Tuesday, May 31, 2011
გაიღვიძე პაწაწინა
გურჯიევი ამბობდა რომ ადამიანებს სძინავთ და უბრალოდ ცუდ სიზმრებს ხედავენ, გურჯიევი ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა, მე კი მინდა რომ ეხლა ეს პირდაპირ გავიგოთ.
მინდა გთხოვო მონაწილეობა წარმოსახვით ექსპერიმენტში:
გაიხსენე გუშინდელი საუზმის დეტალები, სად იჯექი, რას მიირთმევდი, რა გემო ჰქონდა საჭმელს, გაიხსენე მისი არომატი.
გაიხსენე?
მაშინ ეხლა გაიხსენე ბოლო სიზმარი, და გაიხსენე რაც შეიძლება მეტი დეტალები, სუნი, გემო, ფერები.
ეხლა კი შეადარე ამ ორი მოგონების ხარისხი, გამოსახულების სიმკვეთრე, სუნის სიმძაფრე, ფერები.
თუკი შენ იმავე პლანეტის მკვიდრი ხარ რომლისაც მე, მაშინ ორივე მოგონების ხარისხი ერთნაირი უნდა იყოს, საკმაოდ ფერმკრთალი და განსხვავებული აწმყოსაგან.
საოცარია არა? - მოგონება სიზმარის და მოგონება რეალობის ერთნაირია. ერთადერთი რითაც ჩვენ ამ ორ მოვლენას ვანსხვავებთ არის "ცოდნა" იმის რომ ერთი სიზმარია, ხოლო მეორე რეალობა.
ნუ დაუფიქრდები მეტად ამ საკითხს, არ მინდა რეალობის რელურობაში შეგეპაროს ეჭვი, სხვა რამ მინდა გკითხო.
ეხლა კი დავუშვათ, რომ მე რაიმენაირად მოვახერხე შენი იმაში დარწმუნება რომ შენ გძინავს, და დაგარწმუნე ამაში 100%-ით, ანუ მთელი შენი ცხოვრება რაც შენ მიგაჩნდა რეალობად არის სიზმარი. თუ გინდა რომ გაიღვიძო, უბრალოდ უნდა თქვა: ”მინდა გავიღვიძო”.
გააკეთებდი ამას? იტყოდი ამას?
სანამ უპასუხებ კიდევ ცოტას დაგძაბავ. მთელი შენი ცხოვრება, შენი სიყვარული, შენი მეგობრები, შენი ოჯახი, შენი წარმატებები და დეპრესიებიც კი მხოლოდ სიზმარი ყოფილა! და როგორც კი შენ გაიღვიძებ აღარაფერი დარჩება მათგან, გაქრებიან და ვეღარასოდეს დაიბრუნებ. და კიდევ უფრო ცუდი ამბავი ის არის რომ შენ არ იცი როგორია შენი ნამდვილი ცხოვრება, ვინ ხარ საერთოდ. წარმოიდგინე: თუკი ეხლა მოწყენილობით კვდები, გაღვიძების მერე რომ ინდოეთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში ქვრივი აღმოჩნდე? ანდა პლანტაციაში გაყიდული მონა? მაგრამ იქნება ხმელთაშუაზღვეთში ზეთისხილის ხეების ჩრდილში მიგძინებია შენს საკუთარ კუნძულზე? (აქვე შეგახსენებ რომ როდესაც გძინავს შენ არ გაქვს რეალური მოგონებები, არამედ სიზმარში თავისი, სიზმრისეული, ცრუ მოგონებებია ხოლმე, არც შენ ხარ ხოლმე ის ვინც რეალობაში).
აი ეხლა კი მიპასუხე, რას იზამდი, გაიღვიძებდი თუ არა? და თუ მაინც გაიღვიძებდი რას გააკეთებდი გაღვიძებამდე?
და თუკი იმდენი დრო დახარჯე რომ აქამდე წაიკითხე, ორი ან სამ ასოს ნუ დაინანებ კომენტარში.
Labels:
GuestPost
Subscribe to:
Post Comments (Atom)
კომენტარი: ფეისბუქიდან სად გაქრი? :(
ReplyDeletearc me ar vapireb gagvidzebas :)
ReplyDelete))) აუ, ამაზე ძან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, მეც სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ, ვფიქრობ, იქნებ ეხლა მართლა მძინავსთქო,))
ReplyDeleteმე სიამოვნებით გავიღვიძებდი..რაც არ უნდა ცუდი რეალობა მქონდეს, თუ ცუდი რეალობა მექნება , მ,ეც ავდგები და შევცვლი, ჩეს ხელში არაა? არ მიყვარს მისტიკა და ირეალური სამყარო..
მირჩევნია ცუდ რეალობაში ვიყო და შევცვალო, თუნდაც ბევრი ვიწვალო მის შესაცვლელად, ვიდრე ბედნიერ სიზმარში ვიყო
:D:Dsainteresod giweriat...tu pirdapir shevxedavt am nawers susti udavod,magram mtavar satqmelad razec me gavakete aqcenti, tu eg gqondat chanafiqrad,mashin vfiqrob yvelam unda waikitxoos:):)
ReplyDeleteNino
ReplyDeleteვითომ? ისე რამდენიმე ადამიანმა მითხრა. უფროსწორად მისაყვედურა :)
კარგი არ დავხურავ.
კომენტარი: დაგვპირდი!.. :O
ReplyDeleteარ შევეხები კომენტებს :)
ReplyDeleteკომენტარი: გაიხარე!.. :*
ReplyDeleteGAVIGVIDZEBDI DA GAGVIDZEBIS WIN VITYODI: "MADLOBA" LASHARELA,"MADLOBA" ROM DAMIMSXVRIE OCNEBEBI,DAMANAXE MWARE REALOBA DA WAMARTVI CXOVREBA TQO:D:D:D:D aba sxva ra unda metqva aseti mware informaciis shemdeg?:D:D:D (es xumrobit da posti namdvilad saintereso iyo:) )
ReplyDeleteეს სტუმრის დაწერილი პოსტია :) მითითებულია მანდვე ლინკი :)
ReplyDeleteui gamixmes tavi:D:D me imdenad shevechvie lasharelas,rom sul ar mifiqria tu.... ara ra sashemodgomo depresiam momigo bolo:( mashin me mapatiet mets agar vizav:D sheni saxelis nacvlad vigulisxmot postis avtori da yvelaferi dalagdeba ;)
ReplyDelete