბოლოება - გააჩნიავ როგორ შეხედავო".


"ბანკი რესპუბლიკაში" ვმუშაობდი, როდესაც "შპარკასე ჰანოვერში" გამაგზავნეს "დისტანციური საბანკო მომსახურებისა" და "სატელეფონო ცენტრის" გერმანული მოდელის სანახავად.

ბევრი საინტერესო რამ ვნახე და მოვისმინე, თუმცა მოცემულ პოსტთან მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს აქვს კავშირი.

რვა კაციან ჯგუფებად დაყოფილ, ასოც კაციან ქოლცენტრს, ათი ფსიქოლოგი ემსახურებოდა. ისინი აკვირდებოდნენ ოპერატორებს და მათ გარკვეული პრობლემების და ხარვეზების გამოსწორებაში ეხმარებოდნენ.

მაგალითად, ერთერთ ოპერატორს რომელსაც საუბრის ბოლოს ყოველთვის ავიწყდებოდა მომხარებლისთვის ეკითხა - "კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებთო" - მაგიდაზე, "მე მქვია კოლუმბო" სერიალის მთავარი გმირის თოჯინა დაუდგეს (თუ გახსოვთ ეს სერიალი, კოლუმბო თითქოს საუბარს მორჩა ეჭვმიტანილთანო და დამატებით შეკითხვებს სწორედ მაშინ უსვამდა). მეორე ოპერატორს კი, რომელსაც საუბრისას გაღიმება ავიწყდებოდა (მიუხედავად სატელეფონო კომუნიკაციისა, ღიმილი აუცილებელია და ამას მომხარებელი ყოველთვის გრძნობს), მთელი მონიტორი მისაკრავი "სმაილებით" გაულამაზეს.


ერთერთი შემთხვევა, რომელიც თრენერ-ფსიქოლოგმა მომიყვა, მართლაც ძალიან საინტერესო იყო.

ის უსმენდა ორმოცდაათ წლამდე ოპერატორს (ქალბატონს), რომელსაც რიგით მომხარებელთან საუბრის დროს გაღიზიანება შეატყო. თრენერმა საუბრის ბოლოს გამოკითხა უკმაყოფილების მიზეზი, მაგრამ ოპერატორმა არაფერი შეიმჩნია. ცოტახანში კი გაბრაზებულმა თქვა: "ჩემი შვილი როდესაც, გაიზრდება აუცილებლად ვასწავლი, რომ ყურმილის აღებისთანავე უნდა თქვას სახელი და გვარიო" (გერმანიაში, არ ვიცოდი და თურმე კარგ ტონად ითვლება ყურმილის აღებისთანავე სახლის და გვარის დასახელება).

მისი გაღიზიანება ბუნებრივი იყო - განაგრძო ფსიქოლოგმა. ოპერატორი მოცემული ღირებულებით აღიზარდა. მე რომ მეთქვა, მოცემულ შემთხვევებზე არ გაღიზიანებულიყო, პრაქტიკულად ვეტყოდი, ის რაც შენთვის ღირებულია და ეთიკის ნორმაა შესაძლოა სხვისთვის არ წარმოადგენს ღირებულებას - რაც მას აუცილებლად გააღიზიანებდა, რაც პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრიდა. ფაქტის იგნორირებაც არ შემეძლო, რადგან ეს გამღიზიანებელი სამომავლოდაც მსგავს ეფექტს მოახდენდა მასეო.

ამიტომაც მე ვუთხარი - განაგრძო თრენერმა- წარმოიდგინე, რომ ის ვინც ყურმილის აღებისას სახელს და გვარს არ გეუბნება - უცხოპლანეტელია. შესაბამისად მას სახელი და გვარი ჩვენთვის ნაცნობი ფორმით არც ჭირდებათ და არცააქვსო.

მას შემდეგ თურმე როდესაც, ვინმე სახელს და გვარს არ ასახელებდა, ოპერატორს ყოველთვის ეღიმებოდა რადგან მის მომხარებელს დიდთთვალება და მწვანეკანიან უცხოპლანეტელად წარმოიდგენდაო.


ამდენი იმიტომ ვიწვალე და ვიცოდვილე, რომ ერთი მარტივი რამ მეთქვა. ბანკში მუშაობის რამდენიმე წელმა მასწავლა, როგორ უნდა გავართვა თავი რთულ სიტუაციებს - არასამართლიან ბრალდებებს, "პადნოჟკებს", ტყუილს, არასამართლიან შენიშვნებს და სხვა ნერვების მომშლელ ფაქტორებს.

ნერვების მოშლა, რომ კარგს არაფერს მოგიტანთ ამაზე მგონი ვთანხმდებით. შესაძლოა ადეკვატური პასუხი გასცე ან იმოქმედო მაგრამ ჯობია ეს დაწყნარებული ნერვებით გააკეთო. როგორ მივაღწიოთ ამას? მარტივად - ნერვების მომშლელ ფაქტი ისეთნაირად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აღარ იყოს გამაღიზიანებელი.

მე პირადად რიგით მოსაწყენ შეხვედრაზე, ჩემს წინ მჯდარი მორიგი იდიოტი იქნებოდა თუ კლიმაქსითა და დაბალი ხელფასით დაუკმაყოფილებელი "სუჩკა", წარმოვიდგენდი რომ ვირტუალურ თრეინგ ცენტრში ვარ. ეს სუჩკაც და იდიოტიც ვირტუალური პროგრამაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. მიდი ეხლა და გაბრაზდი სამგანზომილებიან პროექციაზე რომელიც ვიღაცის მიერ არის დაწერილი (თამაშია ბოლობოლო).

ეხლა, რომ ვთქვა ყოველთვის პროექცია და მესამე განზომილება მახსენდებოდა და დალაილამასავით ვიჯექი მშვიდი და აუღელვებელიმეთქი, ცალსახად მოვიტყუები. მაგრამ რამდენჯერმე მართლაც გამომივიდა.

არვიცი რაიმე ახალი გითხარით თუ არა, მაგრამ იქნებ სცადოთ და იპოვოთ თქვენი პროექცია - ნერვებს თუ არა წარმოსახვის უნარს ნამდვილად გაიუმჯობესებთ.

ტრაკი კი მაინც ტრაკია, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ.

Sunday, September 19, 2010

ფუსფუსი

ვაგებთ გზებს, შენობებს, ხიდებს, კედლებს, დამბებს, მაქნანებს, ემოციებს, პასუხს, კანალიზაციებს, წყალსაცავებს, ასოციაციებს, წინადადებებს, ოცნებებს. ვაკეთებთ საჭმელს, ეპილაციას, საქმეს, მასაჟს, ჭამის შემდეგ კბილების გასაწმენდ ერთჯერად ჩხირებს, მინეტს, გაფუჭებულ გაზქურას, ბავშვებს. განვიცდით მარტოობას, ხალხის სიმრავლეს, მეზობლიდან ჩამოსულ წყალს, ორგაზმს, სიმყუდროვეს, მთავარი გმირის გარდაცვალებას, სახლში დარჩენილ მობილურ ტელეფონს, ეიფორიას. დავდივართ კონცერტებზე, პანაშვიდებზე, სამსახურში, ნათლობებზე, მიტინგებზე, ტროტუარებზე, ექიმებთან კონსულტაციაზე, მოდების ჩვენებაზე, ბაზრობაზე. ყოველ დილით ჩაფიქრებულები ვიხეხავთ კბილებს. ქუჩაში თვალმოკრული მათხოვარი გვიჩუყებს გულს. გულმოდგინეთ ვითვლით ხურდას. თავს ვიტყუებთ, რომ გიყვარს.საპნით ორჯერ ვიბანთ ხელებს. არ ვეწინააღმდეგებით როდესაც გვძულს. ვსვამთ სამშობლოს სადღეგრძელოებს. სექსის შემდეგ კმაყოფილები ვეწევით სიგარეტს. თავს ვიცავთ წარსულში ჩადენილი საშინელებისგან, არასასურველი ორსულობისგან, ბაქტერიებისგან, პლაჟზე კანის დაწვისგან, კოღოებისგან, ავიტამინოზისგან, ვადაგასული პროდუქტებისგან, მარტო დარჩენის პერსპექტივისგან. ვხედავთ სიზმრებს, ვკითხულობთ მოთხრობებს, კაფეში ვუკვეთავთ ფინჯან მწვანე ჩაის.

ვაგებთ გზებს, შენობებს, ხიდებს, კედლებს დამბებს... ვაკეთებთ საჭმელს, ჭამის შემდეგ კბილებსის გასაწმენ ერთჯერად ჩხირებს, ლანეტს, გაფუჭებულ გაზქურას, არაფერს...

Saturday, September 18, 2010

ტექსტური ფაილი ანუ ჩვეულებრივი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან

ყველაფერი უბრალოდ დაიწყო - პირველ სექტემბერს მეოთხე კლასში მისულმა წინა მერხზე გოგო დავინახე ლივლივა ქერა თმებით და მომღიმარი ცისფერი თვალებით.
შევსებული ლოყები ვარდისფრად ქონდა აფერადებული. ღია ქერა, ტალღოვან თმას, რომელიც ზაფხულში ვიღაცის ჩამტვრეული ფანჯრიდან შემოსულ შუქზე ლამაზად ბზინავდა, თეთრი აბრეშუმის ლენტისგან შეკრული ბაბთა უმშვენებდა. დიდ, ღია ცისფერ თვალის გუგებში, რომლებზეც იფიქრებდით, ეს -ეს არის სატირლად მოემზადა და აუწყლიანდაო, მთელი საკლასო ოთახი მომრგვალებულად ირეკლებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ მას ანა ერქვა.
თავიდან არაფერი. ის ისეთივე გოგო იყო, როგორიც კლასში თორმეტი მეგულებოდა, ყოველთვის მოწესრიგებული, კოპწიად ჩაცმული. მასაც ისევე ვაწვალებდი როგორც დანარჩენ გოგოებს და ისევე ვიწერდი საშინაო დავალებებს, როგორც სხვებისგან.


***
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობას ერთ-ერთი დიდ კომპანიაში დავიწყებდი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმეწლიანმა თავდაუზოგავმა სწავლამ და უნივერსიტეტის საუკეთესო კურსდამთავრებულის სტატუსმა გარკვეული შედეგი გამოიღო.
თუმცა ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე. მიუხედავად საკუთარ თავთან დაუზოგავად მუშაობისა და სწავლისა, ჩემს კარიერულ დასაწყისს შანსი მაინც ფორტუნამ მისცა.
სწავლა ახალი დამთავრებული იყო. ზაფხულში დასასვენებლად სადმე წასვლას ვაპიერბდი, რომ სექტემბრიდან დასვენებულსა და ენერგიით შევსებულს დამეწყო სამსახურის ძებნა.
სიცხისგან დაღლილი სახლში მივდიოდი. ჩაის სახლთან უკვე ყოფილი კურსელი შემხვდა. დიდი ხანი არ გვენახა-მეთქი ერთმანეთი _ ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მოსალოდნელი დიდი ხნით უნახავობის ქვეცნობიერმა ინსტიქტმა იქვე მდებარე ბართან მიგვიყვანა და აუტანელი სიცხის ხელშეწყობით თითო-თითო კათხა ცივი ლუდი აგვაღებინა.
სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით და ლუდს ნელ-ნელა ვწრუპავდით.

- დიახ... დიახ გასაგებია... იცით, მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ რომ დაგთანხმდეთ, მაგრამ ჩემს მეგობარს შეუძლია იგივე და დიდი სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას.
მოკლე სატელეფონო საუბარი, ჩემი სახლით, გვარით და მობილური ტელეფონის ნომრით დამთავრდა.
- აქ რომ არ ყოფილიყავი, მაპატიე, მაგრამ უცებ ნამდვილად არ გამახსენდებოდა, შენთვის რეკომენდაცია გამეწია - გამომიტყდა კურსელი და დამატებით 2 კათხა შეუკვეთა.
ვინ იცის, იქნებ, ფორტუნა არც არაფერ შუაშია და ყველაფერი უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლუდის გამო მოხდა, რომლის ახლადმოტანილ, ნედლი ლუდით აქაფებულ კათხას ნელნელა მივუყვებოდით ფსკერისკენ.
მოკლედ, ვისი დამსახურებაც არ უნდა ყოფილიყო, ფორტუნასი, კათხა ლუდის თუ ჩემი კურსელის, რომელმაც ჩემთვის რეკომენდაცია არ დაიშურა, რამდენმე დღეში გასაუბრებაზე დამიბარეს.
გილოცავთ, ორშაბათს ცხრა საათზე სათაო ოფისში - მითხრა ლურჯ პიჯაკსა და ცისფერზოლებიან, თეთრ პერანგში გამოწყობილმა მამაკაცმა და ხელი მაგრად ჩამომართვა.

***
ანა მალევე გადავიდა სხვა სკოლაში. მისი კარგად გაცნობა ვერც მოვასწარი, თუმცა ალაგ-ალაგ ქალაქში ვხვდებოდი ხოლმე. მოულოდნელად ვნახავდი იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ყველაზე ნაკლებად იყო მისი ნახვა მოსალოდნელი.
ერთმანეთს ბევრს ვუღიმოდით. მასთან ყოფნის რამდენიმე ბედნიერ წუთს კი მის თითქოსდა აცრემლებულ, დიდ და ცისფერ თვალებს ვუყურებდი, რომელშიც არეკლილი ხეები, მანქანები, ცისფერი ცა თუ კედელჩამოშლილი შენობა საყვარელი კადრივით მრჩებოდა მეხსიერებაში.
დრო გადიოდა და ჩვენ ვიზრდებოდით. ვხვდებოდით ისევ ქალაქში და ისევ იქ და იმ დროს, სადაც და როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდებოდით. მალე აღმოვაჩინე, რომ ქუჩაში სიარულისას თვალებით მას ვეძებდი. ვაფიქსირებდი მის მსგავს თმებს, მსგავს კაბას, რომელიც მასზე მენახა, გაჩერებაზე ჩამომჯდარი და ჩაფიქრებული, მაღალქუსლიანებზე შემომდგარ ტერფებს და სუნამოს სურნელს.

ბოლო ერთი თვეა არ შემხვედრია. მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად.


***
სამუშაო ადგილი არაჩვეულებრივად არის მოწყობილი. შუშებით დაფარული მაღალი შენობის ინტერიერი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
ოთახი, რომელშიც უნდა ვიმუშავო საკმაოდ მოზრდილია. ჩემი ჩათვლით სულ სამი ადამიანი ვიქნებით. შესასვლელ კართან ოთახის ტეპმერატურის დასარეგულირებელია. კედლები ღია ფერისაა, იატაკს კი ლამაზი ფაქტურის მონაცრისფრო ქეჩა ფარავს. სამუშაო მაგიდა გარეთ გამავალ კედელთან დგას, რომელიც მთლიანად შუშის არის. არაჩვეულებრივი ხედი იშლება.


***
ქრონიკულდ ვფიქრობდი მასზე. ვფიქრობდი და ვოცნებობდი. უფრო ვოცნებობდი - დილით, როგორც კი მივხვდებოდი, რომ მდინარე რომელშიც ვიძირებოდი სიზმარი იყო და უკვე გამეღვიძა, შუადღეს - როდესაც გაკვეთილზე ვიჯექი თუ სკოლის უკან ეზოში ვჩხუბობდი და ძილისწინ. განსაკუთრებით კი ძილისწინ.
ანა ნიჭიერი იყო, ქონდა ქერა ლივლივა თმები, დიდი ცისფერი თვალები და საოცარი ღიმილი. მისი ყოველი ნახვისას ჩარჩენილი კინოკადრი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისგან ოცნების ქალი შემექმნა. სისულელე იქნებოდა, მეთქვა „უსაზღვროდ“-მეთქი, რადგან სიყვარული განმარტებაშივე მოიცავს უსაზღვრობას. უბრალოდ შემიყვარდა.


***
სამუშაოს ალღო მალევე ავუღე. ყველაფერი იოლად გამომდიოდა, დაწინაურების ჩათვლით. მახსოვს, პირველ სამუშაო დღეს სახლში მივედი თუ არა, საწოლზე განმგმირული დავწექი და იქვე ჩამეძინა. უკვე შევიცვალე. რამდენჯერმე ღამეც კი გავათენე ოფისში.
მეგობრებს პრაქტიკულად ვეღარ ვნახულობ. მშობლებსაც დაბადების დღეზე ან რაიმე დღესასწაულზე თუ დავურეკავ ; უფრო ისინი მეხმიანებიან.
ყველა მსაყვედურობს. ნელ-ნელა ძველ მეგობრებს ვავიწყდები; მეც მავიწყდება ძველი მეგობრები. მავიწყდება _ ანუ ვშორდები, თორემ გონებით ბავშობაში ჩემი დის გამო სამედიცინო სახელმძღვანელოში მოძებნილი პარაგრაფი - „ყბაყურა“, რომ ორას ორმოცდამეცხრე გვერდზე იყო, ისიც კარგად მახსოვს.
ვკარგავ ბავშვობის, სკოლის, სტუდენტობის მეგობრებს. მაგრამ ვივსები ახალი _ ოფისის _ მეგობრებით.
ნელ-ნელა ყველაფერი მონოტონური ხდება. ვფიქრობ, მალე ამ ყველაფრით ძალიან დავიღლები.

***
დღეს მითხრეს, რომ ანა ისევ ბრუნდებოდა _ მამამის საქმეები ვერ აუწყვია. ოთხი წელი მასზე განუწყვეტელი ფიქრის შემდეგ. ხვალ სწავლა იწყება. თავისუფლად შეიძლება, ისევ ჩვენს სკოლაში გააგრძელოს სწავლა. საშინლად მეშინია. გულის ფეთქვა გარკვევით მესმის.
ღამის სამამდე ვბოგრავდი. შემდეგ ავდექი, მამაჩემის კოლექციაში ყველაზე მაღალგრადუსიანი სასმელი შევარჩიე და სანახევროდ დავცალე. გული მაინც გამალებით მიცემს. უბრალოდ, აღარ მეშინია.
სკოლაში ნასვამი მივედი. ანა არ მოსულა.


***
დამაწინაურეს. ერთ-ერთი მსხვილი განყოფილება ჩამაბარეს. საქმე კიდევ უფრო მომემატა. გადაწყდა, რომ ახალ პოზიციასთან დაკავშირებით თრეინინგებზე ნიუ-ორკში უნდა გავემგზავრო.
იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი _ ირაკლი ცხოვრობს. ის ერთ-ერთია, რომელთანაც, მიუხედავად ჩემი სამსახურისა და მისი სიშორისა, სიახლოვე მაინც შემომრჩა ; ინტერნეტით თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით.
ირაკლი, ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობს არტ-მენეჯერად. ბავშვობაში სწავლით არ გამოირჩეოდა ,მაგრამ ძალიან ნიჭიერი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში მალევე მოეწყო, თანაც საკმაოდ კარგად.
რამდენიმე დღის წინ სკაიპით გამიმხილა, რომ გეია. არ გამკვირვებია.
მივწერე, რომ ჩასვლას ვაპირებ. დამპირდა, რომ აეროპორტში დამხვდება.

***
კლასელებმა ოთხდღიან ექსკურსიას გაუკეთეს ორგანიზება. გადაწყდა რომ ყოფილი კლასელებიც წამოვლენ - მათ შორის იქნება ანაც.
მთელი ექსკურსია ბიჭები მსაყვედურობდნენ - არც მოძრავ ავტობუსში დალევა მხიბლავდა და არც გიტარის თანხლებით უკანა სავარძელზე სიმღერა.
ანა და მე ერთად ვიჯექი. შესვენების გარეშე საუბარს, ყვითელ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი შემოდგომის პეიზაჟები ალამაზებდა. ღამით ანამ მხარზე თავი დამადო და ჩაეძინა. გული ისე მიცემდა, მეშინოდა, არ გაეღვიძებინა.

რამდენიმე საათში ღამის გასათენებელი სასტუმრო ვიპოვეთ. გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე ნომრებში დაგვანაწილეს.
რა თქმა უნდა, აღარ დამეძინა.


***
თვალებმოხუჭული სავარძლის თავზე ჩამონტაჟებული დინამიკების შიშინმა და პილოტის ხმამ გამომაფხიზლა.
გვთხოვდა, რომ ღვედები შეგვეკრა და დაჯდომისთვის მოვმზადებულიყავით.
ოკეანის დიდი შავი ლაქა მკვეთრად წყდებოდა ცოცხალი ორგანიზმის სხეულით - უამრავი განათებული არტერიით, სისხლძარღვით და მცირე კაპილარით. თითქოს მთელი ქალაქის კორონოგრაფიულ გამოსახულებას დავცქეროდი გამოცდილი ექიმივით.

როგორც ჩანს, ირაკლი ადრე მოსულიყო ჩემს დასახვედრად. დაღლილი სახითა და ხელზე შეზრდილი "სტარბაქქსის" ჭიქით იდგა გასასვლელთან.
ქალაქში ორი კვირა უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ბევრი ბარგი მაინც არ მქონდა. ყვითელმა ტაქსმა, რომელში გამეფებულ სპეციფიურ სუნს, რატომღაც ეკრანის მიღმა მანამდე ვერ ვგრძნობდი, ადგილზე ორმოც წუთში მიგვიყვანა.

ირაკლი ბინა ერთი ვრცელი სივრცე აღმოჩნდა, რომლის ოთახებიც პირობითად იყო გადატიხრული სხვადასხვა დეკორით. სადა და მოდერნისტულ ინტერიერს იდეალურად ეხამებოდა ღამის ნიუ-იორკის ხედი, რომელიც მთელს კედელზე გაყოლებული შუშაბანდიდან იშლებოდა.

სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის უნახავებს ინტერნეტის წყალობით სალაპარაკო ბევრი არ გვქონდა. ჭიქა ვისკიმ და დამქანცველმა მგზავრობამ კი თავისი გაიტანა.

დასაძინებლად ერთ-ერთი, დივანი ავარჩიე. ის ძალიან გავდა, საწოლს რომელზეც სტუდენტობისას შვიდი წელი გავატარე.
ქუჩის მეორე მხარეს განთავსებული უზარმაზარი ეკრანიდან შემოსულმა ფერადმა შუქმა, რომელიც თეთრ კედელზე ენერგიულად ვიბრირებდა, და ქალაქის ხმაურმა დაძინებაში ხელი ოდნავაც ვერ შემიშალ.



***
ექკურსიაზე კოცნა ვერ გავბედე - ალბათ მაინც პატარა ვიყავი ან გამიჭირდა, იდეალად ქცეული ოცნების ქალღმერთისთვის მსგავსი ინტიმი მეკადრებინა. არც ნასვამი დავლაპარაკებივარ და მითქვამს "მიყვარხარ"-მეთქი. ყველაფერი უბრალოდ მოხდა. მან ხელი მაგრად და ძალიან თბილად ჩამჭიდა და თავი დამადო. მას შემდეგ ერთად ვიყავით.


***
ირაკლი სამსახურიდან ადრე დაბრუნდა.
- როგორ გეძინა?
- გათიშულს.
- თრეინინგები როდის გეწყება.
- ზეგ.
- ძალიან კარგი. დღეს ღამის ნიუორკს უნდა გაზიარო. ისე მომატებულხარ.
- არც შენ ხარ ბალერონი.
- ვიცი, თუმცა ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო.
- საღამოს რას ვაპირებთ?
- რას ვაპირებთ და ძალიან მაგარ დისკოტეკაზე წასვლას. მე მეგობართან ერთად ვიქნები და შენც რომ არ მოიწყინო ერთი გოგო უნდა გაგაცნო - ქართველია.
- რა ორიგინალურიხარ - ვუთხარი ირაკლის და დივანზე კოპწიად დადებული დეკორატიული ბალიში ვესროლე.
- დამიჯერე ორიგინალური ვარ - ქართველია, აქ პრესტიჟულ მეძავად მუშაობს - ვმეგობრობთ. ქართველების უადგილო ნიჭიერების დედა რო ვატირე თორე, ეგეთ მინეტს ვერავინ აკეთებს მთელს ნიუორკში.
- შენს მეგობარს რა ქვია?
- გაგიკვირდება და ხოსე, მოფერებით ხოსსიტტო.
ორივეს ზუსტად ისე გაგვეღიმა, როგორც ბავშვობაში. ჭიქაში ჩარჩენილი ვისკი, ერთყლუპად დავლიე. ისედაც არ ვგიჟდები და გამთბარი საერთოდ არ მომეწონა - დავიჭყანე.


***
დამქანცველი აბეტურიენტობის შემდეგ, მისაღები წარმატებით ჩავაბარე. ჩააბარა ანამაც და დასასვენებლად ზღვაზე წავიდა.

მთელი ზაფხული არ მინახავს. ძალიან მენატრებოდა.
ჩამოსულს ისედაც ქერა თმები ზღვისგან კიდევ უფრო გახუნებოდა, გარუჯულ სახეზე კი მისი თვალები კიდევ უფრო ცისფრად კაკმამებდნენ.
ნახვის თანავე მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა. დღე რომელიც სამი თვის შემდეგ ერთად გავატარეთ, აღსანიშნავი მხოლოდ ის იყო, რომ რამდენჯერმე ხელი გამიშვა (თუ გამაშვებინა).

საღამოს სახლთან მივაცილე. გრძელი პროლოგი არასოდეს უყვარდა. ანას, საერთოდ მარტივი არაფერი უყვარდა - ყოველთვის რთულს ეწაფებოდა. თუ ძალიან უნდოდა ინტერესი რაიმეს ან ვინმეს მიმართ არ განელებოდა ყველაფერს თვითონ ართულებდა.

- რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ - ვუთხარი ანას და შევეცადე შემორჩენილ ბინდში მის თვალებში ჩამეხედა
- ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. ზღვაზე ერთი ბიჭი გავიცანი. მივხვდი, რომ ძალიან მომწონს.

რამდენიმე წამი დაბნეული ვიდექი. შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი: „ხვალ საღამომდე თუ შემომეხმიანები ვილაპარაკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სამუდამოდ დავშორდებით ერთმანეთს. ვიცი მეტკინება, ძალიან მეტკინება, მაგრამ გპირდები - ისე როგორც არასოდეს, არაფერს დაგპირებივარ - აღარასოდეს ვიქნებით ერთად.“

პატარები ვიყავით და გამოუცდელები. ამასთან საოცრად ჯიუტები.
სახლში მისული, აბაზანაში ჩავიკეტე. სარკეში ჩავიხედე და ტირილი დავიწყე. ანას მეორე დღეს არ დაურეკავს. ორი კვირა, სახლიდან არ გავსულვარ. სასმელი ვერ მშველოდა. მტკიოდა, ძალიან მტკიოდა.
ორი კვირის შემდეგ, ბიძაჩემს გავყევი მანქანით ქალაქგარეთ. მანქანაში, განშორების შემდეგ პირველად გამეღიმა.

ანა, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ვნახე სტუდენტურ საცხოვრებელში , თავის დაბადების დღეზე.
ის იყო დავემშვიდობე და კონიაკით მთვრალი, კონცენტრირებას ვცდილობდი რომ კიბეზე გამართულად ჩავსულიყავი, ანა მოვიდა, ლოყაზე მაკოცა, მადლობაო მითხრა და ხელის გულში დაკეცილი ფურცელი ჩამიდო. წერილში ეწერა:

"ახლა ბნელა. ჩვეულებისამებრ შუქი არ არის. ლამფა თრთის, დაჩაგრული და მოძულებული და მანიც კი ყველაზე ერთგული. ოთახის კუთხეში სანთლები პარპალებენ, იღვენთებიან, იწვიან, ტირიან და არ ნანობენ. მე არ ვტირივარ და არც ვნანობ - უნანული ვარ და ურჩი: შენი ურჩიც. ოღონდ უხეში ურჩი, ცუდი...
ზამთარია და ალბათ, სადმე არ არის შუქი და იქაც სანთლები პარპალებენ, ან გენერატორები როხროხებენ...
არ მინდოდა მეთქვა - თითქოს თქმით ყველაფერი ფასს კრგავს, მაგრამ მაინც, ერთს წაგჩურჩულებ - მომენატრე... იგრძენი? მეც ვიგრძენი რაღაც, ოღონდ ჩემეული, მაინც გაურჩებული გრძნობა იყო...ვიცი, შენც გენატრები. არა? ეს რომ მითხრა - არ დავიჯერებ. რატომ მიჭირს ყოველთვის ასე უშენოდ?
ახლა ბნელა. ჩვეულებისამებრ და შუქი არ არის."


მისი წერილები ყოველთვის მაღელვებდა. ეს წერილი ნაბახუსევზე წავიკითხე. უემოციოდ დავდე მაგიდაზე და კბილების გასახეხად აბაზანისკენ წავედი.


***
ირაკლის და მე ერთი ზომის ტანსაცმელი გვეტეოდა. თავისი გარდერობიდან საუცხოოდ გამომაწყო. რომელიღაც სუნამო მომაპკურა და ჩემი ხათრით ნაყიდი ტეკილა ჩამოასხა ჭიქებში.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ოთახში ზარის ხმა დაიღვარა. ბინაში შემოსასვლელად ვიწრო დერეფანი უნდა გაგევლო.

- მე გავაღებ - მითხრა ირაკლიმ.
კიდევ ერთი ჭიქა ტეკილა ჩამოვასხი და დარჩენილი ლიმნის ნაჭერი ურცხვად მივითვისე. ვიწრო დერეფრიდან სტუმრების ხმა შორიდან ისმოდა.
ჭიქის დანამული ყელის მარილის ვიწრო ბილიკით დაფარვის პარალელურად, დერეფანში ხმა ნელნელა ახლოვდებოდა.
ტეკილით სავსე ჭიქა და ლიმონი მზად იყო. სწრაფი მოძრაობით გადავკარი, ენით ჭიქის ყელი თამამად მოვლოკე და და ლიმონის მეოთხედი ტუჩებში ჩავიწურე.

მოხუჭული თვალები ირაკლის ხმაზე გავახილე:
- გაიცანი ეს ანაა, ჩემი მეგობარი.


***
ყველაფერი უბრალოდ დაიწყო...

Wednesday, September 15, 2010

რამდენიმე ძველი ლექსი

სანამ დიდ ინტერნეტს შევუერთდებოდი და მეტიც - საკუთარი ბლოგი მექნებოდა, მანამდე იყო კალამი და ძირითადად მეგობრების ნაჩუქარი წიგნაკები.

გთავაზობთ რამდენიმე რეტროს :)


***
ფოთოლთა ფუთა
დაფთაფთა ფეთი
ზამთარში თუთა
თეთრია, თეთრი
მენავე, ნავი
და იავნანა
ნიავი ავი
მან მოინანა
მოღელავს ღელე
ღიაა ღილი
ღობესთან ღორი
დგას გაღეღილი
უნდებათ მტრედებს
დანდობა მტრების
დანისლულ ედემს
იტევენ მთები
აღვიძებს ღამეს
ღამურას ფრენა
დალეწილ ლალებს
სურთ გადაფრენა
მტვრიანი მეტრო
მარტოა, მარტო
მტვრიან ტომრებში
ტივტივებს პალტო
ფოთოლთა ფუთა
დაფთაფთა ფეთი
სათუთი თუთა
ერთია, ერთი...

***
შენი ბავშვობა იყო ლამაზი
ისეთი, როგორც დღეს არის ზეცა
და საქორწინოდ მორთულს ღრუბლებით
ზეცასაც თეთრი კაბები ეცვა


***
არავის არ გეგონოთ რომ
ქალი გვხიბლავს ქალობით...
ქალი ქალობს ცარიელი
თავის ქალის წყალობით


***
ნაზი თითებით
შავი თმებით
შავი წარბებით
შენს შავ თვალებში
ჩაკარგული
მარადისობა
ძველი მითების მომესმის ხმები
შენ რითი თბები?
ან ნეტა როდის
მოგინდება
ჩემი მოხმობა

მე შენ მიყვარხარ
სწორედ შენ ხარ
ჩემი სამყარო
შენ ეს არ იცი
და ვერასოდეს
სამწუხაროდ
მიხვდები ამას
ვერავინ შეძლებს
შენზე ფიქრებს
მე რომ გამყაროს
და შემადარებ მოთმინებით
დალაილამას

***

უკვე ნაკრძალის ნუკრის სანუკვარ კურცხალს
უკვირს აკრძალვა უკვე ნანატრი მერცხლის
ვერცხლის სივრცეებს ვერც ის ვერ ცლის...
ვერც იებს
ეტყვის ზეციერს და ზეცა აპატიებს...

10 გზა (ქართული) პოპულაროლობისკენ

1. ვინიცობაა, კრიმინალზე დაგაკავონ და იქვე პატრულის ოპერატიული გადამღები ჯგუფი აღმოჩნდეს, ისაუბრე "პოლნი სირობები ბლიააად" და თქვი "მე რატომ მიჭერთ კაროჩეე?" (ინტონაცია და კილო წარმომავლობისა და ნიჭის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.)

2. გადით ჯეოსტარის შესარჩევზე და წარმოუდგენელი სირობა გააკეთე.

3. გადაიღეთ კლიპი შიშველმა ნავში.

4. აიღეთ, რომელიმე ძველი სიმღერის მელოდია, რომელსაც ბაბუათქვენის თაობის ხალხი სახუმაროდ მღეროდა და არცერთ სტუდიას არ ჩაუწერია, (შესაბამისად არავის ახსოვს) დაუმატეთ გალაკტიონის (შეიძლება სხვისი) ლექსი აფხაზეთზე (სამხრეთ ოსეთზე ძველთაგან, მსგავსი არ მეგულება სამწუხაროდ) და გაიტანეთ "პატრინოტში" - ღირსების ორდერი არც თქვენ და კლიპს რომ გადაგიღებენ არც იმათ არ ასცდებათ (верняк)!

5. თქვი რომ საპონი ინცესტია, ოღონდ ახალი და რომ შენი და (რომელიც არ გყავს სინამდვილეში), პულტით მასტურბირებს და განიცდის ორგაზმს... არაააა...ეს საკმარისი არაა. რამდენიმე სიბინძურე აუცილებლად თქვი რელიგიაზე - ჰო, საკუთარზე. აბა ბუდაზე ვის რაში ენაღვლება ჩვენთან.

6. ფეისბუქზე დადე რამდენიმე ძალიან უხარისხოდ მოფიქრებული და შესრულებული კლიპი სადაც შენი ქვეყნის პატრიარქი იქნება გაშარჟებული. (ზედა ორ პუნქტში პირნციპი მარტივია - მიაყენე შეურაცხყოფა იმას რაც მისთვის ძვირფასია და ის აუცილებლად შემოგხედავს, დაგარტყამს, შეგაგინებს - მოკლედ ყურადღებას მოგაქვცევს, რაც უკვე ნიშნავს ცნობადობას და შესაბამისად პოპულარობას).

7. მიეცი პრეზიდენტს..........

8. ბალიშებისგან შეკერე რაიმე - პირობითად კაბა დავარქვათ ან თვითონ ბალიშები. მართალიხარ - უცნაური სახელი გჭირდება და ერთი ორი მეგობარი, რომელიც ფრომოუშენში დაგეხმარება, თორე მხოლოდ ბალიშების კერვისთვის, ცხონებული ბებიაჩემიც კი იქნებოდა პოპულარული. ეჰ, რავუყოთ, რომ ნელი ერქვა და არა ბიჭოლა.

9. თქვი რომ ყველაზე სექსუალური ბიჭი ხარ და ყველაზე ლამაზი და რომ შენზე ყველას უდგება და რომ მისტერ საქართველო შენ ხარ და მხოლოდ შენ ხარ ამ წოდების ღირსი და რომ კლიენტს თეფშში ჩაუფურთხე ოფიციანტობისას რაც თავისთავად მისტერ საქართველოსთვის არ ტეხავს და რომ ფეხებს ვენუსით იპარსავ და არა ჯილეტით.

10. გამოდი სიმართლის დროში და თქვი რომ ტრაკ@ში ტ@ნაური ძალიან მოგწონს და რომ თმები ალექსანდრიტის ლაზერით, მთლიანად ეპილირებული გაქვს ანუსთან.


კიდევ არის ერთი კატეგორია. ჯგუფი რომელიც ძალიან მომწონს - დერვიშები. სამწუხაროა, რომ ეს ბიჭები პოპულარულები არა ხარისხიანად შესრულებული ვიდეოებისა და ინტერპრეტირებული სიმღერების გამო გახდნენ, არამედ იმის გამო, რომ მათი ტექსტები ქართველი "კლასიკოსების" (და არამარტო) ლექსებისგან არის კომპილირებული.

იქნებ კლასიკოსები არაფერ შუაშია და სიმწრით, რომ გაარჩევ, სიმღერაში გაჟღერებული "უნდა ვიტყნაურო"-სა და "ყლეთა ჯარის" გამოა, რომ ააღელვეს ერის დაუკმაყოფილებელი და აღგზნებული ნაწილი?


არვიცი, მაგრამ ფაქტია ეს უკანასკნელი ჩემთვის ყველაზე მისაღებია. გემოვნებიანი არის, ჯანსაღია და რაც ყველაზემთავარია - პოპულარული!

ლაშა კვანტალიანი
რადიო "საყვარლის საფლავი"
დიდი ჯიხაიში

მოლურჯო ცა

მახსოვს მაისის სევდიან ბოლოს
ცა მოიღრუბლა და მზე დაწვრილდა
შენ კაბიანად იყავი სველი
სველი იყავი, მაგრამ არ წვიმდა...

მახსოვს ტუჩებში მომინდა კოცნა
მაგრამ ნიავი გადამეღობა
არ მინდა გგრძნობდე დაუსრულებლად
დაუსრულებლად მე არ მეყოფა

მახსოვს ჩიტები მოწყენილ ხეზე
მახსოვს მოლურჯო, შარშანდელი ცა
მახსოვს რომ რაღაც მითხარი უხმოდ
უხმოდ მითხარი... და გამეღვიძა

Tuesday, September 14, 2010

ისინიც იდგნენ


ცირკთან უპირველეს ყოვილსა. იდგენ ერთად. იდგნენ გვერდიგვერდ.

პეკინზე, ვაჟამდე არ მისული წიწვნარის ქვეშ. იდგნენ სასტუმრო აჭარასთან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იქ დევნილები ცხოვრობდნენ. იდგნენ მაშინაც როდესაც ცას მთვარის სხივი აკიაფებდა და მაშინაც, როცა თავსხმა წვიმა ძვალსა და რბილში ატანდა.

პავლოვის ქუჩაზე.

მარცხენა სანაპიროზე, ზარმაცების ხაშს რომ გამოცდები, იდგა ის. იდგა მარტო. იდგა დილის ექვს საათზე - განა სუყველას ღამით უდგება?!

იდგნენ ჯერ კიდევ გაურემონტებელ ვაგზალთანაც. მთელი დღე, კისერზე ჩამოკიდებული "კარდონის" ყუთით ჩამოტარებულ ფენოვან ხაჭაპურს ჭამდნენ. ზოგს ხაჭაპურის ფულიც არ ქონდა. ვაგზალთან ყველაზე იაფად იდგნენ. სხვაგან მინეტს ხუთ ლარად არავინ გაგიკეთებდა. თუ შეევაჭრებოდი, შეიძლება დაეკლოთ კიდეც. უკბილო გრიშას გაკეთებულ ლანეტს კი დღემდე ნატრულობს ბევრი ვაკელი.

იდგნენ თბილისის შემოსასვლელთანაც.

ვინმე შეიძლება შემომედავოს. კი არ იდგნენ, იწვნენო, რაზეც ვუპასუხებ: თავიდან, სანამ მიხვიდოდი, ფასზე შეუთანხმდებოდი და სასტუმროში წაიყვანდი, ისინი იდგნენ. მხოლოდ შემდეგ წვებოდნენ და ისიც ყოველთვის არა.

ზოგი ალბათ დღეს სხვა სამსახურს ეძებს? ზოგი კი აფთიაქში, თავისი 3 თვის პატარისთვის პამპერსის საყიდლად შესული, სევდიანი თვალებით დახედავს პრეზერვატივების ასორტს, რომელთა ქონაც მომსახურებაში შედიოდა. ზოგი რაიონიდან ჩამოსულიყო და ბინას ქირაობდა, რომ მუდმივ კლიენტებს მომსახურებოდა.

ისინი იდგნენ. დღეს კი ქალაქში დარჩა მხოლოდ "საუნები", საიდანაც თავს ექთნის ფორმაში გამოწყობილი, შიშველ სხეულზე მელიისბეწვშემოხვეული და ტყავისმათხრახიანი პროფესიონალები იწონებენ.

პუტანკებთან ხალხი საჟიმაოდ მიდიოდა და არა საბანაოდ და ზურგის გასახეხად. თანაც იქ სერვისი გაცილებით ძვირია, ვიდრე ვაგზალზე. პოს-ტერმიანლით გადახდის შემთხვევაში ფასნამატი 80%-ამდეც ადის. ასეც რომ არ იყოს, დაიკარგება კაცი მათი გაუგებარი არქიტექტურის "ლაბირინთში".

ეხლა კი საქმე:

არა მგონია, პუტანკები ახლადდამონტაჟებულ ეშმაკის ბორბალთან გადაყვანა მოხერხდეს. ამას არავინ დათანხმდება. პირველ რიგში ჩვენ, "მხმარებლები"; ადამიანები, რომლებიც პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სახეზე ვცნობთ, რადგან გვინახავს ერთმანეთი ანჟელასთან, ვერასთან, ლუდასთან და სხვებთან. ჩვენ არ ვართ თანახმა.

თუ პუტანკების მაინცდამაინც ერთად მოყუჩება უნდათ რატომ იმ აღმართს არ დაუთმობენ, პრეზიდენტის სასახლისკენ რომ ადის? დავარქვათ ამ უბანს "პუტანკების აღმართი" (აქ ავტორი დაფიქრდა - ვინძლო ეს იდეა პირდაპირ "მან" თუ არა ვინმე "მისიანმა" არ წაიკითხოს, მოეწონოს და ხორცი არ შეასხასო. თუმცა აწონ-დაწონა და ჩათვალა, რომ საგანგაშო ამ შემთხვევაშიც არაფერი იქნებოდა).

ნუ გაწმინდავთ ქალაქს პუტანკებისგან. ნუთუ ტყუილად უსრისავდით ძუძუებს ამდენი წელი?

"ისინი იდგნენ. იდგნენ გაღმა და გამოღმა, გასწვრივ და ჩაყოლებაზე, ერთად და ცალკ-ცალკე.
ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ დავდგებით!"

***
სტატია მართლაც კარგი იყო. მართალია ჩემთვის ოდნავ გადამეტებული და პრეზიდენტის სტილში, ბულეტ-პოინტებად ჩამოწერილი, სადაც პირველი სიტყვები ყოველთვის მეორდება და ბოლოს დამაგვირგვინებელი ფრაზა გაისმის, მაგრამ საქმე სხვა რამემშია.

აკი დავწერე. ჟიგულიას ვიდეოზე თვის დასაწყისში თუ ვინმე სიმღერას აირჩევდა თვის ბოლომდე ის ტრიალებდათქო. ძალიან მაინტერესებს როგორ ახსნიდა ნამდვილი ფსიქოლოგი (და არა ისეთი, ქართულ ტელევიზიებში, ქვემოთ "ექსპერტიო" რომ ეწერება) ამ სოციალურ-ონლაინ-ისტერიას, სადაც ორიგნალურობის გამოც კი არავინ იკავებს თავს იგივე გააკეთოს, რაც სხვამ - დადოს დღის ლინკი (ხო, ხო...მეც იგივე გავაკეთე ამ წამს...მართალი ხარ!)

მე, ისევე შემტკივა გული ბუკინისტებზე, თუმცა მათგან არასოდეს მიყიდია წიგნი (რუსთაველზე, ალიკას თუ არ ჩავთვლით, რომლისგანაც 30 მანეთიან წიგნებს პროგრამირებაზე, 80 ლარად ვყიდულობდი) როგორც ნასკების გამყიდველებზე, რომელთაგანაც 2 ლარად არაჩვეულებრივ დაბალყელიან ნაკსებს ვყიდულობდი წარწერით "Nike".

ამიტომაც შევეცდები პრობლემა განვაზოგადო და რამდენიმე "სტატია" გამოვაცხო - "ისინი ფეხებს გვითბობდნენ უხმოდ", "მათი დახმარებით ჩვენ ვიხოცავდით" და რაღა თქმა უნდა "მათ ჩვენი მკერდი ეჭირათ ლიფით". თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პირდაფჩენილი და მოშიებული ძაღლის ლოგოს ქვეშ დაწერილი სტატიები, რაგინ კარგი გამომივიდეს, ვერასოდეს გახდება მასობრივი ონლაინ-ისტერიის საგანი.


ლაშა კვანტალიანი
რადიო "მკაცრი დიეტა"
ონტოფო

Monday, September 13, 2010

ბოთლი ჰენესი

ნედლი სურნელით შემომენატრე
ხიდან დაშვებულ ყვითელ ფარდებში
ნეტა ბუხარში, კეცის მჭადს აცხობ
თუ ჰენესს წრუპავ, ბომონდ გარდენში?

გამიტყდა გული არაფრით, ხოლო
ძილი გამიტყდა ფინჯანი ყავით
აივანს მოწყდა ყინულის ლოლო
ზამთარი - იყო, ჩვენ - არ ვიყავით

მოსაწყენია ერთფეროვნება
მეც რაღაც უცხო მინდოდა მეთქვა
ვრჩებოდი ღამით მშვიდი და უხმო
მესმოდა შენი და გულის ფეთქვა...

საყოფაცხოვრებო გრძნობები

მიყვარს შენი ინსომნია
და კლაუსტროფობია
წნევაც არ გაგვიზომია
უკვე ოთხი საათი

შენი ნახევარი აბი
ძილის წინ რომ გახსენებ
მავთული რომ გადააბი
საძინებლის კარებთან

შენი გამჭვირვალე კაბა
ვარდისფერი პერანგი
მაგიდას რომ დამილაგებ
და ვერაფერს ვერ ვაგნებ

უშენობით მარტოობა
შენთან ერთად საუზმე
არსად არ გადართოო და
იცი, რომ მეც გავუძლებ

მიყვარს შენი ინსომნია
და შიფონის "იუბკა"

:ოფლისმოწმენდისსმაილიკი:

უცებ უჟმურ ხასიათზე
ასე ათზე დილის
ცოლი უკვე ბუზღუნებს
და სადღაც ბავშვი ტირის

სამსახურში ვაგვიანებ
ძიძა რჩება სახლში
ეზოს არ ანაგვიანებს
და არ დადის ბაღში

უცებ უჟმურ ხასიათზე
ასე ათზე დილის
მემგონი დამესიზმრა და
მალე გადამივლის....

Sunday, September 12, 2010

გოგი გვახარია - კვირის მიმოხილვა

მე დავბრუნდი :)

[soundcloud width="100%" height="81" params="secret_url=false" url="http://api.soundcloud.com/tracks/5257705?secret_token=s-fguZL"]

Thursday, September 2, 2010

Out Of Office

ბლოგი გადის შვებულებაში გაურკვეველი ვადით.

ჯოჯოხეთი მილიმეტრულ ტალღაზე

უკვე მეორე დღეა ჩემი ბლოგ-მეზობლის გაფეისბუქებული ვიდეო ჩემი შთაგონების წყაროა. ამჯერად ვასასიმ მაიას ვიდეოთი განმაცვიფრა. ვუყურე ვიდეოს, მეღიმება ამ გულუბრყვილო ჰაიდეფინიშენ კამერით შესრულებულ უწყინარ რგოლზე მაგრამ საკმარისი იყო ბოლოს მაიკოს ჩურჩული მომესმინა, მკვნეტელებით გაყოფილი თმების ბოლოებიდან დამეწყო და მოუჭრელ ფეხის ფრჩხილებამდე დამაჟრიალა. ყურში უცებ გულამომჯდარი ჭირისუფლის ტირილი ჩამესმა, რომელიც საკუთარ თავსაც და ყველა ჩემნაირ პროფილის გაჟროლებით გარდაცვლილს დასტიროდა.

***

ეს რა დავაშავეთ ხალხოოოოოოოოო....
ჩემო ტკბილო ხალხოოოოოოოო....
ვინმემ მიშველეთ ხალხოოოოოო.....

როგორ არ უყვარდა პროფილი ამ უბედუუუუუურს... მაგის ჩურჩულს ვერ ვიტანო ამბობდააა....

მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთო მემუქრებაოოოოოოოო....სადღა გაქვს სიცოცხლე შე უბედუროოოო შეეეეენ.... მთელი ცხოვრება რო გაგიწამა არ იკმარა ბიჭოოოოო....სიცოცხლეც წაგართვეს ჩემო სიცოცხლეეეეეე...

რომ მოკვდები ჩემი ფოტო საფლავზე პროფილში არ დახატოთოოთოოოოო, არაოოოო, ასე მიბარებდიიიიი..... აწი რა გაძლებ უშენოოოოდ ბიჭოოოოოო....აწი რა გაუძლებს უშენოდ პროოოოფიიიილს...

ნახე ბიჭო ვინ მოვიდაააააა ნახეეეეეეე..... შენი გურამი მოვიდა ბიჭოოოოო.... აწი როგორ მოაწყობთ აქციას პარლამენტთან როგოოოოოოოოორ....მაიას გადაცემა დაიხუროსო ბიჭოოოოოოო.... ნეტა ამ ტელევიზორსაც დაწვავდეს ვინმეეეეეე.... ნეტა გამორთვა მაინც შემეძლოს ჩემო სიყვარულოოოო....ეს რა დავაშავეეეეეეთ ჩემი ტკბილოოოოო....რით დავიმსახურეთ ასეთი სასჯელიიიიიი....ნეტა ვინ დაგვწყევლა ასეეეეეე....

იქ მაინც ხო მოგასვენებს ნეტა ბიჭოოოოოოო.....იქ მაინც ხო არ უყუერბ ამააააააას....მეც მალე მოვალ, შენ არ შეგაშინდეს, არაააააააა.... მანდაც სამოთხის ვაშლები ხო არ დაგხვდება ნეეეეეეეეეტა....მანდაც ჩუღჩულით ხო არ მოგეგებიან ბიჭოოოოოოოო.....

***

ვისაც ესმის ჩემი, პანაშვიდები გაიმართება ჩემს ბლოგზე...მომისამძიმრეთ ძალიან გთხოვ.


[youtube http://www.youtube.com/watch?v=lD092dnJB70&fs=1&hl=en_US]

ჩემი ლექსები

ჩემი ლექსები არაფრით გავს სხვებს
ჩემი ლექსები არაფრით გავსებს
ჩემს ლექსებს არ კითხულობენ წვიმაში
ჩემი ლექსებით, ბავშვები თამაშობენ სილაში

ჩემს ლექსებს ვერ ნახავ,  ცნობილ გაზეთებში
ცნობილ ჟურნალებში და ახალ ამბებში
ჩემი ლექსები მხოლოდ წყლის წვეთებია
დიდი ხნის ნაგროვები, დაჟანგულ დამბებში

და ჩემი ლექსები არ არის სამშობლოზე
ვინმე მადლიანმა ცრემლი რომ გაიმეტოს
პოეტი ლექსებს ოქროს ძაფებით რთავს
მე კი ჩემს ლექსებში ვიყენებ ბეტონს

ჩემი ლექსები არაფრით გავს სხვებს
ჩემი ლექსები არაფრით გავსებს
ჩემს ლექსებს არ კითხულობენ წვიმაში
ჩემი ლექსებით, ბავშვები თამაშობენ სილაში

Wednesday, September 1, 2010

ჩემი პრეზიდენტი შენსას ჯობია, არა შენი ჯობს ჩემს

ჩემი პრეზიდენტი სესნას ატარებს
მათი პრეზიდენტი ბოინგს
ჩემი პრეზიდენტი კაი ტიპს გავს და
მათი პრეზიდენტი გოიმს

ჩემმა პრეზიდენტმა იცის ინგლისური
მათმა პრეზიდენტმა ძიუდო
ჩემი პრეზიდენტი უბიწოა
მათი პრეზიდნტი იუდა

ჩემი პრეზიდენტი ქალებში დადის
მათი პრეზიდენტი ვერა
ჩემი პრეზიდენტი სვანეთშიც ადის
მათი საუბრობს ნელა

ჩემი პრეზიდენტი ასოთხმოცს ცდება
მათი პრეზიდენტი ასათს
ჩემი პრეზიდენტი არასდროს ცდება
მათი ძირს აგდებს ასანთს...

ჩემი პრეზიდენტი ყოველთვის ჩემთანაა
საღამოს თეთრეულს მიგებს
მათი პრეზიდენტი არ ვიცი როგორ და
ჩემი არჩევნებს იგებს...



ეს კი გაგრძელება გოგი გვახარიას გადაცემაში: