შენი ჩუმი გულის ცემა მესმის
და მკიდია რას იფიქრებს სხვები
მე მიყვარ - ოღონდ არა მხოლოდ...
მიყვარხარ და თავზეც დაგესხმები
მე მინდა რომ შენთან ერთად მოვკვდე
ბანალური სტროფი ართობს "იმ სხვებს",
მე შენთან ვარ _ ოღონდ არა მხოლოდ...
შენთან ვარ და თავზე ფიქრებს ვიმსხვრევ
რა ვქნა ახლა, ეს სიტყვები წრფელი
ვინმეს გულში თუ წარმოშობს ღიმილს
მომენატრა, ნაცნობი სოფელი
მომენატრა გაზმორება დილის
მომენატრა შენთან ერთად ყოფნა
შენთან ერთად გაღვიძება... თბილა...
მომენატრე, როგორც ცივი ლუდი,
ჭერზე ბათქაშ ჩამოყრილი ბინა
შენი ჩუმი გულის ცემა მესმის
და მკიდია რას იფიქრებს სხვები
მე მიყვარ _ ოღონდ არა მხოლოდ...
და იცოდე _ მალე დავიმსხვრევი...
დავითრგუნე.. :( :*
ReplyDeleteმე არ დავითრგუნე, მაგრამ ეს ლექსი სხვანაირია..
ReplyDelete:)