Monday, April 4, 2011

ფირი

ფოლდერები ჩემი დის კომპიუტერში:

gio 1 dgis
gio 2 dgis
...
gios pirveli nabijebi
gio makdonaldshi
...


ბავშვობიდან მახსოვს მრგვალი ცისფერი "ბაბინა", რომელზეც ვიწრო ფირი იყო დახვეული. მეუბნებოდნენ, რომ ზედ ჩემი ბავშვობა იყო გადაღებული.

ვცდილობ არ ვიყო სენტიმენტალური და თვალს-ცრემლი არ მოგადინოთ, მაგრამ კონიაკის არ იყოს, დროსთან ერთად ფირი უფრო ძვირფასი გახდა. წლების შემდეგ (უფრო სწორად, მეოთხედი საუკუნის შემდეგ) ფირის ციფრულ ფორმატში გადაყვანა შევძელი.

როდესაც ფირი ვნახე, სპეციალურად რომელიმე ჰოლივუდის ფილმისთვის გადაღებული და დამუშავებული კადრებს ვუყურებდი მეგონა.

ბებია, ბაბუა, მამა, თეა, მანანა დეიდა... მოკლედ უამრავი ადამიანი, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ვუყურე ნაწილ ნაწილ. არა ერთბაშად. აი ისე, გემრიელ შოკოლადს რომ ჭამ და ერთიანად რომ არ გინდა შემოგეჭამოს. თავიდან ბოლომდე მგონი ახლაც არ მაქვს ნანახი. იმასაც ვერ ვხვდები, რა ემოციებს იწვევს ჩემში. სიმართლე გითხრათ თვალზე ცრემლი არ მომდგომია (я свое оплакал  :) ) და არც გული ამჩუყებია. უბრალოდ, როგორც ლამაზ კადრებს, ისე ვუყურე და კიდე ჩემი თავი მომეწონა კოცნებს რომ ვუძღვნი ვიღაცას :)

კალათბურთის ბურთიც თავიდანვე მყვარებია. კიდევ, ცოტა გული დამწყდა, რომ თავიდან ყველაზე საინტერესო კადრები (სადაც მამაჩემია გადაღებული, როგორც ჩანს შემდეგ თვითონ იღებდა) პრაქტიკულად არ ჩანს.

ფირს ვუყურე და მივხვდი _  ვიდეო ტექნილოგიები მაშინ რომ დღევანდელივით ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მე ვერასოდეს მექნებოდა ასეთი ძვირფასი "ფირი", რომლის თითეული კადრი ძალიან  გემრიელია.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=RqcQhOxlKYk]

5 comments:

  1. აი ახლა ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ ნახვა თუ მომიყვანდა ხასიათზე, ძალიან მაგარია <3

    ReplyDelete
  2. აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში გამახსენდა :D

    მაგარი კადრებია :*

    ReplyDelete
  3. ძალიან ძალიან ძალიან მაგარი საქმე გიქნია, რომ ეს ყველაფერი ახლა უფრო საიმედოდ შეინახე. თუნდაც ამისთვის იმსახურებ ტაშს (მეტი ვერაფერი მოვიფიქრე) :))

    პ.ს. მეც მქონდა მსგავსი რაღაც, მაგნიტოფონის კასეტაზე ჩაწერილი ჩემი ლექსები 3 წლის ასაკში და დამეკარგა :((((

    ReplyDelete
  4. რა მაგარი ფირი გქონია...

    კინოსავითაა, კარგი კინოსავით... ხმა უნდა დაადო აუცილებლად ისეთი, აი ბაბინებიან პროექტორს რომ აქვს,

    რკრკრკრკრკრკრ..........

    ReplyDelete
  5. ხო, ეგ ხმა გაასწორებდა :)

    ReplyDelete