Friday, May 13, 2011

ფოტოშოპი და მარჯვე ხელები

ადრე სასიყვარულო ბარათის გაგონებისას, სატრფოს ცრემლების დანამული ქაღალდის გრაგნილი თუ გაახსენდებოდათ და ახლა კი ჰა და ჰა ფეისბუქ აპლიკაცია თუ მოაგონდება კაცს.

საქართველოს ბანკმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური კონკურსი, სახელწოდებით Love Card შემოგვთავაზა. კონკურსის წესების თანახმა, თქვენ უნდა შესთავაზოთ ბანკს ბარათის დიზაინი. სამი კატეგორიაა: "ფოტო", "გრაფიკული დიზაინი" და "არტი".

ამასთან ხაზგასმით არის ნათქვამი რომ არ უნდა იყოს გამოყენებული მესამე პირის მიერ შედგენილი ვიზუალი (რაღა დაგიმალოთ და მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალები მოდერაციას გადის, უმეტესი ვიზუალების ინტერნეტში მაქვს მრავლად ნანახი).

მოკლედ ფოტო განყოფილება, როგორც ერთი ბლოგერი იტყვის ხოლმე "ჩემი კუტუნია ბიჭის" ფოტოებით გაივსო, მეც არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე შევაჩერე.

მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ.

1. ვინაიდან ჩემი იდეის თანახმა, მჭირდებოდა პერსონაჟი, რომელიც ბარათზე დატანილ ჩიპზე იქნებოდა ჩამომჯდარი, საჭირო იყო აპლიკაციაში განთავსებული ბარათის ზომებით შესაბამისი მაკეტი.

აქ პრობლემა მარტივად მოგვარდა. პრინტსქრინი გადავუღე აპლიკაციაში, ვიზუალის ატვირთვის გვერდზე მდებარე ბარათს. ბარათის სილუეტი,  ჩიპი და რიცხვები, ცალცალკე ლეერებად ზუსტად დავამთხვიე პრინტსქრინის გამოსახულებას. ამგვარად სამუშაო პლათფორმა ვიზუალის ასაწყობად მზად იყო.



2. ნაბიჯი
საჭირო იყო მეთევზე. აქ გუგლი და ჯადოქრობა უძლურია. მოვიმარჯვე ფლეში და ვექტორში მეთევზის სილუეტი მოვხაზე. აქვე ვიტყვი რომ ფლეშშივე მოვხატე ტალღებიც.



3. ჩემს მიერ მოფიქრებულ პეიზაჟს რამდენიმე ღრუბელი და წყალში მოცურავე თევზები (გულები) ამშვენებდა. ახლა კი სიბრძნე: იმისათვის რომ ხელით დახატული ვიზუალის ეფექტი მიიღო, ამისთვის ვიზუალი მართლა ხელით უნდა იყოს ნახატი :)

საკმარისია ფურცელზე მოხაზოთ სასურველი ფორმები (დიდი ხატვის ნიჭით რომ ვერ გამოვირჩევი ქვემოთ დადებული ფოტოთიც მიხვდებით - ასე რომ ამან არ შეგაშინოთ). შემდეგ საკმარისია მობილით გადაუღო ფოტო, შეიტანოთ ფლეშში (ან სხვა ვექტორულ პროგრამაში) და ხელით მოჩხაპნილ კონტურებს, ვექტორული ზოლები გადაატაროთ.




4. პრინციპში ყველაფერი მზად გვაქვს რომ გადავიდეთ და ძირითადი სამუშაოები ფოტოშოპში, წინასწარ მომზადებულ შაბლონში განვაგრძოთ.

მეთევზეს მოდით თავიდანვე მივუჩინოთ ადგილი პლასტიკური ბარათის ჩიპზე.

ახლა რაც შეეხება ტალღებს. მე პირადად ავიღე ბარათის გამოსახულება და ტალღების "მასკად" ვაქციე. ამგვარად გრძელი ტალღების მხოლოდ ის ნაწილი ჩანდა, რომელიც ბარათის არეალს ემთხვევა.



5. შავი ტალღები რა საკადრისია. შესაბამისად ტალღებს უნდა დავადოთ გრადიენტი, შემდეგი პარამეტრებით:



რაც ფოტოზე არ ჩანს გრადიენტის საწყისი (#ff7b2d) და საბოლოო (#ffc115).

(ტალღებს დამატებით დავამატე, თეთრი გამჭვირვალე ლეერი, რომელიც დამატებით ელვარებას აძლევს გამოსახულებას)

6. ღუბლებზე ყველაფერი მარტივად არის. 2 ეფექტი საკმარისია: color overlay  - ფერი #56c2cc და stroke - რომლითაც 2 პიქსელიანი თეთრი კონტური შემოვაყოლე, ღუბლების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად (აქ შემეძლო ღრუბლებისთვის გამომეყენებინა სხვადასხვა ფერები, მაგრამ დამატებითი ფერების შემოტანასაც მოვერიდე და 2D ეფექტი რომელიც მსურდა, ჩავთვალე რომ ასე უფრო ეფექტურად მიიღება).



7. მმმ... რა დაგვრჩა? ა, ჰო. გულები, რომლებიც თევზებივით ცურავენ წყალში. წყალი სიღრმისკენ მუქდება, ზემოთ ღიავდება. შესაბამისად უნდა მოიქცეს გულებიც, ამიტომაც ისინი ნარინჯისფერ და დამატებითი ბზინვარებისთვის მისაცემ, თეთრ გამჭირვალე ლეერებს შორის მოვაქციე:



8. ვიზუალი საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა. საბოლოო ოტკუწურ შტრიხისთვის კი შევარჩიე ფონტი, რომელიც სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებდა, მცირედი ცვლილებით - სიტყვა Love-ში, "O" ასო, გულის გამოსახულებით ჩავანაცვლე.



9. ბარათის საიტზე განსატავსებლად, საკმარისია წინასწარ დატანილი ჩიპისა და ბარათის ნომრის გამოსახულება მოვხსნათ (ატვირთვის შემდეგ, სისტემა ხომ თავად დაადებს მოცემულ გამოსახულებებს):



სულ ეს იყო, მგონი მარტივია. იმისათვის რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება ბარათი რეალურ გარემოში შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.

იმედი მაქვს, კონკურსის სხვა მონაწილეებიც შეეცდებიან შექმნან საკუთარი ვიზუალი, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს დიზაინის შედევრი, მაგრამ აუცილებლად იქნება ერთადერთი და განუმეორებელი :)

ახლა კი ისღა დამრჩენია კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო, ხოლო სხვებს კი მოგიწოდოთ _ ჰა, ცადო იქნებ?

11 comments:

  1. მუქდება, მუქდება :) ჩავასწორე :))

    ReplyDelete
  2. წყალი სიღრმისაკენ ღრმავდება- კარგი იყო :D
    სრულიად გულწრფელად, მომწონს ბარათი

    ReplyDelete
  3. ganmartebebistvis

    ReplyDelete
  4. danartis saxit leqsikonic daurte xolme ra..

    ReplyDelete
  5. ამ ბარათში ერთადაა 1) საქართველოს ბანკი, 2) ლიბერთი ბანკი და 3)თიბისი ბანკი :დ

    გუდ ვორქ

    ReplyDelete
  6. მე არაფერი არ მესმის ამ საკითხში და პოსტში მაინც ყველაფერი გავიგე. და საერთოდაც, როცა წიგნს ვერ იგებ, უნდა დაათვალიერო : ]

    ReplyDelete
  7. ჰიპერ არაადექვატური რეაქციაა (( : რა იმპულსიც აღძრა ბარათმა, რა შეგრძნებაც წამოვიდა, ის აღვწერე.

    მაშინ, დაე, იყოს არასწორი შენთვის, თუკი ერთდროულად ბანკის გაგონებისას და ცისფერის დანახვისას თიბისის ასოციაცია მაქვს, ბანკის გაგონებისას და ნარინჯისფერის დანახვისას– საქაბანკის და ა.შ. (( :

    ReplyDelete
  8. აუ ძალიან ლამაზია ^^ ძალიან ძალიან მომეწონა <3

    ReplyDelete
  9. აუ როგორ მომენატრა ფოტოშოპში მუშაობა.... შეჩვევა სცოდნია :D

    ReplyDelete
  10. კაცი, თუ მეთევზე :), არ მომწონს და ფერები.
    უკეთესი შეგეძლო ;)

    ReplyDelete
  11. ძალიან მომწონს და შენ, ლაშარელა, ნამეტანი ნიჭიერი ხარ :)
    ირინა გორაშვილი

    ReplyDelete