გამარჯობა,
ვისაც ჩემი გვერდი დალაიკებული აქვს, იცის, რომ პერიოდულად სხვადასხვა სახის ვიზუალს ვანთავსებ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის იდეა სხვა დროს და ადგილას დამოუკიდებლადაც დაიბადა, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ის რასაც ვაკეთებ, არსად მინახავს და მითუმეტეს, სხვის ნამუშევარს არ ვიღებ და საკუთარ ნამუშევრად არ ვასაღებ, ქვედა კუთხეში lasharela.com-ის მიწერით.
ორიოდ სიტყვით მინდა ვთქვა: ნემსის და აქლემის ქურდის არ იყოს, იდეის მოპარვაც ჩვეულებრივი დანაშაულია, ქურდობაა და კანონითაც კი ისჯება. კანონით შეშინებას ნამდვილად არავისას არ ვაპირებ, რადგან სასამართლოს გზით საავტორო უფლებების დაცვა უფრო რთულია, ვიდრე შატლის აგება და მთვარეზე დაჯდომა. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მოპარვა ზოგადად არ არის კარგი ტონი - მომპარავები და კაი ბიჭები გასული საუკუნის საკუთრებაა (ვისაც ასე არ მიაჩნია, ჩავიცუცქოთ).
მეორეს მხრივ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საიტის მინაწერი ნამუშევრებზე შემთხვევითი არ არის _ ის ხელს უწყობს ბლოგის პოპულარიზაციას. ეს არის თვითრეკლამირებისათვის ჩემ მიერ გაწეული შრომა და დახარჯული დრო. მკითხველს პატივს ვცემ და ბლოგს არ ვაჭრელებ ფასიანი რეკლამებით, თორემ მსგავსი შემოთავაზებები იყო და თავისუფლად შემიძლია ბლოგი მომგებიან ბიზნესად ვაქციო. ანუ რეალურად როდესაც ნამუშევარს წარწერას აცილებთ, ამით მე პოტენციურ მნახველებს (რომელიც თავისუფლად შემიძლია ვაქციო რეალურად ფულად) მაკარგვინებთ.
ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ბევრს არ ესმის, რა არის იმაში ცუდი, ნამუშევარს საავტორო მინაწერს თუ ჩამოაშორებ. რამდენიმე ფეისბუქმომხმარებელს რომ მივწერე, სიცილით მოვკვდიო მიპასუხა (ალბათ ფიქრობს _ მინაწერი თორე შენც არ მყავდე პიკასოო).
პიკასოს ზუსტად რომ მაგრად ეკიდებოდა მინაწერი, რადგან ის ბრენდია, ის ცნობადია ხელმოწერის გარეშეც _ მიუხედავად ამისა ნახატებზე მაინც ხომ ტოვებდა საკუთარ ავტოგრაფს? რადგან პიკასოც, ისევე როგორც ნებისმიერი ავტორი, ცდილობს, გარკვეული იმიჯი, ბრენდი შექმნას.
მოკლედ, ძალიან თხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის შრომას, დახარჯულ დროს, მოფიქრებულ იდეას. ფოტოშოპში მინაწერის ჩამოჭრაზე მარტივი არაფერი არ არის _ ეს ყველას შეუძლია.
სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება ვიზუალები, რომლებიც დავამზადე. მათში ნაჩვენებია, თუ რა მარტივად შეგიძლია ნამუშევარს ავტორის ვინაობა ჩამოაშორო .
აქვე მინდა გთხოვოთ: თუ სადმე იპოვით ჩემს რომელიმე ნამუშევარს გამოქვეყნებულს მინაწერის გარეშე, გთხოვთ ან გვერდზე დამიკომენტარეთ რომელიმე ბოლო პოსტის ქვეშ, ან მომწერეთ მეილზე: blogger@lasharela.com.
ამასთან, თუ იზიარებთ ჩემს გულისტკივილს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სანამ საკანომდებლო ბაზა ან ქართველბის თვითშეგნება დაიხვეწება, გთხოვთ, ეს პოსტი მიუთითეთ და გადაუგზავნეთ ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც ავტორის მითითების გარეშე იპოვით რომელიმე ნამუშევარს.
პატივისცემით
ლაშა კვანტალიანი
რაღაც არსებობს :)
ReplyDeletehttp://lobzhanidze.wordpress.com/2011/05/18/%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91/
ვიზიარებ შენს გულისტკვილს და გეთანხმები.მზად ვართ დასახმარებლად!
ReplyDeleteგეთანხმები! პლაგიატი ყველა სფეროში იკიდებ ფეხს. ერთი კარგი აქციის მოწყობაც შეიძლება-)
ReplyDeleteგამარჯობა,
ReplyDeleteგუშინ ვნახე ეს:
https://www.facebook.com/iDardi
delphiknight
ReplyDeleteმადლობა :) რა ვქნა. ეს iDardi უკვე ხალხის კუთვნილებაა :))
ფოლკლორია :))
მსგავს პრობლემაზე ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვწერდი: http://piccolina.ge/suratebi/
ReplyDeleteმაგრამ არ უშველა ამან ხალს
ნუ რამდენიმეს გამოკლებით
ლაშარელა,
ReplyDeleteფეისბუქზე შენი ეს პოსტის მერე მეგობრის დალაიქებულ შენივე ნოუთს გადავაწყდი და... :)
https://www.facebook.com/notes/inga-katcharava/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90/344274948930220
***
ReplyDeleteმადლობა :) მივწერე და ვნახოთ დანარჩენი :)
არაფრის :)
ReplyDeleteხშირად შემომეყრება ხოლმე, სხვათაშორის...
ანალოგიურ პრობლემას მეც წავაწყდი: http://gijmaj.wordpress.com/2012/03/02/plr/
ReplyDelete