ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
ან მუცელს თუ აქვს ეჭვი
რომ შენი მკერდის ღეჭვა...
დამაკარგინა თავი
(სადღაც შენ ფეხებს შორის)
ათასჯერ გასინჯულმა
შენმა ნარუჯმა ბეჭმა
მკლავებზე რომ გკოცნი, ნეტავი თუ ხვდები
ბუხარში ლობიოს ქვაბივით ვდუღდები?
და როგორც მჭადი კეცებს
ისე გეკრობი გულზე
და მიღიტინებს კისერს
შენი კერტების ალი
შენი თვალის ნაკეცებს
ატყვია ჩემი კოცნა
შენი პატარა ხალი
მუცლიდან ოდნავ მარჯვნივ
(მე არ ვიცოდი ოღონდ)
მაგრამ ასეა თურმე
ოდესღაც დაშიფრული
ყოფილა ძველი ლოცვა.
მართლა არ ვიცი რატომ,
მაგრამ გავიგო მინდა...
ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
ლექსის ქვეტექსტი რაში მდგომარეობს - ფეხებს ნუ შლით?
ReplyDeleteმეც მაგ აზრზე ვარ. მუხლები ერთმანეთს უკდება და შენ კი ამ ბოლო დროს რითმას ცდები
გზებს.
ReplyDeleteდა გაირითმა