Wednesday, April 20, 2011

ყველანი მორწმუნეები ვართ

"რწმენა" ეს სიტყვა თითეულ ჩვენგანში ალბათ უპირველეს ყოვლისა ღმერთთან ასოცირდება. მაგრამ ღმერთის გარდა უამრავი რამ შეიძლება გწამდეს, ან არ გწამდეს. მაგალითად მე მწამს რომ ჩემი მეზობლის ცისფერთვალება ბავშვი, როდესაც გაიზრდება "დიდი კაცი გახდება" და სულაც არ მწამს რომ საქართველო ოდესმე გაბრწყინდება. თუმცა ვინ იცის: იქნებ მეზობლის ბავში ცალხმრივმა სიყვარულმა ჩააგდოს დეპრესიაში, განარკომანდეს და ცხოვრება დოზის გადაჭარბებით მოისწრაფოს, ან კიდევ ქართველებს ისევე შეუყვარდეს თავდადებული შრომა და სამშობლო, როგორც ხინკალი და რაიმე გვეშველოს?

დღეს ჩემს ძველ და კარგ მეგობარს ვესაუბრე. მას ღმერთი არ წამს და მიაჩნია, რომ ყველა ვისაც ღმერთი წამს არ არის თავისუფალი ადამიანი. ეს სხვა სიტყვებით, თორე მისი აზრით ოპერატიულ სისტემაში, რომელსაც ჩვენ მსოფლმხედველობას ვეძახით, სისტემური შეცდომა, ანუ bug-ი არის, რომელსაც გამოსწორება ჭირდება.

მოცემულ პოსტში იმაზე საუბარს არ ვაპირებ, რომ ადამიანი რომელსაც ყველა მორწმუნე "შეზღუდული" აზროვნების მატარებლად მიაჩნია, თავადაც ვერ არის თავისუფალი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით _ ანუ სავარაუდოდ არასოდეს დავწერ.

ჩემთვის უფრო საინტერესო, ის მსჯელობა და დასვკნები აღმოჩნდა რომელიც თითქმის ცარიელ მეტროს ვაგონში მომეძალა.

რა არის რწმენა? მათემატიკაში ასეთი ცნებები არსებობს: აქსიომა, თეორემა და ჰიპოთეზა. ჰიპოთეზა ეს ისეთი მოსაზრებაა, რომელიც დამტკიცებული არი არის. საკმარისია ნებისმიერი ჰიპოთეზა დაამტკიცო, რომ ის თეორემად გარდაიქმნება. მაგრამ როგორ უნდა დავამტკიცოთ ჰიპოთეზები? ნებისმიერი მტკიცება, მსჯელობის გარკვეული ჯაჭვია. მსჯელობისას უკვე დამტკიცებულ თეორემებს იყენებ. მაგრან ჭინჭყლი მოსწავლესავით თუ ვიკითხავთ - კი მაგრამ ის თეორემები როგორღა დაამტკიცესო, გიპასუხებთ რომ სხვა თეორემებით. მაგრამ სულ სულ სულ სულ პირველი თეორემა როგორღა დაამტკიცესო თუ მკითხავთ, აი მანდ მომიწევს იმის აღიარება, რომ ისეთ ზუსტ მეცნიერებაშიც კი როგორიც მატემატიკაა, საწყისი წერტილის გარეშე არაფერია შესაძლებელი. აქსიომა სწორედ ისეთი ცნებაა, რომელიც მტკიცებას არ ექვემდებარება, რომელიც ეჭვგარეშეა, რომლითაც პირველი და პრიმიტიური თეორემები უნდა დამტკიცდეს.

და მაინც, შეკითხვას რომ მივუბრუნდეთ _ რა არის რწმენა? რწმენა ჩემი აზრით ნებისმიერი ჰიპოთეზის გაზიარება ან არ გაზიარებაა. მოსაზრების, რომელსაც ცალმხრივი და მათემატიკური მტკიცებულება არ გააჩნია. არცერთი ფორმულით არ გამოითვლება არსებობს თუ არა ღმერთი, გახდება თუ არა ჩემი მეზობლის ცისფერთვალება ბავშვი "დიდი კაცი" და გაბრწყინდება თუ არა ივერია.

სწორედ ამ დროს გამიჩნდა შეკითხვა _ რატომ უნდა გაიზიარო (ანუ გარკვეულ მომენტში ამ ვარაუდს დაეყრდნო) ნებისმიერი ჰიპოთეზა? რატომ უნდა გწამდეს საერტოდ რამე? ხომ შეიძლება უბრალოდ იცოდე ის რაც მკაცრად დამტკიცებულია და არანაირი რწმენა და ვარაუდები არ გაგაჩნდეს მეზობლის ბავშვთან და გაბრწყინებულ ივერიასთან დაკავშირებით?

და სწორედ იმ დროს, როდესაც მეტროს ვაგონებში გამოწყვდეული ყველაზე ასექსუალური ხმა, მომდევნო გაჩერების სახელწოდებას აცხადებდა მე ჭეშმარიტებას მივხვდი _ ჩვენ ყველანი მორწმუნეები ვართ. ჩვენ ყველას გვწამს. სხვაობა მხოლოდ იმაში არის რომ მე მწამს, რომ ღმერთი არსებობს, ხოლო ჩემს მეგობარს წამს, რომ ის არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ორივეს გვწამს, ჰიპოთეზას ვიზიარებთ ან არ ვიზიარებთ, ყოველგვარი ცალსახა მტკიცებულების გარეშე.

შეუძლებელია, არ გწამდეს რაიმესი, რადგან სანამ იარსებებს ერთი მაინც ჰიპოთეზა, არჩევანი არ გვაქვს _ ჩვენ გვწამს ან არ გვწამს მისი მართებულობა.

ამავე მსჯელობით, თითეული ჩვენგანი შესაძლოა ურწმუნოებად გამოვაცხადოთ და ვთქვა, მე არ მწამს რომ ღმერთი არ არსებობს, ხოლო ჩემს მეგობარს არ წამს მისი არსებობა. ეს მხოლოდ ტოლობის ორივე მხარის მინუს ერთზე გამრავლებაა და არსობრივად ამით არაფერი იცვლება _ ჩვენ არჩჩევანი არ გვაქვს, ყველანი მორწმუნეები ვართ.

P.S. ჩემი რჩეული ჰიპოთეზა მათემატიკაში შემდეგნაირად ჟღერს:
მეზობელი მარტივი რიცხვები (მაგ. 11 და 13 ან 17 და 19), შესაძლოა უსასრულო რაოდენობით არსებობდნენ.

ეს ჰიპოთეზაა და ამ ერთი შეხედვით მარტივ ფაქტს, მათემატიკური დამტკიცება ნანოტექნოლოგიურ ხანაშიც კი არააქვს. ვერაფრით ვერ აგიხსნით რატომ, მაგრამ მე მწამს, რომ ეს ნამდვილად ასეა :)

9 comments:

  1. ღმერთmoney, ვერასოდეს ვერკვეოდი მათემატიკაში :D

    ReplyDelete
  2. ვაიმე, რა იყო ეს... პლის-მინუს, ტანგეს-კოტანგეს, სინუს-კოსინუს.... წავედი.. :))))

    ReplyDelete
  3. არ გეთანხმები. ის რომ მარტივი ციფრები უსასრულოდ შეიძლება არსებობდეს ეს ლოგიკურია ვინაიდან ციფრების სიმრავლე უსასრულოა და შესაბამისად მისი ქვესიმრავლეც უსასრულო უნდა იყოს, რწმენა კი უმეტეს შემთხვევაში აბსოლიტურად არალოგიკური რაღაცეების მიმართ აქვთ ადამიანებს
    და გეთანხმები იმაში რომ შენი გაგებით :) მორწმუნე მეც კი ვარ

    ReplyDelete
  4. ისა და.. ლაშ..არელა, თუ როგორც არის მანდ.. მე კი გავიგე რისი თქმაც გინდოდა და საინტერესო იყო ფრიად და დასაფასებელი, შენის მხრივ, რომ ამ დასკვნებამდე სინუს-კოსინუსებით მიხვედი.... უბრალოდ, ამ ”მისვლის გზის” დეტალურმა აღწერამ ის ასოციაცია მომცა, რაც მერე ერთი წინადადებით დავწერე... სულ ეს იყო :)

    ReplyDelete
  5. შეეშვით ღმერთის რწმენას.

    ზოგადად აქ მარტივ რამეზეა საუბარი. რწმენა ზოგადად (რისიც არ უნდა იყოს) ირაციონალურია. გწამს მხოლოდ ის რაც ჰიპოთეტურია. ის რაც აქსიომატურია უბრალოდ იცი. არავინ ამბობს რომ მე მწამს რომ ჰაერი არსებობს. ჩვენ ეს ვიცით ხო?

    ანუ რწმენა განმარტებაში გულისხმობს, გაიზიარო ან არ გაიზიარო რაიმე ვარაუდო.

    მაგრამ მთავარი ის არის რომ ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ "ის ვისაც სწამთ" არაპრაგმატულები ან ირაციონალურები ან ა.შ. არიან, თავადაც უბრალო მორწმუნეები არიან. რადგან მათაც არააქვთ მტკიცებულება, ისინიც ირაციონალურ და ვარაუდის დონეზე არ იზიარებენ რამე მოსაზრებას.

    მოკლედ როგორც არ უნდა იყოს ირაციონალურს ორივე ვეფუძნებით, ორივეს გვწამს.

    დალოგინება მეზარება - ლაშა :)

    ReplyDelete
  6. ჯუმბერაApril 21, 2011 at 11:53 PM

    ვარაუდი და რწმენა განსხვავდება. თუმცა ღმერთის რწმენა უმეტესობისთვის სინამდვილეში არის ვარაუდი+ემოციური დამოკიდებულება.
    ვარაუდი შეიძლება შეაფასო პროცენტულად. შეიძლება რაღაც გგონია რომ იცი, ალბათობას 100%ითაც აფასებ, მაგრამ შეიძლება მოულოდნელად რაღაც მტკიცებულება გაჩვენონ და აღმოჩნდეს რომ არასწორად იცოდი. ესეც არაა რწმენა. თუმცა რწმენაც შეიძლება შეიცვალოს – ამისთვის შინაგანად უნდა შეიცვალო.
    რწმენა არის უფრო არჩევანი, ვიდრე ვარაუდი. ირჩევ პარადიგმას, რისი საშუალებითაც განიხილავ სამყაროს.

    მაგალითად: მე შეიძლება ვფიქრობდე რომ ვარ ევოლუციის მიერ შექმნილი არსება. ჩემი წინაპარი გადარჩა და გამრავლდა. მეც უნდა გადავრჩე და გავმრავლდე. ეს ერთერთი პარადიგმაა. ეს ხედვა თავის პონტში სრულიად მართებულია.

    ან შეიძლება ვფიქრობდე რომ ვარ 1 უჯრედი სამყაროში, სადაც სხვადასხვა ძალები ურთიერთქმედებენ, და მე ვარ რომელიღაც ძალის ნაწილი. ეს ხედვაც სწორია.
    და ნუ ამათი სინთეზი და კიდევ უამრავი პარადიგმა არსებობს.

    რწმენა მხოლოდ მაშინ არის არის არასწორი, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. თუმცა ის რაც გარედან წინააღმდეგობად ჩანს, შეიძლება არ იყოს წინააღმდეგობა ამ რწმენის ჩარჩოებში.

    ReplyDelete
  7. What about 'არ ვიცი'? ესეც რწმენაში ხომ არ შედის?

    ReplyDelete
  8. - ბაყაყს თუ მოკლავ გაწვიმდება. გჯერა რო ასეა?
    - არ ვიცი
    - რა არ იცი? გჯერა თუ არა?

    შეიძლება არ იცოდე ფეხმძიმედ ხარ თუ არა, მარა გწყურია თუ არა ეს აუცილებლად იცი.

    ცოდნა- არის ინფორმაცია, რომელიც შენს ტვინში ან არის ჩაწერილი ან არა (ან არის, მარა შენ არ იცი სად დევს :) )

    ხოლო რწმენა არ ვიცი რაზე დაყრდნობით მაგრამ მაინც შეგრძნებაა :)

    ReplyDelete
  9. ა გასაგებია. მე თავიდან ცოტა სხვანაირად მივუდექი.

    ReplyDelete