Tuesday, May 31, 2011

Le compte est mort! Vive le blog!



"მე არ ვწერ პოსტებს,
პოსტი თვითონ მწერს"
ტიცისიანი


ვუთხარი ლაშ(არელა)ს და და ლოდინის რეჟიმზე გადავედი. ველოდი, როდის დამწერდა პოსტი. არა და, პოსტი დაწერას არ იჩქარებდა, მაშინვე მივხვდი. და როგორც ადრე (მაშინაც მუზ-კრიზისი მქონდა) სადღაც უკვე აღვნიშნე, ან მე დავყრუვდი და ზარბაზნების ქუხილი არ მესმის და ან ჩემს მუზებს აქვთ სმენითი ჰალუცინაციები.

ერთი, რაც ზუსტად ვიცი, - არც პოლიტიკაზე დავწერ, არც მას-მედიაზე (ერთიც და მეორეც მცირე დოზით, მაგრამ მაინც მიმოხილული მაქვს აქა იქ და სხვებიც საკმარისად და საკმარისზე მეტად წერენ ამაზე. ავად თუ კარგად, ეს სხვა საქმეა. კმა.. მომიტევეთ!).

მივხვდი, loading შეიძლება დიდხანს არ დასრულებულიყო, სადღაც 1-3% იქნებოდა დათქმული ვადის ბოლოს, ასე რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას ისევ ქმედება ვარჩიე. ხანდახან ასეც ხდება, კლავიატურას ვეხები და... მერე მოდის თავისით. ძალით - ვერასოდეს.

"როცა მოგინდეს და თუ მოგინდეს. ყველაზე პატარა და სულელური პოსტიც რომ იყოს" - აი, ამ სიტყვებმა გამამხნევა. სურვილი - დიდი. ახლა არ იფიქროთ, გამორჩენის სურვილია, უნდა, თავისი ბლოგი ამ პოპულარული ბლოგით გააპიაროსო. არამც და არამც. ვინც ინტერესდებოდა, კითხულობდა და ამუღამებდა ჩემს პოსტებს, ისევ ისე წაიკითხავს, იმედია, დიდი შესვენებების და მიუხედავად. და ვინც არა - მათზე ალბათ არ იმოქმედებს ეს პრინციპში არაფრის მთქმელი პოსტი. ნუ მეტყვით, თუ არაფერზე უნდა დაგეწერა, რას წერდიო. უბრალოდ, ძალიან მომინდა ამ არაუხამსი წინადადების მიღება და ჩემეული ასოციაციურ - უბრალო პოსტის დაწერა. ბოლოს და ბოლოს, "ერთ ბლოგერს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად" (მით უმეტეს, რომ მასპინძელი არ მზღუდავს თემატურად. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ "თე/აგებს" თუ მიყვებით ჩემთან, იქნებ თქვენთვის საინტერესო თემებიც კი აღმოაჩინოთ).

ვინც ლაშ(არელ)ას იცნობს, ეცოდინება, რომ ცოტა ხნის წინ ვირტუალური თვითმკვლელობა ჩაიდინა, ასტრალურ-ვირტუალური სხეული დაინაღმა და რგოლზე (თუ რა ჰქვია ყუმბარის გამოსაქაჩს?) თითის მარტივი გამოკვრით თავი აიფეთქა დიადი მარკის თვალწინ... ბევრი მინახავს facebook-იდან გასული და კლინიკური სიკვდილის შემდეგ უკან მობრუნებული. ძირითადად დუმან, არაფერს ამბობენ მიღმური სამყაროს შესახებ. მე კი, მათ შემხედვარეს შეკითხვა გამიჩნდა: "do you belive in life after facebook?". როგორც ჩანს - კი, არსებობს. ის მაინც არსებობს! და იქნებ უკეთესიც არის, ვინ იცის... ყოველ შემთხვევაში, ლაშ(არელ)ა აღარ დაბრუნებულა.

რადგან საშუალება მეძლევა, ერთი პატარა, სპონტანურად, ახლა, წერისას გაჩენილი "არ ვიცი რა დავარქვა" მინდა მივუძღვნა მას, მადლობის ნიშნად, ან facebook-ზე, wall-ებზე ცრემლებამდე სიცილში გატარებული საათების მოსაგონრად:

„ან შენ როგორ სძლებ უfacebookოდ!
მერე იცი კი, რა-რიგ ტკბილია?!
აქ სიმშვიდეა, იქ კი სიცოცხლე,
იქ ყოველ ღამე ვოლზედ ლხინია.
ნუთუ თამაშნი, "ფეიჯნი", ლინკნი
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ note-ი, like, comment-ი
თან არავისი წამოგიღია,
არ გაგონდება არც მარკი, friend-ნი,
ან pet-ი, ფერმა, და ან კითხვარნი?
ნუთუ მის-დღეში არა გყოლია
ფანები, გულის შემატკივარნი?!
როგორ მოშორდი?..” —„რა გითხრა ცისმარ?
ყველაზე უფრო ბლოგი ტკბილია,
იგი ტყვე არის facebook-ისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია”.
—„მაშ ვინც იქა ვართ, ყველა წავწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ბლოგერულ სულსა?”
—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

(არა და საოცრად არ მიყვარს ეს სიტყვა - "ბლოგერი". და ვერ ვაიგივებ ჩემს თავს ამ ცნებასთან)



აი, ასე. თვალსა და ხელს შუა შემომეგესტპოსტა არც ისე პატარა რამ. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ლაშას, და თქვენ, ვინც არ დაიზარეთ და ბოლომდე ჩაიკითხეთ ნაწერი. თუ გაგეღიმათ მაინც ალაგ-ალაგ, ეს გამახარებს.

fin

გაიღვიძე პაწაწინა


გურჯიევი ამბობდა რომ ადამიანებს სძინავთ და უბრალოდ ცუდ სიზმრებს ხედავენ, გურჯიევი ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა, მე კი მინდა რომ ეხლა ეს პირდაპირ გავიგოთ.

მინდა გთხოვო მონაწილეობა წარმოსახვით ექსპერიმენტში:
გაიხსენე გუშინდელი საუზმის დეტალები, სად იჯექი, რას მიირთმევდი, რა გემო ჰქონდა საჭმელს, გაიხსენე მისი არომატი.

გაიხსენე?

მაშინ ეხლა გაიხსენე ბოლო სიზმარი, და გაიხსენე რაც შეიძლება მეტი დეტალები, სუნი, გემო, ფერები.

ეხლა კი შეადარე ამ ორი მოგონების ხარისხი, გამოსახულების სიმკვეთრე, სუნის სიმძაფრე, ფერები.

თუკი შენ იმავე პლანეტის მკვიდრი ხარ რომლისაც მე, მაშინ ორივე მოგონების ხარისხი ერთნაირი უნდა იყოს, საკმაოდ ფერმკრთალი და განსხვავებული აწმყოსაგან.

საოცარია არა? - მოგონება სიზმარის და მოგონება რეალობის ერთნაირია. ერთადერთი რითაც ჩვენ ამ ორ მოვლენას ვანსხვავებთ არის "ცოდნა" იმის რომ ერთი სიზმარია, ხოლო მეორე რეალობა.

ნუ დაუფიქრდები მეტად ამ საკითხს, არ მინდა რეალობის რელურობაში შეგეპაროს ეჭვი, სხვა რამ მინდა გკითხო.

ეხლა კი დავუშვათ, რომ მე რაიმენაირად მოვახერხე შენი იმაში დარწმუნება რომ შენ გძინავს, და დაგარწმუნე ამაში 100%-ით, ანუ მთელი შენი ცხოვრება რაც შენ მიგაჩნდა რეალობად არის სიზმარი. თუ გინდა რომ გაიღვიძო, უბრალოდ უნდა თქვა: ”მინდა გავიღვიძო”.

გააკეთებდი ამას? იტყოდი ამას?

სანამ უპასუხებ კიდევ ცოტას დაგძაბავ. მთელი შენი ცხოვრება, შენი სიყვარული, შენი მეგობრები, შენი ოჯახი, შენი წარმატებები და დეპრესიებიც კი მხოლოდ სიზმარი ყოფილა! და როგორც კი შენ გაიღვიძებ აღარაფერი დარჩება მათგან, გაქრებიან და ვეღარასოდეს დაიბრუნებ. და კიდევ უფრო ცუდი ამბავი ის არის რომ შენ არ იცი როგორია შენი ნამდვილი ცხოვრება, ვინ ხარ საერთოდ. წარმოიდგინე: თუკი ეხლა მოწყენილობით კვდები, გაღვიძების მერე რომ ინდოეთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში ქვრივი აღმოჩნდე? ანდა პლანტაციაში გაყიდული მონა? მაგრამ იქნება ხმელთაშუაზღვეთში ზეთისხილის ხეების ჩრდილში მიგძინებია შენს საკუთარ კუნძულზე? (აქვე შეგახსენებ რომ როდესაც გძინავს შენ არ გაქვს რეალური მოგონებები, არამედ სიზმარში თავისი, სიზმრისეული, ცრუ მოგონებებია ხოლმე, არც შენ ხარ ხოლმე ის ვინც რეალობაში).

აი ეხლა კი მიპასუხე, რას იზამდი, გაიღვიძებდი თუ არა? და თუ მაინც გაიღვიძებდი რას გააკეთებდი გაღვიძებამდე?

და თუკი იმდენი დრო დახარჯე რომ აქამდე წაიკითხე, ორი ან სამ ასოს ნუ დაინანებ კომენტარში.

გესტპოსტების კვირეული

დიდი სიამოვნებით და რწფელი გულით, ვხსნი ბლოგის ყოველგვარ დახურულ კარიბჭეს და მინდა გამოვაცხადო გესპოსტების (ანუ სტუმარპოსტების) კვირეული.

ნებისმიერი, ვისაც არ გეზარებათ, სურვილი გაქვთ სტუმარპოსტით გაამხიარულოთ ჩემი ბლოგის ერთფეროვანი, უფრო სწორად კი ორფეროვანი, შავ-თეთრი ცხოვრება გადმომიგზავნეტ თქვენი ბლოგის მისამართი და პოსტი მისამართზე: blogger@lasharela.com

ნებისმიერ საინტერესო პოსტს მივიღებ, ნებისმიერი ავტორისაგან, მაგრამ ახლა გულში რომ ჩავიხედე, არის რამდენიმე ადამიანი ვისი პოსტებიც ძალიან საინტერესო იქნებოდა ვფიქრობ ჩემს ბლოგზე (უფრო სწორად კი ძალიან მინდა რომ იყოს :) )



აი, პრინციპში სულ ეს არის, საოცნებო სტუმრების სია. უმეტესობას მოცემული სიიდან ვიცნობ პირადად, ზოგს ციფრულად, ზოგს კი მხოლოდ ცალმხრივად - მათი ნაწერებით.

თუმცა ვფიქრობ, ნაცნობობის სამივე ფორმა საკმარისია, რომ ბლოგის სასურველ სტუმართა სიაში მოხვდნენ.

ვინაიდან  მარკ ელიოტ ცუკერბერგისთვის გამოცხადებული პროტესტის გამო,  ფეისბუქზე ხელი არ მიმიწვდება, გთხოვთ, ჩემს მიერ ჩამოთვლილ პირებს იქნებ მიაწვდინოთ ეს გულითადი სურვილი თუ თხოვნა.

იმედი მაქვს ჩემს შეთავაზებას ბევრი არ დაზარდება :)

P.S. სტუმარპოსტების კვირეულის განმავლობაში, დღეიდან მოყოლებული კომენტარების ფუნქციონალსაც აღვადგენ

Sunday, May 29, 2011

ღრმა მწუხარებით

უპირველესად მინდა ავღნიშნო, რომ ამ ადამიანის მიმართ არანაირ აგრესიას და მითუმეტეს სიძულვილს არ განვიცდი, ალბათ ბევრი ქართველისაგან განსხვავებით _ არ იქნება A, იქნება B და ამით პრინციპულად ვიცით რომ არაფერი არ იცვლება (ამ შეთხვევაში სიტყვა "მარიონეტული" მართლაც რომ სწორად არის მორგებული და დამკვიდრებული ჩვენი ხელისუფლების მიერ).

მაგრამ ნაც.მოძრაობის იდეოლოგიურმა მამებმა, კიდევ ერთი ტერმინი "დეფაქტო პრეზიდენტი" დაამკვიდრეს. დღეს კი BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაში, თეთრზე შავით არა მაგრამ, მუქი ნაცრისფრად კი არის დაწერილი, რომ გარდაიცვალა "აფხაზეთის პრეზიდენტი".

რატომღაც საინფორმაციო წყაროში, რომელიც სხვების კვალდაკვალ შეშფოთებას გამოხატავდა და შფოთავდა აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სიტყვა "დეფაქტოს" ვერ ვპოულობ, როგორც ამას ჩვენი ხელისუფლება აგიტირებს.

ვწუხვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რომ PR არის მხოლოდ დამხმარე და არა ქვეყნის განვითარების ძირითადი საშუალებაა.
ვწუხვარ, რომ ისინი გმობენ საბჭოთა კავშირს და მის პროპაგანდას, რომელიც "უინტერნეტო" და "უქსეროქსო" ქვეყანაში ალბათ გაცილებით კარგად მუშაობდა, ვიდრე მათივე წარმოებული აგიტაციური კამპანიები 21 საუკუნის საქართველოში.
ვწუხვარ, რომ ისტორია მეორდება.

თქვენ წარმოიდგინეთ იმასაც ვწუხვარ, რომ "მარიონეტული აფხაზეთის" "დეფაქტო პრეზიდენტი" გარდაიცვალა.

ბასა ბრრრრრრ, აჩუ გოგოებო

ისე მოხდა, რომ დღეს გზად წიგნის ფესტივალზე შევიარე. უამრავი ხალხი და ნაცნობები რომლებსაც დარიგებული კარტივით ნელნელა "ჩითავ". ბოლოს ხვდები, რომ ხალხი არასოდეს არ დაილევა და "რას შვები? არაფერს, და შენ?" კითხვა-პასუხის კვალდაკვალ წიგნების თვალიერებას იწყებ. არის წიგნები რომლებიც წინასწარ გსურს და რომლებსაც ადგილზე აღმოაჩენ.

ისე, რთულია ადგე და აღმოაჩინო წიგნი რადგან კარგად შესრულებული წიგნის ყდა უფრო დიზაინერის სასარგებლოდ მეტყველებს, ხოლო თავად შიგთავსს მსგავს ხალხმრავალ ადგილას ნამდვილად ვერ გაეცნობი (გამონაკლისს წარმოადგენს "დასათვალიერებელი" წიგნები, რომლებშიც თანამედროვე ვებდიზაინის ნიმუშები გამოვარჩიე, თუმცა ვერ ვიყიდე - 15 ლარი ნამდვილად დამენანა).

ბოლოს ბაკურ სულაკაურის მიერ მოწყობილ სტენდთან მოვხვდი, სადაც სხვადასხვა ავტორებთან იმართებოდა შეხვედრები და კონკრეტული წიგნების მოკლე მიმოხილვა. ცოტა ხანში წითელ სავარძლებში სოფო კილასონია და ბასა ჯანიკაშვილი აღმოჩნდნენ. ”ომობანა” - გვამცნობდა იქვე გამოკიდებული ტელევიზორი წიგნის სათაურს.

დასამალი რა მაქვს, ბასას ერთი ნოველა და ერთი პიესა მქონდა დაგემოვნებული, რომლებიც მომეწონა, ასე რომ ჩავუჯექი. "ჩავუჯექი" ეს პირობითად, თორემ იქვე დადგმულ ოთხადოთხ სკამზე, ექვსიოდე გოგონა მოკალათდა, ხოლო მე ფეხზე დავეყუდე.

რუსულ-ქართული ომის კვალდაკვალ, სხვა უამრავ თემასთან ერთად, ემანსიპირებული ქალის თემატიკა შემოიჭრა. შემოიჭრა კი არა, პრაქტიკულად შემოჭიხვინდა. როგორც ბასამ აღნიშნა, ემანსიპირებულმა ქალმა დაკარგა ქალური სინაზე და სინატიფე და ის არც მეტი და არც ნაკლები ცხენს დაემსგავსა. როგორც ჩანს, მხოლოდ ეს "ნატიფი" პარალელი საკმარისი არ აღმოჩნდა სკამზე ჩამომჯდარი ექვსიოდა და ფეხზე მდგომარე რამდენიმე ქალბატონისთვის, ამიტომაც ბასამ მოცემულ ფაქტს სახელიც კი შეურჩია და ამაყად განაცხადა, რომ პროცესს "ცხენიზაციას" უწოდებს. ისე კაცმა რომ თქვას, ”ჩემო ფისუნა” და ”ბეღურა” თუ საფერებელია, ”ჩემო ცხენო” ან ”კვიცო” რატომ უნდა გეხამუშოს ჯინსებმოტმასნულ მანდილოსანს? მაგრამ მაინც უხერხულად ვიგრძენი თავი. მინდოდა ხმამაღლა მეთქვა, ეტყობა ბასა ნამდვილი ქოვბოია, ნამდვილი მხედარი, რომელსაც ველური ქალების ლასოთი დაჭერა და გახედვნა უყვარს-მეთქი, მაგრამ ვიგრძენი რომ უხერხულ სიტუაციას კიდევ უფრო დავამძიმებდი.

მოკლედ დისკუსია გახურდა, ბასა თავის მეორე წიგნზე "აბსურდისტანზე" ყვებოდა (სხვათა შორის, ორივე წიგნი ძალიან საინტერესო მეჩვენა, ამიტომ ვიყიდე კიდეც), რომ ვიღაცამ ზურგზე მომიკაკუნა. მივუბრუნდი და ხელში დათო ტურაშვილი შემრჩა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ თავისსავე წიგნზ ხელი მოვაწერინე.

- ეს რა არის? - მეკითხება დათო და ზურგზე მიმითითებს. უხერხული მოძრაობით შევეცადე საკუთარ ზურგზე დამეხედა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მაისურზე, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ჩემი ბლოგის მისამართი და მოყეფარი ძაღლუკა მეხატა.
- ეს ჩემი ბლოგის მისამართია - ვუთხარი დარცხვენილად და თითქმის რომ არ შევიმჩნიე ისე, გამისწორდა რომ როგორც იქნა არასტანდარტული ვიზუალის მაისური, წინ უზარმაზარი "Blogger"-ის ნარინჯისფერი ლოგოთი უცნობმა (ანუ არა მეგობარმა) შეამჩნია.
- ააა, ხო ვიცი. ნამყოფი ვარ - მითხრა ტურაშვილმა და რაღაც ხუმრობაც მოაყოლა, რომელსაც გზად შეკითხვა შევაგებე
- ნეტა, რომელი სისულელე წაიკითხე? (ეს "სისულელე" რა თქმა უნდა "ძალით" თავმდამბლობის გამოსახატად აღმომხდა).

ამასობაში ბასა, ფილარმონიის წინ გაკრულ ბრეჟნევის სურათს იხსენებდა.

ცოტახანში ანინაც მოვიდა, რომელმაც დაანონსა, რომ ჯაბა ზარქუას გაუწევდა პარტნიორობას (...ექზომ რომ ვსთქვა "მოდერატორობას"), სადებიუტო წიგნის_ "ვარმშტადული პარადოქსის" წარდგენაში. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს გოგო, ვირტუალურ სივრცეში საოცრად მძაბავდა, მაგრამ ისე კი როცა ვხედავ საოცრად პოზიტიურად განმაწყობს. ალბათ სხვებიც ასე არიან, რადგან სტენდთან უამრავი ადამიანი მოქუჩდა.

ამასობაში ტურაშვილს ისიც წამოსცდა, რომ მისი პიესა "შავი კეტები", lib.ge-ზე შემიძლია ვიპოვო.

ფესტივალიდან წასვლისას, წიგნებით დამძიმებული ზურგჩანთა გავხსენი და ჩამონათვალს გადავხედე:


  • მიშა ბახსოლიანი - "ყველას უყვარს მარი" (მისი "მუშები" ძალიან მომეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე კრებულიც მეყიდა.)
  • "15 საუკეთესო ქართული მოთხრობა" - მოთხრობები თუ  არ მომეწონება, სამომავლოდ კიდევ ერთ პოსტს მაინც გამოვაცხობ.
  • ლაშა ბუღაძე - "თავი" (პიესების კრებული)
  • ბასა ჯანიკაშვილი - "ომობანა"
  • ბასა ჯანიკაშვილი - "აბსურდისტანი"
  • დათო ტურაშვილი - "ამერიკული ზღაპრები"
  • ლევან ბრეგაძის "ქართული ჟარგონის ლექსიკონი" (მაინტერესებს სიტყვა "გაიჩუსტა" თუ იქნება შეტანილი, ისე კი, ვაპირებ მთლიანად წავიკითხო)



ამასთან მსურდა ფამუქის ქართულად გაფეტიშებული "მე მქვია წითელის" ყიდვა, მაგრამ გატევანდამ დამასწრო და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მათხოვებს.


ბასას თაყვანისმცემელ ქართველ გოგონებს გული რომ არ გავუტეხო, ვიტყვი: როგორც ბასამ აღნიშნა, "ცხენიზაციამ" ევროპაში პიკს მიაღწია, ამიტომაც არის რომ იქაური კაცები, აჭიხვინებულ ქალებს გაურბიან და საქართველოსნაირ ქვეყნებში ეძებენ პარტნიორებსო.

მე კი ვიდექი და ძალიან მინდოდა ყველა გოგოს ნაცვლად ხმამაღლა დამეყვირა - "ბასა, ბრრრრრრრ", მაგრამ მომერიდა - წიგნის ფესტივალია მაინც.

10

ადამიანების 10 ჯგუფი არსებობს
ისინი რომლებმაც იცან ორობითი სისტემა და რომლებმაც ის არ იციან
© არ ვიცი ვინ

მიყვება პიქსელი პიქსელს
მიყვება ხაზი ხაზს და
ჩამორჩენილი მისდევს
და უნდა უცებ გაზრდა

აკომპილირებს ჩუმად
მოპარულ ღია კოდებს
და ყოველ ახალ ხაზზე
ნატრობს კერიან ოდებს

შთამომავლობით კლასებს
ლექსებს აყოლებს გენში
და ძაბვაც მილასლასებს
ხან მუდმივ ხან ცვლად დენში

მიყვება პიქსელი პიქსელს
მიყვება ხაზი ხაზს და
ჩამორჩენილი მისდევს
არ უნდა უცებ გაზრდა

Saturday, May 28, 2011

***

უტკბესი და უმწარესი? - გაიფიქრა კრიტიკოსმა და კუნილინგუსის კეთება განაგრძო

საუზმე

მიყვარხარ დილით, უზმოზე
გაღვიძებული ახალი
გამძღარი ძილით, სიზმრებით
თოვლიან მთებზე მაღალი

მიყვარხარ როგორც სიმშვიდე
ღია ცისქვეშა აუზი
მიყვარხარ როგორც ლუდი და
როგორც "ექიმი ჰაუსი"

მიყვარხარ როგორც პატარებს
ნაყინი ჩამოსასხმელი
და როგორც ბომჟებს ყინვაში
მიყვარხარ, როგორც სასმელი

მიყვარხარ როგორც თბილი ზღვა
მარილიანი კენჭები
არაფრით არ მოხატული
შენი მხრები და ბეჭები

მიყვარხარ დილით, უზმოზე
გაღვიძებული ახალი
ტუჩები, ცხვირი, ყურები
რძიანი მკერდი და... ხალი

Thursday, May 26, 2011

დღეს

გადავწყვიტე ბლოგს ახალი რუბრიკა _ "დღეს" დავამატო.

პასუხს თუ არ გავცემ რიტორიკულ შეკითხვაზე "აბა დღეს მე ვის რა ვარგე", იმას მაინც შევეცდები რა გავაკეთე ან ხდებოდა დავწერო. მომინდება დავწერ ყავა რომ დავლიე, ან ვიწექი და მზეს ვეფიცხებოდი, თუ კაცობრიობის საჭირბოროტო საკითხებზე რაიმე ახალს. თუმცა არასოდეს გამჩენია სურვილი შევქმნა რაიმე სრულიად უფუნქციო - მათშორის პოსტი "ყავის დალევაზე". ფუნქციური თუ არა, დეკორატიული დატვირთვა მაინც ხომ უნდა ქონეს ნივთს? ვნახოთ, იქნებ ოდესმე ისეთი ყავა დავლიო რომ ამაზეც დიდი სიამოვნებით მომინდეს ამოვთქვა სიტყვა.

მოკლედ რაზეც მინდა და როცა მინდა. არც იმის ვალდებულებას ვაკისრებ ჩემს თავს, რომ რახან "დღეს" დავარქვი კატეგორიას ყოველდღიურად ვწერო რაიმე.

დღეს კი 2 რამ გავაკეთე:

1. გავაუქმე ფბ. რადგან ვთვლი რომ ბევრი ენერგია და დრო მიქონდა და სულაც არ ვაპირებ "სკემ პაპალო" ტიპებთან ჭიდაობასა და აზრებსის ფილოსოფიურ და არაკონსტრუქციულ გაცვლა-გამოცვლას. თუ ვინმესთან კამათი დამჭირდება, ან მათი აზრი ან ა.შ. აუცილებლად შევძლებ კომუნიკაციის დამყარებას.

ჩემთვის ფეისბუქი მდინარეს გავს, რომელსაც ბევრი ნაგავი მოაქვს, შენ შიგნით დგახარ და იქექები _ ვინიცობა და რაიმე სასარგებლო იპოვო. კი ბატონო, ბევრისთვის ის რასაც მე ნაგავს ვუწოდებ სასარგებლო ინფორმაციაა და უხვად იტაცებს სხვადასხვა ნივთებს.

მეც როცა დამჭირდება რაიმე მიზნებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ მას. ამ შემთხვევაში, ძალიან რაციონალურად რომ შევხედოთ მჭირდებოდა იმისათვის რომ სახლში მჯდომს, კომუნიკაციის გარეშე არ გამერეკა. დღეს ეს აუცილებლობაც აღარ მაქვს და სხვამხრივ კი ძვირფასი რესურსი _ ნერვები, რატომ უნდა დავხარჯო, პასუხი არ მაქვს.

ანუ მშვიდობით ფეისბუქო, მომავალ საჭიროებამდე.


2. ბლოგზე ავკრძალე კომენტარების ფუნქციონალი. რატომ? იმიტომ რომ ეს არის პირადი ბლოგი. ადგილი სადაც ოდესღაც ვიცლებოდი ემოციებისგან. თვითერაპიას ვეწეოდი. ამას იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ სხვების აზრი მომესმინა. ახლა კი ბლოგზე გაიზარდა მნახველები, მეც რაღაც ერთგვარი პოზა მივიღე, იმათმა რაღაც ვალდებულებები დამაკისრეს. მე კიდე იმიტომ ვწერდი რომ თავისუფალი ვიყავი. როდესაც კი ვალდებულება ჩნდება, როგორიც არ უნდა იყოს ის, თავისუფლებაც იქვე მთავრდება _ სწორედ ამიტომ არ მომყავს ცოლი.

რატომ ჩეთვის არ ვწერ, ისე რომ არ გამოვაქვეყნო? ასეც ვცადე, მაგრამ რაღაც არ მიშველა. როცა იცი რომ შენს ნაწერს ვინმე წაიკითხავს სულ სხვა მუხტს დებ შიგნით. ეს მგონი იმას გავს, წყალს რომ ცუდ სიზმარს უყვები. რა, წყალი გიპასუხებს თუ სტრასბურგში ჩაიტანს შენს მონაყოლს? არა, უბრალოდ ასე იცლები და იჯერებ რომ წყალი გისმენს.

ეს პირადი ბლოგია _ ხო არ გგონია რომ ეს დემოკრატიული სივრცეა? თუ ასე ფიქრობ ძალიანაც შემცდარხარ. აქ ავტორიტარული მონარქიაა. მაგრად მკიდია სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებაც და უზენაესი უფლებაც. მთელს ქვეყანაში ასეა და დიდი ამბავი ჩემს ბლოგზეც ასე რომ იყოს.

თუ ვინმეს რაიმე არ მოეწონა, მოსწონს ან ოდესმე არ მოეწონება ვურჩევ სასწრაფოდ დატოვოთ ბლოგის ტერიტორია.

Monday, May 23, 2011

Georgia in mp3

ახლადგაღვიძებულმა, ფეისბუქი ჩავრთე თუ არა პირველი რაც გავაკეთე ვიკითხე (ირაკლი თუ ჩამოვიდა ოქრუაშვილი-მეთქი). არა, იმიტომ კი არა რომ ამ მიტინგებში როგორღაც ვარ ჩართული, უბრალოდ ძალიან ლამაზი დღე არის და მინდა რომ ასევე ლამაზად და მშვიდად დასრულდეს.

ჩემს ამ კრეტინულ შეკითხვაზე, ლეგენდარული "სოსო ჩამოვიდა პავლიაშვილი? და ჩემი ცისანა?!" გამახსენდა. ნუ თითქოს მეტი რა? მაგრამ იუთუბი არის დაუნდობელი. აი სულში რომ თითებს გიკიტინებს და არ გასვენებს ისეთი _ მარჯვენა მენიუში ამოკითხულმა სათაურმა პირდაპირ ნოკდაუნში ჩამაგდო "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები".

მახსოვს წითელი მაგნიტოფონი "ვესნა" მამამ დაბადების დღეზე მაჩუქა. მიკროფონიც უერთდებოდა _ ექვსკბილიანი დიდი ჯეკით (ალბათ საბჭოთა სივრცეში რაიმე "საბჭოთა" ერქმეოდა, მაგრამ ნაბლოგარს და ნაფეისბუქარს ახლა არაფერი მახსენდება). ვესნას ერთი დიდი ღილაკი ქონდა _ რისთვის იყო საჭირო არ ვიცი, მაგრამ როგორც თავის დროზე ამიხსნეს, ორი სხვადასხვა ტიპის კასეტა იყო _ "ჩვეულებრივი" და "რაღაც ტექნოლოგიით", ანუ "არაჩვეულებრივი" (CD და DVD ვარიანტში), ხოდა ჩემს ოცნებად ქცეულიყო ის არაჩვეულებრივი კასეტა მქონოდა. მოხდა საოცრება და არც კი ვიცი რატომ, მაგრამ თბილისში ჩამომაჩანჩალეს, სადაც საშუალება მომეცა ის რაღაცნაირი, არაჩვეულებრივი კასეტა მეყიდა.

კასეტაზე ერთადერთი სიმღერა _ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" იყო ჩაწერილი. ნამდვილად არ ვიცი, ჩემზე უფროსი თაობიდან ვის რა შეგრძნება უჩნდება როდესაც ამ სიმღერას უსმენს მაგრამ მე ბავშობაში დარეფლექსებული პავლოვის ძაღლივით ვარ _ საკმარისია სათაურის წაკითხვაც კი რომ უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. მახსენდება მიტინგები, დაწყებული არეულობა, გაუფასურებული ფული, შოკში ჩაცვენილი მშობლები და სხვებიც, შევარდნაძე, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად აპირებდა ჩამოსვლას, ხალხი რომელსაც მთელი გულით ჯეროდა რომ ამ დიდმა კაცმა "ხუთი თითივით იცის რასაც გააკეთებს" (ეს მამაჩემის სიტყვები იყო, რომელიც ერთადერთჯერ თქვა და ცხოვრების ბოლომდე ნანობდა) და ხალხი რომლებსაც მოგვიანებით ზვიადისტები შეარქვეს. ამ ყველაფერს კი ფონად მისდევდა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები". ახლა მიპასუხეთ, რატომ უნდა მომწონდეს ეს სიმღერა?

იუთუბის შემოთავაზებისას კი მივხვდი რომ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მარტო არ არის. მას მხარს, სხვა სიმღერებიც უმშვენებენ რომლებიც ჩვენი ერის ბედს თუ ბედუკუღმართობას იტევენ. დიახ, ადრე "რაღაცნაირი" კასეტების მაგნიტურ ლენტზე, ახლა კი პირდაპირ mp3 ფორმატში.

ჩემი თვალით დანახული იქეთ იყოს და ჩემი ყურით მისმენილი საქართველოს ისტორია ასეთია:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=PEBg2cC8PCA&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=XU8sWXfnm_M&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=OZtxIgTx09U&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=K4h5thjwbmc&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=4Gj29QGCR6Y&w=425&h=349]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=0Cp487Uv4gk&w=425&h=349]

როგორც ვატყობ საქართველოს ისტორიის პლეილისტს კიდევ ერთი "გენიალური" სიმღერა შეემატება:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=SNocyz1NRjA&w=560&h=349]

ლექსი

ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა.
ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ,
ცისა და მიწის გასაყარზე
"ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო"

ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა.
იყვნენ ქმრები რომლებსაც არ უნდოდათ
ცოლთან ორალური სესი ჰქონოდათ
და ცოლები, რომელთაც გამუდმებით სტკიოდათ თავი

ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა.
ვერგანცდილი ორგაზმით დაუკმაყოფილებელნი მკვიდრნი სამეფოსი
ბაღებსა და სკვერებში იკრიბებოდნენ და "აქ და ახლა" სუბლიმირებდნენ

ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა.
სამეფოს მართავდნენ ნაზირ-ვეზირნი
რომელთაც მართავდა ხელმწიფე,
ხელმწიფე რომელსაც ყველაფერი ყლეზე ეკიდა

ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა.
სამეფოში ნახავდით ბევრ მომღერალ ნიმფას
ექო: ფას...ფას...ფას...
არც თუ ცოტა მოცეკვავე ელფს
ექო: ფსს...ფსს...ფსს...
და რამდენიმე ჯოჯოს
ჯოს...ჯოს...ჯოს...

ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა...
და ლექსი იწყებოდა ასე:
იყო და არა იყო რა...
და ლექსი იწყებოდა ასე...
დიახ, სწორედ ასე იწყებოდა ლექსი
რომელსაც სამწუხაროდ, ბედნიერი დასარული
"ჭირი იქა, ლხინი აქა"
სულაც არ ქონდა.

Собака Путина - Орлуша

ვაგრძელებ, ჩემი ერთერთი რჩეული პოეტის ვიდეო-პოეზიის სერიას.

გასული სერიები იხილეთ ბმულებზე:

Андрей Орлов (Orlusha) про Ксению Собчак
Орлуша - "А может"
Орлуша, "Заебало"
Орлуша, "Про нашу песенку" (финнсккайа нароотнайа)

[youtube http://www.youtube.com/watch?v=qi8jbVtIc4E]

მართალია ძაღლი არ არის და აფთარია მაგრამ მაინც, ბიონსეს "ქართველებში გაბაზრებული" კლიპიც მომაგონდა რატომღაც :)



Sunday, May 22, 2011

Digital Love

გარეთ წვიმდა, ცოტა დავსველდი
გავშრი
შენ ცხელი კოცნით, მე ცივი ლექსებით გავსებდი...
წავშლი.
წამო დავლიოთ ჩვენს ძველ კაფეში ჩაი,
ლიმნით...
წვიმის სუნიან მტვრიან ქუჩებში ფეხით
ვივლით.
თოკზე გაფენილ ვიღაცის ჭრელ-ჭრელ ნაჭრებს
ხედავ?
და მე პირველად, რომ არ გაკოცო
ვბედავ

გარეთ წვიმდა, ცოტა დავსველდი
და უკვე გავშრი
ლექსებს ჯანდაბას _ რამეს ვუზამ და...
შენს სიყვარულს კი ვერაფრით წავშლი

Saturday, May 21, 2011

ქართული კრეატივი

არაფერი განსაკუთრებული. ჯეოსელის ახალი რეკლამის შემდეგ, ძველი კეთილი რეკლამები ვიპოვე (აი ძველი რა, სანამ მოლაპარაკე საზამთროები და ლინკავებით მოდელირებულ მომავალს მიაწვებოდნენ).

ხოდა ვიფიქრე, რატომაც არა. ოცდა რვა წლის ვარ, რეკლამები ძალიან მიყვარს და სულ რამდენიმე "კარგი", არა მოპარული და გადმოკატავებული რეკლამა შემორჩენია ჩემს მეხსიერებას და ჩავყრი ერთ პოსტში, ხომ გაგიგონიათ _ იყოს ბლოგი ხრამიაო.

აი ისინიც:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ch8a81N_EHU]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=xQ-McIU-feg]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=U1OPPYnEStw]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=GK4F6BOo7MA]

(მადლობა ანონიმუსს მოწოდებული ლინკისთვის) ერთერთ პირველ ქართულ კრეატივს: ჯერ კიდევ ახალგაზრდა, "არამომპარავი", კრეატიული ბიჭების დაარსებული კომპანიის _ სარკის მიერ შექმნილ "ალდაგის" რეკლამას, სლოგანით - "ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ალდაგი _ სასიამოვნო მოულოდნელობა".

[youtube http://www.youtube.com/watch?v=E-0fmKIY6f0&w=425&h=349]

არ შემიძლია ავღნიშნო, საქართველოს ბანკის სანტრების სერია:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=HKBYLzF81AY]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=PDI3BILuMLA]

ნუ ახლა კრეატივის რა გითხრათ, მაგრამ ტექნიკური შესრულება რომ საკმაოდ დაიხვეწა საქართველოში კომპანია ბარამბოს რეკლამაც ადასტურებს:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=_Zij95HfDUc]

აუცილებლად უნდა გამოვყო საოცარი ესთეთიკით შექმნილი რეკლამა:
[youtube http://www.youtube.com/watch?v=dQ1OKxXuOgM]

(პირადად მე ვთვლი, რომ თავად მოცემული სარეკლამო კამპანია არასწორად იყო დაგეგმილი და წარმართული დამკვეთის მიერ, მაგრამ ამას თავად რეკლამასთან არანაირი კავშირი არააქვს)

ვიცი რომ ბევრი აღაშფოთა, მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან თამამი და კარგი რეკლამაა:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=6M-OuaSmTMQ]

ეს წუხელ აღმოვაჩინე ანინას წყალობით. ერთი შეხედვით ტექნიკური შესრულება უნდა მოგეწონოს, მაგრამ არა _ ვერ არის კარგი შესრულება ცალსახად. მაგრამ სამაგიეროდ კარგია და საინტერესო იდეა:

[youtube http://www.youtube.com/watch?v=jGXW5Z4J2kQ]


მოკლედ ასე. თუ შეიძლება ითქვას "კარგი ქართული რეკლამების" მცირე მიმოხილვა გამოგვივიდა. ცალკე და ალბათ ამოუწურავი თემაა "ცუდი ქართული რეკლამა". სამწუხაროდ ახლა დრო და განწყობაც არ მაქვს რომ ჩავუჯდე, თუმცა ამაზე დაუსრულებლადაც შეიძლება საუბარი.

ვინაიდან მოცემული თემა ნაჩქარევად მივპოსტე გამორიცხული სულაც არ არის (და გულიც კი მიგრძნობს) რაიმე გამომრჩენოდა. ასე რომ არ დაგეზაროთ და იქვე მომიკომენტეთ. რაც არ უნდა იყოს ბლოგია, წიგნი ხო არა _ ჩავამატებთ :)

P.S. მთელი დღე მიწყდება ნეტი, არ მუშაობს არცერთი საიტი სადაც შემიძლია ვიპოვო დღევანდელი დღის ამსახველი მასალა, იმედის ტოპნიუსი მკვლელობა თემქის რაიონში და წუხანდელი ბოლო ზარი იყო - იმდენს იზამენ, გამიყვანენ ქალაქში, რომ ინფორმაციული ვაკუუმს თავი დავაღწიო როგორმე.

Friday, May 20, 2011

მე რომ ტელეპორტი ვიყო

გიფიქრიათ იმაზე რას გააკეთებდით ტელეპორტაცია რომ შეგეძლოთ? არა, ახლა _ ბანკში გავჩნდებოდი სეიფში და შემოიხედე გენაცვალეში წიწაკამოყრილ ხინკალს სფინქსის თავზე გამოვწოვდი წვენსო ეგ ფილმშიც კი არის.

აი, რაიმე უფრო განსხვავებული მოგდით აზრად?

მაგალითად ამასწინათ, ქაბაბი მივირთვი, რამდენიმე კათხა ლუდი დავაყოლე და კარგად გამომძღარმა გადავწყვიტე სახლამდე ფეხით ამესეირნა. გზაში სამმა ლიტრმა ლუდმა, რომელმაც გადაწყვიტა ჩემს ორგანიზმს გამოყოფოდა და ავტონომია გამოეცხადებინა, ისეთ დღეში ჩამაგდო რომ დარწმუნებული ვარ მსოფლიო რეკორდი დავამყარე სპორტულ სიარულში. ნეტა იცოდეთ, ო როგორ ვინატრე, კარგად განათებული, ბუჩქებისგან გაძარცვული ტროტუარიდან,  პირდაპირ ჩემს უნიტაზთან გავჩენილიყავი _ დარწმუნებული ვარ სფინქსის თავზე, ხინკლის ჭამა კი არა, მონიკა ბელუჩის რომ შემოეთავაზებინა სექსი, მაინც ჩემს ტუალეტს ავირჩევდი.

ხო და სახლში მისულმა შვებით რომ ამოვისუნთქე დავფიქრდი _ რას ვიზამდი მე რომ ტელეპორტი ვიყო.  და აი რა იდეები მაქვს:


- არასოდეს გამოვიყენებ თიმვიუვერს.

- სკაიპით გადავაგზავნი ფალს და თვითონ დავასეივებ დედამიწის მეორე მხარეს.

- როდესაც მემანქანე იტყვის რომ "მატარებელი მიდის გურამიშვილამდე", შეწუხებული სახით არ გავალ ვაგონიდან .

- ერთდროულად ვიტუსოვკებდი შარდენზე და დიღმის ტრასაზე.

- სავარაუდოდ ვერ დავეწევი, მაგრამ შევეცდები პრეზიდენტს ავედევნო საგარაო ვიზიტების დროს.

აუ, კიდებ ბევრ, ბევრ რამეს ვიზამდი "მენდეთ და მიგულეთ თქვენს გვედით", მაგრამ აი ხვალ ნამდვილად ვიცი რასაც გავაკეთებდი:

- მონაწილეობას მივიღებდი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მიტინგში (თუ "ებში"?) და ფილარმონიასთან, პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან "ერთზახოთზე" ვიყვირებდი "ჯოს, ჯოს, ჯოს"!

ოღონდ

შენი ჩუმი გულის ცემა მესმის
და მკიდია რას იფიქრებს სხვები
მე მიყვარ - ოღონდ არა მხოლოდ...
მიყვარხარ და თავზეც დაგესხმები

მე მინდა რომ შენთან ერთად მოვკვდე
ბანალური სტროფი ართობს "იმ სხვებს",
მე შენთან ვარ _ ოღონდ არა მხოლოდ...
შენთან ვარ და თავზე ფიქრებს ვიმსხვრევ

რა ვქნა ახლა, ეს სიტყვები წრფელი
ვინმეს გულში თუ წარმოშობს ღიმილს
მომენატრა, ნაცნობი სოფელი
მომენატრა გაზმორება დილის

მომენატრა შენთან ერთად ყოფნა
შენთან ერთად გაღვიძება... თბილა...
მომენატრე, როგორც ცივი ლუდი,
ჭერზე ბათქაშ ჩამოყრილი ბინა

შენი ჩუმი გულის ცემა მესმის
და მკიდია რას იფიქრებს სხვები
მე მიყვარ _ ოღონდ არა მხოლოდ...
და იცოდე _ მალე დავიმსხვრევი...

Like-Like, ბახ-ბახ ანუ ამბავი ფეისბუქ-ომებისა

საფეხბურთო მატჩი წაგიყვანიათ? ჰო, კარგი კარგი - ვიცით რომ დიმა შეუცვლელია. ხო მოგისმენიათ მაინც? ჰო, კარგი კარგი - დიმას წაყვანილი არა _ ნამდვილი?

ხო, მეც მასე ვარ. ძველი ჩანაწერები. ეროსის ან კოტეს რომ მიყავს. მაგარია. ვუსმენ ამ ძველ რეპორტაჟებს და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფეხბურთის მოსმენა უფრო ასწორებს ვიდრე ნახვა.

ბოლო დროს ფეისბუქს შორიდან ვაკვირდები. მოგეხსენებათ აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია და ამავდროულად ერთმანეთის მტერი _ უბრალოდ თემას გააჩნია.

"შორიდან-თქო" ეს ისე _ სიტყვის მასალად, თორე კომეტის დამცავი ფენის არ იყოს, იქ არ ვარ 24/7-ზე? უბრალოდ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის ნაცვლად, ევროკავშირის მონიტორივით _ მხოლოდ ვაკვირდები. ისე, ჩუმად _ მოხეტიალე სულივით, დადიხარ გვედიდან-გვერდზე, პროფილიდან-პროფილზე და აკვირდები.

გარემო კი მოსაწყენი ნამდვილად არ არის:

აი ეს ტიპი ლიბერალია _ დიდი პროგრესული ვინმე გახლავთ _ ლიბერალის ყველა სტატია აქვს დაშეარებული (შიგადაშიგ ტაბულასაც გაურევს ხოლმე). ვინმე გეებზე და სომხებზეა რამეს (სულერთია რას) თუ იტყვის, მზად არის თვალები "Like" ღილაკით ამოჩიჩქნოს.  ხოლო სადმე "ებრაელიო" თუ წამოგცდა "ისრაელელიო" აუცილებლად შეგისწორებს.

ეს კი ერთი გონება-გაყინული, ფსევდო-პატრიოტია _ თუ სადმე, ვინმე ამ მთავრობას შეაგინებს, ისე უხარია როგორც პატარა ბავშვს ვაფლის ჭიქაში ჩამოსხმული ვანილის ნაყინი. აქუბარდია უყვარს ძალიან _ სულ იმის წუხილშია, რატომ ფეისბუქზე არ რეგისტრირდებაო.

ეს გოგო, თავსაფარით თავზე და კოჭებამდე კაბით, ტუჩებს რომ არც ისე მკრთალი ულვაში უმშვენებს _ ქალიშვილია. ნახე როგორი კდემამოსილია _ ერთადერთი საკუთარი ფოტო უდევს პროფილზე.  "დათუნიას ჩახუტებული გული", "დაორქლილ მინაზე გული წარწერით Love", "ორი გედი ჩანჩქერთან"... კარგი, ეს გალერეა მერე დავათვალიეროთ. ისე, ძირითადად ნოუთებს აქვეყნებს, საკუთარი ლექსებით _ წვიმაზე.

მოდი ბომონდს გამოვტოვებ _ ეგენი ჩემნაირ უბრალო ბლოგერებთან, მითუმეტე სამტრედიიდან ჩამოსულებთან არ მეგობრობენ. ახლა ვაგროვებ ფულს "ლუი ვუიტონის" ჩანთისთვის და იმედი მაქვს მალე დამიფრენდებენ _ შემდეგ რაიმეს მაგათზეც მოგიყვებით.

ეს თითქოს და ყველასაგან გამორჩეული ხალხი ვინ არის? ესენი ძველი რასაა _ "პროგრესულები". არა, არც ლიბერალები არიან, არც გონება-გაყინულები, არც პატრიოტები _ მაგათ ყველაფერი სირზე კიდიათ. კრეატიულები ვართო იძახიან. ძირითადად არაფერი მოსწონთ. უფრო სწორად მათი შეფასებათა სისტემის შკალას, მხოლოდ ორი დანაყოფი გააჩნია: "ძააან სირობაა" და "ძააან თესლია". ძირითადად "ძაან სირობაა"-ს აწვებიან. "ძაან თესლია"-ს ცოტა ერიდებიან _თუ გაგისხა(ანუ ერთ-ერთ "შენიანს" არ მოეწონა),  მართალია სირზე კი გკიდია მარგამ მაინც მაგრად მოგესხმება. აი "ძააან სირობაა" შეფასებაში კი დაზღვეული ხარ _ არავინ გკითხავს ამიხსენი ერთი რას გულისხმობო. ან თუ გკითხავს პრიმიტიულად უპასუხებ "იმას რო სირობაათქო" _ მარტივია.

ეს კი მე ვარ. ოცდამეერთე საუკუნის საოცრება _ კონფორმიზმის პიკი, ციფრული მეტამორფოზა. საკმარისია ერთი "კლიკი", ლინკიდან ლინკზე, პროფილიდან პროფილზე გადასვლა და მე მაქვს უნარი წამის მეასედებში აბსოლუტური ტნრასფორმაცია განვიცადო _ ლიბერალიდან ჰომოფობამდე, კოსმოპოლიტიდან ქსენოფობამდე, ხელისუფლებიდან "რადიკალურ ოპოზიციამდე", ღიპერი ბიძიდან ქალიშვილობის დაუძინებელ მტრამდე. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ასე მარტივია. რისთვის ინადგურებთ ნერვულ უჯრედებს, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება?

ოჰო,  ერთერთი ათეისტი ისევ "ღმერთზე კაიფობს".  ნუ გაბრაზდები _ ღმერთი რელიგიურ უმცირესობაში არ არის, რომ მისი უფლებები ვინმემ დაიცვას.

არ გინდა ამ სისულელით, დიდხანს დატკბე? ნახო როგორ ევოლუციონირებს ონლაინში, არარსებული ტაბუებისგან განთავისუფლებული კაცობრიობა? შენიც მესმის, ხელები მაინც გეფხანება. კი ბატონო, აგერ მაუსი და აგერ კლავიატურა _ მიდი, მიუკომენტარე, რომ ამ სტატუსისთვის მას ღმერთი დასჯის!

როგორ მინდა ზოგერ ვიჯდე, და ისე რომ არც არავის ესმოდეს ჩემი, სადღაც კოტესა და ეროსის ხმებს შორის გამოყვანილი ტემბრით მიმყავდეს რეპორტაჟი პირდაპირ ფეისბუქიდან:

კლავიატურაზე თითების მოქნილი მოძრაობით სტატუსი გამოაქვეყნა მაჭავარიანმა: "წავიკითხე ვინმე ლაშა ბუღაძის პოსტი და ისეთივე სირობაა, როგორიც სტურუას სპექტაკლები ... :დ". მაჭავარიანის სტატუსზე, "???" შეკითხვა ჩააწოდა პირველმა ფრენმა. მას ფლანგიდან წამოეშველა მეორე ფრენდი და ლინკი შორეულ მარჯევნა კუთხეში გაგზავნა.

თემა აუტიდან ბუღაძემ შემოიტანა. ბუღაძემ ბურთი სტატიის დასაწყისშივე საჯარიმო მოედანში მყოფ ბექაშვილს ჩააწოდა. ბექაშვილმა ბურთი ძლიერი დარტყმით ინტერნეტის მეორე ნახევარში მოიგერია. ბურთს ეუფლება სტურუა. სტურუამ კონტრიერიშის წამოწყება სცადა, მაგრამ შეტევას გაგრძელება ვერ უპოვა. მას კომენტარებში წამოეწია მაჭავარიანი: "ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია ქართველი დრამატურგებიდან, ყველაზე მეტად მომწონს ლაშა ბუღაძე".


და ა.შ.

ნამდვილად აზარტული სანახაობაა. მე კი ვზივარ ჩემთვის, უზარმაზარ სტადიონის VIP ლოჟაში, კოქტეილს ვწრუპავ და მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშში, მოედნის არცერთ მხარეს კარი არ არსებობს, მაინც გულმოდგინედ ველოდები როდის წამოვხტები ფეხზე და გახარებული ვიყვირებ:

გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

Wednesday, May 18, 2011

ნუ იქნები პლაგიატი

გამარჯობა,

ვისაც ჩემი გვერდი დალაიკებული აქვს, იცის, რომ პერიოდულად სხვადასხვა სახის ვიზუალს ვანთავსებ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის იდეა სხვა დროს და ადგილას დამოუკიდებლადაც დაიბადა, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ის რასაც ვაკეთებ, არსად მინახავს და მითუმეტეს, სხვის ნამუშევარს არ ვიღებ და საკუთარ ნამუშევრად არ ვასაღებ, ქვედა კუთხეში lasharela.com-ის მიწერით.




ორიოდ სიტყვით მინდა ვთქვა: ნემსის და აქლემის ქურდის არ იყოს, იდეის მოპარვაც ჩვეულებრივი დანაშაულია, ქურდობაა და კანონითაც კი ისჯება. კანონით შეშინებას ნამდვილად არავისას არ ვაპირებ, რადგან სასამართლოს გზით საავტორო უფლებების დაცვა უფრო რთულია, ვიდრე შატლის აგება და მთვარეზე დაჯდომა. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მოპარვა ზოგადად არ არის კარგი ტონი - მომპარავები და კაი ბიჭები გასული საუკუნის საკუთრებაა (ვისაც ასე არ მიაჩნია, ჩავიცუცქოთ).

მეორეს მხრივ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საიტის მინაწერი ნამუშევრებზე შემთხვევითი არ არის _ ის ხელს უწყობს ბლოგის პოპულარიზაციას. ეს არის თვითრეკლამირებისათვის ჩემ მიერ გაწეული შრომა და დახარჯული დრო. მკითხველს პატივს ვცემ და ბლოგს არ ვაჭრელებ ფასიანი რეკლამებით, თორემ მსგავსი შემოთავაზებები იყო და თავისუფლად შემიძლია ბლოგი მომგებიან ბიზნესად ვაქციო. ანუ რეალურად როდესაც ნამუშევარს წარწერას აცილებთ, ამით მე პოტენციურ მნახველებს (რომელიც თავისუფლად შემიძლია ვაქციო რეალურად ფულად) მაკარგვინებთ.

ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ბევრს არ ესმის, რა არის იმაში ცუდი, ნამუშევარს საავტორო მინაწერს თუ ჩამოაშორებ. რამდენიმე ფეისბუქმომხმარებელს რომ მივწერე, სიცილით მოვკვდიო მიპასუხა (ალბათ ფიქრობს _ მინაწერი თორე შენც არ მყავდე პიკასოო).

პიკასოს ზუსტად რომ მაგრად ეკიდებოდა მინაწერი, რადგან ის ბრენდია, ის ცნობადია ხელმოწერის გარეშეც _ მიუხედავად ამისა ნახატებზე მაინც ხომ ტოვებდა საკუთარ ავტოგრაფს? რადგან პიკასოც, ისევე როგორც ნებისმიერი ავტორი, ცდილობს, გარკვეული იმიჯი, ბრენდი შექმნას.

მოკლედ, ძალიან თხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის შრომას, დახარჯულ დროს, მოფიქრებულ იდეას. ფოტოშოპში მინაწერის ჩამოჭრაზე მარტივი არაფერი არ არის _ ეს ყველას შეუძლია.

სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება ვიზუალები, რომლებიც დავამზადე. მათში ნაჩვენებია, თუ რა მარტივად შეგიძლია ნამუშევარს ავტორის ვინაობა ჩამოაშორო .







აქვე მინდა გთხოვოთ: თუ სადმე იპოვით ჩემს რომელიმე ნამუშევარს გამოქვეყნებულს მინაწერის გარეშე, გთხოვთ ან გვერდზე დამიკომენტარეთ რომელიმე ბოლო პოსტის ქვეშ, ან მომწერეთ მეილზე: blogger@lasharela.com.

ამასთან, თუ იზიარებთ ჩემს გულისტკივილს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სანამ საკანომდებლო ბაზა ან ქართველბის თვითშეგნება დაიხვეწება, გთხოვთ, ეს პოსტი მიუთითეთ და გადაუგზავნეთ ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც ავტორის მითითების გარეშე იპოვით რომელიმე ნამუშევარს.

პატივისცემით
ლაშა კვანტალიანი

Tuesday, May 17, 2011

***

განშორება გულის არევასავით არის - რამდენჯერაც არ უნდა გამოცადო, მაინც უსიამოვნოა.

ბრძოლა იწყება, მახვილი მოიმარჯვეთ ბატონებო

არ მიყვარს ერთფეროვნება _ მრავალფეროვნება ბუნებრივად და ნატურალურად მისაღებია ჩემთვის. დღეს კი ყველა ჩემი ფეისბუქ მეგობარი, ინკუბატორში გამოყვანილ ფეისბუქ-იუზერს დაემსგავსა, ავატარზე გამოტანილი პოსტერით: "17 მაისი, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე". ხო და მეტი რა უნდა "ქართული ფეისბუქის" პროგრესული ექსკურსის მქონე იუზერებს _ აიტაცეს იდეა.

რისიც არ უნდა იყოს ბრძოლის დღეა მაინც (თან თურმე საერთაშორისო) და როგორღაც ხომ უნდა შევიარაღდეთ? - ხო და ცეცხლით და მახვილით არა მაგრამ, ავატარებით კბილებამდე შეარაღბულები გამწკრივდნენ ჰომოსექსუალთა კედლების (ვოლს ვგულისხმობ) მისადგომებთან.

სტატუსი რომელიც ჩემს პეიჯზე გავაჟღერე შემდეგნაირი იყო:

ჰომოფობიასთნ და ტრანსფობიასთან (ეს უკანასკნელი ახლა უნდა დავგუგლო) ბრძოლის საერთაშორისო დღე? - კლაუსტროფობიამ და აგორაფობიამ რა დააშავა? გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ!!! :)

(მესმის სექსუალური უმცირესობის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის დღე იყოს - ფობიებთან ბრძოლა რა უბედურებაა ხალხო? :) )


- არ გრცხვენია ლაშა, რას აკეთებო? მისაყვედურეს მეგობრების ნაწილმა. ეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რა იყო და... ჰომოფობიის და ტრანსოფობიის გამო დაღუპულთა დღეაო.

თვალს და ხელს შუა გაირკვა, რომ ბრძოლის კი არა, ხსნოვნის დღე ყოფილა და ცოტა კი შევიშმუშნე. ამიტომაც სანამ ჩემი მეგობრები გამანადგურებელი კომენტარებითა და მომაკვდინებელი ლაიკებით, დაუნდობელ ბრძოლას განაგრძობდნენ გადავწყვიტე ცოტა უფრო მეტი გამეგო ამ დღის შესახებ.


ნუ დღე როგორც დღე _ უმრავი ცნობილი ადამიანის დაბადების დღით, ცნობილი ფაქტით და მათ შორის არანაკლები ოდენობის საერთაშორისო "დღესასწაულით" თუ "ბრძოლის დღით". ერთ-ერთი კი ნამდვილად აღმოჩნდა IDAHO ანუ "International Day Against Homophobia and Transphobia". რა ხდება თურმე ახლა: 1990 წლის 17 მაისს, ჰომოსექსუალობა ოფიციალურად ამოუღიათ ფსიქოლოგიური დაავადებათა რიცხვიდან.

ისე ამ ხალხის კი გამკვირვებია, "ავადმყოფობაა" ეგო რო თქვა _ შეიძლება "უფლებათა დამცველებმა" (მებრძოლებმა) კომენტარებით ჩაგქოლონ. ხოლო როდესაც თქვეს, რომ ეს ავადმყოფობა სულაც არ არისო, მიჩნეულ იქნა რომ ამ დღეს მოხდა ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია? რაღა დაგიმალოთ და აქ ცოტა დავიბენი.

ბრძოლა იქეთ იყოს და ისე დღეც არ არის მთლად საერთაშორისო: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, მექსიკა, ბელგია, ბრაზილია, კოსტარიკა და ლუქსემბურგი _ ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც 2009 წლისთვის ოფიციალურად სცნო მოცემული დღე.

ინფორმაციულ-შემეცნებით ნაწილს ამით მოვრჩები _ მათვის, რომლებმაც ყოველთვის იციან რა და არასოდეს იციან რატომ.

ახლა კი მცირეოდ ჩემს ხედვას გაგიზიარებთ აღნიშნული საკითხის მიმართ. ის რომ ქართველები ექსტრემალები ვართ და უკიდურესად გვიყვარს უკიდურესობები არახალია. მე პირადად ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა (ისე ტრადიციებზე "კინტოები" გამახსენდა), სადაც ცეცხლის-მფრქვეველი და ყანწებით შეიარაღებული "ღიპერები" ცხოვრობენ, არასოდეს მინახავს, რომ ვინმე "მოეკლათ" ან სასიკვდილოთ ეცემოთ სექსუალური ორიენტაციის გამო. ამასთან გეები ისევე არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, როგორც ნატურალები. ყოველ შემთხვევაში მე მყავს გეი მეგორბები და ვერც ერთზე ვიტყვი, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო სამსახურს ვერ შოულობს-მეთქი _ უფრო პირიქით ("ჩემი გეი მეგობრები" ვახსენე, რათა ხაზი გამესვა, რომ მე არ ვარ ჰომოფობი და მყავს გეი მეგობრები _ იმედია მებრძოლთა რამდენიმე მრისხანე კომენტარს ამარიდებს :) ).

აგრესია რომ აგრესიას წარმოშობს ეგეც ხომ არავის გიკვირთ? რას ნიშნავს "ჰომოფობებთან ბრძოლის..."? ანუ ჰომოსექსუალობა არის ავადმყოფობა და სულ ტყუილად ამოიღეს ფსიქოლოგიურ დაავადებათა სიიდან და "ჰომოფობობა" არა? ეს დღე თავისი კონცეფციით, ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. რა დააშავეს საწყალმა "ჰომო და ტრანსფობებმა" _ რა მნიშვნელობა აქვს ჰომოფობია, კლაუსტროფობი თუ ჰექ­სა­კო­სი­ო­ი­ჰექ­სე­კონ­ტა­ჰექ­სა­ფო­ბი­? მათ არ უნდათ დაცვა? თქვენ ასეთ კეთილებს, ასეთ პროგრესულებს განა ისინი არ გეცოებათ როგორც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე პირები, ბრძოლის დღეს რომ უწესებთ?

როდესაც ვამბობთ რომ რაიმეს ვებრძვით, იმწამსვე ვიყოფით "კარგებად" და "ცუდებად", "უმცირესობად" და "უმრავლესობად", "ღიპერებად" და "ჰიპებად", ეს კი ჩემო ლიბერალებო ყველაზე დიდი საფრთხეა ომი გაჩაღდეს. ომის გაჩაღება კი ყოველთვის ვიღაცას აძლევს ხელს. ომი იყო, არის და ყოველთვის იქნება, ძალზედ მომგებიანი ბიზნესი.

დაბოლოს: ეს ერთფეროვანი ავატარი და "ავატარიზაცია", პირდაპირ ეწინააღმდეგება მრავალფეროვნების იმ ზეიმს, რომელიც LGBT pride-ზე სუფევს.

ნუ ვიქნებით ერთფეროვანები, არ გვინდა დათქმული ბრძოლის დღეები, ნუ დავიყოფით უმცირესობად და უმრავლესობად, ნუ ავყვებით სხვების დადგენილ თამაშის წესებს, რომელთაც თავიანთი მოტივები ამოძრავებთ _ უბრალოდ პატივი ვცეთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ იმათაც, ვინც ამას ვერ ახერხებს.

Sunday, May 15, 2011

8 ლარი და 99 ფრანკი

არა, ეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი სულაც არ არის, ფრანგულ ვალუტასთან მიმართებაში. ეს საფასურია, რომელიც გადავიხადე, რათა ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკამდე", "წისქვილმა კი ფქვასო" გადამეკითხა.

მინდა გითხრათ, რომ წიგნებზე ე.წ. რეცენზიების წერას უკიდურესად ვერიდები, რადგან ვთვლი, რომ ფრიად უწიგნური ვინმე გახლავართ. მაგრამ ამჯერად საქმე ისე იყო, რომ "99 ფრანკი" არც მეტი და არც ნაკლები ჩემი საყვარელი ფილმია, შესაბამისად საბანში თბილად გახვეული, წიგნსაც დიდი სიამოვნებით "ვეუფლებოდი" იმ იმედით, რომ შემეცნებითი ორიენტაცია, წიგნების სასარგებლოდ შემეცვლებოდა.

მადლობის მეტი რა მეთქმის პროექტისთვის "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" _  მაგრამ სიმართლე გითხრათ "ენა" "პირში" "გულით" არ მიბრუნდება. რატომ?

კარგი გაგიმხელთ. იცით რა მეგობრებო? უწიგნური ვარ მეთქი ვახსენე, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომ წიგნი ბლოგი არ არის _ არ გაქვს უფლება იყო ზერელე! მოცემული რომანის თარგმანი კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრული კატასტროფაა. კრიტიკა რომ ზედაპირული არ ჩანდეს, რამდენიმე ძირითად ასპექტს ავღნიშნავ:

1. ტექნიკური ლაფსუსები - არასწორად თარგმნილი სახელწოდებები (საკუთარ სახელებს რომ ეძახიან, აი ისინი). ამასთან ერთგან ბრჭყალები ისე იყო გადანაწილებული (თუ სწორად მახსოვს ცნობილი ადამიანების ჩამონათვალი გახლდათ) მე შემრცხვა მთარგმნელის ნაცვლად და წიგნის ყდაზე დატანილ ავტორს თვალი ავარიდე. როდესაც თარგმნი, შინაარსიც ხომ უნდა გესმოდეს? ვფიქრობ, ნახსენები პიროვნებებიც უნდა გამოარკვიო ვინ გახლდათ, რატომ ახსენა ავტორმა და სხვა _ არა თუ სიაში პირველი ადამიანის გვარი მეორის სახელთან ბრჭყალებით დააჯგუფო.

2. რაოდენ გენიალურიც არ უნდა იყოს ტექსტი, როდესაც ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე ვკითხულობ სიტყვა "ურაგანს", არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ თარგმანზე და მთარგმნელზე გული მომიბრუნდეს. მსგავსი კალკები კი წიგნში მრავლად გვხვდება (მადლობა მთარგმნელს რომ "სტაკანი", "აკოშკა" და "კრაოტი" არსად შემხვედრია), რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

3. გაუგებარია, რატომ არის შენარჩუნებული უცხოენოვანი ფრაზები, ხოლო მათი თარგმანი კი სქოლიოს სახით წარმოდგენილი (აქაო და ტექსტისთვის საკადრისად ვერ ვთარგმნე, მაგრამ სქოლიოში დაახლოებით გეტყვით რასაც ნიშნავსო?).  სქოლიოზე გამახსენდა, რედაქციის საყურადღებოდ: აღნიშვნები განმარტებული იყო ბოლო გვერდზე, რაც კატასტროფულად მოუხერხებელია.

4. არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცამ დაახლოებით შემდეგი შინაარსის რამ თქვა: " ლექსის თარგმანი იგივეა, ფოთლიდან ფოთოლზე წყლის წვეთი ისე გადაიტანო, რომ არ შეირხესო". პირადად მე კი ვფიქრობ _ სლოგანის თარგმანის შემთხვევაში არც წვეთი და არც ფოთლები არ უნდა მოიყვანო მცირედ მოძრაობაშიც კი. ანუ სლოგანის თარგმნა, ეს პრაქტიკულად ახალი სლოგანის შექმნის ტოლფასია _ ფრიად რთულია შეინარჩუნო სლოგანის "დუხი" და მთავარი "იზიუმინკა". "99 ფრანკი" კი ერთი დიდი სარეკლამო რგოლია, უამრავი  სიუჟეტითა და "სლოგანით" (ოქტავის ხათრით ვიტყოდი "ტიტრით"). შესაბმისად, ვერ თარგმნო წიგნში მოყვანილი სლოგანები და ცალკეული ფრაზები ნიშნავს რომ ვერ თარგმნო თავად წიგნი. ამ კუთხით  კი, თარგმანში  სრული "კაშმარი" სუფევს. მე არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ცნობილი ბრენდების არანკლებ ცნობილი სლოგანები თარგმნო ისეთნაირად, რომ მათი ცნობა უფრო მეტად გაგიჭირდეს, ვიდრე 20 წლის უნახავი ნაცნობის, რომელსაც ბაგა-ბაღში მოწონდი.

კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ თავად თუ არ გამოგდის სლოგანის თარგმნა, იქნებ ქართულ რეალობაში უკვე (არც თუ ისე ცუდად) ნათარგმნი და ყურისთვის კარგად ნაცნობი სლოგანები გამოიყენო?

რაც შეეხება თავად მთარგმნელის "არაქართულად" აწყობილ წინადადებებს, აქ სასაყვედურო არაფერი  მაქვს _ ფრანგული წესით შედგენილი წინადადებები რომ ქართულს აჯობებს, რად უნდა მაგას საუბარი.

ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ წიგნის თარგმანს. ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად წიგნზეც უნდა მოგახსენოთ.

"ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის თავს არ ვახვევ"-მეთქი გეტყოდით, მაგრამ რახან გეუბნებით ე.ი. გახვევთ და უგემური ფაფის არ იყოს, კოვზით პირშიც კი გტენით.

ამიტომაც ასე დავიწყებ:
"ჩემი სუბიექტური აზრით, რომელსაც ახლა აშკარად თავს გახვევთ", ფილმი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე წიგნი. ჯერ-ერთი სიუჟეტიც უფრო საინტერესოდ არის აწყობილი, უფრო დინამიურია და როგორც არ უნდა იყოს, ნაწარმოები რომელიც ვიზუალური კრეატივის სამყაროს_ რეკლამას ეხება, ეკრანზე გაცილებით კარგი სანახავია, ვიდრე მოსაწყენი ასოებით დახუნძლულ ფურცლებზე.

სხვათა შორის, ერთადერთი სცენა რომელმაც ფილმში ჩაიქაქა, ოქტავისა და ჩარლის ნარკოტიკებით გაჭყეპვის შემდეგ ჩადენილი დანაშაულია _ წიგნში ამ ადგილმა ნამდვილად გაასწორა.

სხვა რა გითხრათ აბა? - მაგიდაზე მომდევნო მსხვერპლს - "ედგარ ალან პოს - მოთხრობებს" ვუყურებ და გულში ვფიქრობ _ გარდაცვალებამდე დარჩენილია 49 წიგნი.

Friday, May 13, 2011

ფოტოშოპი და მარჯვე ხელები

ადრე სასიყვარულო ბარათის გაგონებისას, სატრფოს ცრემლების დანამული ქაღალდის გრაგნილი თუ გაახსენდებოდათ და ახლა კი ჰა და ჰა ფეისბუქ აპლიკაცია თუ მოაგონდება კაცს.

საქართველოს ბანკმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური კონკურსი, სახელწოდებით Love Card შემოგვთავაზა. კონკურსის წესების თანახმა, თქვენ უნდა შესთავაზოთ ბანკს ბარათის დიზაინი. სამი კატეგორიაა: "ფოტო", "გრაფიკული დიზაინი" და "არტი".

ამასთან ხაზგასმით არის ნათქვამი რომ არ უნდა იყოს გამოყენებული მესამე პირის მიერ შედგენილი ვიზუალი (რაღა დაგიმალოთ და მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალები მოდერაციას გადის, უმეტესი ვიზუალების ინტერნეტში მაქვს მრავლად ნანახი).

მოკლედ ფოტო განყოფილება, როგორც ერთი ბლოგერი იტყვის ხოლმე "ჩემი კუტუნია ბიჭის" ფოტოებით გაივსო, მეც არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე შევაჩერე.

მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ.

1. ვინაიდან ჩემი იდეის თანახმა, მჭირდებოდა პერსონაჟი, რომელიც ბარათზე დატანილ ჩიპზე იქნებოდა ჩამომჯდარი, საჭირო იყო აპლიკაციაში განთავსებული ბარათის ზომებით შესაბამისი მაკეტი.

აქ პრობლემა მარტივად მოგვარდა. პრინტსქრინი გადავუღე აპლიკაციაში, ვიზუალის ატვირთვის გვერდზე მდებარე ბარათს. ბარათის სილუეტი,  ჩიპი და რიცხვები, ცალცალკე ლეერებად ზუსტად დავამთხვიე პრინტსქრინის გამოსახულებას. ამგვარად სამუშაო პლათფორმა ვიზუალის ასაწყობად მზად იყო.



2. ნაბიჯი
საჭირო იყო მეთევზე. აქ გუგლი და ჯადოქრობა უძლურია. მოვიმარჯვე ფლეში და ვექტორში მეთევზის სილუეტი მოვხაზე. აქვე ვიტყვი რომ ფლეშშივე მოვხატე ტალღებიც.



3. ჩემს მიერ მოფიქრებულ პეიზაჟს რამდენიმე ღრუბელი და წყალში მოცურავე თევზები (გულები) ამშვენებდა. ახლა კი სიბრძნე: იმისათვის რომ ხელით დახატული ვიზუალის ეფექტი მიიღო, ამისთვის ვიზუალი მართლა ხელით უნდა იყოს ნახატი :)

საკმარისია ფურცელზე მოხაზოთ სასურველი ფორმები (დიდი ხატვის ნიჭით რომ ვერ გამოვირჩევი ქვემოთ დადებული ფოტოთიც მიხვდებით - ასე რომ ამან არ შეგაშინოთ). შემდეგ საკმარისია მობილით გადაუღო ფოტო, შეიტანოთ ფლეშში (ან სხვა ვექტორულ პროგრამაში) და ხელით მოჩხაპნილ კონტურებს, ვექტორული ზოლები გადაატაროთ.




4. პრინციპში ყველაფერი მზად გვაქვს რომ გადავიდეთ და ძირითადი სამუშაოები ფოტოშოპში, წინასწარ მომზადებულ შაბლონში განვაგრძოთ.

მეთევზეს მოდით თავიდანვე მივუჩინოთ ადგილი პლასტიკური ბარათის ჩიპზე.

ახლა რაც შეეხება ტალღებს. მე პირადად ავიღე ბარათის გამოსახულება და ტალღების "მასკად" ვაქციე. ამგვარად გრძელი ტალღების მხოლოდ ის ნაწილი ჩანდა, რომელიც ბარათის არეალს ემთხვევა.



5. შავი ტალღები რა საკადრისია. შესაბამისად ტალღებს უნდა დავადოთ გრადიენტი, შემდეგი პარამეტრებით:



რაც ფოტოზე არ ჩანს გრადიენტის საწყისი (#ff7b2d) და საბოლოო (#ffc115).

(ტალღებს დამატებით დავამატე, თეთრი გამჭვირვალე ლეერი, რომელიც დამატებით ელვარებას აძლევს გამოსახულებას)

6. ღუბლებზე ყველაფერი მარტივად არის. 2 ეფექტი საკმარისია: color overlay  - ფერი #56c2cc და stroke - რომლითაც 2 პიქსელიანი თეთრი კონტური შემოვაყოლე, ღუბლების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად (აქ შემეძლო ღრუბლებისთვის გამომეყენებინა სხვადასხვა ფერები, მაგრამ დამატებითი ფერების შემოტანასაც მოვერიდე და 2D ეფექტი რომელიც მსურდა, ჩავთვალე რომ ასე უფრო ეფექტურად მიიღება).



7. მმმ... რა დაგვრჩა? ა, ჰო. გულები, რომლებიც თევზებივით ცურავენ წყალში. წყალი სიღრმისკენ მუქდება, ზემოთ ღიავდება. შესაბამისად უნდა მოიქცეს გულებიც, ამიტომაც ისინი ნარინჯისფერ და დამატებითი ბზინვარებისთვის მისაცემ, თეთრ გამჭირვალე ლეერებს შორის მოვაქციე:



8. ვიზუალი საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა. საბოლოო ოტკუწურ შტრიხისთვის კი შევარჩიე ფონტი, რომელიც სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებდა, მცირედი ცვლილებით - სიტყვა Love-ში, "O" ასო, გულის გამოსახულებით ჩავანაცვლე.



9. ბარათის საიტზე განსატავსებლად, საკმარისია წინასწარ დატანილი ჩიპისა და ბარათის ნომრის გამოსახულება მოვხსნათ (ატვირთვის შემდეგ, სისტემა ხომ თავად დაადებს მოცემულ გამოსახულებებს):



სულ ეს იყო, მგონი მარტივია. იმისათვის რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება ბარათი რეალურ გარემოში შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.

იმედი მაქვს, კონკურსის სხვა მონაწილეებიც შეეცდებიან შექმნან საკუთარი ვიზუალი, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს დიზაინის შედევრი, მაგრამ აუცილებლად იქნება ერთადერთი და განუმეორებელი :)

ახლა კი ისღა დამრჩენია კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო, ხოლო სხვებს კი მოგიწოდოთ _ ჰა, ცადო იქნებ?

Wednesday, May 11, 2011

გული პლიუსი, თირმელი კვადრატში

- იცი რა კარგი გული აქვს, აი თირკლმები არ უვარგა თორე. რა შუაშია? არც არაფერ, ისევე როგორც უამრავი სცენა ფილმში რომელზეც მინდა გესაუბროთ.

რომ არ დამავიწყდეს თავიდანვე ვიტყვი: ეს ფილმი იცით რას მაგონებს? სუპერთანამედროვე ტაფით, რბილად რომ ვთქვა არც ისე ნიჭიერმა პოვარმა, საშინელი რეცეპტით ყველაზე უგემური კერძი რომ მოამზადოს. ბოლოს ძვირფასი სუნელები, ოღონდ ყოველგვარი ზომა-წონისა და შინაარსის გარეშე მოაყაროს უაზროდ და კარგად ამოურიოს. ვისთვისაც ჩემი ბრძენკაცული მეტაფორები გაუგებარია განვმარტავ: სუპერთანამედროვე ტაფა ეს კამერაა, რომელიც ისე გამოიყურებოდა ოპერატორის ხელში, როგორც გახარებული ბავშვის ხელში ანთებული მაშხალა, ეგზოტიკური და გემრიელი სანელებლებში მართლაც, რომ საუკეთესო მუსიკალური გაფორმება ვიგულისხმე, ხოლო საშინელი რეცეპტისა და არც ისე ნიწიერი პოვარის ამოცნობა თქვენთვის მომინდია. ისე, ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს მარა არც გამოყენებული ინგრედიენტები ბრწყინავდნენ დახლზე.

აჰ, არ შემიზლია არ შევეხო ჩემს ტკივილს _ პროდაქტ-პლეისმენტი. მგონი დრო არის ქართველი კონომატოგრაფები ჩამოყალიბდნენ: იღებენ ფილმს, რომელშიც შიგადაშიგ მკრთალად და სრულიად შეუმჩნევლად გარკვეული ბრენდები ჩანს, თუ იღებენ სრულმეტრაჟიან რეკლამას, რომელშიც შიგადაშიგ კინომატოგრაფიაც არის თითქოს გარეული. უბრალოდ თვალები უნდა დახუჭონ და დაიჯერონ - პროდაქტ ფლეისმენტი მშინ მუშაობს როდესაც ის შეიმჩნეველია.

კიდევ ერთი, მგონი მალე "ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში"-ს მსგავსად ახალი თემა _ "არაბუნებრივი დიალოგები ქართულ კინომატოგრაფიაში" დაემატება სასკოლო პროგრამას. მე, თქვენც და სხვებმაც კარგად ვიცით და იციან, რომ ძმაკაცები ერთმანეთს "მიბოძეთ გეთაყვათი" არ ესაუბრებიან. "შე ყლეო", "შე სირო", "შეჩემა" და თუ გნებავთ "შეჩემის გადანგრეულო" სრულიად მიღებული ფრაზეულობაა "შუტკა გახსნილ" საძმაკაცოში. მაგრამ ამ ფრაზების თვითმყოფადი ბუნებრიობის გამო სამეგობრო წრეში, არ უნდა ჩათვალო რომ "ნატურალური დიალოგის" გადასაღებად, სცენარში შემდეგი ჩანაწერია საჭირო:

- როგორ ხარ შე ყლეო
- კარგად შე ყლეო. და შენ თავად როგორ ხარ შე მართლა ყლეო?
- შე მართლა ყლის ყლეო. მე არამიშავს. და ის ყლე ხომ არ გამოჩენილა
- არ ვიცი სადაა ეგ ძუძუებიანი ყლე

ხო, რავიცი. იქნებ სცენარისტებისა და რეჟისორების ბოჰემური საზოგადოების გარკვეული სეგმენტისათვის ასეთი დიალოგებია ბუნებრივი, მაგრამ ვფიქრობ მაყურებელთა (ისევე როგორც მკითხველთან) 99% ყურს საშინლად ჭრის. რეჟისორი კი რომელიც მაყურბელს ვერ გრძნობს, ვფიქრობ... უკაცრავად, კულინარმა რომელიც კილონახევარი მარილის შემდეგაც ვერ ხვდება რომ "გადაამლაშა", კინოდარბაზში შემოსული გურმანების დაჭყანულ საღეებზე მაინც უნდა ამოიკითხოს უკმაყოფლება. ჰო, კიდევ - როდესაც კინოგმირები ერთმანეთს უყვიროდნენ, რაღაც მომენტში ვიფიქრე _ ფილმ "სეზონს" აშარჟებენ-მეთქი, მაგრამ მოყრილმა წიწაკამ პირი რომ გამომთუთქა და სიმწრილს ცრემლებით ამევსო თვალები, დავრწმუნდი რომ არავინ მეხუმრებოდა.

იუმორზე გამახსენდა. იუმორი იყო ამ კერძის ნამდვილი ოტკუწიურ შტრიხი იყო. იცით როგორი? _ აი, რაღაც კულინარიულიულ საოცრებას რომ შექმნი, თეფშს ჰორიზონტალურად გახედავ და ძალიან ფრთხილად შენს "ქმნილებას" ალუბლის მბზინავი კუმპალით დააგვირგვინებ - ბლესკ!

გული +
მორიგი კრახი ქართულ კინოარქივში +
გაწბილებული მაყურებელი +

რას ვერჩით ახლა ამ ფილმს _ ამდენი პლიუსის მერე, ერთი ორი მინუსი როგორმე ვერ უნდა მოვითმინოთ?

Tuesday, May 10, 2011

ალბათ კი

ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?
ან მუცელს თუ აქვს ეჭვი
რომ შენი მკერდის ღეჭვა...
დამაკარგინა თავი
(სადღაც შენ ფეხებს შორის)
ათასჯერ გასინჯულმა
შენმა ნარუჯმა ბეჭმა

მკლავებზე რომ გკოცნი, ნეტავი თუ ხვდები
ბუხარში ლობიოს ქვაბივით ვდუღდები?
და როგორც მჭადი კეცებს
ისე გეკრობი გულზე
და მიღიტინებს კისერს
შენი კერტების ალი
შენი თვალის ნაკეცებს
ატყვია ჩემი კოცნა
შენი პატარა ხალი
მუცლიდან ოდნავ მარჯვნივ
(მე არ ვიცოდი ოღონდ)
მაგრამ ასეა თურმე
ოდესღაც დაშიფრული
ყოფილა ძველი ლოცვა.
მართლა არ ვიცი რატომ,
მაგრამ გავიგო მინდა...

ნეტავი ეს თხელი მკლავები თუ ხვდება
რომ შენი მუხლები ერთმანეთს უხდება?

Monday, May 9, 2011

როგორ გავხდე ბლოგოპატი

წყარო: netgazeti.ge

ალბათ გახსოვთ ჰოლივუდურ ფულმებში წარწერა “2000 წელი” და მფრინავი მანქანები, გამჭვირვალე ადამიანები და სხვა. თუმცა ყველაზე დიდი ფანტასტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ 2010 წელს მფრინავი მანქანა კი არა ნოუთბუქს შეზრდილი ადამიანი “ულაიკებს” სტატუსს: “ქმარი მომენატრა” გვერდით მწოლ მეუღლეს.

ჩემს სოფელში ადრე რომ ინტერნეტი ჰქონოდათ, წარმომიდგენია, როგორ გადააქნევდნენ სინანულით თავებს უბანში შეკრებილი ქალები და იტყოდნენ _ ეს რა დრო დაგვიდგა, ფეისბიანკები და ტვიტარასტები ერთმანეთს ეფლიკრავებიანო.

ლაიკომანებს, სტატუსოფილებს და თანამედროვე სამყაროს სხვა სოციოპატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ “ბლოგოპატებს”.

მოკლედ, გვეყოფა ენამახვილობა და ისედაც დაბნეული ატექნიკური მომხარებლების კიდევ უფრო დაბნევა და საქმეზე გადავიდეთ.

თანამედროვე სამყაროში არ გქონდეს ბლოგი, იგივეა, ცოტახნის წინ “მადონას სერვისი” რომ არ გქონოდა. ბლოგი, ეს არის ვებსაიტი, სადაც შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია: ტექსტი, ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა, მოკლედ ყველაფერი, რაც კი მოგესურვებათ _ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამასთან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მილიონობით ინტერნეტ მომხარებლისთვის (თუ დავაკონკრეტებთ, ქართველი ინტერნეტ მომხარებელი ერთ მილიონსაც კი ვერ უახლოვდება) და რა გასაკვირია, რომ ინფორმაციის გაცვლის ასეთი თავისუფალი და მოსახერხებელი საშუალება დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე სამყაროში.

მსოფლიოში რამდენიმე პოპულარული ბლოგ სისტემაა გავრცელებული, თუმცა ქართველებმა, როგორც გვჩვევია, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შევარჩიეთ და მსწრაფლ გავიყავით “ვორდპრესისტებად” და “ბლოგსპოტისტებად”.

იმისათვის, რათა გქონდეთ საკუთარი ბლოგი ვორდპრესის სისტემაზე, საკმარისია, გაიაროთ უმარტივესი რეგისტრაციის პროცედურა: http://wordpress.com

ბლოგსპოტზე კიდევ უფრო მარტივად არის საქმე: საკმარისია, გქონდეს გუგლის მეილი და რეგისტრაციაც კი არ არის საჭირო: http://blogger.com (იმისათვის, რომ იხილოთ სისტემის განახლებული ვერსია, შეგიძლიათ ისარგებლოთ მისამართით: http://draft.blogger.com )


ზემოთხსენებული ორი სისტემის შედარებით ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დღეს კი გეტყვით: აუცილებლად გახსენით ბლოგი _ ნუ დარჩებით 21-ე საუკუნეში “სტენკისა” და “მადონას სერვისის” გარეშე.

Thursday, May 5, 2011

ფროდაქთფლეისმენტი

ხომ იცი, მე შენი შანელი ხუთი ვარ
ივსენ ლორანის წენი
ათასჯერ გახსნილი პანდორას ყუთი ვარ
ან ბროწეულის წვენი

მე შენში მიყვარს, როდესაც შენში ვარ
როდესაც ძარღვებად ვტოკავ
ხომ იცი უშენოდ ცხენი ვარ დაბმული
შენთან კი თავს ვერ ვთოკავ

მე შენი კოლგოტკის თვალი ვარ წასული
ნახმარი შენი ბლუზა
ჯერ არ დამდგარი შენი ვარ წარსული
ან ჩაშვებული ღუზა

ხომ იცი, მე შენი შანელი ხუთი ვარ
ივსენ ლორანის წენი
ათასჯერ გახსნილი პანდორას ყუთი ვარ
ან ბროწეულის წვენი

Sunday, May 1, 2011

სექსი საზღვრების გარეშე

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია.

ეს კი მხოლოდ ექსპერიმენტია _ მაინტერესებს რამდენად ყიდის "სექსი" სისულელეს.