მახსოვს პატარაობისას ძალიან პოპულარული იყო ვინმე "ილონა დავიდოვას" ინგლისური ენის შესწავლის მეთოდი _ საკმარისი იყო პლეერის მეშვეობით, ქალბატონი ილონას წარტმაცი ხმით წაკითხული მოთხობებისთვის მოგესმინა, რომ ინგლისურით გაქცეულს კი არა, მობრუნებულსაც თავისუფლად გააქცევდი.
***
ზოგჯერ მგონია, რომ ესა თუ ის ხიდი, მოედანი თუ შადრევანი, პირადად პრეზიდენტსააქვს საზღვარგარეთ ნანახი. ვინაიდან დასავლური კურსი გვაქვს აღებული, მაგრამ მთლად ხტუნვა-ხტუნვით ვერ მივდივართ ევროპისკენ, პრეზიდენტი კიდე ჭკვიანი კაცია, ალბათ გადაწყვიტა _ რახან ჩვენ ვერ შევდივართ ევროპაში, ევროპა უნდა ჩამოვიტანოთ აქეთ. ხოდა ასე შადრევან-შადრევან და ხიდ-ხიდ ჩამოვზიდავთ ყველაფერს რაც კი კარგი აქვთ.
ზუსტად არ ვიცი სად მაგრამ, როგორც ჩანს სადღაც "საზღვარგარეთ" პრეზიდენტმა ნახა რომ ყველა უცხო ენაზე _ კერძოდ კი ინგლისურად მეტყველებდა. ხო და რაღა "მაშასადამე ევროლეპები" ვიქნებით 21 საუკუნის ქართულ-სინგაპურში კომპიუტერისა და ინგლისურის გარეშე? სწორედ ამიტომაც დატრიალდა მთავრობა და კომპიუტერი ერთ ლარად, ხოლო ინგლისური... არა, ინგლისური იდეაში უფასოდ. როგორ? - მარტივად:
ილონა დავიდოვასი არ იყოს, ინგლისურის სასწავლად საკმარისია ყველა ქართულ არხზე გავიდეს "უცხოური ფილმი" (თუნდაც ფრანგული) ქართული სუბტიტრებით. მორჩა და გათავდა!
გადის ფილმი, შენც კარგად მოკალათებული სავარძელში ზიხარ და ამ ფილმს კითხულობ. თუ კარგად ხარ გაწაფული, კითხვის პარალელურად უსმენ კიდეც (საყურებლად ნამდვილად არ გცალია).
მაგრამ აქ სულ სხვა პრობლემა ჩნდება _ ხალხს ხომ კითხვა (შესაბამისად ფილმები) აღარ უყვარს? მაშ რითი უნდა დავუბრუნოთ მკითხველი ტელეეკრანს?
აი, აქ კი ნამდვილად მზაკვრულ გამოსავალს მიაგნო ქართულმა ტელესივრცემ _ ღამღამობით, 70 წლების ეროტიულ ფილმებს უშვებს და რაღა თქმა უნდა... სუბტიტრებით!
კაცმა რო თქვას, 70-იანების არის ეროტიკა თუ 90-იანების რა მნიშვნელობა აქვს? ერთი შეხედვით არანაირი, მაგრამ უყურებ ტელეეკრანს და ხვდები _ სექსიც ძველდება. ხო და მეც ტელევიზიებთან მოკრძალებული თხოვნა მექნება _ თუ მაინც და მაინც სექსთან ერთად გინდათ გვასწავლოთ ინგლისური, იქნებ თანამედროვე, უფრო თამამი და "ფერდაუკარგავი" პორნოგრაფია შემოგვთავაზოთ ახალ თაობას?
ინგლისურს თუ არა, გპირდებით, ნძრევას ნამდვილად ვისწავლით.
გულახდილად და გულიანად ვიცინე.კარგია
ReplyDelete:)))გემრიელად გამოგიცხვია.
ReplyDelete: ))) ფრიად ღადაობაა
ReplyDeleteაუჰ,გეთანხმები : )
ReplyDeleteწაიღეს ტვინი :>
თანამედროვე ეროტიკული ფილმებიდან მაინც რომელი წარმოგიდგენია ან გინდა რომ გაუშვან. ტინტო ბრასის ვითომ ეროტიკა, თუ ყველა საიტის პირველ გვერძე დადებული lay with me , რაღაც უსქესო ფილმები, მაგის ყურებით ინგლისურს და მითუმეტეს სექს ვერ ისწავლიან :D :D :D ბძრევას 13-14 წლიდან ახერხებენ და მაგას განსაკუთრებული სწავლებები არ ჭირდება :D ისე რეკომენდაცია გაუწიე რომელიმე ფილმს რომელიც სასურველია ტელეკომპანიებმა თუნდა გამის 4-5 გაუშვან
ReplyDeleteლაშარელა მაგარი ხარ, თან ძააან!! იცი რამდენი ვიცინეეეე :)) ტელევიზორისთვის კაი ხანია არ მიყურია და ღამ-ღამობით მაინც შევხედავ ერძთი :D :D
ReplyDeleteIrinola-IG
hahah, etorika subtitrebit ar vicodi :D mara filmebis ase yurebis momxre var, originalshi ro gesmis uketesad agikvav films, tu paraleluri kitxva da yureba gamogdis )
ReplyDelete