Friday, April 29, 2011

გეი

წყარო: http://www.vasassi.com

მოგესალმებით. თითქოს ენა არ მიბრუნდება, მაგრამ მაინც დომენით უნდა გაგეცნოთ - მე lasharela.com-ვარ.

რა დასამალი არის და ეს ჩემი პირველი გესტ ანუ სტუმარპოსტია. პატივი მერგო და ვასასის - წითელრქებიანის, რომელიც ურცხვად მოგვიწოდებს - გიყვარდეთ ჩემნაირებიო, ბლოგზე ვწერ.

ალბათ არც ველოსიპედს გამოვიგონებ და მითუმეტეს ამერიკის აღმოჩენისგან ცხრა მთა და მინიმუმ ერთი ოკეანე დამაშორებს თუ ვიტყვი რომ ადმიანის ნებისმიერ ქმედებას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული, გარკვეული მოტივატორი _ აღმძრავი გააჩნია.

როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის გვამოძრავებს გარკვეული სურვილი, სწრაფვა. როგორც თავის დროზე ჩემი უცხოეთშინასწავლი უფროსები იტყოდნენ (იმედია კითხულობთ ამ ნაწერს!) ყოველ ადამიანს გააჩნია გარკვეული "need".

მოცემულ შემთხვევას (გესტპოსტს ვგულისხმობ) თუ ჩავუღრმავდებით, მე სტუმრად მომიწვიეს. არ ვიცი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ ამ პოსტის მიზანია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ის. ჩემი need კი არის, საკუთარ თავს, ვასასის და ოთხასიათასიან ქართულ ონლაინ სივრცეს ვაჩვენო, თუ რა მაგარი ვარ და რამდენზე შევძელი ახტომა (ვიცი ამ შესავლისთვის დავისჯდები).

ამიტომაც ყველაფერს (თუ საჭირო იქნება ტრაკსაც მივცემ) რომ ეს პოსტი რეიტინგული გამოვიდეს - მიზანი ხომ ყოველთვის ამართლებს საშუალებებს (და ძალიან გთხოვთ, სენტიმენტებს და „ნწ, ნწ, ნწ, ნწ-ს ძახილს არ ვართ).

არაერთწლიანმა ონლაინ მოღვაწეობამ, მასწავლა რომ ქართულ რეალობაში (მინიმუმ ვირტუალურ რეალობაში) არსებობს ორი თემა, რომელზეც რაც არ უნდა დაწერო, გამოხმაურება მაინც დიდი ექნება. ესენია:

რელიგიური უმრავლესობა და
სექსუალური უმცირესობა


ამჯერად არჩევანს, მოძალებული მუზების გამო მეორეზე შევაჩერებ.

***
ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ბავშვები მართლა წეროებს კი არ მოჰყავდათ, არამედ ქალი და კაცი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეჯახირებოდნენ და წვალობდნენ.

ცოტა უფრო დიდი ვიყავი, თუმცა მაინც პატარა, როდესაც გავიგე რომ კაცი აუცილებლად ქალთან კი არ უნდა წვალობდეს და ჯახირობდეს, არამედ კაცთანაც შეუძლია იგივე გააკეთოს, თუმცა იმ განსხვავებით რომ ბავშვი არ ეყოლებათ (ბარემ აქვე ვიტყვი, ლესბოსელების შესახებ როცა გავიგე, კაი წვერულვაშიანი და უკვე "ქალებში ნამყოფიც" გახლდით).

ისე ახლა არ გაგეცინოთ და პატივი ეცით ჩემი გარდაცვლილი ბებიის - ნელის ხსოვნას, მაგრამ მე და ბებიაჩემმა, ერთნაირი კაცების ერთად ყოფნის ამბავი ერთად გავიგეთ.

ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ ვისაც მეხსიერება არ გღალატობთ და ანგარიშიც არ გეზარებათ, მახსოვს გადიოდა რიგით-იდიოტური ტელესერიალი "დინასტია".

მოულოდნელად გაირკვა, რომ ტელესერიალის მთავარი გმირის - ჭაღარა, სოლიდური და ფულიანი ბიძიას შვილი _ სტივენი, გეი აღმოჩნდა.

მახსოვს როგორ შეიცხადა ბებიაჩემმა და გაიკვირვა, რომ "ამხნის ქალი იყო და ამფერი არაფერი უნახავს და გოუგონია (არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო)".

მაშინ პირველად გაჩნდა ჩემში განცდა იმისა რომ ოდესმე შეიძლება გაირკვეს, მე ისეთი არ ვარ როგორიც მამაჩემია, ბიძაჩემი, მეწისქვილე შაქრო და ჩემი მეზობელი ილოა. შეიძლება ისე მოხდეს რომ მე არ მეყოლება ცოლი და მეტიც _ საერთოდ არ მეყოლება ქალი.

გაჩნდა პირველი შიში, რომ მე არ ვიქნებოდი ისეთი როგორიც ყველაა. მტანჯავდა აზრი _ "ნეტა ხომ არ ვარ გეი"? მაგრამ "მიდგებოდა თუ არა ქალებზე", "ქალებზე და კაცებზე ერთდროულად" თუ "მხოლოდ კაცებზე" ამის გადამოწმება იმ დროისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროს სექსუალურად მოუმწიფებლობის გამო საერთოდ არ მიდგებოდა.

მოგიანებით კი გაირკვა რომ ქალებთან მიმართებაში, ეროგენული წერტილები სწორად მუშაობდნენ. კაცებთან მიმართებაში კი სრული ინდიფერენტულობა სუფევდა _ დავმშვიდდი!

გავიდა დრო, გავხდი სტუდენტი, დავიწყე მუშაობა, გავიცანი უამრავი მეგობარი და ა.შ. სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ფეისბუქ პროფილის მეგობრების რიცხვმა 600-ს არ მიაღწია. აქედან ნახევარზე ცოტა მეტი ბიჭი იყო. მცირედით მაგრამ მაინც გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე რომ მეგობარი ბიჭების 30% "ბი" ან "ჰომოსექსუალი" მყავდა.

მაშინ პირველად გამიხარდა, რომ არ აღმოვჩნდი "ჰომოფობი". ისევე როგოროც სხვა მეგობრებისგან, ვაშეარებდი მათგან ლინკებს, ვუპოსტავდი ვოლზე, ვულაიკებდი, ვუკომენტებდი, ვუმეგობრდებოდი და "ვუ" კანონზომიერებიდან ამოვარდნილად "ვე-ჩეთავებოდი" კიდეც.

მაგრამ იყო ერთი "მაგრამ" რაც ძალიან არ მომეწონა - "ყველამ, ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს არ ამბობს".

არ ვიცი გამამართლებთ თუ არა მაგრამ, ჩემის მხრივ მეც მიჭირდა თქმა - "გამარჯობა ჯემალ, მე ხომ ვიცი, რომ შენ გეი ხარ, ჩემთან შეგიძლია პირდაპირ, მინიშნებების გარეშე ისაუბრო". ან რატო უნდა ვუთხრა რამე ადამიანს რომელიც თავად არ ამბობს არაფერს ამის შესახებ?

არა და როგორ მინდოდა თითეულ მათგანს გაესტატუსებინა რომ გეია. რილეიშენშიპში დაეყენებინა თავისი შეყვარებულის პროფილი. დაედო მის ვოლზე რომელიღაცჯანდაბა წლის, ყველასთვის უცნობი კლასიკური მუსიკის კონცერტი (თუმცა ამას ნამდვილად აკეთებდნენ) და მიეწერა: "ეს შენ საყვარელო".

როგორ მინდოდა არ მეფიქრა: "ხომ არ ფიქრობს ახლა ის, რომ მე ვფიქრობ მასზე, რომ მან არ იცი რომ მე ვიცი, რომ ის გეია". რა ჩახლართულია არა? რატომ? ისედაც, "ყველამ ხო ყველაფერი იცის"?


ხო და თუ იცით, უცხოებს ვერ მივმართავ, მაგრამ ჩემი ფრენდ ლისტის 30% ნამდვილად ხმამაღლა გამოვუცხადებ - შეეშვით ონანიზმს, ყოველგვარი ხარისხის მიუხედავად გეებზე გაჟღერებული სტატიების ვოლებზე პოსტვას, ირიბად და მინიშნებებით საუბარს, გაიღვიძეთ ერთ მშვენიერ დღეს, გაიღიმეთ და თქვენს ვოლზე დიდი ასოებით დაწერეთ:


მე გეი ვარ!

მე კი დაგილაიკებთ... დაგილაიკებთ მთელი გულით და იქვე დაგიკომენტებთ:


- მე კიდე შენი მეგობარი ვარ და გახსოვდეს: მიუხედავად იმისა რომ შენ მხოლოდ კაცებზე გიდგება და მე მხოლოდ ქალებზე - შენი გულისთვის ტრაკსაც კი მივცემ!

პოსტის ავტორი: lasharela.com

5 comments:

  1. მგონი მთელმა საქართველომ მაგ სერიალიდან გაიგო გეების არსებობა:)

    ReplyDelete
  2. @მოხეტიალე
    მთელზე ვერ დავდებ თავს და მე და ბებიაჩემმა ცვეტში :D

    ReplyDelete
  3. აუ, მეც მაგ სერიალიდან გავიგე და ძაან პატარა ვიყავი, სკოლაში დავდიოდი.. სერიალების ყურება ჩემს სახლში "მოდაში არ იყო", მაგრამ გარშემო ხომ უყურებდა ხალხი და ერთ მშვენიერ დღეს აღშფოთებული კახელები უნდა გენახა შენ, ჰაჰაჰაა:D "ეე, რასაი ჩადიანო, მა ეგ ტელევიზორში გასაშვებია-ო"
    Irinola-IG

    ReplyDelete
  4. შენ კი არა, მთელმა საქართველომ მაქედან გაიგო "გეის" არსებობის შესახებ და მერე ხუმრობით ყველა "საეჭვოს" "სტივენას" ეძახდნენ :)))

    ReplyDelete
  5. ტრაკის მიცემაზე ამდენს, მგონი, გეებიც არ ფიქრობენ... : ))

    ჩემი უსაზღვრო პატივისცემის მიუხედავად გეების მიმართ, მე მაინც ჰომოფობად ვრჩები... ::hellyeah:: ::evil:: :D

    ReplyDelete